იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

ლევან ხურცია

Go down

ლევან ხურცია

Post by barbara-la hiena on Tue May 10, 2011 7:51 pm


kargi msaxiobiaaaaaaaa

tamunas love icanit???????

როგორ გადაურჩა ლევან ხურცია დახრჩობას და ბაჩო ჩაჩიბაია - თუშების "რისხვას"

ბაჩო ჩაჩიბაიასა და ლევან ხურციას ბევრი საერთო აქვთ: ასაკი, პროფესია, ინტერესები, თეატრი... რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები მეგობრობის დასაწყისზე, გატაცებებსა და საზაფხულო თავგადასავლებზე გვესაუბრნენ...

- მეგობარს ბევრს უწოდებთ, თუ მხოლოდ რამდენიმე უახლოეს ადამიანს?
ბაჩო:
- კი, რა თქმა უნდა, მეგობრები მყავს, მაგრამ ვისაც მთელი გულით ვენდობი, მათ ჩამოსათვლელად ცალი ხელის თითები მყოფნის. ამ ხუთეულში შედის ლევანიც. უბრალოდ, სიტყვა "მეგობარმა" პირველადი დატვირთვა დაკარგა, ისევე როგორც ფრაზამ: "მე შენ მიყვარხარ!" ლევანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. მის გამო ბევრის გაკეთება შემიძლია, რადგან მისგანაც იმავეს ვგრძნობ. ლევანში ის თვისებები აღმოვაჩინე, რასაც კაცში ვაფასებ.

- როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა?
ლევანი:
- ერთმანეთს პირველი კურსიდან ვიცნობთ. თეატრალურში პარალელურ ჯგუფებში ვსწავლობდით. მაშინ ახლო ურთიერთობა არ გვქონია, "გამარჯობა", "გაგიმარჯოს" და ათასში ერთხელ "როგორ ხარ?" (იღიმის). რუსთაველის თეატრში მოსვლის შემდეგ დავძმაკაცდით. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. მეც ბაჩოს სიტყვებს გავიმეორებ, ერთი ხელი მეყოფა მეგობრების ჩამოსათვლელად. ბაჩო ამ ხუთეულს შორისაა.

- როდისმე გიკამათიათ?
- "როდისმე" არა, ეგ ძალიან ცუდად დასმული შეკითხვაა. ასე უნდა იკითხო, "ხშირად გიკამათიათ თუ არა" (იცინის)? ყოველდღიურად ვკამათობთ. ფაქტობრივად, სხვადასხვა თემაზე ერთი აზრი გვაქვს, მაგრამ ნიუანსებში ვერ ვთანხმდებით. რაც შეეხება საერთო თვისებებს, რაც ბაჩოსთან მაერთიანებს ისაა, რომ ის მართალი ადამიანია. ეს რომ ჩემს თავზე ვთქვა, შეიძლება, ჩემგან სასაცილოდ ჟღერდეს. ბაჩო ტყუილთან ვერ მეგობრობს.
ბაჩო:
- შეიძლება, რაღაც მოიტყუოს, მაგრამ ეს ტყუილი არაა. მე ლევანს ბოლომდე ვენდობი და მისი ყველა სიტყვის მჯერა.

- რაში გამოიხატება ეს ტყუილი? არაპუნქტუალურობაში თუ...
- პუნქტუალური არ არის, თუმცა მატყუარა ნამდვილად არ გახლავთ.
ლევანი:
- ჩემს ზოდიაქოს თუ გავითვალისწინებთ - ქალწული ვარ, ბუნებით პედანტი გახლავართ, მაგრამ ძალიან ხშირად ჩემდაუნებურად ვიგვიანებ, თუმცა დაგვიანება არ მიყვარს.

- ალბათ ამაში დამნაშავე შენი სამსახურებია... თუ არ ვცდები, 25-ში დაბადების დღე გქონდა...
- არა, 25 აგვისტოს ვხდები 27 წლის. დრო ძალიან სწრაფად გადის. (შეწუხებული სახით ამბობს - ავტ.) - მე და ბაჩო თითქმის ტოლები ვართ, ის ჩემზე მხოლოდ რამდენიმე თვითაა დიდი.

- ბაჩო, იანვარში ხარ დაბადებული?
- კი, 20 იანვარს.

- როგორ აღნიშნავთ ხოლმე თქვენს დაბადების დღეს?
ლევანი:
- 25 აგვისტო ისეთი დროა, როცა ქალაქში ცოტა ადამიანია. წინასწარ არ ვგეგმავ და ამ დღის აღნიშვნა ხშირად სპონტანურად მიწევს - ხან მთაში და ხან სანაპიროზე. სახლში იშვიათად, რესტორანშიც არ მიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ეს დღე მეზიზღება. ყოველ მორიგ წელს კიდევ ერთი წელი გემატება და ერთი წლით ბერდები.
ბაჩო:
- საერთოდ, დღეს ან ორი კვირის მერე სად წავალთ, ამის წინასწარ დაგეგმვა არ გვიყვარს. დროც არ არის საამისო. მეც ასე ვარ და ლევანიც, ჰოპ, უცებ ვიტყვით და სადმე მივდივართ.
ლევანი:
- ერთადერთ დაბადების დღეს გამოვყოფ. ბავშვობაში ბოისკაუტი ვიყავი. მთასა და ტყე-ღრეში ხშირად დავდიოდი. 18 წლის რომ ვხდებოდი, იმ ზაფხულს ბორჯომში ვიყავი. იქ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები კომპოზიტორთა სახლში იმყოფებოდნენ და მე მათი ოცმეთაური გახლდით. ჩემი დაბადების დღე რომ ახლოვდებოდა, არ მითქვამს, მაგრამ, როგორც ჩანს, გაიგეს. ბავშვებმა ძალიან დიდი სიურპრიზი მომიწყვეს. დღემდე შენახული მაქვს იმ ბავშვების მთელი გულითა და სულით მოძღვნილი საჩუქრები და წერილები. ეს დღე საოცრება იყო და სიტყვით გადმოცემა მიჭირს, რა განვიცადე. თუ ამ ინტერვიუს რომელიმე მათგანი წაიკითხავს, მინდა იცოდნენ, რომ ყველასი მადლიერი ვარ და ყველა საჩუქარი შენახული მაქვს.

- შენც ასეთი დამოკიდებულება გაქვს შენი დაბადების დღის მიმართ?
ბაჩო:
- მიყვარს-მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა წელს 27 წლის რომ გავხდი, განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა. 20 იანვარს გვქონდა სპექტაკლ "გედის სიმღერის" პრემიერა. სპექტაკლი დამთავრდა, ყველა გვილოცავდა, შემოვედი საგრიმიოროში და დამხვდა სასმელი და დიდი ტორტი, რომელზეც სანთლები ენთო. გაოგნებული ვიყავი, დიდი ხნის განმავლობაში გონს ვერ მოვედი, გავგიჟდი (იღიმის).

- საინტერესოა, რამდენად აზარტულები ხართ?
ლევანი:
- ბაჩო არა, მე კი... არა, აზარტული კია, მაგრამ მე უფრო მიზანდასახულს ვიტყოდი.

- მგონი, ეს ორი განსხვავებული თვისებაა...
- კი, განსხვავება არის, მაგრამ აზარტს ამ შემთხვევაში კონკრეტულად თამაშთან ვაიგივებ. ბაჩოს შეუძლია თავის ხელში აყვანა, მაგრამ მე აზარტის გამო შეიძლება ხრამთან მივიდე, სიგიჟე გავაკეთო. შეიძლება ვიცოდე, რომ ცხვირს წავიტეხ, მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა მივყვე.

- უნდა მომიყვე...
- (იცინის) არა, ვერანაირად ვერ მოვყვები.
ბაჩო:
- არა, ასეთი რაღაცების მოყოლა არ შეიძლება (იცინის).

- კარგი, მაშინ ის მითხარით, აქამდე თბილისში რატომ შემორჩით. იყავით სადმე თუ ახლა აპირებთ დასვენებას?
ლევანი:
- ჩვენ ერთი დასვენება უკვე მოვასწარით. ერთი კვირით თურქეთში, ეგეოსის ზღვაზე ვიყავით მეგობრებთან ერთად.

- როგორ დაისვენეთ, აქტიურად თუ ე.წ. პენსიონერულად?
ბაჩო:
- (იცინიან) აქედან მთელი გზა ვფიქრობდით, რომ პენსიონერულად უნდა დაგვესვენა, მაგრამ გზაშივე მივხვდი, რომ ასე არ იქნებოდა.
ლევანი:
- როცა თბილისში დავბრუნდით, მე და ბაჩო 4 დღე-ღამის უძინარები ვიყავით. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ დილას ვისაუზმებდით და ძალაგამოცლილები მივეგდებოდით ლოგინზე, რამდენიმე წუთი თვალი რომ მოგვეხუჭა. მთელი დღე რაღაცას ვწრუპავდით და ვერთობოდით.
- რას სვამთ?
ბაჩო:
- 3 წელია არ დამილევია, მაგრამ თურქეთში კონიაკის სმა დავიწყე (იცინის).

- საერთოდ, როგორი სიმთვრალე გაქვთ?
- გადასარევი, წყნარი, რომანტიკული (იცინის).
ლევანი:
- მე პირადად სიმთვრალეში მეხსნება აზარტი. ისე, ფხიზელიც არ ვაკლებ, მაგრამ ნასვამს მიმძაფრდება. ისე, რომ ვთქვათ, რომ რომელიმე გონს ვკარგავთ, ასე არ არის.

- ანუ არ "ბუინობთ" და ყველა გიყვართ?
- კი, ასეა. ჩემსა და ბაჩოს თვისებებში ეს კიდევ ერთი თანხვედრაა.

- ზღვა თუ მთა, რომელს არჩევთ?
ბაჩო:
- ორივე მიყვარს. მთა იმიტომ, რომ ფეხით ბევრს ვწოწიალობ.
ლევანი:
- მეც ორივე მიყვარს, თუმცა მთაში დიდხანს ვერ ვჩერდები. განსაკუთრებულად მიყვარს თევზაობა. ახლახან 5 დღით ქალაქიდან ვიყავი გასული. საერთოდ, იმდენად ბოჰემურ ცხოვრებას ვარ შეჩვეული, გადარბენა-გადმორბენებს, რომ ისე ვერ გავჩერდი. მივხვდი ერთ რამეს, რომ ამ რეჟიმისა და აქტიური ცხოვრების გარეშე ვერ ვიცხოვრებ. ზღვაზე მაინც ბოჰემა ტრიალებს და ზღვაზე დავისვენეო, ვერ იტყვი.

- ბაჩო, მთაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე რომელმა კუთხემ მოახდინა?
- თუშეთმა. ჩემი გამზრდელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი თუშეთში დოკუმენტურ ფილმს იღებდა. მე ასეთი სასწაული ბუნება არ მინახავს. რა რაოდენობით დავლიე თუშური ლუდი, ვერ გეტყვით, ბოლოს შემრცხვა (იღიმის). თუშეთში რომ ჩავედი, მკითხეს, სად ცხოვრობო. ვაკეში-მეთქი. ცოტა რაღაცნაირად შემხედეს, მაგრამ მერე რომ დავლიე და ხელი შარვალზე შევიწმინდე, მითხრეს, ქართველი ყოფილხარო. მოკლედ, ერთ დღეს მოვხვდი სუფრაზე. ჩემ ზურგს უკან 200-მეტრიანი ხრამია, იქ თუ გადაგიშვეს, სულს ფსკერამდე ვერ ჩაატან. სუფრაზე ჩემ წინ ზის ბიჭი, სულ თმაა - მთელ სახეზე თმა აქვს. სასმელი დავლიე, სულ ცოტა დავტოვე, ჭიქა დავდგი და ეს ბიჭი მკაცრი ხმით მეკითხება, ბოლომდე რატომ არ სვამო. კიდევ კარგი, ამ პროფესიის ვარ, ჩავახველე და თავი გავიმართლე, ვინ არ სვამს, ბიჭო, გადამცდა-მეთქი. ვთქვი და ჭიქა ეგრევე გამოვცალე. დავიწყე სმა, წვეთს არ ვტოვებ. 7-8 ჭიქა დავლიე, "დავგრადუსდი". გავხედე და ეს ბიჭი ბოლომდე არ სვამს. გავთამამდი, რატომ არ სვამ-მეთქი. მე არ მინდაო. აბა, მე რატომ მაძალებდი-მეთქი. ვინ გაძალებს, გკითხე რატომ არ სვამ, რამე ხომ არ გიჭირსო, თუ არ გინდა, სულ ნუ დალევო. გავგიჟდი, ხომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ღიმილით ეთქვა და არ შევეშინებინე, არა?! მაგის გამო ჭიქა არ გამომიტოვებია (იცინის).

- ორივე ცურავთ?
ლევანი:
- კი, ბავშვობიდან კარგად ვცურავ. ზღვასთან დაკავშირებით "ცხელი" ამბავი მაქვს, ბაჩომაც არ იცის. ბეწვზე გადავრჩი სიკვდილს. რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის იმ სანაპიროზე, რომელიც ჩვენ დაგვრჩა, სათევზაოდ ვიყავი. ეს არის განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო. ველური სანაპიროა და ჩვენ სადაც ვთევზაობდით, საერთოდ "ჯუნგლები" იყო. ზღვას რომ შეხედავ, ისეთი ბობოქარია, შეგეშინდება. შუადღისას იქვე, ნაპირზე "გატივტივება" გადავწყვიტე. გავტივტივდი და თავი ამოვყავი ნაპირიდან 20 მეტრით იქით. ტალღები თავზე მარტყამდა, მაგრამ თავიდან არ შემშინებია. დავიწყე ბიჭმა გამოცურვა. თან წინა ღამის ნასვამი ვიყავი და იმ დღესაც 2 ჭიქა მეგრული არაყი მქონდა დალეული. მოკლედ, სიკვდილს თვალებში ჩავხედე. ერთი მომენტი დანებებასაც ვაპირებდი, რადგან 40 წუთი ვებრძოდი ზღვას, რომ ნაპირზე გამოვსულიყავი. ღმერთის წყალობით გამოვაღწიე და ერთი საათის შემდეგ გავიგეთ, რომ იქვე ვიღაც ბიჭი დაიხრჩო...
ბაჩო:
- ბავშვობიდან მეც კარგად ვცურავ და წყლის არასდროს მეშინოდა. ერთ ზაფხულს პატარაობისას ქობულეთში ვისვენებდი. იქვე ნაპირზე ვყვინთავდი და წყალში კენჭებს ვეძებდი. ერთ ამოყვინთვაზეც მივხვდი, რომ ნაპირიდან შორს ვარ. არ შემშინებია. გამახსენდა მულტფილმი, მიუნჰაუზენმა თავი როგორ ამოიყვანა წყლიდან. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა ეს მომენტი?

- თმით რომ ექაჩება თავს. მახსოვს, ისე, მეც თქვენი ხნის ვარ...
- (იცინის) ჰო, რა ვიცი. ბევრს შეიძლება, არ ახსოვდეს და მიუნჰაუზენიც არ იცოდეს. ჰოდა, მეც დავიწყე ასე თმაზე მოქაჩვა, მაგრამ ვერ ამომყავს თავი. წყალში დედაჩემის მეგობარი შემოვარდა და ამომიყვანა. ასე გადავრჩი.

- თეატრში რა ხდება, ახალ სპექტაკლზე მუშაობთ?
- კი, რეპეტიციები გვაქვს. ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, რეჟისორი გაგა გოშაძე "გონზაგოს მკვლელობას" დგამს. ამ სპექტაკლის პრემიერა შემოდგომაზე იგეგმება.


P.S wakitxva aucilebeli ar aris,daixlebitt
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by Qettie(edith_fan) on Tue May 10, 2011 11:13 pm

simpoaa
avatar
Qettie(edith_fan)

პოსტების რაოდენობა : 9556
ქულები : 11724
დარეგისტრირების თარიღი : 2010-09-05
ასაკი: : 84
Location : Didi Digomi for ever :D

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by niin (luus fan) on Tue May 10, 2011 11:25 pm

Qettie(edith_fan) wrote:simpoaa
aha a a : )))
avatar
niin (luus fan)

. :


პოსტების რაოდენობა : 21067
ქულები : 21349
დარეგისტრირების თარიღი : 2011-04-30
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by NiNuCa (MaRiTzA's FaN) on Wed May 11, 2011 1:16 am

martlaacc simpoaa :ღიმილი: didi araferia,magram unichieresia :ღიმილი:
avatar
NiNuCa (MaRiTzA's FaN)

პოსტების რაოდენობა : 1760
ქულები : 1819
დარეგისტრირების თარიღი : 2011-02-01
ასაკი: : 18
Location : America,NY,Miami,LA

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by Maritza on Thu May 12, 2011 7:29 pm

Simpo araaaaaa me ar momwons :ღიმილი:
avatar
Maritza

. : I ♥️
Adriana
Lima

პოსტების რაოდენობა : 4801
ქულები : 4969
დარეგისტრირების თარიღი : 2010-10-10
Location : Miami

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by Mari-Fer-Mari on Thu May 12, 2011 8:09 pm

auu magra momwoos gogona gareubnidanshiii anchos
avatar
Mari-Fer-Mari

. :

პოსტების რაოდენობა : 9615
ქულები : 9727
დარეგისტრირების თარიღი : 2011-02-15
ასაკი: : 22
Location : ბათუმი

View user profile http://mundonovelas.gip-gip.com

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by barbara-la hiena on Thu May 12, 2011 8:19 pm

am bichs mgoni ybis operaciaaqvs gaketebuliiiiiiiiiiiiiii
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by Mari-Fer-Mari on Thu May 12, 2011 8:24 pm

barbara-la hiena wrote:am bichs mgoni ybis operaciaaqvs gaketebuliiiiiiiiiiiiiii
შეშინება შეშინება შეშინება riis??? saidan moitanee???? rogor gaigee??
avatar
Mari-Fer-Mari

. :

პოსტების რაოდენობა : 9615
ქულები : 9727
დარეგისტრირების თარიღი : 2011-02-15
ასაკი: : 22
Location : ბათუმი

View user profile http://mundonovelas.gip-gip.com

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by barbara-la hiena on Thu May 12, 2011 8:39 pm

arvici tqvess!
zustad arc vicii!
tumca ramnishvneloba aqvs,mainc dzalian momwons!!!
maar skypeshi shemodiiiiiiiii
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by barbara-la hiena on Thu May 12, 2011 8:42 pm

kidev is vici rom levani ocneba yoveltvis msaxioboba iyo!
zugdidshi me-2 skolashi swavlobda,iq turme spektakl "xevisberi gochashi" miuxia monawileoba!
chemma maswavlebelma,romelic mashin levanis qimiis maswavlebeli iyo qimiashi turme 4 iani gamoayola,levanis ukitxia rato damiweret aseti maxali nishani roca ar vimsaxurebdio da utqvams,holivudshi rom waval pirveli avtografs tqven mogcemtooooooo:DDDDDDDDD
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by სოფო on Fri May 13, 2011 12:35 am

სიპატიურია. როგორც მსახიობი მომწონს.სერიალებსაც ახმოვანებს რუსთავი 2–ზე.თითქმის ყველა ანონსს ამის ხმა ადევს.ახლა მიმწყვდეულში მაქსს და დიანას ახმოვანებენ ლევანი და ნატო გაგნიძე თამუნა რომ არის „გოგონაში“.
თამუნას „ლოვე“მაგისი მაგარი ძმაკაცია.

სოფო

პოსტების რაოდენობა : 6538
ქულები : 7220
დარეგისტრირების თარიღი : 2010-12-04
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by Bennu ♥ on Fri Jul 26, 2013 5:01 pm

cekvaven varskvlavebshi ise bluyunebda imis mere chemdzulda.
avatar
Bennu ♥

პოსტების რაოდენობა : 6771
ქულები : 6967
დარეგისტრირების თარიღი : 2013-07-21
ასაკი: : 20
Location : თბილისი

View user profile http://indieviduelle.tumblr.com/

Back to top Go down

Re: ლევან ხურცია

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum