იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge



მოქმედება იწყება ერთ პატარა, ულამაზეს სოფელში სახელად "დაკარგული სანაპირო", სადაც ძირითადად ღარიბი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც თავს მეთევზეობით ირჩენენ. სწორედ ამ სანაპიროზე ცხოვრობს სერიალის მთავარი გმირი - ესტრელა მარინა (სურია ვეგა), რომელიც ძალიან მხიარული და კეთილი ადამიანია და არაჩვეულებრივი მეთევზე ესტრელა და დედამისი კასილდა (ერიკა ბუენფილი) ესტრელას ნათლიასთან - აურორასთან (მარია სორტე) და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ - მათ შორისაა აურორას მეუღლე ანტონიო (სერხიო რეინოსო) და მათი შვილები ესპერანსა (გეორგინა სალგადო), სალვადორი (რამონ ვალდესი) და პატარა აბრილი ( ეველინ სავალა). ესტრელას დედა კასილდა სერიალის დასაწყისში გიჟია, რადგანაც იგი სიმთვრალეში ესტრელას მამამ - გილერმო ბრისენიომ (ხუან ფერარა) გააუპატიურა და ამავდროულად მოწმე გახდა როგორ მოკლა გილერმოს და მისმა ქმარმა - ლეონ პარა ივანიესმა (მანუელ ლანდეტა). ლეონი სოფელში ყველაზე გავლენიანი კაცია, ბოროტი და მისი ყველას ეშინია. მას ჰყავს სამი შვილი ორიანა (მარიანა სეოანე), ელენა (ფლორენსია დე სარაჩო) და ხორხე (ნიკოლას მენა), რომელიც 35 სერიის შემდეგ უცნაურად იღუპება ზღვაში. ლეონი გააუპატიურებს ესპერანსას, რომელიც ფეხმძიმდება, შურისძიების გამო მისი ძმა სალვადორი მოტყუებით აბამს რომანს ელენასთან, რომელიც აგრეთვე ფეხმძიმდება, თუმცა სალავდორი უარს ამბობს მათზე და საცხოვრებლად ქალაქში მიდის, რადგანაც მას სიმამდვილეში კარმიტა (რენატა ნოტი) უყვარს. ელენიტას მამა სახლიდან აგდებს და იგი ცხოვრებას საროსკიპოში მაურასან (არლეტ პაჩეკო) იწყებს, რომელსაც იგი შვილივით უყვარს. ვიქტორ მანუელ გალინდესი (მარიო სიმარო) - მილიონერი გემის კაპიტანი, მეზღვაური და მწერალია, p.s. ვიქტორ მანუელი წერს წიგნს მისი და ესტრელას სიყვარულის შესახებ სახელწოდებით "სიყვარულის ზღვა". ვიქტორ მანუელი მაიამის სანაპიროზე უგონოდ მყოფ ქალს - კორალს, სინამდვილეში კი კატალინას (ნინელ კონდე) სახლში წაიყვანს და აქ იწყება მათი რომანი. მაგრამ კორალი გარყვნილია, ყველა კაცს ეკეკლუცება, ერთხელაც სხვა კაცთან ერთად ვეტმფრენით სეირნობს, რომელიც კატასტროფას განიცდის და უჩინარდება. დასაწყისში ღალატის გამო კორალი თავის ქმარს კლავს. კორალის სიკვდილის გამო სასოწარკვეთილი ვიქტორ მანუელი თავის აგარაკზე მიფრინავს "დაკარგულ სანაპიროზე", სადაც იგი ესტრელა მარინას გაიცნობს. ესტრელას მაშინათვე შეუყვერდება ვიქტორ მანუელი, თუმცა მისგან იმავე გრძნობას ვერ ღებულობს, რადგანაც მას ყველაფრის გაყიდვა და წასვლა სურს. ესტრელა მოახლედ დაიწყებს მუშაობას ლეონის სახლში, სადაც ის და ორიანა საშინლად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ლეონს კი ესტრელას ლოგინში ჩაწვენა სურს. სწორედ იქ გაიცნობს ესტრელა მამამისს, რომელიც მალე შვილს ყველაფერს გაუმხელს და ქონებას მის სახელზე აფორმებს. სახლი სადაც პარა ივანიესები ცხოვროებენ და სადაც ესტრელა მოახლედ მუშაობს, მისი საკუთრებაა. სოფელში ცხოვრობს ესტრელასა და ვიქტორ მანუელლის უახლოესი მეგობარი მოხუცი მოხარასი (იგნასიო ლოპეს ტარსო), რომელსაც ჰყავს შვილიშვილი ტილიკო (ერიკ ფერნანდო), რომელსაც მარტო ზრდის, რადგანაც დედამისმა დაბადებისთანავე მიატოვა და საყვარელთან ერთად წავიდა. აღანიშნავია, რომ მოხარასის შვილი და ტილიკოს დედა კორალია. გარკვეული მახეების შემდეგ, რომლებიც მას ორიანამ და მამამისმა დაუგეს, ესტრელა და ვიქტორ მანუელი საბოლოოდ სცილდებაინ ერთმანეთს და ესტრელა დედასთან და მის მასწავლებელ - ვიოლეტასტან (ნორმა ერერა) ერთად საცხოვრებლად მეხიკოში გადადის. იქ ესტრელა კასილდას მკურნალ ექიმს - ერნან ირალსაბალს (მარსელო კორდობა) შეუყვარდება და მას წარმატების მიღწევაში ეხმარება. ესტრელა საწარმოს მმართველი ხდება. მალე იგი სოფელში ბრუნდება და კუთვნილი სახლიდან პარა ივანიესებს გაასახლებს. ამის გამო ლეონი მასზე შურისძიებას გადაწყვეტს, მოძებნის ესტრელას დედაქალაქში და აივნიდან მის ნაცვლად, შემთხვევით, მის მეგობარს გადადგდებს. მალე, სწორედ იმ საღამოს როდესაც ლეონის შვილი შტორმისაგან ზღვაში იღუპება, ზღვა სანაპიროზე კორალს გამორიყავს, ამის გამო ის ყველას "ზღვის კუდიანი" ჰგონია. ვიქტორ მანუელი ბევრს ცდილობს ესტრელა იპოვოს, მაგრამ ვერსად მიაგნო, ამის შემდეგ მას კორალი სამკურნალოდ ერნანთან მიჰყავს. ქალაქში ვიქტორ მანუელთან საცხოვრებლად გადმოდიან დედამისი ლუსი (რაკელ ოლმედო), მოხარასი და ტილიკო. ლუსი და კორალი ერთამნეთს ვერ იტანენ. კორალი მის მოკვლასაც ცდილობს. მალე ერნანი ვიქტორ მანუელსა და ესტრელას ერთმანეთს შეახვედრებს.

რეჟისორი: ერიკ მორალესი

პროდუქცია: ტელევისა

ქვეყანა: მექსიკა

გადაღების წლები: 2009-2010

სერიების რაოდენობა: 165

სცენარის ავტორი: დელია ფიელო

პროდიუსერი: ნატალი ლარტილიო

როლებში:

სურია ვეგა - ესტრელა
მარიო ჩიმარო - ვიქტორ მანუელი
მარიანა სეოანე - ორიანა პარა
ერიკა ბუენფილი - კასილდა
ნინელ ქონდე - კორალი
მანუელ ლანდეტა - ლეონ პარა
ხუან ფერარა - გილერმო
მარსელო კორდობა - ერნანი
ნორმა ერერა - ვიოლეტა
რაკელ ოლმედო - ლუზ გარაბანი
სერხიო რეინოსო - ანტონიო რუისი
იგნასიო ლოპეს ტარსო - მოხარასი
ხეორხინა სალგადო - ესპერანსა
ფლორენსია დე სარაჩო - ელენიტა
როდრიგო ნეჰმე - ლორენსო
რამონ ვალდესი - სალვადორი
რენატა ნოტნი - კარმიტა
ნიკოლას მენა - ხორხე
მარია სორტე - ავრორა
ადრიან მარტინიონი - მარტინი
არტურო კარმონა - სანტოსი
ხავიერ რუანი - ბრაჩო
იულიანა პენიჩე - რეინა
და სხვ.