იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

ნათია ბადირეიშვილი

Go down

მოგწონთ ნათია?

91% 91% 
[ 29 ]
0% 0% 
[ 0 ]
9% 9% 
[ 3 ]
 
Total Votes : 32

ნათია ბადირეიშვილი

Post by mmaarrii on Sat Apr 07, 2012 1:13 pm


ნათია ბადირეიშვილი, 20 აგვისტოს ხდება 20წლის :ღიმილი:))
ზედმეტსახელი - არ აქვს (უფრო სწორად არ ჰქონდა შოუმდე, ახლა ტესტი ჰქვია :ღიმილი: მაცალეთ, აგიხსნით რატომაც )
ნათია თსუ-ში სწავლობს და უკვე მესამე კურსზე გადავიდა. ახლა ჟურნალისტიკას უეფლება, თუმცა მაგისტრატურის ჯერი რომ მოვა, პიარის შესწავლას აპირებს. მოკლედ დიდი გოგო რომ გახდება, გადაწყვეტს რა გამოვიდეს :ღიმილი:

შემოქმედება:
ბიჭებისგან განსხვავებით ნათიას მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები მან-სან-კანი. წარმოიდგინეთ რა კარგად ითამაშა რომ პირდაპირ შოუში მოხვდა =))) კიდევ ერთი ნიჭიერი და თან ლამაზი :ღიმილი:
გარდა იმისა რომ ნათია ლამაზია, ნიჭიერიცაა: არის ყოფილი ბალერინა და მოცეკვავე, 2006 წლის ,,მისს ფერიას“ კონკურსის გამარჯვებულია (მაინც დავწერე :ღიმილი:)

ჰობი:
ნათია თურმე ცდილობს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და თავისუფალ დროს ვარჯიშს უთმობს. თუმცა იქვე აღნიშნა, ,,თუ არ მეზარებაო“ და მე დავამატებ რომ თავისუფალი დრო სადღა აქვს. =))
ძალიან უყვარს ცურვა და ცურავს როცა აქვს დრო და არ ეზარება :ღიმილი:
ძალიან უყვარს ფსიქოლოგიური ლიტერატურა... (მდა...)

არის ზედმეტად რომანტიული (მისს ფერიაა და რა თქმა უნდა),
ადვილად უჩუყდება გული (საყვარელი...)
არის ძალიან ემოციური (ცრემლებს მოვიწმინდავ და მოვალ.... ნაათ მიყვარხარ :*)

პრინცი თეთრ ცხენზე:
რაც შეეხება ბიჭებს, ძველი დროის რაინდები მოსწონს... (პრინცი თეთრ რაშზე=)))
პროფესიას, თმის ფერს და ცხვირის სიგრძეს არ აქცევს ყურადღებას (მთავარია ცხენი ყავდეს თეთრი :ღიმილი:.
უბრალოდ ეს ჩვენი პრინცი ავტობუსში მოხუცს ადგილს უნდა უთმობდეს, ბილეთს უნდა იღებდეს და ჯენტლმენი იყოს. (ისე საინტერესოა, პრინცები ავტობუსში ცხენით ადიან თუ გაჩერებაზე აბავენ? : )

არის მხიარული, თუმცა არც იმდენად როგორც ვჩანვარო, ამბობს. ანუ მხიარულია, მაგრამ თან რომანტიულად სევდიანი... პრინცს ელოდება და...
გართობით, ფართებსა და დისკოტეკებზე არ დადის, უფრო მშვიდ გარემოში ყოფნა ურჩევნია... (ხო გითხარით, ელოდებააა=))

ნათიას არ უყვარს შენიშვნების მიღება, ამიტომ ცდილობს ყველაფერი წინასწარ გაარკვიოს, სვამს უამრავ კითხვას, ტესტავს ხალხს და იტესტება თვითონაც, ხომ გითხარით, ტესტიათქო =)))

მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან საყვარელია ნათია, ხანდახან...
აი ხანდახან პირიქით J)))))))) განსაკუთრებით მაშინ, როცა ტესტავს.
ხო, კიდე ყველა იმას ამბობს რომ ნათია ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან პრანჭიაა... (ელოდება და...)
avatar
mmaarrii

. : R.I.P Cory MonteithFinn Hudson♥️



პოსტების რაოდენობა : 2711
ქულები : 3212
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-26
ასაკი: : 20

View user profile http://gleek.georgianforum.com/

Back to top Go down

Re: ნათია ბადირეიშვილი

Post by ***MaRiAnGeL*** on Sat Apr 07, 2012 6:10 pm

ვაიმე თემი ლამაძიი...ეს გოგო სიგიჟემდე მომწონს =)))) უსაყვარლესია.
avatar
***MaRiAnGeL***

. : ძალიან მომენატრებით ბავშვებო! უზომოდ მიყვარხართ ყველა!
პოსტების რაოდენობა : 5484
ქულები : 5681
დარეგისტრირების თარიღი : 2011-10-02
ასაკი: : 36
Location : თუ ჩუმად ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. უბრალოდ სიჩუმე ყველაზე უმტკივნეულოა.:-((

View user profile

Back to top Go down

Re: ნათია ბადირეიშვილი

Post by barbara-la hiena on Sat Apr 07, 2012 6:12 pm

ლამაზი გოგოა!აი რომ შეგახედებს და ეკრანიდან თვალს რომ არ მოგაწყვეტინებს.თქვენი შოუს ამის ხათრით ვუყურებ!
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: ნათია ბადირეიშვილი

Post by ***MaRiAnGeL*** on Sat Apr 07, 2012 6:21 pm

”თქვენი შოუ”-ს მშვენება - ნათია ბადირეიშვილი=))))))
კითხვა 1: როგორ მოხვდი "თქვენ შოუ"-ში?
პასუხი: გადაცემაში მოვხვდი მხიარულთა და საზრიანთა კლუბიდან, შიდა საუნივერსიტეტო თამაშის შემდეგ. საიდანაც, გიორგი აფციაურმა შეგვარჩია მე და სალიტა. თავიდან მოულოდნელი იყო, რადგან მსკ-შიც მხოლოდ ერთხელ ვითამაშე და გამოცდილებაც არ მქონდა, თუმცა შემდეგ ადვილად მივეჩვიე.
კითხვა 2: ყველაზე დასამახსოვრებელი როლი?
პასუხი: "ბოჰემური რაფსოდია"– ერთ–ერთი პირველი როლი იყო, თან მთლიანად ემოციებზე აგებული, ანუ ტექსტი არ მქონდა.
კითხვა 3: გარდა "ჩვენი შოუ"-სა რითი ხარ დაკავებული?
პასუხი: ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. გარდა ამისა, ხშირად მიმყავს ლიტერატურული საღამოები და კონცერტები. რუსული და ინგლისური ენებიდან ვთარგმნი სხვადასხვა ნაწარმოებებს. თავისუფალ დროს კი ვწერ დეტექტივებს.
კითხვა 4:ყველაზე ორიგინალური საჩუქარი თაყვანისმცემლისაგან...
პასუხი: ალბათ ლექსი, რომელიც მომიძღვნეს მთელი ანსამბლის სიმღერის ფონზე (ანსამბლის სახელს არ დავაკონკრეტებ). ძალიან ემოციური და რომანტიული ვარ და საჩუქრის მატერიალურ ღირებულებას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, თაყვანისმცემლებს არასდროს ვართმევ ძალიან ძვირადღირებულ საჩუქრებს.
კითხვა 5: რითი მიიქცევს ბიჭი შენს ყურადღებას?
პასუხი: არ მიყვარს ზედმეტად თანამედროვე და "მარად თინეიჯერი" ბიჭები. მომწონს ჭკვიანი, დამოუკიდებელი, რომანტიული, ჯენტლმენი მამაკაცები. უფრო ძველი დროის რაინდები მომწონს.
კითხვა 6: შენი ყველაზე ახლო ადამიანი?
პასუხი: ყველაზე ახლო ადამიანები მაინც მშობლები არიან და მათი იმედი მაქვს ყოველთვის. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ასევე ნათესავები, რომლებიც ძალიან მიყვარს, ყოველთვის მამხნევებენ და მეხმარებიან. ჩემი უახლოესი დაქალები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გვერდში დამიდგნენ. არ მჯერა გამოთქმის, რომ მეგობარი ჭირში მოწმდება. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობარი სწორედ ისაა, ვისი ბედნიერებაც ისე გიხარი, როგორც შენი და მასაც ანალოგიურად. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, რომლებიც ყოველგვარ სიტუაციაში ჩემთან არიან და ჩემი სიხარული გულწრფელად უხარიათ.
კითხვა 7: საყვარელი ფილმები?
პასუხი: "ქეითი და ლეოპოლდი" და "ბრიჯით ჯონსის დღიური"
კითხვა 8: საყვარელი მომღერალი?
პასუხი: ადელი, ერიკ კლეპტონი, რეი ჩარლზი, ჯემირაქუაი.
კითხვა 9: ტანსაცმლის ბრენდი?
პასუხი: ზოგადად დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ბრენდებს. მთავარია მიხდებოდეს ის, რასაც ვყიდულობ. თუმცა, ძალიან მიყვარს Converse-ის კედები და David Jones-ის ჩანთები.
კითხვა 10: კოსმეტიკური ბრენდი?
პასუხი: Maybelline, Dior, Pupa - მაგრამ მაინც მგონია, რომ რა ბრენდსაც არ უნდა ხმარობდე, თუ კანს სწორად არ მოუარე სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებ.
კითხვა 11: საყვარელი ადგილი?
პასუხი: ჩაქვში არის ერთი ადგილი პლაჟზე, სადაც ზაფხულობით მივდივარ. საოცრად მიყვარს იქ ღამე ბანაობა, ძალიან ლამაზი ადგილია! კიდევ ჩემი დაქალის სოფელში, სადაც ზაფხულობით ჩადივარ და სულიერად ვისვენებ.
კითხვა 12: მაკიაჟის რომელი კომპონენტის გარეშე არ გამოხვალ ქუჩაში?
პასუხი: მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვხმარობ. როდესაც ვხმარობ, ისიც მხოლოდ ტუშს, ტუჩის მბზინავ საცხს და თვალის ხორცისფერ ჩრდილს. ალბათ მაინც ტუჩის საცხის გარეშე.
კითხვა 13: როგორ ხედავ თავს 5 წლის შემდეგ?
პასუხი: ვიქნები 25 წლის. იმედია კარგი პიარ სპეციალისტი ან ჟურნალისტი ვიქნები. სავარაუდოდ, გამოვცემ ჩემი დეტექიური რომანების კრებულს. ოჯახის შექმნაზე ჯერჯრობით არ ვფიქრობ და 5 წლის შემდეგ ალბათ დავფიქრდები. ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი დაუგეგმავად ხდება. ასე რომ, არ გამიკვირდება, რომ 5 წლის შემდეგ რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიყო. ჰო, ალბათ 5 წლის შემდეგ უკვე ვიქნები ძალიან შეყვარებული.
პ.ს აი ესეც მოკლე ინტერვიუ ნათიასთან!!:ღიმილი:))))
avatar
***MaRiAnGeL***

. : ძალიან მომენატრებით ბავშვებო! უზომოდ მიყვარხართ ყველა!
პოსტების რაოდენობა : 5484
ქულები : 5681
დარეგისტრირების თარიღი : 2011-10-02
ასაკი: : 36
Location : თუ ჩუმად ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. უბრალოდ სიჩუმე ყველაზე უმტკივნეულოა.:-((

View user profile

Back to top Go down

Re: ნათია ბადირეიშვილი

Post by ***MaRiAnGeL*** on Sat Apr 07, 2012 6:27 pm

ეს კი ნათიას სურათები=)))







avatar
***MaRiAnGeL***

. : ძალიან მომენატრებით ბავშვებო! უზომოდ მიყვარხართ ყველა!
პოსტების რაოდენობა : 5484
ქულები : 5681
დარეგისტრირების თარიღი : 2011-10-02
ასაკი: : 36
Location : თუ ჩუმად ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. უბრალოდ სიჩუმე ყველაზე უმტკივნეულოა.:-((

View user profile

Back to top Go down

Re: ნათია ბადირეიშვილი

Post by mmaarrii on Sat Apr 07, 2012 9:51 pm





ამ გოგოს ტანზე ვაბოდებ <3




avatar
mmaarrii

. : R.I.P Cory MonteithFinn Hudson♥️



პოსტების რაოდენობა : 2711
ქულები : 3212
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-26
ასაკი: : 20

View user profile http://gleek.georgianforum.com/

Back to top Go down

Re: ნათია ბადირეიშვილი

Post by barbara-la hiena on Sat Apr 07, 2012 10:49 pm

რა სიცოცხლუკააა..განსაკუთრებით ბოლო ფოტოზეეეე
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 22

View user profile

Back to top Go down

Re: ნათია ბადირეიშვილი

Post by Bennu ♥ on Fri Jul 26, 2013 6:07 pm

salitas es gogo mirchevnia.
avatar
Bennu ♥

პოსტების რაოდენობა : 6771
ქულები : 6967
დარეგისტრირების თარიღი : 2013-07-21
ასაკი: : 20
Location : თბილისი

View user profile http://indieviduelle.tumblr.com/

Back to top Go down

Re: ნათია ბადირეიშვილი

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum