იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

გიორგი ვარდოსანიძე

Page 1 of 2 1, 2  Next

Go down

მოგწონთ გიორგი?

84% 84% 
[ 61 ]
7% 7% 
[ 5 ]
9% 9% 
[ 7 ]
 
Total Votes : 73

გიორგი ვარდოსანიძე

Post by elly & gaby on Tue May 10, 2011 2:53 pm

მიყვარს ეს ბიჭი.. გიო არ დახურო ეს თემა როგორც კი ბიოგრაფიას ვიშოვი დავდებ...
გიორგი ვარდოსანიძე (გოგონა გარეუბნიდან) მიყვარს ეს სერიალი და ეს ბიჭი


avatar
elly & gaby

. :

❤️ Chemii Bichebi Rogor Miyvarxaart...❤️
პოსტების რაოდენობა : 1102
ქულები : 1241
დარეგისტრირების თარიღი : 2010-10-03

View user profile http://www.biebersfan-club.gip-gip.com

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by barbara-la hiena on Tue May 10, 2011 7:40 pm

dzalian sayvareli bichiaaaaaaaaa
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by Nin_Maritza on Tue May 31, 2011 8:47 pm

OMG! Aq vinme REalmadirdis fania? Vabodeb mag gundze ai es wavikitxe da amgito (I'm MaDrIdIsTa .. HaLa MaDrId.. LoVe Ya AlL mAdRiDiStAs ) Miyvars realis fanebi ai rac sheexeba giorgi vardosanidzes chemi cxovrebis nawilia dzaan magrad miyvarss chemi biwii<3 usayavrlesiaaa yvela bich msaxiobs mirhcevnia ucxoetia es tu saqartvelo yvela bichs jobia ( chemni loves garda) :სიცილი:

Nin_Maritza

. :

პოსტების რაოდენობა : 587
ქულები : 641
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-31
ასაკი: : 18

View user profile http://selenamariegomez-geo.gip-gip.com/

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by barbara-la hiena on Tue May 31, 2011 9:08 pm

გიორგი უსაყვარლესი ბიჭიაააააა
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by Nin_Maritza on Tue May 31, 2011 10:05 pm

Chemtvsi yvelfaeira

Nin_Maritza

. :

პოსტების რაოდენობა : 587
ქულები : 641
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-31
ასაკი: : 18

View user profile http://selenamariegomez-geo.gip-gip.com/

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by Jacqueline_Fan on Sat Jun 04, 2011 2:45 am

Vgijdebi : ))) umagresi adamianiaa !!! etyoba rom gurulia სიცილი
avatar
Jacqueline_Fan

. : Love is wonderful ... LeVyMoNtEs !!

პოსტების რაოდენობა : 499
ქულები : 492
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-22
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by barbara-la hiena on Tue Jun 14, 2011 7:19 pm

მართლაც კარგი ადამიანია
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by @JackyBrv on Thu Jul 14, 2011 5:22 am

Mabodebsoooooo
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by @JackyBrv on Thu Jul 14, 2011 5:24 am

გიორგი ვარდოსანიძე: "ჩვენი ცხოვრება თანდათან ცოლქმრულს ემსგავსება"
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ძალიან დაკავებულია, ჩვენთან შესახვედრად დრო მაინც გამონახა. გიორგის გმირი სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მაყურებლების განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს, 24 ოქტომბერს რიყეზე მუსიკისა და დრამის თეატრის მიერ გამართულ განახლებულ "ვერის უბნის მელოდიებში" კი მსახიობმა ექიმბაშის როლი შეასრულა.
- გიორგი, პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
- პირად ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, უკვე მეშვიდე თვეა, რაც მე და ჩემი გულის სწორი თამათა შალამბერიძე ერთად ვართ.

- თამთა შენი პირველი სიყვარულია?
- არა, მაგრამ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი სიყვარულია.

- რით მოგხიბლა?
- პირველ რიგში გარეგნობით. ეს მთავარი არ არის, მაგრამ თუ გარეგნობამ ოდნავ მაინც არ მიმიზიდა, ქალის შინაგანი სამყაროს გაგება არ მინდა. თავიდან თამთა ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე გამეგო, ვინ იყო. გაცნობიდან ზუსტად ერთ საათში მივხვდი, რომ თამთა ჩემს ცხოვრებაში ჩვეულებრივი, რიგითი გოგონა არ იქნებოდა.

- თამთა რომ გაიცანი, სხვა არავინ მოგწონდა?
- არა, თავისუფალი ვიყავი. წინა შეყვარებულს თამთას გაცნობამდე დავშორდი, ჩვენმა ურთიერთობამ სამი თვე გასტანა, მაგრამ რაღაც მოხდა და დავშორდით. მერე გამოჩნდა თამთა და მისი სახით დიდი სიყვარულიც მეწვია.

- გიორგი, მოთმენა შეგიძლია?
- კი, გამომდის. დიდი მოთმინებით ველოდები იმ ჯადოსნურ წამს, რომელიც დიდი სასწაული იქნება ჩემს ცხოვრებაში.

- როდის გეწვია პირველი სიყვარული?
- მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით 9-10 წლის.

- ეს უფრო ბავშვური გატაცება იქნებოდა, მაგრამ ნამდვილი სიყვარული როდის იგრძენით?
- ძნელია სიყვარული სიყვარულს შეადარო. არ მინდა ჩემი ძველი შეყვარებულები გავანაწყენო, რადგან მათთან ასე თუ ისე მეგობრული ურთიერთობა მაქვს. არასოდეს არავინ მომიტყუებია, ვინც მყოლია, მართლა მყვარებია. უბრალოდ, მე და თამთა მეშვიდე თვეა ერთად ვართ და მიმაჩნია, რომ როგორც დღეს თამათა მიყვარს, ასე არავინ მყვარებია. ჩვენი ურთიერთობა ცოლქმრობას ემსაგავსება.

- ფიზიკური ურთიერთობა თუ გქონიათ?
- მეტად ინტიმური ფაქტებია და უკომენტაროდ დავტოვებ.

- როგორ ფიქრობთ, მისაღებია თუ არა სექსი ქორწინებამდე?
- ვერ ვიტყვი, კარგია თუ ცუდი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ურთიერთობამ უნდა მოიტანოს ყველაფერი. ქართველები ვართ და ქართველი ქალი სხვა ფენომენია.

- თამთასთან ამ საკითხზე თუ გისაუბრია?
- ჩვენ გახსნილი ურთიერთობა გვაქვს და ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია.

- და რა დასკვნა გამოგიტანიათ?
- აქ დასკვნას ვერ გამოიტან. თუ ჩვენ შორის ურთიერთობა ქორწინებამდე მოხდება, მოხდება და მორჩა. დოგმებს არ ვაღიარებთ, ყველაფერი ურთიერთობას მოაქვს. თამთა ძალიან ჭკვიანი გოგონაა, ყოველთვის წინ იხედება. მე საკუთარი თავის კონტროლი მიწევს, თამთას - თავისი თავის. ემოციებს რომ ავყვეთ, შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, თუმცა შეიძლება ყველაფერი კარგი იყოს, ამიტომ ყველაფერზე ვფიქრობთ.

- ერთდროულად რამდენიმე გოგონა თუ გყოლია?
- კი, ბავშვობაში ზოგჯერ ერთდროულად სამ გოგონას დავდევდი.

- როდის მიხვდი, რომ ასეთი საქციელი მიუღებელი იყო?
- როდესაც 17-18 წლის გავხდი, მაშინ მივხვდი, რომ ამის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. რამდენიმე წლის მერე ყველა ყოფილ გოგონას, რომელსაც ასე მოვექეცი, ბოდიში მოუხადე. ავუხსენი, რომ ბავშვი ვიყავი და ჩემს საქციელს არ ვუკვირდებოდი.

- რამდენ გოგონას მოუბოდიშე?
- არ მახსოვს, რადგან ბავშვობაში სულ ვიღაცაზე ვიყავი გადარეული.

- როგორი შეყვარებულია გიორგი ვარდოსანიძე?
- გიჟი, გადარეული, ემოციური, ნერვების მომშლელი, ეჭვიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან რომანტიკული. ყოველთვის ვცდილობ, გარემო შევიცვალოთ, ანუ ჩვენი შეხვედრები ერთფეროვანი არ იყოს, სულ სიახლეს ვეძებ.

- ეჭვიანი არ ხარ?
- უაზროდ ეჭვიანი ვარ. ვეჭვიანობ რატომ არ დამირეკა და ორ წამში მირეკავს, ნეტავ სად არის და ამ დროს ვიცი რომ ლექციაზეა, რადგან თავად მივაცილე ინსტიტუტამდე.

- თამთა არ ეჭვიანობს?
- ისიც ძალიან ეჭვიანობს. ამ ზაფხულს გონიოში ვისვენებდით, ის თავის მეგობრებთან ერთად, მე ჩემს მეგობრებთან. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. მიუხედავად იმისა, რომ თმა გადავიპარსე, მაინც ყველა მცნობდა. ჩემ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდნენ. ავტოგრაფს რომ მთხოვდნენ, თამთა პირველად იბღვირებოდა, მეჩხუბებოდა, მერე მიეჩვია და გვერდზე გადგებოდა.

- გიორგი, ოჯახის შექმნას როდის აპირებ?
- ჯერ არ ვაპირებ, რადგან რაღაც პრობლემები ხელს მიშლის.

- და რა პრობლემებია ეს?
- ჯერ ერთი, ამისთვის მზად არ ვარ, არ მინდა ვიჩქარო. მეორეც, ფინანსური მხარე ხელს არ მიწყობს. როდესაც დავოჯახდები, მინდა, ჩემი კუთხე მქონდეს. მართალია, ჩემს მეუღლეს ჩემი მშობლები თან გადაჰყვებიან, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველა წყვილს თავისი ბუდე სჭირდება, თუნდაც პატარა.

- თამთა ჯერ 19-20 წლისაა, მზად არის ოჯახის შესაქმნელად?
- კი, თამთასთვის სულერთია, მარტო ვიცხოვრებთ თუ ჩემს მშობლებთან, ის მზად არის დღესვე ჩემთან ერთად იყოს, მაგრამ მე ისიც მინდა, თამთა ცხოვრებაში გაერკვეს, ჯერ პირველი კურსის სტუდენტია და მინდა პროფესიულად გაიზარდოს.

- არ გეშინიათ დროის ცვლილების ან მესამე ადამიანის, რომელიც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში უეცრად გამოჩნდეს?
- არა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

დორა ტატულიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)





წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/27465-giorgi-vardosanidze-qchveni-ckhovreba-thandathan-colqmruls-emsgavsebaq.html#ixzz1S1U9diZw
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by barbara-la hiena on Thu Jul 14, 2011 4:19 pm

მსახიობებმა ქეთა ლორთქიფანიძემ და გიორგი ვარდოსანიძემ ერთმანეთი ტელევიზიის საგრიმიოროში გაიცნეს. ისინი იქ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მონაწილეობის მისაღებად იყვნენ მისული. დანახვის წუთიდან ერთმანეთის მიმართ სიმპათიით განეწყვნენ. თავიდან ვერც იფიქრებდნენ, რომ "შეყვარებულები" გახდებოდნენ. სიუჟეტის ასეთი განვითარება სერიალის დაწყების შემდეგ მოიფიქრეს სცენარისტებმა და გიორგისა და ქეთას შორის გარკვეული უხერხულობაც წარმოქმნეს. თუ რატომ, ამას ინტერვიუში თავად მოგვიყვებიან.

გიორგი ვარდოსანიძე მუსკომედიის თეატრის ერთ–ერთი წამყვანი მსახიობი გახლავთ. მისი რეალური შეყვარებული ასევე მსახიობი თამთა შალამბერიძეა. თავიანთ სიყვარულზე ისინი "სარკის" აგვისტოს ერთ–ერთ ნომერში მოუთხრობდნენ ჩვენს მკითხველებს. ქეთა ლორთქიფანიძე კი მესამედაა გათხოვილი და ხუთი შვილის დედაა. პირველი ორი ქორწინებიდან თითო–თითო შვილი ჰყავს. მესამე ქორწინებაში კი სამი ბავშვი გააჩინა. სულ პატარა, იოანე, ჯერ მხოლოდ 8 თვისაა.

– მოგვიყევით, როცა სერიალის გადაღებებზე ერთმანეთი გაიცანით, პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო.

ქეთა ლორთქიფანიძე: გადაღებებზე – არა, საგრიმიოროში გავიცანით, ანუ სანამ გადაღებას დავიწყებდით. მინდა გითხრათ, რომ გაცნობა ძალიან შთამბეჭდავი იყო. ამ ადამიანის უშუალობამ თავიდანვე მომხიბლა.

გიორგი ვარდოსანიძე: კარგი, ნუ გამაწითლე!

ქეთა: თავიდან სცენარი არ იყო გათვლილი ჩვენს დაწყვილებაზე. უბრალოდ ჩემი მეგობარი უნდა ყოფილიყო და თავიდან ასეც იყო.

– როგორც ჩანს, სცენარისტებმა შეამჩნიეს, რომ ერთმანეთზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეთ და იმიტომაც დაგაწყვილეს.

ქეთა: მარტო გიორგი კი არა, თორნიკე გოგრიჭიანიც (სერიალში ნიკა კეკელიძის როლის შემსრულებელი. ავტ. შენ.) ძალიან, ძალიან მომეწონა. არანორმალურად მიყვარს ზურაბ ცინცქილაძე. საერთოდ, ამ სერიალში ყველა მამაკაცი და მდედრი საოცრად მომხიბვლელი და საყვარელია. მათთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სკოლაა. რაც შეეხება გიორგის, ერთადერთი ფაქტი მაწუხებდა – ჩემთან შედარებით ძალიან პატარაა და ვღელავდი, სერიალში ასეთ პატარა ბიჭთან როგორ ავაწყობდი ურთიერთობას.

გიორგი: ქეთა რომ დავინახე საგრიმიოროში, გამახსენდა, რომ ეს ლამაზი მანდილოსანი "შუა ქალაქში" თამაშობდა. მასთან მალე გამოვნახე საერთო ენა და დავმეგობრდი. მერე ჩვენი პერსონაჟები ერთმანეთში აიხლართნენ და დღემდე ერთად მიდიან. ამბობენ, ქორწილიც იგეგმებაო და ვნახოთ!

ქეთა: ყველაზე მეტად მიყვარს მხიარული და ისეთი ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლე უყვართ. ასეთები შენც გაყვარებენ სიცოცხლეს, სტიმულს, იმედს გაძლევენ.

გიორგი: ასეთი საყვარელი ვარ?!

ქეთა: გიორგი არის ასეთი ადამიანი. "ზეთი" არ არის...

გიორგი: შენ შემოგევლე!

ქეთა: ყველა ხუმრობაში აგყვება. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ სერიალში წყვილად ჩამოვყალიბდით.

გიორგი: რომ გავიგე, ქეთა ასაკით ჩემთან შედარებით დიდი იყო, შოკში ჩავვარდი, რადგან 15 წლის გოგო ჰგავს და ჭკუითაც ასეთია.

– მაინც რამდენი წლითაა თქვენზე დიდი, ამას ასე რომ უსვამთ ხაზს ორივე?

გიორგი: მოდი, ქალის ასაკს ნუ გავამხელთ.

ქეთა: სულაც არა! ძალიან მიყვარს, როცა ჩემს ასაკს ვამბობ. ზუსტად 33 წლის ვარ!

გიორგი: მე 22 წლის ვარ. თავიდან მეგონა, რომ ჩემი ტოლი ან უფრო პატარა იყო.ქეთას აქვს იუმორის საოცარი შეგრძნება და ამან უცბათ დაგვამეგობრა. მერე ინტერნეტში ვნახე სპექტაკლი – "აქ ერთ დროს ადამიანს უცხოვრია", სადაც ქეთა ისე თამაშობს, რომ შოკში ჩავვარდი. ენით აუწერელი სიამოვნება მივიღე. გამიჩნდა ისეთი პატივისცემა, როგორიც ნამდვილი არტისტის მიმართ შეიძლება დაგეუფლოს. მოვვარდი და ვუთხარი, ეს ვინ ყოფილხარ–მეთქი.

ქეთა: სამწუხაროდ, ჩემი დღის რეჟიმიდან და ოჯახიდან გამომდინარე, იმდენი დრო არ მაქვს, რომ პრემიერებზე ვიარო, ყველა სპექტაკლს დავესწრო, მაგრამ ვნახე "მუსიკის ჰანგები", სადაც გიორგი მონაწილეობს და აღფრთოვანებული დავრჩი. როცა შენარ შეგიძლია ცეკვა და სიმღერა და ამას ხედავ სხვაში, საოცარი მოსასმენი და საყურებელია. ჩემთვის უკვე გვიანია და ახლა მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, ჩემი შვილები მაინც გამოვიდნენ ისეთი ნიჭიერები, როგორიც გიორგია.

– გადასაღებ მოედანზეც ასეთი აღფრთოვანებული ხართ ერთმანეთით?

ქეთა: იქაც დიდ სიამოანებას ვიღებთ. სიმართლე გითხრათ, ვხვდები, რატომ არ ვბერდები და რატომ არ მეტყობა ასაკი – გვერდით ყოველთვის გიორგისნაირი გენიალური პარტნიორები მყავს. დიდი იმპროვიზატორია. სცენარს წაიკითხავ, მაგრამ მასთან მუშაობის დროს გინდება, უფრო მეტი გააკეთო. გიორგი მართლა მოვლენაა.

გიორგი: კარგი ახლა, ზედმეტი მოგდის!

ქეთა: ჩემს სახლში გიორგი ვარდოსანიძის ფანკლუბია გახსნილი, სადაც ჩემი ორი უფროსი შვილი შედის. დანარჩენები ჯერ პატარები არიან და ვერ აღიქვამენ – მათ მხოლოდ დედის დანახვა უხარიათ ტელევიზორში. ჩემი უფროსი გოგო სულ კითხულობს, გიორგი როგორ არისო, მეუბნება, დაურეკეო, ეძებს სოციალურ ქსელებში და არის ერთ ამბავში.

გიორგი: ასეთი რამეებს რომ გაიგებ შენზე, რაღა უნდა თქვა... ქეთა ანგელოზი და ოქრო ადამიანია! როგორც ქეთამ თქვა, იმპროვიზაცია მიყვარს და ამის გამო რეჟისორთან სულ ვჩხუბობ. ქეთა კი ამაში მეხმარება და მყვება. მასთან ურთიერთობით, სიამოვნების გარდა, არაფერი მრჩება.

ქეთა: მიყვარხარ, გიორგი!

გიორგი: შენ შემოგევლე!

– ნამდვილ შეყვარებულებს ჰგავხართ.

გიორგი: ინტრიგა, ინტრიგა!

ქეთა: მე გიორგის შეყვარებულს ვიცნობ. ის ჩვენს სერიალში ლალი ჩიქოვანის მდივნის როლს თამაშობდა. თამთა ულამაზესი, უსათნოესი და უსაყვარლესი არსებაა. ის დარწმუნებულია გიორგის სიყვარულში და არც მიზეზი და სურვილი აქვს, რომ იეჭვიანოს. გიორგის თვალები უბრწყინავს, როცა მას ხედავს. ასევეა თამთაც.

– ქეთა, გიორგი იცნობს თქვენი ოჯახის წევრებს?

გიორგი: სამწუხაროდ, მხოლოდ ქეთას გოგო ნინო გავიცანი. არ დამავიწყდება მისი წერილი, სადაც მწერდა: "მე თქვენ ძალიან მიყვარხართ" და ა.შ. ბოლოში კი გული ეხატა. ეს წერილი სახლში მაქვს, ვაპირებ, ჩარჩოში ჩავსვა და კედელზე გავაკრა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთას ყველა შვილი არ მინახავს, მაინც ვგიჟდები თითოეულზე.

– გიორგი, ქეთას სტილის გოგოები მოგწონთ?

გიორგი: რა აქვს დასაწუნი?! ანგელოზია! ტანი, ფეხი, ნიჭი, ხასიათი – ასეთი გოგოები ჩემს ყურადღებას ყოველთვის იქცევენ. ეს არის გოგო უნაკლო!

ქეთა: გიორგიც ულამაზესი, არაჩვეულებრივი აღნაგობის, ხმის და ქორეოგრაფიული მონაცემების მქონე ადამიანია, რაც ასევე იპყრობს ქალის ყურადღებას, მაგრამ მას ამ თვალით ვერასოდეს აღვიქვამ, რადგან, როგორც მეგობარი, ისე მიყვარს. სამწუხაროდ, ჯერ, როგორც მეგობრები, სხვაგან ვერ ვხვდებით, რადგან ამ სერიალის გარდა, გვაქვს სპექტაკლები, ოჯახი, ვალდებულებები... სულ 24 საათია დღე–ღამეში და ძილიც ხომ გვინდა?!

– ანუ, პროფესიის გარდა, ჯერ საერთო ინტერესი ან რაიმე ჰობი ვერ გამონახეთ?

გიორგი: ჩემი ჰობი კომპიუტერული თამაშები იყო. მთელი ბავშვობა მე და ჩემი ძმაკაცები გეიმერები ვიყავით – ზედმეტად ვერკვეოდით რაღაცეებში. ასევე ჩემი ჰობია იაპონური ანიმეები, რაც დღემდე შემომრჩა. შემიძლია ღამეები გავათენო და იაპონურ ანიმეს ვუყურო. ყოფილა შემთხვევა, როცა თვენახევარი სკოლაში არ წავსულვარ– ავად ვარ–მეთქი და მითამაშია. ახლაც მიყვარს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დოზები შემცირდა.

ქეთა: ჩემი პირველი პროფესია არქიტექტურაა. მხატვარი ვიყავი და ჰობი მსახიობობა მქონდა. თავიდან სცენაზე, როგორც არაპროფესიონალი მსახიობი, ისე ავედი. ჩემი ჰობი და ოცნება იმით დამთავრდა, რომ პროფესიაში გადაიზარდა და სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე. ახლა დღის რეჟიმი ისეთი მაქვს, ჰობისთვის ვერ ვიცლი. იყო დრო, როცა ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული, ვქარგავდი, ვქსოვდი, ვკერავდი, საჭმელების კეთებაზე დღემდე ვგიჟდები და გემრიელად ვამზადებ.

გიორგი: რომელ ქართველ მამაკაცს არ მოეწონება ის, რომ ქალი თან კერძებს ამზადებს, თან ქსოვა და კერვა იცის და თან გარეთ ბრწყინავს?! თუ ასეთი მამაკაცი სადმე არსებობს, მითხარით!

– ამის მიუხედავად, ქეთას პირველი ორი ქორწინება ვერ აეწყო.

ქეთა: არ მინდა, მაგ თემას შევეხოთ, რადგან ჩემს ქმრებზე უკვე უამრავი დაიწერა.

გიორგი: წარმოდგენა არ მაქვს, რატომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო. ყველა შემთხვევა ხომ ინდივიდუალურია.

ქეთა: მორჩა, აღარაფერი თქვა!

– რამდენად ჰგავხართ ცხოვრებაში თქვენს პერსონაჟებს?

ქეთა: გიორგი სულ არ ჰგავს. უი, თუმცა მაშინ ჰგავს, როცა ძალიან საყვარელია, მოიწყენს ხოლმე და ლევანი რომ გიორგი ხდება. მე ხომ არ ვგავარ მარის, გიორგი?

გიორგი: არა. ვჭორაობთ ხოლმე რაღაცეებზე, მაგრამ რასაც ხომერიკი და მარი იმ სერიალში აკეთებენ, სულ არ ჰგავს ლორთქიფანიძე–ვარდოსანიძის ჭორაობას.

ქეთა: ვიზუალითაც განვსხვავდებით, მე ცხოვრებაში ასეთი თმით არ დავდივარ.

გიორგი: არც მე დავდივარ აპრეხილი თმით.

ქეთა: არც მარივით ვარ გაგიჟებული ტანსაცმელზე.

გიორგი: მე აქსესუარებზე და ფეხსაცმელებზე მაქვს "ჭედვა". ქეთა არაადამიანურად ლამაზად გამოწყობილიც მინახავს და სასაცილო ვარცხნილობაშიც. უფრო თავისუფალი სტილი, ჯინსები მოსწონს.

ქეთა: თუ ოპერაში მივდივარ, ჯინსებს არ ვიცვამ, მაგრამ დღის მანძილზე ათას ადგილას მიწევს მისვლა და... ყველას უყვარს ბრენდი, მაგრამ მე უფრო მეტად მომწონს ის, რაც მიხდება და მორჩა! ადამიანს არასოდეს ვაფასებ ვიზუალით თუ ჩაცმულობით. მთავარია, პირს რომ გააღებს, რას ამბობს.

გიორგი: დევიზი მაქვს – ადამიანში ყველაზე დიდი ნიჭი უბრალოებაა. ასეთ ადამიანს უბრალო ეცმევა თუ "ბრალიანი", სულ ერთია. იყო დრო, როცა შეყვარებულს ვეძებდი, ვარჩევდი, ეს გამოდგება, ეს – არა. მაშინ კი ვფიქრობდი, რომ ვიზუალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მამაკაცის დამახასიათებელი თვისებაა – თუ თვალმა არ გაიწია, არ მისდევს სხეული, ანუ თუ თვალით არ მომეწონა, ვერასოდეს გავიგებ, პირს რომ გააღებს, რას მეტყვის. აღიარებს თუ არა, ყველა კაცს აქვს ეს მომენტი.

ქეთა: ანუ ეთანხმები იმ აზრს, რომ კაცს თვალით უყვარს და ქალს – ყურით?

გიორგი: ვეთანხმები.

– გიორგი, როგორც თქვენ წეღან აღნიშნეთ, როგორი ქალი "არ გამოგადგება" ცხოვრებაში?

გიორგი: ყველაფერი გამოდგომაზეა. შეიძლება ძალიან კარგი ნივთი ვერ გამოიყენო. შეიძლება იდიოტი იყო და ძალიან კარგი ქალი ვერ გამოიყენო. შენ თუ შინაგანად ნაგავი ხარ, ვერაფერ კარგს ვერ გამოიყენებ.

– სერიალში თქვენი წყვილი რომ დაქორწინდეს, გინდათ?

გიორგი: მინდა, რომ ქორწილი არ შედგეს, მაგრამ ინტრიგა გაგრძელდეს, რადგან კიდევ ბევრი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება. ეს სცენარისტებზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ქორწილი მოვლენების საინტერესოდ განვითარებას შეაფერხებს.

ქეთა: შენ არ იცი, ოჯახი რა არის და ამიტომ ამბობ ამას. დამერწმუნე, ოჯახის შემთხვევაშიც ბევრი საინტერესო რამის დაწერა შეიძლება. ჩვენ უნიჭიერესი სცენარისტები გვყავს – ირაკლი კაკაბაძე და ნიკოლოზ წულუკიძე და მათ არ გაუჭირდებათ, არც დაქორწინებულებზე დაწერონ და არც გაშორებულებზე.

გიორგი: მაგრამ, კაკაბაძის და წულუკიძის გასაგონად ვამბობ, რომ არ დაგვაქორწინონ!

ქეთა: არ გვინდა!

გიორგი: და უფრო საინტერესოები ვიქნებით.

ქეთა: უფრო საინტერესო იქნება დაშორებული წყვილი, ვიდრე სამზარეულოში კვერცხის შეწვის პროცესში მყოფი. ვიცი, რომ რაღაც საინტერესოს გვიმზადებენ სცენარისტები და ვნახოთ. ზუსტად ისე ველოდებით მოვლენების განვითარებას, როგორც მაყურებელი. თითო სერიას ორჯერ ვუყურებ.

გიორგი: მე ერთხელაც მიჭირს ყურება. პირველი სეზონის დროს საშინელი პროტესტი მქონდა. ჩემი თავი მეზიზღებოდა, განსაკუთრებით – პირველ რამდენიმე სერიაში. მეორე სეზონში, არ ვთვლი, რომ უკეთესია, მაგრამ რაღაცეები უკეთესობისკენ წავიდა. თავიდან ეს ბიჭი ძალიან ცუდი ჩანდა, მაგრამ ყოველ სერიაში უფრო დადებითი ხდება.

ქეთა: აუჰ, რა იცის სიყვარულმა!

გიორგი: აბა!

– ქეთა, თქვენი პერსონაჟი მოგწონთ?

ქეთა: პირველად დავფიქრდი, მომწონს თუ არა. მე მიყვარს მარი, რადგან მე ვთამაშობ.

– გადაღებებიდან რაიმე სასაცილო მომენტს გაიხსენებთ?

გიორგი: სადგურის სცენას, როცა მე და მარი სოფელში მივდივართ, დიდუბის ავტოსადგურზე მართლა 80 გრადუსიან სიცხეში ვიღებდით. ბოლოს ქეთას ჩემი ხელი ეჭირა და სხვები წყალს მასხამდნენ და მასმევდნენ, რადგან მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. 22 დუბლი გადავიღეთ.

ქეთა: სამაგიეროდ, სიცხემ და ცუდად ყოფნამ არ შეუშალა ხელი, მოეფიქრებინა ის, რომ კბილებზე წამესვა პომადა. ყველაზე მწარედ ეს გადაღება გვახსოვს.
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by barbara-la hiena on Thu Jul 14, 2011 4:21 pm

გიორგი ვარდოსანიძს ინტერვიუ(გოგონა გარეუბნიდან)

გიორგი თავდაპირველად გვიამბეთ, როგორ და ვისი დახმარებით, მოხვდით სერიალში?
-სერიალში ჩვეულებრივ კასტინგის პრინციპით მოვხვდი. გავიარე სამი ტური და დამამტკიცეს იმ როლზე, რომელსაც ეხლა ვანსახიერებ. თუმცა იმედი, მართლა არ მქონდა მოხვედრის იმიტომ, რომ ვიცოდი ძნელი კასტინგი იყო და ძალიან ბევრი ხალხი იღებდა მონაწილეობას
-ყველაზე მეტად რომელ, მსახიობთან ხართ ახლოს?
-მე და თორნიკე გოგრიჭიანი 5 წელია ვმეგობრობთ, ამიტომ მას არ ჩავთვლი. ასევე რუსკა მაყაშვილსაც, რამდენიმე წელია ვიცნობ და ვმეგობრობთ, ასევე თიკო მახარაძეც, დიდიხნის ნაცნობია ყველაზე მეტად ქეთა ლორთქიფანიძეს იგივე მარის, დაუახლოვდი თუმცა, ყველა პერსონაჟის მსახიობთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს
-იქნებ მოგვიყვეთ გადასაღებ მოედანზე, არის კურიოზული სიტუაციები, რაც დაგამახსოვრდათ?
-გადაღებებზე თითქმის ყოველთვის რამე კურიოზი გვემართება ხან ვინმე ასსკდება, კედელს ხან განათებას, ვეჯახებით ხან ტექსტები გვავიწყდება და ბევრი ასეთი, რამ ხდება.:ღიმილი: თუმცა ოკრიბაში გადაღების დროს, სიცხის და დაღლილობის გამო, 22 დუბლი დამჭირდა, რომ ერთი მარტივი წინადადება მეთქვა. ბოლოს ყველას ვეზიზღებოდი.
-სანამ ~გოგონა გარეუბნიდან~ იქნებოდა, შენს ცხოვრებაში რა ხდებოდა?
-სანამ სერიალი დაიწყებოდა, მე თითქმის მთელ ჩემს დროს, მუსიკისა და დრამის თეატრში ვატარებდი, სადაც ვმუშაობ, ან ახალი სპეკტაკლების რეპეტიციები, მქონდა ან ძველებს ვთამაშობდი.
-რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოჩნდი?
-გავხდი ცნობადი და ამას აშკარად ვგრძნობ, ქუჩაში სიარულის დროს, ყველა მიყურებს, ჩურჩულებს, მიღიმის, მესალმებიან ხანდახან ფოტოს იღებენ ჩემთან ერთად. სერიალის მომავალზე მეკითშხებიან ხოლმე:ღიმილი:
-რეალურად როგორია გიორგი ვარდოსანიძე?
-რეალურად გიორგი, არ გავს ლევანს. მხოლოდ იუმორის, გრძნობა თუ გვაკავშირებს რომელიც ძალიან, უნიჭოა. სინამდვილეში მიყვარს ძალიან, ფეხით ხეტიალი, და ჩემს მეგობრებთან ერთად ბილიარდის თამაში, ან უბრალოდ სიმღერა და მათთან ეთრად ყოფნა… მიყვარს კომპიუტერი და ღამეებსაც ვათენებ თამაშში. ვგიჟდები ფეხბურთზე და ერთ ბედნიერებად მიღირს, როცა ვთამაშობ. და კიდევ ბევრი რამ:ღიმილი:
-ამჟამად გიორგი შეყვარებულია?
-კი. გიორგი შეყვარებულია ერთ უმშვენიერეს მანდილოსანზე, სახელად თამთა და ძალიან ბედნიერია
-შენი ყველაზე მეტი გულშემატკივარი, ვინ არის?
-რათქმაუნდა, დედაჩემი და მამაჩემი, ისინი ყოველთვის გვერდით მიდგანან და რაც არ უნდა მოხდეს, სწორ რჩევებს მაძლევენ, მე გამიმართლა, და ვთლვი, რომ იდეარული მშობლები მყავს, ყველა ასპეკტში.
-გვიამბეთ ოჯახის წევრებზე…
-დედისერთა ეგოისტი ვარ. მამაჩემი პოლკოვნიკია თუმცა ყველა სფეროში გარკვეულია, უმაღლეს დონეზე და ამიტომაც, იდეალური მრჩეველია ჩემთვის. დედა ჟურნალისტია პროფესიით, თუმცა ჩემი გაჩენის დღიდან დიასახლისია. მყავს კიდევ ერთი სრულ უფლებიანი ოჯახის წევრი ედუარდი ეს ჩემი ძაღლია, 12 წლის დვარნიაშკა რომელიც, ჩემზე არანაკლებ უკვართ.
-შენი თაყვანისცემლების უმრავლესობა არატრადიციული, ორიენტაციის მქონე ადამიანები არიან, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ შენ გეის როლს განასახიერებ… ამაზე რას გვეტყოდით?
-ეს ამწუთას პირველად გავიგე, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე გულშემატკივრები მყავს. ჩემთვის ადამიანი, ადამიანია მის ორიენტაციას, მნიშვნელობა არ აქვს, თუ იგი მხოლოდ ჩემი თაყვანისმცემელია. მე მათ პატივს, ვცემ და ასევე მათ არჩევანს. ხოლო, რაც შეეხება ლევან ხომერიკს, ის გეი ნამდვილად, არ არის. ყოველშემთხვევაში მე ვფიქრობ ასე:-)
-მაღალი ჰონორარის შემთხვევაში, ~გეის~ როლს განასახიერებდით?
-ამაზე მქონდა უკვე, ერთი ინტერვიუ… გეის როლს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებ, თუ არ იქნება გეის დამახასიათებელი, ინტიმური სცენები. სიამოვნებით ვითამაშებ გეის, თუ ეს იქნება, იუმორით დანახული პერსონაჟი და კომედია.
-რას ეტყოდით თქვენს თაყვანისმცემლებს?
-ძალიან დიდ მადლობას, რომ მიყურებენ და უხარიათ ჩემი გამოჩენა. ჩემთვის ეს ყველაზე, დიდი სტიმულია და ვეცდები, რომ 100% უფრო მეტი გავაკეთო, რომ მათ გული გაუხარო
-ცხელ ზაფხულს სად შეაფარებთ თავს?
-რათქმაუნდა ზღვაზე. ზღვა ჩემთვის ყველაფერია. მინდა, ამ ზაფხულს ერთი კვრით მაინც, გონიოში წავიდე, თუ დრო მექნება იქ ყოველ-წელს დავდივართ სამეგობრო… ხოდა იმედი მაქვს, ტრადიციას არ უღალატებ.
-გაქვთ ისეთი ნივთი რომელიც, სულ თან დაგაქვთ?
-კისერზე წინდა გიორგის ხატი მიკეთია, რომელიც უკვე ბოლო 15 ცელია არ მომიხსნია.
-სერიალის გადაღებები როდის განახლდება? და თუ იცი რამე, სიახლეები იგეგმება ახალ სეზონზე?
-სერიალის მეორე სეზონი ოქტომბერში დაიწყება, ახალი მართლა ჯერ არაფერი, არ ვიცი და დამიჟერეთ მეც ერთი სული მაქვს, გავიგო რა მელის ჭინ როგორც ლევან ხომერიკს
-დაბოლოს რას ეტყოდით იმათ, ვისაც შენი პერსონაჟი გეი ჰგონია?
-ჩემო საყვარელო ხალხო, ხომერიკი გეი, არ არის… იმედია ამ განცხადებით გული არავის, დავწყვიტე. გეი პერსონაჟის გაკეთება, რომ მდომებოდა რადიკალურად, სხვანაირ პერსონაჟს შევქმნიდი. მოკლედ ასე ჩემო ოქრო ადამიანებო
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by jacky_fan ele on Tue Jul 19, 2011 9:48 pm

vaime aq giozea laparaki exla gindat gamagijot??:lol:gioze mafanatebs chemi sicocxlee rogor miyvars chemi simpo yvelaze simaptiuria!
avatar
jacky_fan ele

პოსტების რაოდენობა : 6971
ქულები : 7992
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-14
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by MaRo-maite on Wed Jul 20, 2011 12:18 am

dgess vnaxeee es da tornike gogrichianii vaime ra simpatiurebii iyvneeen !!! gansakutrebit tornikeeeeeeeeeee
avatar
MaRo-maite

პოსტების რაოდენობა : 3829
ქულები : 3823
დარეგისტრირების თარიღი : 2010-09-09
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by jacky_fan ele on Wed Jul 20, 2011 2:53 pm

xoo liveshi ufro simpoa!
avatar
jacky_fan ele

პოსტების რაოდენობა : 6971
ქულები : 7992
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-14
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by @JackyBrv on Wed Jul 20, 2011 3:21 pm

Chemii Gio Miyvarsss
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by jacky_fan ele on Wed Jul 20, 2011 3:50 pm

@JackyBrv wrote:Chemii Gio Miyvarsss

mec dzalian miyvars
avatar
jacky_fan ele

პოსტების რაოდენობა : 6971
ქულები : 7992
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-14
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by @JackyBrv_Br on Thu Jul 28, 2011 9:15 pm

ვგიჟდები მეკეტება
avatar
@JackyBrv_Br

. :
პოსტების რაოდენობა : 283
ქულები : 327
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-23
ასაკი: : 21
Location : Tbilisi

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by jacky_fan ele on Fri Aug 12, 2011 12:38 pm

auu meeeeec,,,!!
avatar
jacky_fan ele

პოსტების რაოდენობა : 6971
ქულები : 7992
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-14
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by @JackyBrv on Sun Dec 18, 2011 10:39 pm

aiii)))aiii))Usayvarlesiaa)))Umagresiii Adamianiiiiiii
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by annia on Sun Dec 18, 2011 11:59 pm

magra miyvars gio dzalian simpatiuria da dzalian umagresi oimoris grdznobaaqvs
avatar
annia

პოსტების რაოდენობა : 2355
ქულები : 2550
დარეგისტრირების თარიღი : 2011-01-25
ასაკი: : 19
Location : tbilisi, georgia

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by @JackyBrv on Mon Dec 19, 2011 12:03 am

არა მე თამამად სემიზლია ვთქვა რომ კრიშტიანუ რონალდუსა და უილიამ ლევის შემდეგ ყველაზე სიმპოა!)) პ..ს ჩემთვის!))
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by @JackyBrv on Mon Jan 16, 2012 6:14 pm

chemicxovreba!!meketeba am adamianze!!! ra vuwodo agar vic miyvars chemi simppoo : )
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by maria de samparada on Tue Jan 17, 2012 5:18 pm

usayvarlesia es bichi momwons dzalian
avatar
maria de samparada

. : Maite Perroni Mi Corazon Es Parra Siempreeeeee
პოსტების რაოდენობა : 14
ქულები : 14
დარეგისტრირების თარიღი : 2012-01-17
ასაკი: : 23

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by @JackyBrv on Wed Feb 15, 2012 1:23 am

მომწონს ? ვაიმე ვაფრენ.. მეკეტება..ვგიჟები.. ჩემი უსიმპაწიურესი ; )
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by jacky_fan ele on Thu Feb 23, 2012 1:33 am

vaime dges vnaxe imedis televiziastan,gmerto ramis chavexute usimpatiuresia
avatar
jacky_fan ele

პოსტების რაოდენობა : 6971
ქულები : 7992
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-14
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: გიორგი ვარდოსანიძე

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 1 of 2 1, 2  Next

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum