იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge



ჯერ კიდევ მცირეწლოვან ალმა დურანს(ედიტ გონსალესი) და ანდრეს რენტერიას(მაურისიო ისლასი) ერთმანეთი უყვარდებათ.მათი რომანი რამდენიმე წელი გრძელდება. ისინი თავიანთი სიყვარულის დაცვას ცდილობენ და ერთად გაქცევას აპირებენ.წყვილს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, მაგრამ მათ საშინელი ტრაგედია დაატყდებათ თავს.ალმას ჰყავს ფორმალური ქმარი, ვიქტორი, რომელიც შემთხვევით მოკვდება. მისი დედის_ლორეტოს(რეხინა ტორნე) წყალობით ალმა 20 წლით ციხეში ხვდება, სადაც გოგონას, დანიელას(ალეხანდრა ლასკანო) აჩენს. ლორეტო ბავშვს იპარავს და ახალშობილის მამად ვაჟს ასაღებს. ანდრესმა არაფერი იცის მომხდარი ფაქტის შესახებ. ის ქორწინდება ძველ შეყვარებულზე, ლუკრესიაზე(ანდრეა ნოლი), რომელიც უკვე ორსულადაა უცნობი მამაკაცისგან და ანდრესს სჯერა, რომ ბავშვი მისია.ალმა მომდევნო 20 წელს ციხეში ატარებს და ჰგონია , რომ ანდრესმა დაივიწყა და დახმარების ხელი არ გაუწოდა. თავის მხრივ ანდრესიც დარწმუნებულია, რომ ალმა ქმართან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. გადის დრო. ალმა ციხიდან გამოვა. მისი მიზანი დაკარგული შვილის დაბრუნებაა. ის ქორწინდება მდიდარ მემამულე, გონსალო მოლინაზე, რომელსაც დიდი ხანია უყვარდა. ანდრესი ამ 20 წლის განმავლობაში თავს უბედურად გრძნობდა საყვარელი ქალის გარეშე. მისი ქორწინება თავიდანვე განწირული იყო, რადგან ცოლი არასოდეს ყვარებია, მაგრამ ზრუნავს ,,ვაჟზე”, სებასტიანზე. ალმაზე ფიქრი კი მუდამ თან სდევს. ამასობაში დანიელას და სებასტიანს(ლამბდა გარსია) ერთმანეთი უყვარდებათ. მალე ალმა და ანდრესიც კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. კვლავ იღვიძებს მათი სიყვარული.ანდრესი ქალს დაბრუნებას სთხოვს, მაგრამ ალმას მხოლოდ შვილი აინტერესებს. ლორეტოც ყველანაირად ცდილობს დედა_შვილი ერთმანეთს დააშოროს. ალმა დანიელას ეუბნება, რომ მისი მამა გონსალოა, რათა მათთან ერთად იცხოვროს. გოგონას არ სჯერა და დაბნეულია. მდგომარეობა მას შემდეგ გართულდება, როცა სებასტიანი და დანიელა მალულად იქორწინებენ. შეშინებული ალმა ქალიშვილს სიმართლეს უმხელს, მაგრამ უკვე გვიანია. ახალი შექმნილი ოჯახის გადასარჩენად ლუკრესია არაფერს ცდილობს, რომელიც ერთადერთია ვინც ჭეშმარიტი სიმართლე იცის. სიმართლე კი ანდრესს დააშორებს...

რეჟისორი: მაურისიო მენესესი

პროდუქცია: ტევე აცტეკა

ქვეყანა: მექსიკა

გადაღების წლები: 2011

სერიების რაოდენობა: ჯერ უცნობია

სცენარის ავტორი: ერიკ ვონი

პროდიუსერი: რაფაელ ურიოსტეგი

როლებში:

ედიტ გონსალესი - ალმა დურანი
მაურისიო ისლასი - ანდრეს რენტერია
რეხინა ტორნე - ლორეტო ენსინასი
ანდრეა ნოლი - ლუკრეცია
აურა კრისტინა გეიტნერი - მარიანა
ალეხანდრა ლაზკანო - დანიელა ენსინასი
ალბერტო კასანოვა - რიკარდო
კარმენ ბეატო - ნატალია
დანიელ მარტინესი - მარკოსი
ხორხე ლუის ვასკესი - ალონსო
ერნან მენდოსა - ბერნარდო
ალან სიანგეროტი - კარლოსი
სიმონე ვიქტორია - კაროლინა
ლამბდა გარსია - სებასტიანი 
ანდრეა ესკალონა - პატრისია
ჰუმბერტო ბუა - გასტონი
გლორია სტალინა - როსა
დანიელა გამბა - ანდრეა
და სხვ.