იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge



ამ უბანში აბსოლიტურად ყველას აქვს საიდუმლო, რაც მრავალ ეჭვს აჩენს იმის შესახებ, თუ ვინ იტყუება და ვინ ამბობს სიმართლეს, ვინ არის უდანაშაულო და ვინ არის დამნაშავე, ვინ იმსახურებს ნდობას და ვის არ უნდა ენდო. ქონდეების ოჯახი საკმაოდ მდიდარი და შეძლებული ოჯახია, რომლებსაც ყველაფერი გააჩნიათ: ფული, ძალაუფლება და დახურული, შეხმატკბილებული ოჯახი. ცოტა ხნის წინ, მათ დიდი ტრაგედია გადაიტანეს, როდესაც ადოლფო (დავიდ ჩოკარო), უფროსი ქალიშვილს იგნასიას (კატერინ სიაჩოკე) ქმარი მამულის ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა. ადოლფოს ტყუპისცალმა ძმამ, ლეონარდომ (დავიდ ჩოკარო) იცის, ვინ და რატომ მოკლა ადოლფო, მაგრამ ის ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული, ვერც ლაპარაკობს და ვერც ინძრევა. 6 თვის შემდეგ გონსალო იბანიესი (გაბრიელ პორასი) იგნასიას მოიყვანს ცოლად. ის გადაწყვეტს გამოიძიოს ეს ერთი შეხედვით უბედური შემთხვევა და გაიგოს ვინ მოკლა მისი ცოლის ყოფილი ქმარი. იyო თუ არა ეს უბედური შემთხვევა, როგორც ქონდეები ამბობენ? მართლა თავი მოიკლა ადოლფომ, თუ ის მოკლეს? ელის თუ არა გონსალოს იგივე ბედი, რაც ადოლფოს ხვდა წილად? ქონდეების ოჯახს უამრავი უბედურება დაატყდებათ თავს, რაც ეჭვს ჰბადებს, რომ ეს უბედურებები ადოლფომ გამოიწვია. შესაძლოა თუ არა ადოლფო ცოცხალი იყოს? გონსალო ხვდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს ქონდეების ოჯახში და მათ მეზობელ სახლში. ქონდეების მეზობლად ცოლ-ქმარი, პილარ არისმენდი (მარიცა როდრიგესი) და ხავიერ რუისი (მიგელ ვარონი) დასახლდებიან, ორ შვილთან ერთად. მათი ბედნიერი ოჯახის მიღმა, ბნელი რეალობა და მრავალი საიდუმლო იმალება. ხავიერი პრესტიჟული და გავლენიანი ადვოკატია, რომელიც კონდებმა დაასაქმეს წლების წინ. თუმცა, ახლა მის ადგილას, იგნასიას მამა გონსალოს დანიშვნას აპირებს. ხავიერიც თავგამოდებით ცდილობს თავის დაცვას. ამავდროულად მეზობლებს შორის სასიყვარულო ვნებები იწყება. იგნასია და ხავიერი საყვარლები ხდებიან, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გულგრილები არც პილარი და გონსალო რჩებიან. საიდუმლოებით მოცული ოჯახები სიყვარულის მორევში ეშვებიან.

რეჟისორები: ლუის მანსო,
რამირო შვარცი

პროდუქცია: ტელემუნდო სტუდია, მაიამი.

ქვეყანა: აშშ.

გადაღების წლები: 2011

სერიების რაოდენობა: ჯერ უცნობია

სცენარის ავტორი: ხოსე იგნასიო ვალენსუელა.

პროდიუსერები: აურელიო ვალკარსელ კაროლი
დავიდ პოსადა
ხაირო არსილა

როლებში:

მარიცა როდრიგესი - პილარ არისმენდი
გაბრიელ პორასი - გონსალო იბანიესი
კატერინ სიაჩოკე - იგნასია ქონდე
მიგელ ვარონი - ხავიერ რუისი
კარლა მონროიგი - რებეკა არისმენდი
დავიდ ჩოკარო - ადოლფო / ლეონარდო
დანიელ ლუგო - რენატო ქონდე
ხორხე ლუის პილა - მატიას სანტა მარია ხურტადო
ფელისია მერკადო - ევა სპენსერი
ჰენრი ზაკა - იგორ მორა
ხიმენა დუკე - კაროლა ქონდე
გაბრიელ ვალენსუელა - ემილიო ქონდე
სოფია ლამა - ჰილდა გონსალესი
როსალინდა როდრიგესი - კარენ ორტეგა 
ჰექტორ ფუენტესი - ნიბალდო გონსალესი
ვივიანა რუისი - იოლანდა სანჩესი
ალეხანდრა პომალესი - ანდრეა რუისი
ანდრეს კოტრინო - დიეგო რუისი
და სხვ.