იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

... პოეზია ...

Page 3 of 3 Previous  1, 2, 3

View previous topic View next topic Go down

Re: ... პოეზია ...

Post by ika0900 on Fri Apr 27, 2012 11:27 pm

………………………


არ ვიცი რატომ მაგრამ გელოდები,
არ ვიცი რატომ მაგრად მენატრები,
არ ვიცი რისთვის ან რატომ მესიზმრები,
ან რისთვის გისაკუთრებ და სხვისთვის მენანები.
-----------------------------------------------------------------
მინდა ვიტირო ცრემლი არ მომდის,
მინდა ვიყვირო ხმა არ ამომდის,
მინდა ვიფიქრო აზრი არ მომდის,
მინდა დაგივიწყო ძალა არ მყოფნის.
--------------------------------------------------------
ისევ მარტო ვარ, შენ ისევ არ ხარ.
წვიმას აპირებს და არსად ჩანხარ.
არცერთი სიტყვა, არცერთი ფრაზა,
ნეტა ვიცოდე ნეტა შენ სად ხარ.
-------------------------------------------------
მთელი ცხოვრება გეძებდი კარგო...
გეძებდი ქვეყნის გაჩენის დღიდან...
ცხოვრებამ მტანჯა მაგრამ არ ვდარდობ.
სიცოცხლე მარტო შენს გამო ღირდა...
----------------------------------------------------
ნეტავ რა გითხრა ამ სიშორიდან,
მწუხარე გულით რა შემიძლია,
ყველაფერს დავთმობ ამ ქვეყნად მაგრამ,
უშენოდ ყოფნა არ შემიძლია.
––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუკი ლოდინი გარგუნა ბედმა
ნურც გაიფიქრებ რომ ბედი არ გაქვს
უბედური ხომ მხოლოდ ის არის
ვისაც ლოდინის მიზეზი არ აქვს.
avatar
ika0900

. :




პოსტების რაოდენობა : 951
ქულები : 985
დარეგისტრირების თარიღი : 2012-01-04
ასაკი: : 20
Location : რუსთავი-Miami WBH

View user profile http://www.facebook.com/pages/დაგვიბრუნეთ-მეამბოხე-სული-ძალიან-გ

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by salita_canela on Sat Apr 28, 2012 12:28 am

ika0900 wrote: ………………………


არ ვიცი რატომ მაგრამ გელოდები,
არ ვიცი რატომ მაგრად მენატრები,
არ ვიცი რისთვის ან რატომ მესიზმრები,
ან რისთვის გისაკუთრებ და სხვისთვის მენანები.
-----------------------------------------------------------------
მინდა ვიტირო ცრემლი არ მომდის,
მინდა ვიყვირო ხმა არ ამომდის,
მინდა ვიფიქრო აზრი არ მომდის,
მინდა დაგივიწყო ძალა არ მყოფნის.
--------------------------------------------------------
ისევ მარტო ვარ, შენ ისევ არ ხარ.
წვიმას აპირებს და არსად ჩანხარ.
არცერთი სიტყვა, არცერთი ფრაზა,
ნეტა ვიცოდე ნეტა შენ სად ხარ.
-------------------------------------------------
მთელი ცხოვრება გეძებდი კარგო...
გეძებდი ქვეყნის გაჩენის დღიდან...
ცხოვრებამ მტანჯა მაგრამ არ ვდარდობ.
სიცოცხლე მარტო შენს გამო ღირდა...
----------------------------------------------------
ნეტავ რა გითხრა ამ სიშორიდან,
მწუხარე გულით რა შემიძლია,
ყველაფერს დავთმობ ამ ქვეყნად მაგრამ,
უშენოდ ყოფნა არ შემიძლია.
––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუკი ლოდინი გარგუნა ბედმა
ნურც გაიფიქრებ რომ ბედი არ გაქვს
უბედური ხომ მხოლოდ ის არის
ვისაც ლოდინის მიზეზი არ აქვს.

avatar
salita_canela

. : ხანდახან, ადამიანი, რომელიც არ გელაპარაკება არის ის ერთადერთი რომელსაც შენთან ლაპარაკი ყველაზე მეტად უნდა...



პოსტების რაოდენობა : 737
ქულები : 774
დარეგისტრირების თარიღი : 2011-12-31
ასაკი: : 17
Location : tbilisi

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by სოფო on Fri May 11, 2012 1:18 pm


ერთხელ ბაზრის წინ ვიპოვე ლეკვი,
გრძელბეწვიანი ლეკვი ტანჭრელი
და ონკანისქვეშ კარგახანს ვრეცხე,
როგორც ფართხუნა ღრუბლის ნაჭერი.

და რომ გვქონოდა მეტი მსგავსება
ზნით, გარეგნობით, თუნდაც სვე – ბედით,_
ჭკვიანი ლეკვი თავს იბავშვებდა,
მეც, რა თქმა უნდა, თავს ვილეკვებდი.

და ერთხელ, როცა ავადმყოფობა
კოღოს ქშუილით თავს დამბრუნავდა,
წკმუტუნთან ერთად სიცხის ობობა
მორიგეობდა ჩემს სასთუმალთან.

ღამეს ათევდა ლეკვი ლოგინთან
და შეყმუოდა ცის დასალიერს,
გოროზ ანგელოზს ფრთებს ულოკავდა
_მე წამიყვანე ბიჭის მაგიერ...

ცა იქცეოდა ზარების რეკვით
და მე გადავრჩი... (მიკვირს თვითონვე!),
გადავრჩი, მაგრამ საბრალო ლეკვი
დილით საწოლქვეშ მკვდარი იპოვნეს.

ალბათ იმ ღამით დედამიწაზე,
სიყვარულის წილ, როგორც სასჯელი,
განშორების და ჩემი მიზეზით
წვიმდა ფართხუნა ღრუბლის ნაჭერიც.

ეს მოგონება _ მცირე და ძუნწი,
ავადმყოფური და მისტიკური,
ვერ მოვიშორე და სისხლსაც მწუწნის,
ვით ლეკვის ტანზე ტკიპა მიკრული.

და როცა ციდან დარდის ამშლელი
ჩამოდის წვიმის მელანქოლია,
ყველა ფართხუნა ღრუბლის ნაჭერი
ჩემი საწყალი ლეკვი მგონია.

ხომ არ მისტირის ის ლეკვი წარსულს,
ამ ცოდვილ მიწას როცა ჩამოჰყეფს,
როგორც დაკარგულ(კაცურს თუ ძაღლურს),
მაგრამ ერთადერთ ნამდვილ სამოთხეს.

და ბოშამ ახსნა ყავის ნალექზე
სილუეტები ვარსკვლავთა, ყვავთა
_ის ლეკვი სულაც არ იყო ლეკვი.
სული იყო და მფარველად გყავადა.

და სამოთხეში როცა მოხვდებით,
ის იქ დაგხვდებათ სამოთხის კართან,
არ გააწბილოთ, თუ გელოდებათ
და ანუგეშეთ მოკითხვის გარდა.

სოფო

პოსტების რაოდენობა : 6538
ქულები : 7220
დარეგისტრირების თარიღი : 2010-12-04
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by სოფო on Fri May 11, 2012 1:20 pm

როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი,
ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში - შვილი და ცოლი,
შემიდგნენ არაგველები, თავის მგალობლის ცხედარს,
ფარებზე გადამაწვინეს და წამასვენეს მცხეთას.
- საით, ბიჭებო, - გავძახე...
მითხრეს: უფლისა ნებით,
იქ დიდი საქართველოა, იქ აღარავინ ვკვდებით...
მე ჩავუარე ბავშვობას, - ბურთს თამაშობდა მინდვრად,
ადგა და გამომეკიდა, ღვარღვარა ცრემლებს ღვრიდა.
გადავუფრინე ციხეებს,
მთლად საქართველოს სერებს.
- ისე იყავით, კარგებო, როგორც გხატეთ და გწერეთ...
რა კარგი იყავ, სიცოცხლევ, ვერ მოგიყირჭე ქებით,
მტრებიც კი მყავდნენ კარგები, არათუ მარტო ძმები.
მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიხილავ ხვალე,
ფალავნების და მგოსნების სტუმართმოყვარე მხარე.
სულმა დავლოცე ცოლ-შვილი და პატიებაც ვთხოვე
ჩემი ცხოვრების სიხარულთ,
ჩემს ჯვარს და სვეტიცხოველს.
როცა მე გარდავიცვალე, იქ დავიბადე მყისვე,
ჩემი გვარის და სახელის ვიღაც ატირდა ისევ.
იტირე, ჩემო პატარავ,
გამახარე და მტანჯე,
ტირილით უთხარ მადლობა ჩვენს მარადიულ გამჩენს...

***
ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!

ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.

ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...

ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე
როდემდე...
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...

და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!.


***
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,

კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,

შორიდან მოგიარონ მორიდებით,

სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.

ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,

მამულეთს გაჰქონდეს გოდება,

ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,

უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.

ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,

ვეფინო უშენობით დაღლილი,

ბებერი რიონის ნაპირებზე,

ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.

დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,

მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,

შენში უჩემობა გაგიჟდეს.

***
რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის აწი:
წვიმაა თუ მზე?!
დღეა თუ ღამე?! _
ერთიც კი როცა არ შემრჩა კაცი, _
რო მივახარო, _
რაც გამახარებს!.

სოფო

პოსტების რაოდენობა : 6538
ქულები : 7220
დარეგისტრირების თარიღი : 2010-12-04
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by ***MaRiAnGeL*** on Fri May 11, 2012 7:24 pm

გადავწყვიტე აქ დამეწერა. დედაჩემს დეიდა ჰყავდა რომელიც კიბოთი იყო დაავადებული და ახლა ხანს გარდაიცვალა, იგი 58 წლისა იყო, ოჯახი არ ჰყავდა და მარტო ღმერთისკენ იყო მიმართული. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან იცოდა რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა და დაწერა ასეთი ლექსი რომელზეც სულ მეტირება.

"დამინთეთ მხოლოდ ერთი სანთელი"
თქვენ ხომ არ იცით მე რას ვუძლებდი
ტკივილებს, ტანჯვას და მწუხარებას
მაგრამ როდესაც ვტოვებ ამ სოფელს
და მე ვიხილავ გარდაცვალებას.
გარდაცვალებას ამა სოფლიდან
და იმ სამყაროს მონახულებას
მაგრამ გულს მიკლავს ერთი ფაქტორი
რომ ვერ დავტოვე შთამომავლობა
არ მეყოლება ამა სოფელში
მომგონებელი შვილი დედისა
იქნებ თქვენ მაინც ჩემ სულიენრო
დებო და ძმებო ოდეს მახსენოთ
იქნებ მახსენოთ მხოლოდ იმა დროს
როს მიცვალებულს მოიხსენიებთ
მე თქვენ არა გთხოვთ სუფრებს და საკურთხს
იქნებ დამინთოთ ერთი სანთელი
იქნებ ეს იყოს ბნელი გზის შემდეგ
ნათელი გზების მანათობელი.


პ.ს აი ვგიჟდები ამ ლექსზე
avatar
***MaRiAnGeL***

. : ძალიან მომენატრებით ბავშვებო! უზომოდ მიყვარხართ ყველა!
პოსტების რაოდენობა : 5484
ქულები : 5681
დარეგისტრირების თარიღი : 2011-10-02
ასაკი: : 35
Location : თუ ჩუმად ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. უბრალოდ სიჩუმე ყველაზე უმტკივნეულოა.:-((

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by ika0900 on Fri May 11, 2012 7:51 pm

***MaRiAnGeL*** wrote:გადავწყვიტე აქ დამეწერა. დედაჩემს დეიდა ჰყავდა რომელიც კიბოთი იყო დაავადებული და ახლა ხანს გარდაიცვალა, იგი 58 წლისა იყო, ოჯახი არ ჰყავდა და მარტო ღმერთისკენ იყო მიმართული. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან იცოდა რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა და დაწერა ასეთი ლექსი რომელზეც სულ მეტირება.

"დამინთეთ მხოლოდ ერთი სანთელი"
თქვენ ხომ არ იცით მე რას ვუძლებდი
ტკივილებს, ტანჯვას და მწუხარებას
მაგრამ როდესაც ვტოვებ ამ სოფელს
და მე ვიხილავ გარდაცვალებას.
გარდაცვალებას ამა სოფლიდან
და იმ სამყაროს მონახულებას
მაგრამ გულს მიკლავს ერთი ფაქტორი
რომ ვერ დავტოვე შთამომავლობა
არ მეყოლება ამა სოფელში
მომგონებელი შვილი დედისა
იქნებ თქვენ მაინც ჩემ სულიენრო
დებო და ძმებო ოდეს მახსენოთ
იქნებ მახსენოთ მხოლოდ იმა დროს
როს მიცვალებულს მოიხსენიებთ
მე თქვენ არა გთხოვთ სუფრებს და საკურთხს
იქნებ დამინთოთ ერთი სანთელი
იქნებ ეს იყოს ბნელი გზის შემდეგ
ნათელი გზების მანათობელი.


პ.ს აი ვგიჟდები ამ ლექსზე
აუ ძალიან ლამაზი ლექსია, ჟრუანტელმა დამიარა
avatar
ika0900

. :




პოსტების რაოდენობა : 951
ქულები : 985
დარეგისტრირების თარიღი : 2012-01-04
ასაკი: : 20
Location : რუსთავი-Miami WBH

View user profile http://www.facebook.com/pages/დაგვიბრუნეთ-მეამბოხე-სული-ძალიან-გ

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by ***MaRiAnGeL*** on Fri May 11, 2012 7:53 pm

ika0900 wrote:
***MaRiAnGeL*** wrote:გადავწყვიტე აქ დამეწერა. დედაჩემს დეიდა ჰყავდა რომელიც კიბოთი იყო დაავადებული და ახლა ხანს გარდაიცვალა, იგი 58 წლისა იყო, ოჯახი არ ჰყავდა და მარტო ღმერთისკენ იყო მიმართული. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან იცოდა რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა და დაწერა ასეთი ლექსი რომელზეც სულ მეტირება.

"დამინთეთ მხოლოდ ერთი სანთელი"
თქვენ ხომ არ იცით მე რას ვუძლებდი
ტკივილებს, ტანჯვას და მწუხარებას
მაგრამ როდესაც ვტოვებ ამ სოფელს
და მე ვიხილავ გარდაცვალებას.
გარდაცვალებას ამა სოფლიდან
და იმ სამყაროს მონახულებას
მაგრამ გულს მიკლავს ერთი ფაქტორი
რომ ვერ დავტოვე შთამომავლობა
არ მეყოლება ამა სოფელში
მომგონებელი შვილი დედისა
იქნებ თქვენ მაინც ჩემ სულიენრო
დებო და ძმებო ოდეს მახსენოთ
იქნებ მახსენოთ მხოლოდ იმა დროს
როს მიცვალებულს მოიხსენიებთ
მე თქვენ არა გთხოვთ სუფრებს და საკურთხს
იქნებ დამინთოთ ერთი სანთელი
იქნებ ეს იყოს ბნელი გზის შემდეგ
ნათელი გზების მანათობელი.


პ.ს აი ვგიჟდები ამ ლექსზე
აუ ძალიან ლამაზი ლექსია, ჟრუანტელმა დამიარა
avatar
***MaRiAnGeL***

. : ძალიან მომენატრებით ბავშვებო! უზომოდ მიყვარხართ ყველა!
პოსტების რაოდენობა : 5484
ქულები : 5681
დარეგისტრირების თარიღი : 2011-10-02
ასაკი: : 35
Location : თუ ჩუმად ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. უბრალოდ სიჩუმე ყველაზე უმტკივნეულოა.:-((

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by BrAcAmOnTeS on Sun May 13, 2012 8:04 pm

ვგიჟდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!! ჩემი საყვარელი ლექსიაა! უნიჭიერესია ეს ბიჭი,ძალიან მაგარ ლექსებს წერს!!
avatar
BrAcAmOnTeS

. :
Allison Argent






პოსტების რაოდენობა : 13206
ქულები : 15056
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-07
ასაკი: : 49

View user profile http://RealMadrid.Com

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by salita_canela on Sun May 13, 2012 11:44 pm

***MaRiAnGeL*** wrote:გადავწყვიტე აქ დამეწერა. დედაჩემს დეიდა ჰყავდა რომელიც კიბოთი იყო დაავადებული და ახლა ხანს გარდაიცვალა, იგი 58 წლისა იყო, ოჯახი არ ჰყავდა და მარტო ღმერთისკენ იყო მიმართული. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან იცოდა რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა და დაწერა ასეთი ლექსი რომელზეც სულ მეტირება.

"დამინთეთ მხოლოდ ერთი სანთელი"
თქვენ ხომ არ იცით მე რას ვუძლებდი
ტკივილებს, ტანჯვას და მწუხარებას
მაგრამ როდესაც ვტოვებ ამ სოფელს
და მე ვიხილავ გარდაცვალებას.
გარდაცვალებას ამა სოფლიდან
და იმ სამყაროს მონახულებას
მაგრამ გულს მიკლავს ერთი ფაქტორი
რომ ვერ დავტოვე შთამომავლობა
არ მეყოლება ამა სოფელში
მომგონებელი შვილი დედისა
იქნებ თქვენ მაინც ჩემ სულიენრო
დებო და ძმებო ოდეს მახსენოთ
იქნებ მახსენოთ მხოლოდ იმა დროს
როს მიცვალებულს მოიხსენიებთ
მე თქვენ არა გთხოვთ სუფრებს და საკურთხს
იქნებ დამინთოთ ერთი სანთელი
იქნებ ეს იყოს ბნელი გზის შემდეგ
ნათელი გზების მანათობელი.


პ.ს აი ვგიჟდები ამ ლექსზე

ვაიმე გვანც არ ვიცი რა გითხრა... პირველ რიგში ვიზიარებ... იკასი არ იყოს მეც ჟრუანტელმა დამიარა...ხმამაღლა ვკითხულობდი, შემთხვევით ბებიაჩემმა გაიგო და ტირილი დაიწყო... აი მართლა ძალიან მაგარი ლექსია პირადად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა...
avatar
salita_canela

. : ხანდახან, ადამიანი, რომელიც არ გელაპარაკება არის ის ერთადერთი რომელსაც შენთან ლაპარაკი ყველაზე მეტად უნდა...



პოსტების რაოდენობა : 737
ქულები : 774
დარეგისტრირების თარიღი : 2011-12-31
ასაკი: : 17
Location : tbilisi

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by barbara-la hiena on Mon May 14, 2012 12:15 am

უმაგრესია...მთელი სული და გული მანდ დევს!
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by @JackyBrv on Sun Dec 22, 2013 3:38 pm

თემურ ელიავა - "დიალოგი ღმერთთან"

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ იცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში.
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ დაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ გველებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლეწვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥

My Husband ♥

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by barbara-la hiena on Sun Dec 22, 2013 5:01 pm

terenti granelis leqsebi miyvars dzalian
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by Bennu ♥ on Sun Dec 22, 2013 5:13 pm

ჩემთვის ამ ლექსე დიდი ლექსი არაფერი არაა განსაკუთრებით თუ გურამ საღარაძე კითხულობს

მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი
შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თითი
ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი
ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლიც მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს
მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ....ძლიერ ...ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
გიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს
დიდებას დავთმობ შენთვის
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვვული არ მაქვს შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მემეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ....ძლიერ ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი...
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ...
ნაყოფი მისი არი
ვინც ნორჩი ნერგი დარგო
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო...!



avatar
Bennu ♥

პოსტების რაოდენობა : 6771
ქულები : 6967
დარეგისტრირების თარიღი : 2013-07-21
ასაკი: : 19
Location : თბილისი

View user profile http://indieviduelle.tumblr.com/

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by Bennu ♥ on Sun Dec 22, 2013 5:16 pm

მურმან ჯინორიაც კარგად კითხულობს ლექსებს

გურამ რჩეულიშვილი.ის ლექსია საკუთარი ავტობიოგრაფია აქვს გადმოცემული




ეს ბარბარა ლა ჰიენას ტერენტი გრანელია
avatar
Bennu ♥

პოსტების რაოდენობა : 6771
ქულები : 6967
დარეგისტრირების თარიღი : 2013-07-21
ასაკი: : 19
Location : თბილისი

View user profile http://indieviduelle.tumblr.com/

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by Bennu ♥ on Sun Dec 22, 2013 5:21 pm

  ნიკო გომელაური 
ჩემი ფავორიტი ლექსები ნიკოს შემოქმედებიდან


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას …



10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .



ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
avatar
Bennu ♥

პოსტების რაოდენობა : 6771
ქულები : 6967
დარეგისტრირების თარიღი : 2013-07-21
ასაკი: : 19
Location : თბილისი

View user profile http://indieviduelle.tumblr.com/

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by cfcforlife101 on Mon Dec 23, 2013 11:10 pm

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
გომელაური მიყვარს ყველაზე მეტად და ყველაზე დიდ პატივს ვცემ
avatar
cfcforlife101

. :

პოსტების რაოდენობა : 1945
ქულები : 1975
დარეგისტრირების თარიღი : 2013-07-13
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: ... პოეზია ...

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 3 of 3 Previous  1, 2, 3

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum