იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

გაბის ბიოგრაფია

View previous topic View next topic Go down

გაბის ბიოგრაფია

Post by BrAcAmOnTeS on Fri Aug 05, 2011 5:34 pm

მარია გაბრიელა "გაბი" ესპინო რუგერო 1977 წლის 15 ნოემბერს დაიბადა კარაკასში, ვენესუელაში, ოთხშვილიან ოჯახში. გაბი ყველაზე უფროსი იყო. მშობლები მალე გაიყარნენ და ახალი ოჯახები შექმნეს. გაბის ორი ძმა მამასთან დარჩა საცხოვრებლად, გაბრიელა და მისი და კი - დედასთან.

ბავშვობაში გაბის ძალიან უნდოდა ცხოველების ყოლა, საერთოდაც, ვეტერინარობაზე ოცნებობდა. მერე ჩააბარა კიდეც სპეციალობით და ექიმობას ეუფლებოდა, მაგრამ ძალიან მალე მიხვდა, ეს მისი საქმე არ იყო - ძალიან ბევრ მსხვერპლს ითხოვდა მისგან ეს პროფესია.

გაბი ამბობს, რომ არასდროს უფიქრია ტელევიზიაში მუშაობაზე და არც ყურადღების მიპყრობას ცდილობდა ოდესმე. 17 წლისა საბავშვო პროგრამის კასტინგზე მოხვდა და უამრავ პრეტენდენტს შორის სწორედ ის აარჩიეს. თითქმის ცხრა თვე დადიოდა სამსახიობო ოსტატობის კურსებზე, ცეკვას, სიმღერას სწავლობდა. მერე ორი წელი გადაღებები მიმდინარეობდა, მაგრამ გაბის ეს დიდად არ მოსწონდა - გადაღებაზე ყოველდღიურად 500 ბავშვი დადიოდა და საკმაოდ დამღლელი პროცესი იყო. სწორედ ამის შემდეგ ცდილობდა ექიმობას, მაგრამ ბედმა ისევ ტელევიზიაში მიიყვანა და გაბი სამსახიობო საქმეს მიჰყვა. მშვენიერი გარეგნობის წყალობით რამდენიმე სერიალში ადვილად მიიღო როლი, თუმცა თვითონ არასდროს იყო კმაყოფილი, როცა გადაღებულ მასალას ხედავდა.

ერთხელაც ოჯახთან ერთად მაიამიში გაემგზავრა, დასასვენებლად. იქ გაიგო, რომ ტელენოველაში "შეყვარებული" მონაწილეობის მისაღებად კასტინგი იყო გამოცხადებული. გაბიმ კასტინგიც გაიარა და სერიოზულ კონტრაქტსაც გამოჰკრა ხელი. საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა - ეს სხვა ქვეყანაში მუშაობის პირველი გამოცდილება იყო და სხვადასხვა ეროვნების მსახიობებთან მოუხდა მუშაობა. გადაღებების შემდეგ გაბრიელა ვენესუელაში დაბრუნდა, კიდევ უფრო სერიოზულად დაეუფლა სამსახიობო ხელოვნებას და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სამსახიობო კარიერაზე ეზრუნა.

წარმატებას უამრავი წინადადება მოჰყვა. იწვევდნენ პერუსა და მექსიკაში, თუმცა ვენესუელაში არჩია მუშაობა და მისი ტელენოველების უმრავლესობა სწორედ ვენესუელურია.

ლამაზი გარეგნობის წყალობით გაბის ხშირად იწვევენ ცნობილი ჟურნალების ფოტოსესიებზე, მშობლიურ ვენესუელასა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად მიიჩნევა.
თუმცა ამ სექსუალურ ქალბატონს უკვე "პატრონი" ჰყავს - 2008 წელს გაბი მსახიობ კრისტობალ ლანდერს გაჰყვა ცოლად. წყვილს უკვე შვილიც ჰყავს - ქალიშვილი ორიანა ლანდერ ესპინო.
ორიანა,გაბი და კრისტობალი
Spoiler:

კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებული მსახიობის ერთადერთი ოცნება დიდ კინოსა და თეატრში აქტიური მოღვაწეობაა. ერთხელ თეატრალურ წარმოდგენაშიც ითამაშა ცნობილ მსახიობ კარმენ ხულია ალვარესთან ერთად და მას მერე "დაავადდა" თეატრით: "ეს ისეთი ადრენალინი იყო, კინაღამ ინფაქტი დამემართა.

გაბის ყველაზე გახმაურებული ტელენოველაა ''ანხელის საიდუმლო'' სერიალში მას პარტნიორობა გაუწია ხენკარლოს კანელა. ამ ნოველაში გაბიმ და ხენკარლოსმა შექმნეს განსაკუთრებული წყვილი ანხელი და მანუელა. ეს წყვილი დღემდე უამრავ გამოკითხვაში ლიდერობს.

კომპანია ''ტელემუნდო''-ს მიერ ჩატარებულ გამოკიტხვაში ''საუკეთესო მსახიობი ქალი'' დასახელდა გაბი ესპინო სერიალიდან ანხელის საიდუმლო




BrAcAmOnTeS

. :
Allison Argent






პოსტების რაოდენობა : 13206
ქულები : 15056
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-07
ასაკი: : 49

View user profile http://RealMadrid.Com

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია

Post by E s P i N e L a _ f a N s on Tue Jul 16, 2013 10:51 pm

პრიზები

2000 წელს საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი სერიალიდან"enamorada"

2000 წელს ვენესუელის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი სერიალიდან"enamorada"

2000 წელს ნიუ იორკის ქალის სახე

2000 საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი საგარეო(ვერ მივხვდი)სერიალიდან "enamorada"

2001 წელს მსახიობი დებიუტანტი

2001 წამყვანი მსახიობი ქალი

2003 წელს გახდა მსაახიობი ვენესუელელი ყველაზე ცნობილი სერიალიდან "rebeca"

2009 წელს გაბი ჯილდო მიიღო ნომინაციაში ესპანეთის საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალიდან"mas sabe el diablo"

2009 წელს ტელემუნდოს საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი სერიალიდან "mas sabe el diablo"

2011 წელს ასევე ტელემუნდოს ნოველების პრემიაზე დასახელდა საუკეთესო მსახიობ ქალად სერიალიდან"mas sabe el diablo"

2010 წელს დასახელდა 50 ყველაზე ლამაზი

2012 წელს დასახელდა 50 ყველაზე ლამაზი

2013 წელს დასახელდა 50 ყველაზე ლამაზი

E s P i N e L a _ f a N s

პოსტების რაოდენობა : 8139
ქულები : 11477
დარეგისტრირების თარიღი : 2013-06-01
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია

Post by E s P i N e L a _ f a N s on Sun Nov 24, 2013 8:39 pm

ყველაზე ლამაზი სხეული დასახელდა 2013 წელს

E s P i N e L a _ f a N s

პოსტების რაოდენობა : 8139
ქულები : 11477
დარეგისტრირების თარიღი : 2013-06-01
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: გაბის ბიოგრაფია

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum