იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

კატერინ სიაჩოკე

Go down

კატერინ სიაჩოკე

Post by dannagarcia on Mon Jul 18, 2011 6:00 am


კატერიან სიაჩოკე ცნობილი მოცეკვავე და მსახიობია, მაგრამ მაყურებლისთვის ცნობილი გახდა ამერიკული კომპანიის "ტელემუნდოს" მიერ გადაღებული სერიალებით, სადაც მთავარი უარყოფითი გმირის როლებს ასრულებს.
სიაჩოკეს დებიუტი სერიალ "თვითგადარჩენაში" შედგა, სადაც მან მთავარი დადებითი გმირის პერლას როლი განასახიერა, მისმა არტისტიზმმა იმდენად მოხიბლა მაყურებელი, რომ ითხოვდნენ მის ახალ სერიალებში გადაღებას, ამიტომ რეჟისორებმა გადაწყვიტეს მისი გადაღება სხვადასხვა სერიალებში, "თვითგადარჩენის" შემდეგ იყო "სურვილის ბნელი მხარე", "სისხლი, ცრემლი და ოფლი", "მოჯადოება", "ხუანები", "ცისარტყელის აჩრდილი", "ასე ახლოს და ასე შორს", "უდაბნოს საყვარლები" სწორედ ამის შემდეგ იწყება სიაჩოკეს თავბრუდამხვევი წინსვლა მსოფლიო დიდეისკენ. 2001 წელს კატერინი შეამჩნიეს ამერიკელმა პროდუსერებმა და მას მთავარო როლი მისცეს ახლად ჩამოყალიბებული კომპანიის "ტელემუნდოს" (რომელიც ამერიკული NBC-ს მფლობელობაშია) პირველ სერიალში "უდაბნოს საყვარლები" რომელშიც კატიმ მთავარი ალქაჯოს მიკაელა ფერნანდესის როლი შეასრულა, "უდაბნოს საყვარლები" ქარულ ეთერშიც მოხვდა, ის ტელეკომპანია იმედმა იყიდა და 2003 წელს ტელეეკრანზე "სიყვარული უდაბნოში" -ს სახელით გავიდა.
სერიალმა უდიდესი წარმატება დაიმსახურა, რის შემდეგაც კატერინ სიაჩოკე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად იქცა, ის პირველი მსახიობია, რომელიც ტელემუნდო ინტერნაციონალმა ექსკლუზივ მსახიობთა სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც მხოლოდ გამორჩეულ როლებს ათამაშებდა.
მისი მონაწილეობით აბსოლუტურად ყველა სერიალი გასულა ჩვენს ეთერში, ესენია -
"შურისძიება" - გრაცია ფონტანა (რუსთავი2), "მე შენ სიყვარულს გასწავლი" - დებორა ბუენროსტრო (რუსთავი2 "სიყვარულის გაკვეთილები") , "ვნებათა მიწა" - მარსია ერნანდესი (რუსთავი2), "სხვისი ცოდვები" - ინეს ვალეხო (რუსთავი2) - ამ სერიალებში მან მთავარი ალქაჯების როლი განასახიერა, 2008-2009 წელს კი ტელემუნდომ კატერინ სიაჩოკე სერიალში "უმკერდოდ სამოთხე არ არსებობს" გადაიღო (ეს სერიალი არცერთ ქართულ არხს არ უჩვენებია) რომელიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაიღეს, კატი აქ მთავარ როლს, ოღონდ ამჟამად დადებით პერსონაჟს ილდა სანტანას ანსახიერებს.
კატერინ სიაჩოკეს გადაიღეს ცნობილი სერიალის "სად არის ელისა?"-ს რიმეიქში, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ ტლემუნდომ გადაიღო, კატი ამჯერად დაუბრუნდა ამპლუას და ავსულ სესილია ალტამირას როლი შეასრულა.
მისი მეუღლეა ცნობილი რეჟისორი და მსახიობი მიგელ ვარონი ("ეშმაკმა უკეთ იცის" (ანხელის საიდუმლო) მარტის ასერო) რომელთანაც უკვე 13 წელია ცხოვრობს.
avatar
dannagarcia

პოსტების რაოდენობა : 6828
ქულები : 7073
დარეგისტრირების თარიღი : 2010-08-20
ასაკი: : 85

View user profile

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum