იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge



პიედად ესტევესი, ხულიან გარსია, როდრიგო კინტანა და ბენხამინ მორანდე არიან ”განუყრელი მეგობრები”. როდრიგო ყველაზე მომხიბვლელი და ინტელექტუალურია. ის ნამდვილად გუნდის ლიდერია. მას და პიედადს ერთმანეთი უყვარდებათ და ბედნიერად იწყებენ ცხოვრებას. გოგონა ხულიანსაც უყვარდება, მაგრამ არ ამჟღავნებს. დრო გადის.როდრიგო ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ხდება. პიედადზე ძალას ხმარობს.ეს ხდება წყვილის დაშორების მიზეზიც. ამ ინციდენტის შემდეგ როდრიგო მეგობრების გარეშე რჩება. 5 წლის შემდეგ როდრიგო ირჩევს კარგ ცხოვრებას და მუშაობას იწყებს კლინიკაში. აღმოჩნდება, რომ ბავშვობის სამი მეგობარი მისი პარტნიორები არიან პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში. პიედადს, ხულიანსა და ბენხამინს წარსული უკვე დავიწყებული აქვთ და შეიტყობენ კინტანას დაბრუნების ამბავსაც. როდრიგოს დაბრუნება ყველას ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებით პიედადზე , რომელსაც დღის განრიგი აერია, იმიტომ , რომ სულ მასზე ფიქრობს.საერთოდ ჩიკაგოში უცნაური ამბები ტრიალებს. ეს ყველაფერი კი როდრიგოს გამოჩენის შემდეგ იწყება. ქალაქში სერიული მკვლელობები მომრავლდება. მკვლელი ქალებს აუპატიურებს, ხოცავს, გულებს აჭრის და ქილებში ინახავს. მკვლელი მთავარ გმირებსაც უახლოვდება. ეჭვის ქვეშ აბსოლიტურად ყველა მამაკაცი იმყოფება, თუმცა მკვლელი მხოლოდ ერთია! ვინ არის ”მონადირე”? ოთხი მეგობრის ცხოვრება გრძელდება. ხულიანი დაქორწინებულია მატილდეზე, მაგრამ მათი ოჯახი პიედადის გამო ინგრევა. ხულიანი და როდრიგო სასიკვდილოდ გადაემტერებიან ერთმანეთს. მიზეზი პიედადია, რომელმაც არ იცის ვისთან დარჩეს , მაგრამ სასიყვარულო რომანი ორივესთან აქვს. თავიდან როდრიგოს დაუბრუნდება, მაგრამ კინტანა კვლავ ნარკოტიკით დაინტერესდება. ესტევესი უკვე ბავშვს ელოდება და ნაყოფის მოცილება უნდა, რადგან ეშინია ავადმყოფი შვილი არ ეყოლოს. როდრიგოსაც იგივე სურს, მაგრამ ქალი მაინც გაჩენას გადაწყვეტს. როდრიგო ისევ სამკურნალოდ მიდის და პიედადს დალოდებას სთხოვს, თუმცა მდგომარეობით ისარგებლებს ხულიანიც და ესტევესის გულს მოიგებს. ამავდროულად სერიული მკვლელობები გრძელდება. პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, მაგრამ კვალზე ვერ გასულა.სერიალი კულმინაციურ ფაზაში მაშინ შედის, როდესაც თავად დეტექტივსა და ჟურნალისტს კლავენ.

რეჟისორი: ლუის მანსო

პროდუქცია: ტელემუნდო

ქვეყანა: აშშ

გადაღების წლები: 2010

სერიების რაოდენობა: 116

სცენარის ავტორი: პაბლო ილიანესი

პროდიუსერი: აურელიო ვალკარსელ კაროლი

როლებში:

დანა გარსია - პიედად ესტევესი
კრისტიან მეიერი - როდრიგო კინტანა
რაფაელ ამაია - ხულიან გარსია კორეა
დავიდ ჩოკარო - ბენხამინ მორანდე
კარლა მონროიგი - მატილდე ლარაინი
ხერალდინ ბასანი - ტატიანა ვუდი
ანხელიკა სელაია - ევა ზანეტი
ხიმენა დუკე - კამილა ვუდი
იულ ბურკლე - მაურისიო ოსტოსი
ეველინ სანტოსი - ლუისა კარვახალი
დიანა ფრანკო - ლოლა მონრადე
კაროლინა ტეხერა - ვალერია სტუარტი
ჰექტორ სობერონი - დანიელ ვიდალი
სინტია ოლივიერა - ლუსი სალდანა 
სულეიკა რივერა - როსიო ლინჩი
როდრიგო დე ლა როსა - პედრო პაბლო პენიაფიელი
რობერტო გატიკა - ნიკოლასი
კრისტინა ფიგაროლა - ფაბიოლა გარსია
და სხვ.