იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

Whitney Houston

Page 2 of 4 Previous  1, 2, 3, 4  Next

View previous topic View next topic Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Mon Feb 27, 2012 3:58 am

annia wrote:გამომცემლობა The Sun-ის განცხადებით, უიტნი ჰიუსტონი ექიმებმა მოკლეს. სამართლადამცავები იძიებენ, როგორ მოხვდა აწგარდაცვლილ მომღერალთან ზუსტად ის პრეპარატები, რომლებიც მაიკლ ჯექსონმა სიკვდილის წინ მიიღო.

ჰიუსტონი ძლიერ ანტიდეპრესანტებსა და ტრანკვილიზატორებს ალკოჰოლთან ერთად იღებდა. მედიკოსები თვლიან, რომ ამ ნაზავს აბაზანის მიღების დროს ინფარქტის გამოწვევა შეეძლო, რის შემდეგაც გონდაკარგული მომღერალი უბრალოდ დაიხრჩო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჰიუსტონი და ჯექსონი ერთი აფთიაქის კლიენტები იყვნენ. სწორედ იქ შეიძინა ორივე მომღერალმა პრეპარატები, რომლებმაც მათი სიკვდილი გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავებს ყველა შეკითხვაზე პასუხი დაახლოებით ერთ თვეში ექნებათ.
ar vicodi es info madloba annia..

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by annia on Mon Feb 27, 2012 3:59 am

Okoneli wrote:
annia wrote:გამომცემლობა The Sun-ის განცხადებით, უიტნი ჰიუსტონი ექიმებმა მოკლეს. სამართლადამცავები იძიებენ, როგორ მოხვდა აწგარდაცვლილ მომღერალთან ზუსტად ის პრეპარატები, რომლებიც მაიკლ ჯექსონმა სიკვდილის წინ მიიღო.

ჰიუსტონი ძლიერ ანტიდეპრესანტებსა და ტრანკვილიზატორებს ალკოჰოლთან ერთად იღებდა. მედიკოსები თვლიან, რომ ამ ნაზავს აბაზანის მიღების დროს ინფარქტის გამოწვევა შეეძლო, რის შემდეგაც გონდაკარგული მომღერალი უბრალოდ დაიხრჩო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჰიუსტონი და ჯექსონი ერთი აფთიაქის კლიენტები იყვნენ. სწორედ იქ შეიძინა ორივე მომღერალმა პრეპარატები, რომლებმაც მათი სიკვდილი გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავებს ყველა შეკითხვაზე პასუხი დაახლოებით ერთ თვეში ექნებათ.
ar vicodi es info madloba annia..
arafris
p.s. annia ara ra ana jobia

annia

პოსტების რაოდენობა : 2355
ქულები : 2550
დარეგისტრირების თარიღი : 2011-01-25
ასაკი: : 18
Location : tbilisi, georgia

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Mon Feb 27, 2012 4:09 am

arafris
p.s. annia ara ra ana jobia[/quote]
ok.. Martlac ana jobia

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by annia on Mon Feb 27, 2012 4:13 am



სასტუმროს ნომერი, რომელშიც უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა, ერთი წლით ადრეა დაჯავშნილი

ამერიკული სასტუმრო - "ბევერლი ჰილტონი", სადაც 12 თებერვალს პოპ-ვარსკვლავი გარდაიცვალა, დღითიდღე პოპულარული ხდება.
უიტნის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, სასტუმროს შესასვლელთან ზღვა ყვავილები მიიტანეს მომღერლის თაყვანისმცემლებმა და იქაურობა ნამდვილ მემორიალად აქციეს.

ახლა კი უიტნის ფანები იმისთვის იბრძვიან, რომ სასტუმროს 434-ე ოთახში ერთი ღამე მაინც გაატარონ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ აპარტამენტებში დალია სული უიტნიმ.

სასტუმროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ოთახის დაჯავშვნის მსურველთა რაოდენობა, ყოველ წუთს იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით ისინი თავს იკავებენ ამ ოთახის გაქირავებისაგან. აღნიშნული ნომერი, სავარაუდოდ მხოლოდ ერთი წლის მერე გაქირავდება.

434-ე ნომერი რამდენიმე ოთახისგან შედგება. მასში რბილი ავეჯითა და საოჯახო ტექნიკით აღჭურვილი მისაღები ოთახი, დიდი საძინებელი (გრანდიოზული ზომის საწოლით) და სააბაზანო ოთახებია.

აღნიშნული სასტუმროსა და ამ ნომრის მთავარი ღირსება მაინც ბევერლი ჰილსის არაჩვეულებრივი ხედია, რომლის დანახვაც იატაკიდან ჭერამდე ჩამონტაჟებული ფანჯრებიდანაა შესაძლებელი.

სასტუმროს სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ აუზით, სპა-სალონით, რამდენიმე რესტორნითა და გოლფ-კლუბით. სასტუმროში ერთი ღამის გათევა 300-400 დოლარი ღირს.

annia

პოსტების რაოდენობა : 2355
ქულები : 2550
დარეგისტრირების თარიღი : 2011-01-25
ასაკი: : 18
Location : tbilisi, georgia

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Mon Feb 27, 2012 4:16 pm

უიტნი ჰიუსტონის საფლავს შეიარაღებული დაცვა ჰყავს
მომღერლის ძვირფასეულობით სავსე საფლავს გარდაცვლილის ოჯახმა 24-საათიანი შეიარაღებული დაცვა გამოუყო. მათი შიში უსაფუძვლო არ არის, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მომღერალი 300 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ძვირფასი სამკაულებითა და ტანსაცმლით არის დაკრძალული.

მისი სხეული, მეწამული ფერის კაბაში, ბრილიანტის ბროშითას და საყურეებით არის შემკული. ფეხზე ბრჭყვიალა, ოქროს ფეხსაცმელი აცვია. ეს ყოველივე კი, შესაძლოა, მძარცველების საკბილო გახდეს. მართალია, მათ კუბომდე ჩაღწევა გაუჭირდებათ, მაგრამ ფსიქოპათ ფანებსა და ფულის მოყვარულებს ძნელად თუ შეაჩერებს რამე.

ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ მომღერალი, რომელიც პირად მცველზე ფილმმა არნახულად პოპულარული გახადა, სიკვდილის შემდეგაც მცველის ყოლას საჭიროებს. შეიარაღებულმა დაცვამ უიტნის სამუდამო განსასვენებლიდან უკვე გაყარა აბეზარი ფანები, რომლებმაც მომღერლის საფლავი გაუთავებელი სტუმრობით აიკლეს.

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Mon Feb 27, 2012 4:17 pm

„პირად მცველს" მიუზიკლად აქცევენ
მხატვრული ფილმი „პირადი მცველი“, რომელიც 1992 წელს გამოვიდა და უიტნი ჰიუსტონი ჰოლივუდის ვარსკვლავად აქცია, შემოდგომაზე დიდ ბრიტანეთში სასცენო ვერსიით განახლდება. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ლონდონურ დადგმაში ქალის მთავარ როლს „გრემისა“ და „ტონის“ ჯილდოს მფლობელი, მსახიობი ჰეზერ ჰედლი შეასრულებს. თავდაპირველად ამ როლზე ბრიტანული „იქს ფაქტორის“ ფინალისტი ალექსანდრა ბურკე მოიაზრებოდა. კევინ კოსტნერის შემცვლელის ვინაობა ჯერ ცნობილი არ გახლავთ. მიუზიკლის პრემიერა სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ვესტ-ენდში მდებარე თეატრ „ადელში“ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ უიტნი ჰიუსტონი რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ტიტულოვანი არტისტი. შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში, რომელიც 11 წლის ასაკში საბავშვო საეკლესიო გუნდში დაიწყო, მომღერალმა 6 „გრემის“, 15 „ბილბორდის“, 21 ამერიკის მუსიკის, ორი „ემისა“ და კიდევ მრავალი სხვა მუსიკალური პრემიის ჯილდო მიიღო. ეს რიცხვი ოთხასს აღემატება.

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Mon Feb 27, 2012 4:20 pm

ბობი ბრაუნი უიტნი ჰიუსტონის შესახებ მოგონებების წიგნს გამოუშვებს

სკანდალურობით ცნობილმა მუსიკოსმა და უიტნი ჰიუსტონის ყოფილმა მეუღლემ ბობი ბრაუნმა გადაწყვიტა, გამოუშვას მოგონებების წიგნი, რომელიც უიტნისთან მის თანაცხოვრებას ეხება. წიგნი ბრაუნმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაწერა, მაგრამ მის გამოცემას არ ჩქარობდა. ახლა კი მიაჩნია, რომ უიტნის გარდაცვალების შემდეგ ამის დრო დადგა. ერთ-ერთი ამერიკელი გამომცემლის თქმით, ამ წიგნის გამოშვებით ბობის ფულის გაკეთება სურს. ამავე აზრისაა უიტნის ერთ-ერთი მეგობარი. წიგნის გამოცემა შესაძლოა დააბრკოლოს შეთანხმებამ კონფიდენციალობის შესახებ, რომელსაც ბრაუნმა ხელი უიტნისთან გაყრის შემდეგ მოაწერა. თუმცაღა, ბრაუნის ახლობლის აზრით, მას სიტუაციის დარეგულირება ძალუძს. ლეგენდარული მომღერალი 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. ის ოტელ „ბევერლი ჰილტონის“ ნომრის სააბაზანო ოთახში იპოვეს. უიტნი ჰიუსტონი მშობლიურ ქალაქ ნიუარკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ვარსკვლავი 48 წლის გახლდათ.

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Mon Feb 27, 2012 4:26 pm

უიტნი ჰიუსტონის სახლი 1,75 მლნ. დოლარად იყიდება
აშშ-ში უიტნი ჰიუსტონის აგარაკს ყიდიან. ნიუ-ჯერსიში მდებარე სახლში მომღერალი 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.2005 წლიდან კი ამ სახლში რეალითი შოუ Being Bobby Brown-ის გადაღებებიც მიმდინარეობდა.

სახლი, რომელიც 1.167 კვ/მ-ზეა გადაჭიმული 5 საძინებელ ოთახსა და 5 სააბაზანოს მოიცავს. მას 4 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხიც გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ სახლი პირველად აუქციონზე 2009 წელს გამოიტანეს და მაშინ მისი საწყისი ღირებულება 2,5 მლნ. დოლარი იყო, თუმცა სახლს მყიდველი არ გამოუჩნდა. 2010 წელს გამართულ აუქციონზე სახლის ღირებულება უკვე 1,97 მლნ. დოლარი იყო, თუმცა ამჟამად სახლის საწყისი ღირებულება უკვე 1,75 მლნ. დოლარია.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი 12 თებერვალს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში, აბაზანაში იპოვეს. პოპვარსკვლავის სიკვდილის მიზეზებს კალიფორნიის შტატის პოლიცია იძიებს. ჰიუსტონის ნომერში ჩხრეკის დროს ალკოჰოლური სასმელის ბოთლები და ძლიერმოქმედი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

ამერიკელ მომღერალს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 170 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. იგი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შესულია, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ქალი. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მომღერალია, რომელსაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში ზედიზედ შვიდი ნომერი 1 ჰიტ-სინგლი ჰქონდა. ჰიუსტონი აღიარებული მსახიობი და პროდიუსერიც იყო.

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Mon Feb 27, 2012 4:30 pm

es dzveli minformaciaa magram maimc davdeb
უიტნი ჰიუსტონი ჯოჯოხეთიდან დაბრუნდა
ბევრი თვლის, რომ უიტნი ჰიუსტონი სცენიდან არც წასულა, რადგან მის სიმღერებს დრო ვერაფერს აკლებს. მსმენელმა ვერც კი შეამჩნია, რომ 6 წელია, მომღერალს ახალი სიმღერა და ალბომი არ გამოუშვია. ეს პაუზა დასრულდა და პოპ მუსიკის დედოფალი 1 სექტემბერს სცენაზე ახალი ალბომით ბრუნდება.

უიტნი ნიუ ჯერსში დაიბადა. ბავშვობიდან იზრდებოდა მოსიყვარულე გარემოში. დედა ყოველთვის უმეორებდა, რომ ის ძალიან ლამაზი და ნიჭიერი გოგო იყო. სწორედ მშობლების მხარდაჭერით გადადგა უიტნიმ პირველი ნაბიჯები. თავდაპირველად სიმღერა ბაპტისტური ეკლესიის გუნდში დაიწყო. მოგვიანებით კი მოდელობა გადაწყვიტა.

ჰიუსტონების ოჯახში არავის გაჰკვირვებია, რომ უიტნიმ შოუბიზნესის სფერო აირჩია. ახალგაზრდობაში დედამისი პროფესიონალი მომღერალი, ცნობილი დაიან უორვიკი იყო. 15 წლის იყო უიტნი, როდესაც მისი მოსიყვარულე მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. ეს მომავალი ვარსკვლავისათვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი გახლდათ. მაშინ მშობლების გაყრის რეალური მიზეზი არავინ უთხრა. მოგვიანებით შეიტყო, რომ დედამისი შოუბიზნესის სასიყვარულო ინტრიგებში იყო გარეული, მამამისი კი წლების განმავლობაში ორ ოჯახში ცხოვრობდა ერთდროულად.

ოჯახის დანგრევა ემოციური უიტნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მის ცნობიერებაში ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, ოჯახური ფასეულობების მიმართ პატივისცემა დაიკარგა. მითი იდეალური ოჯახის შესახებ ხელში შემოეფშვნა. უიტნი მიხვდა, რომ შექმნილი სიტუაციიდან მხოლოდ სიმღერა თუ გამოიყვანდა და 18 წლიდან მუსიკას სრული სერიოზულობით მოჰკიდა ხელი. მოდელობით დაგროვილი თანხით აიყვანა ვოკალისა და ცეკვის პედაგოგი. ორ წელიწადში ისეთ შედეგს მიაღწია, რომ მისმა აგენტმა შეძლო, დამწყები მომღერლისათვის არნახული კონტრაქტი მოეპოვებინა ხმის ჩამწერ სტუდიასთან.

ორი წელი პირველი სოლო ალბომისათვის და რეკორდული, 13 მილიონი გაყიდული დისკი – ასეთი დებიუტი მსოფლიო შოუბიზნესს თითქმის არ ახსოვს. სადებიუტო ალბომითვე მოიპოვა პრესტიჟული "გრემი" და ვარსკვლავური სტატუსი. მეორე ალბომი "უიტნი" კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. უიტნი არამარტო კარგად მღეროდა, არამედ სექსუალური და ძლიერი ქალის იმიჯიც შეიქმნა. ჰიუსტონი მხოლოდ 25 წლის იყო, როდესაც წარმატებული კარიერის წყალობით თავს უფლება მისცა, მშობლიურ ნიუ ჯერსში 11 მილიონიანი სახლი ეყიდა. ცხოვრებამ მას საუკეთესო სიურპრიზები მოუწყო. მალე მის ცხოვრებაში პრინციც გამოჩნდა.

ერთხელ, მორიგი კონცერტის შემდეგ, მის საგრიმიოროში შავკანიანი მამაკაცი შევიდა დიდი თაიგულით. ის რეპერი ბობი ბრაუნი იყო, რომელიც შოუბიზნესში დებოშებითა და ცუდი ხასიათით იყო ცნობილი. უიტნიმ თაყვანისმცემელი თავიდან ცივად მიიღო, მაგრამ ბობი ბრაუნი ძალიან მიზანმიმართული გახლდათ. საყვარელ ქალს საჩუქრებსა და ყურადღებას არ აკლებდა. ხანგრძლივი პროცესის შემდეგ ბრაუნმა უიტნისთან პაემნის უფლება მოიპოვა. რესტორანში ბობიმ ოფიციანტი სცემა და დაცვამ ის გააძევა. სამაგიეროდ უიტნის გული სამუდამოდ დაიპყრო.

ამ შემთხვევამდე უიტნი ყოველთვის წესიერ ბიჭებს ხვდებოდა. თითოეული მათგანი კარგი მანერების, კარგად აღზრდილი მამაკაცი იყო. მათ შორის ყველაზე პოპულარული მსახიობი ედი მერფი გახლდათ. ამიტომ ყველას გაუკვირდა, რა იპოვა საინტერესო ჩხუბისთავ ბობი ბრაუნში.

ბობი ბრაუნის გამოჩენამ უიტნის კარიერა კიდევ უფრო წარმატებული გახადა. მომღერალი ფილმში "პირადი მცველი" თამაშს არ აპირებდა. მის გადარწმუნებაში მთავარი როლი ბობმა ითამაშა. მას სურდა, რომ კინომანებსაც გაეგოთ, თუ როგორი ქალი მოინადირა. უიტნის კინოდებიუტი ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე მუსიკალური დებიუტი. ფილმმა 400 მილიონი შემოსავალი ნახა, ხოლო საუნდტრეკის ჩანაწერები 33 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

ბობის თავიდანვე მესაკუთრის ხასიათი ჰქონდა. ამასთან, ძალიან ეჭვიანიც იყო. შეყვარებულ უიტნის ეგონა, რომ ეს ძლიერი გრძნობის დადასტურება იყო, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ რეალურად ავადმყოფური გამოვლინება გახლდათ. თავს იმით იმშვიდებდა, რომ ბობის ყველა უარყოფითი თვისება საჯარო იყო და მისგან რაიმე სიურპრიზის მოლოდინი უსაფუძვლო იქნებოდა. მაგრამ მომღერალი შეცდა. ძალიან გვიან გაიგო ბობის არაკანონიერი სამი შვილის არსებობის შესახებ. ეს ყველაფერი კი 1992 წელს შემდგარი ულამაზესი ქორწილის შემდეგ გაირკვა, რომელსაც 800 ადამიანი ესწრებოდა.

თაფლობისთვეშივე უიტნის რეალური ბობი შერჩა ხელში. მთელი ღამეები იკარგებოდა და შემდეგ ახალმოყვანილ ცოლთან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ბრუნდებოდა. პირველი კონფლიქტი და ჩხუბიც თაფლობისთვეში იყო, მაგრამ ბობის საოცარი უნარი ჰქონდა, ერთი ალერსით უიტნისათვის ყველანაირი წყენა და ტკივილი დაევიწყებინა.

მალე ოჯახური კონფლიქტების გამო მომღერალს ხმა გაუფუჭდა და იძულებული გახდა, სცენას გარკვეული პერიოდი ჩამოშორებოდა. მალე დაიბადა მათი შვილიც, რომელმაც ბობი თითქოსდა გამოასწორა, მაგრამ მოკლე დროით. მალე ის კვლავ დაუბრუნდა ნარკოტიკებს და აღვირახსნილ ცხოვრებას.

5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა, ქმარს გაშორებოდა. მთავარი მიზეზი მაინც ქალიშვილი იყო. უიტნის ეშინოდა, რომ აგრესიული მამის გვერდით შვილი შეიძლებოდა ფსიქიკურად განადგურებულიყო. ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ, ერთ წელში, მომღერალმა ახალი ალბომი გამოუშვა და ისევ მოექცა მსოფლიო ჰიტპარადების სათავეში. ბობი ბრაუნმა ყველაფერი გააკეთა, რომ ცოლ–შვილი დაებრუნებინა. გაიარა სამკურნალო კურსი ნარკოლოგიურ კლინიკაში, დაშორდა ნარკომან მეგობრებს, უიტნის ძვირფას საჩუქრებს უკეთებდა და ქალმაც დაიჯერა, რომ ბობი გამოსწორდა. ნათქვამია, კუზიანს სამარე გაასწორებსო. როგორც კი ბობმა საყვარელი ცოლი სახლში დაიგულა, ყველაფერი ძველებურად განაგრძო. პრობლემებთან გასამკლავებლად ერთი პერიოდი უიტნიც ნარკოტიკებს მიეძალა, რასაც კვლავ ხმასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვა. მომღერალს მილიონობით ჯარიმის გადახდა უწევდა ჩაშლილი კონცერტების გამო. ბობიმ მისი ცხოვრება კვლავ ჯოჯოხეთად აქცია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2005 წელს ისინი ყველაზე ვულგარულ წყვილადაც კი აღიარეს. უიტნი ბობი ბრაუნს ემსგავსებოდა.

მიუხედავად ცხოვრებაში დაშვებული უამრავი შეცდომისა, უიტნი მაინც ძლიერ ქალად დარჩა. ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და შეძლო ბობი ბრაუნზე დამოკიდებულებისაგან განკურნება. 2007 წლის დასაწყისში ის ბობის ოფიციალურად და საბოლოოდ გაშორდა. სასამართლო პროცესი 20 წუთი გაგრძელდა, რითაც წერტილი დაესვა 15 წლიან ჯოჯოხეთს.

პირადი ცხოვრების წარუმატებლობის რეაბილიტაცია მომღერალმა კვლავ მუსიკაში მოახერხა. გაყრის შემდეგ მისი ხმა ადრინდელივით ბრწყინვალეა. მას კვლავ აქვს ძალა, აიღოს ხმა მეხუთე ოქტავაზე და იმღეროს მთელი გულით. ორი წელი თავაუღებელ მუშაობაში გაატარა და შემოდგომაზე მონატრებული მსმენელის წინაშეც წარდგება.

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by jacky_fan ele on Mon Feb 27, 2012 6:06 pm

au amxela POEMEBIS KITXVA MEZAREBA :d

jacky_fan ele

პოსტების რაოდენობა : 6971
ქულები : 7992
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-14
ასაკი: : 17

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by annia on Tue Feb 28, 2012 4:57 am

ამერიკულმა ტაბლოიდმა კუბოში ჩასვენებული უიტნი ჰიუსტონის ფოტოები გამოაქვეყნა. ოჯახის ფოტოები მათ ფარულად მოიპოვეს.
ამერიკულმა ტაბლოიდმა National Enquirer-მა სათაურით "მსოფლიო ექსკლუზივი" ახალი ნომრის ყდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის დღეს გადაღებული ფოტო გამოიტანა.

ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილია ასევე სასტუმრო "ბევერლი ჰილზსში" დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა.






annia

პოსტების რაოდენობა : 2355
ქულები : 2550
დარეგისტრირების თარიღი : 2011-01-25
ასაკი: : 18
Location : tbilisi, georgia

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by nato77777 on Tue Feb 28, 2012 5:22 am

vime ra mdzimea am suratebis xilvaa.......menatreba, uzomod menatrebaaaaaaaaaa

nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by annia on Tue Feb 28, 2012 5:38 am

nato77777 wrote:vime ra mdzimea am suratebis xilvaa.......menatreba, uzomod menatrebaaaaaaaaaa

annia

პოსტების რაოდენობა : 2355
ქულები : 2550
დარეგისტრირების თარიღი : 2011-01-25
ასაკი: : 18
Location : tbilisi, georgia

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Tue Feb 28, 2012 2:52 pm

annia wrote:ამერიკულმა ტაბლოიდმა კუბოში ჩასვენებული უიტნი ჰიუსტონის ფოტოები გამოაქვეყნა. ოჯახის ფოტოები მათ ფარულად მოიპოვეს.
ამერიკულმა ტაბლოიდმა National Enquirer-მა სათაურით "მსოფლიო ექსკლუზივი" ახალი ნომრის ყდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის დღეს გადაღებული ფოტო გამოიტანა.

ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილია ასევე სასტუმრო "ბევერლი ჰილზსში" დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა.





au ver vitan paparacebs mattvis adamianuri araferi arsebobs, kvelafers gamoikeneben rom ufro metad popularulebi gaxdnen da ufro meti fuli ishovon..

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Thu Mar 01, 2012 2:26 am

Whitney houston-ze uaxloes momavalshi films igeben.. Gavrcelebuli informaciit whitney-is rols rihanna sheasrulebs... Ramdenad gaartmevs rihanna ar rols tavs eg kidev calke temaa...

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by maku on Thu Mar 01, 2012 2:38 am

annia wrote:ამერიკულმა ტაბლოიდმა კუბოში ჩასვენებული უიტნი ჰიუსტონის ფოტოები გამოაქვეყნა. ოჯახის ფოტოები მათ ფარულად მოიპოვეს.
ამერიკულმა ტაბლოიდმა National Enquirer-მა სათაურით "მსოფლიო ექსკლუზივი" ახალი ნომრის ყდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის დღეს გადაღებული ფოტო გამოიტანა.

ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილია ასევე სასტუმრო "ბევერლი ჰილზსში" დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა.





აუ ცრემლები მომადგა რო დავინახე

maku

. :
პოსტების რაოდენობა : 642
ქულები : 648
დარეგისტრირების თარიღი : 2012-01-09
ასაკი: : 28
Location : Tbilisi

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by nato77777 on Thu Mar 01, 2012 3:26 am

ar vici icit tu ara, magram whitneys da kevins romani qondat da samwuxaroa rom erti mizezis gamo dashordnen neta bobbys ar gadayrodaa

nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by jacky_fan ele on Thu Mar 01, 2012 5:35 pm

vanashi ro wevs magazeee cudad gavxdi

jacky_fan ele

პოსტების რაოდენობა : 6971
ქულები : 7992
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-14
ასაკი: : 17

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Thu Mar 01, 2012 5:55 pm

nato77777 wrote:ar vici icit tu ara, magram whitneys da kevins romani qondat da samwuxaroa rom erti mizezis gamo dashordnen neta bobbys ar gadayrodaa
es info ar vicodi, ise ar mgonia martali ikos am dros bobby da whitney ukve ertad ikvnen.. Swored bobbys damsaxurebaa whitney rom datanxmma am rols, radgan tavidan, rogorc vici uari stqva..

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by nato77777 on Thu Mar 01, 2012 6:14 pm

ki martali xar yvelapershi, mag periodshi ukve col-qmari iyvnen........magram manamde romani qondat da ici ra mizezis gamo dashordnen??

nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Thu Mar 01, 2012 7:59 pm

nato77777 wrote:ki martali xar yvelapershi, mag periodshi ukve col-qmari iyvnen........magram manamde romani qondat da ici ra mizezis gamo dashordnen??
ui ar vici nato, tu metkvi madlobeli dagrchebi.... Ise kevini da whitney kargi wkvili iqnebodnen...

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by nato77777 on Thu Mar 01, 2012 8:21 pm

whitneys yoveltvis eshinoda mshvidi cxovrebis da kevintan misi urtiertoba swored aseti iyo da arachveulebrivad ugebdnen ertmanets........swored amitom dashorda kevins da neta eg arasdros gaeketebina, exla xo cocxali iqneboda:(

nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Okoneli on Fri Mar 02, 2012 6:03 am

nato77777 wrote:whitneys yoveltvis eshinoda mshvidi cxovrebis da kevintan misi urtiertoba swored aseti iyo da arachveulebrivad ugebdnen ertmanets........swored amitom dashorda kevins da neta eg arasdros gaeketebina, exla xo cocxali iqneboda:(
ui es ar vicodi, martlac ar unda dashoreboda :მოწყენილი: whitney-s mshvidi cxovrebis xo ici ratoc eshinoda? 15 wlamde mshvid ojaxshi cxovrobda, 15 wlisam gaigo rom dedas calke sakvarlebi hkavda da mamas calke da kvela mshvidi ojaxi aseti egona.. Swored 15 wlis asakshi miigo pirveli fsiqologiuri tramva :მოწყენილი:
verafrit shevegue ra whitney-s sikvdils... :-( ragac chamwkda gulshi da mawuxebs...

Okoneli

. : გულს აწვიმს, მე კი უშედეგოდ გამოდარებას ვუცდიიიიიიიი
P.S. WHITNEY, I WILL ALWAYS LOVE YOU
პოსტების რაოდენობა : 982
ქულები : 1041
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-05
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by nato77777 on Fri Mar 02, 2012 4:06 pm

egona.. Swored 15 wlis asakshi miigo pirveli fsiqologiuri tramva
ui es ar vicodi.......
verafrit shevegue ra whitney-s sikvdils... :-( ragac chamwkda gulshi da mawuxebs...
verc me veguebi, dge ar gava mis simgerebs rom ar mousmino.......uzazgvrod menatreba......

nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by nato77777 on Sun Mar 04, 2012 11:33 pm

ბევერლი ჰილზის პოლიცია, რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა საქმის ვითარება, მივიდა დასკვნამდე, რომ 48 წლის მომღერალს არც თავი მოუკლავს და არც ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. იგი უბედურ შემთხვევას შეეწირა.

პოლიციამ უარყო ვერსია, თითქოს მომღერალმა დამამშვიდებლების დიდი დოზა ალკოჰოლთან ერთად სპეციალურად მიიღო.

ასევე არ დადასტურდა ვარსკვლავის მკვლელობის ვერსია. მის ოთახში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. „უიტნის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა“ - აცხადებენ სამართალდამცავები.

საქმის გამოძიება დასრულდება მას შემდეგ, რაც პოლიცია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხებს მიიღებს, ეს უკანასკნელი კი მზად მომავალ კვირაში იქნება.

nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 26

View user profile

Back to top Go down

Re: Whitney Houston

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 2 of 4 Previous  1, 2, 3, 4  Next

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum