იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

"მკვლელი შავი ვარდით"/"Negro se Elevó Asesinato"

View previous topic View next topic Go down

"მკვლელი შავი ვარდით"/"Negro se Elevó Asesinato"

Post by ariall on Sun Nov 04, 2012 4:31 pm

Gadavwyvite aq davcereo axali seriali chemi motxrobis mixedvit, bevri ragac shevcvale, personajebi da dialogebi davamate :ღიმილი: imedia mogeconebat. janrebi: ROMANCE, MYSTERY, THRILLER. seriali idumal mkvlelzea.

logos jer ver vdeb

mtavari kasti

Sheryl D.Rubio ლაურა
Gabriel Coronel ანდრესი
Christian Meier მაურისიო
Maritza Rodriguez კარმენი
Saul Lisazo მანუელი
Oscar Priego დავიდი
Sonya Smith სონია
Genesis Rodriguez ლუსია
Diego Gonzalez ჯეისი

tavidan cota pataraa magram mere ufro didia

ტამარა სმიტმა ქურთუკი ჩაიცვა და დაკეტა რესტორანის წინა კარები. არც ისე ბნელი ღამე იყო, ნიავი უბერავდა და მას ცხვირი გაუწითლდა, ცოტა შესცივდა. სიჩუმე იყო, ქუჩაში არავინ არ იყო. მხოლოდ ქარის ხმა ესმოდა. ღამის თორმეტი საათი იყო, ტამარა ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ამ დროს ქუჩაში სიარულს მიჩვეული იყო.
გზაში ხელები ჯიბეში ჩაიწყო და გათბობას ცდილობდა; არ იყო შეჩვეული ასეთ ამინდს. მას კარგი სამუშაო ჰქონდა, ასე რომ შეეძლო, რომ უკვე ეყიდა მანქანა, დაიღალა ღამღამობით სიარულს.
ბოლოსდაბოლოს კუთხეში შეუხვია
ვიღაც მას გაჰყვა. ტამარა უკან იყურებოდა და ხედავდა, თუ როგორ მიჰყვებოდა ვიღაც მკრთალი ხელებით. თუმცა ის რვა ან მეტი მეტრით იყო დაშორებული.
მან უცბად შეამჩნია, რომ ის(ტამარა) უკვე გასასვლელთან იყო.
უკვე მარცხნივ მიდიოა, მაგრამ უცებ ვიღაცამ დაიჭირა და ხელი პირზე ააფარა. ტამარამ ყვირილი სცადა უშედეგოდ.
ტამარა ცდილობდა გაქცევას, მაგრამ კვლავ უშედებოდ. მან რაღაც თავში ჩაარტყა ტამარას. უნდოდა, რომ ხელები შეეკრა, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისად სწრაფი.
ტამარა ძალიან შეშინდა და უცბად ხმა გაისმა.
"როგორი ლამაზი თვალები გაქვს," კაცის ხმა რბილი იყო.
ტამარამ კვლავ სცადა ამ ბოროტი კაცისგან გაქცევა. მან გადაწყვიტა, რომ მის სახეზე შეეხედა, ასე რომ, თუ გადარჩებოდა, პოლიციას ეტყოდა. ის მხოლოდ მის თვალებს გედავდა - მას მწვანე თვალები და გრძელი წამწამები ჰქონდა; მისი სახე დაფარული იყო.
"რახან შენ დაიყვირე, საქმე უნდა დავამთავრო, რადგან შეიძლება ვინმეს გაეგონა." მან ჩაუჩურჩულა ყურში. მისი თვალებით სთხოვდა, რომ გაეშვა, მაგრამ უშედეგოდ.


საშინლად წვიმდა. ლაურა გარეთ გარბოდა და წვიმისგან რომ არ დასველებულიყო, თავისი ჟაკეტით იფარავდა თავს. გარეთ ბევრი ხალხი არ იყო.
-აუცილებლად გამეცინებოდა, სხვა რომ გარბოდეს ასეთ წვიმაში და მე გარეთ არ ვიყო.
ლაურას ცოტა ეშინოდა ჭექა-ქუხილის. ის თავის საუკეთესო მეგობართან მიდიოდა სახლში, რომელიც იყო ძალიან თავდაჯერებული და პატივმოყვარე. დღეს გადაწყვეტილი ჰქონდათ აქ შეკრებილიყვნენ, მაგრამ ამას უკვე აზრი აღარ ჰქონდა და ლაურა ფიქრობდა, რომ ჯეისი მთელი დღე მანქანაში იყო.
ძალიან ციოდა. ლაურამ დილით მაისური ჩაიცვა, დარწმუნებული იყო, რომ დღესაც ისეთვე მზიანი ამინდი იქნებოდა, როგორც ყოველთვის. მაგრამ როგორც კი კარები გააღო, ძალიან გაუკვირდა, რომ ასე ციოდა. ასე რომ, სხვენიდან მოუწია თბილი ტანსაცმლის გამოღება.
ასე იმიტომ გაუკვირდა, რომ ისთონში ძალიან იშვიათად წვიმს.
ბოლოსდაბოლოს ის მივიდა ჯეისის სახლში და კარზე დააკაკუნა, ჯეისმა გაუღო. ჯეისის სახეზე მაშინვე შენიშნა თავდაჯერებული ღიმილი. მას თავისი ღია ყავისფერი თვალები უბრწყინავდა ისე, თითქოს ძალიან კარგად ერთობაო, და ლაურას უცბად მოუნდა, რომ მისთვის მაგრად ჩაერტყა.
სამი წელია, რაც ჯეისი ლაურას საუკეთესო მეგობარია. ძალიან კარგად ახსოვს, თითქოს გუშინ იყო, როგორ აბრაზებდა ვიღაც, როგორ დაინახა ის ჯეისმა და "გადაარჩინა" ლაურა. შემდეგ უთხრა, რომ მას ყოველთვის დაიცავდა.
ჯეისს სიცილი აუტყდა.
-ლაურა, დამხრჩვალ თაგვს გავხარ.
ლაურამ გაბრაზებული სახე მიიღო, ფანჯარაში გაიხედა.
-უარესს ვგავარ.
-ოჰ, რა ლამაზი თაგვია!

უცებ მან ხუმრობით ხელი ჰკრა ლაურას და ლაურა წაიქცა. ლაურა ცდილობდა, რომ ეტირა, რომ მიეხვედრებინა, რომ ის დამნაშავე იყო, თუმცა არა, ჯეისი მას ძალიან კარგად იცნობდა.
-ვერ მომატყუებ, ლაურა, იცი, რომ ცუდი მსახიობი ხარ. წამომყევი, სხვა ტანსაცმელს მოგცემ.

ლაურა გაჰყვა მას, ჯეისმა მაისური და ჯემპრი ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეისის ტანსაცმელი დიდი იყო, მაინც კარგი იყო, თბილად იქნებოდა. ლაურამ შენიშნა, რომ ჯეისი რაღაც უცნაურ თამაშს თამაშობდა Wii-ზე. უცებ რაღაც სხვა თამაში ჩართო, იცოდა, რომ ეს ჩემი საყვარელი თამაში იყო.
-წააგებ, ვერ თამაშობ კარგად
-მერე რა?
-ეს საუკეთესო თამაშია, ძალიან ადვილია.
ჯეისმა თავი დააქნია. კარგად ერთობოდა. თამაში დაიწყეს. 4 საათამდე ამ თამაშს თამაშობდნენ.
ჯეისიმ მოიგო.
-აი, მაინც მოგიგე!
-გარეთ აღარ წვიმს, მოდი წავალ სახლში. თან ჩემი ტანსაცმელიც გაშრა.

ნენსი ლაურას სახლში შეშინებული შევარდა.
-ლაურა სახლშია?
-არა. - პასუხობს სონია.
-მაშინ დაველოდები... თან ცოტა მეშინია მარტო ყოფნის.
-რატომ?
-ვიღაც ფსიქოპათი გაქცეულა მეზობელ ქალაქში და... ყველა ფანჯარა და კარები ჩავკეტე. ფიქრობენ რომ ამ ქალაქშია.
-რა საშინელებაა. ნუ ნერვიულობ.

როგორც კი სახლში მივიდა, მაშინვე სამზარეულოში გაიქცა და რაღაცებზე ლაპარაკი დაიწყეს დედამისმა და 6 წლის დამ. ლაურამ ნენსი დაინახა და მიესალმა.
ტელევიზორი ოთახში ჩართული იყო. ლაურა არასდროს აქცევდა ახალ ამბებს დიდ ყურადღებას, მაგრამ ახლა მაინც უსმენდა. ერთ-ერთი ჟურნალისტი ამბობდა:
-მოგესალმებით, მე ვარ ემილი ფორთერი, რეპორტაჟი გლინინგ სთრითიდან. დღეს, ოთხის ნახევარზე, შუადღისას, მკვდარი ახალგაზრდა გოგონა იპოვეს. დეტექტივები ამბობენ, რომ ეს იყო ტამარა სმიტი, თვრამეტი წლის გოგონა, რომელიც მუშაობდა "პიზა ჰათ რესტორანში".
ლაურა ძალიან დაინტერესდა და დიდი ინტერესით უსმენდა ტელევიზორს. დედამისიც ინტერესით უსმენდა.
ჟურნალისტი: - დეტექტივებს არ აქვთ ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია, მაგრამ იციან, რომ ეს მკვლელობა იყო. პოლიცია გირჩევთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, გვარწმუნებენ, რომ დამნაშავეს აუცილებლად იპოვიან. არ გადართოთ, უფრო მეტი ინფორმაცია საღამოს!
-დაუჯერებელია. ჩვენს ქალაქში 50 წელია რაც მკვლელობა არ მომხდარა.
-ნამდვილად.
avatar
ariall

. :
პოსტების რაოდენობა : 5
ქულები : 7
დარეგისტრირების თარიღი : 2012-11-03
ასაკი: : 24

View user profile

Back to top Go down

Re: "მკვლელი შავი ვარდით"/"Negro se Elevó Asesinato"

Post by ariall on Wed Nov 07, 2012 7:15 pm

winaze agwera rogor damaviwyda
მოკლე აღწერა:
ლაურა რივერსი ბედნიერია: მას კარგი ნიშნები, შესანიშნავი მეგობრები და საოცარი ოჯახი ჰყავს. არაფერი საშინელება არ ხდება ქალაქ ისთონში - სანამ მკვდარ ტამარა სმიტს არ იპოვიან შავი ვარდით

ქალაქელები გაოგნებულები არიან ამ ყველაფრით, ძალიან ეშინიათ.

სამწუხაროთ, შემდეგი თვეების განმავლობაშიც კლავენ ხალხს... და მათ შავი ვარდიც აქვთ. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოკლეს, ქერა იყო.

ლაურა და მისი მეგობრები პანიკაში არიან. რატომ? იმიტომ, რომ ლაურაც ქერაა და ის შეიძლება შემდეგი აღმოჩნდეს!

მაღვიძარამ დარეკა. ლაურა ავტომატიურად ადგა და გამორთო. 6 კვირიანი დასვენების შემდეგ დღეს ის პირველად მიდის სკოლაში. ეს მისთვის ბოლო სასწავლო წელია, ამიტომ ის ფიქრობს, რომ ძალიან კარგად უნდა მოემზადოს, რომ გამოცდები მაღალ ნიშნებზე ჩააბაროს. მან თავისი უნიფორმა გამოიღო კარადიდან და ჩაიცვა. მას მოსწონდა მისი უნიფორმა. როცა მოემზადა, პირი დაიბანა. მისი მშობლები ამ დროს არასდროს არ არიან სახლში; მამამისი იურისტია და 6 საათზე დგება და დედამისი კი მხატვარია და თავის სტუდიაში ექვსის ნახევარზე მიდის. ლაურას კი ადგომა შვიდ საათზე უწევს, შემდეგ კი თავისი დის გაღვიძება, ამას უკვე მიჩვეულია.
-ანდრეს გაიღვიძე - თავის ძმასაც აღვიძებს.
-რა იყო ერთხელ გამიმართლა და არ რეკავდა მაღვიძარა მაინც უნდა გამაღვიძო?
-ეს უსამართლობაა! თუ მე ვდგები შენც უნდა ადგე!

ლაურა თავისი დის ოთახში შევიდა, როგორც ყოველთვის, ყველაფერი არეულია. ის შუაღამისას დგება და თამაშობს თავისი სათამაშოებით - 3 წელია, რაც ასე იქცევა. ეს 10 წუთს ართმევს ლაურას, მაგრამ ეს ათი წუთიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლოსდაბოლოს გააღვიძა მან თავისი და და ჩააცვა. საუზმეც მოუმზადა.

ჭამეს და უკვე მზად იყვნენ წასვლისთვის. ჩაჯდნენ მანქანაში და დავიწყო მისი ტარება ამ ჩუმ ქუჩებში მისი პატარა სკოლისკენ.

ისთონს ორი სკოლა აქვს: ერთი ბავშვებისთვის ხუთიდან ცამეტ წლამდე, და მეორე ცამეტიდან ცხრამეტ წლამდე. ლაურა ყოველთვის ოცნებობდა ამ სკოლების გაერთიანებაზე, ასე რომ ჰერმონის(თავის დას) ესტუმრებოდა ლანჩის დროს და შესვენებაზე.
ლაურამ ის მიიყვანა თავის საკლასო ოთახში. ყველა მისმა მეგობარმა შენიშნა ის და მიესალმა. ლაურამ მათ გაუღიმა და დაემშვიდობა.

მანქანაში მან რადიო ჩართო, რომ გუშინდელ ამბებზე მეტი ინფორმაცია გაეგო. ეს უფრო კარგად გაახსენებს ყველაფერს, რაც მოხდა მას შემდეგ, რაც მამამისი დაბრუნდა. მისი მშობლები ხომ მათ გამო ძალიან ნერვიულობდნენ.
როცა სკოლაში მივიდა, მანქანა აბას მანქანის გვერდზე დააყენა და თავისი ჩანთა აიღო და შევიდა სკოლაში. ეზოში მისი თითქმის ყველა მეგობარი დაინახა. მისი მეგობრები, ზოუ და აბა უკვე ლაპარაკობდნენ მხიარულად. ლაურა აბას გვერდზე დაჯდა.
-გამარჯობა - ყველას მიესალმა.
ისინიც მიესალმნენ.
ანდრესი თავის მეგობრებთან წავიდა.
ლაურამ აბა მეორე კლასში გაიცნო. მას შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მას აქვს გრძელი, ღია ყავისფერი თმები და ლურჯი, კეთილი თვალები.
აბა უცებ ლაურას მოუბრუნდა:
-გუშინ მოგეწონა წვიმა? ზოუ და მე მთელს ქალაქში ვსეირნობდით სანამ წვიმდა, შესანიშნავი იყო.
-არა, საერთოდ არა. ჯეისისთან მივდიოდი და საშინელება იყო.
აბამ გაიცინა.
ზოუს აქვს გრძელი, მუქი თმა და ყავისფერი თვალები. ის ყოველთვის კარგ ხასიათზეა, დილაობითაც კი, უყვარს ხალხის გამხიარულება, მათიც კი, ვისაც საერთოდ არ იცნობს. ლაურა და ის იც მეორე კლასიდან იცნობენ ერთმანეთს.
-რა... ლაურამ დაიწყო, რომ მათვის ეკითხა, მაგრამ ამასობაში ჯეისი მოვიდა.
-და სკოლის მეფეც მოვიდა - დაიწყეს ბავშვებმა.
ჯეისმა ისინი თითქმის ვერ შენიშნა ისე ჩაუარა მათ.
-გაჩერდი, ჯეის, შეწყვიტე ოცნება
-შენ მხოლოდ ჩემი პოპულარობის გშურს. - ტრაბახს იწყებს
ყველას გაეცინა.
სკოლის ზარმა დარეკა. ჯეისი კიდევ ტრაბახობს.
ლაურამ გადაწყვიტა მისი მასწავლებლის, მისტერ ჯეოფრისგან შორს დამჯდარიყო. 5 წუთის შემდეგ კლასი გაივსო. სკოლის დღე მალე გადის. მთელი დღე სტუდენტები მკვლელობის შესახებ საუბრობდნენ. ზოგმა თქვა, რომ ტამარა სმიტი ძალიან მეგობრული იყო. ზოგი ამბობს მოტივებს, თუ ვის შეიძლება მოეკლა. ახალ ამბებში არ გამოუცხადებიათ, თუ როგორ მოკლეს.
-გაიგე გუშინ რა მოხდა? - აბა
-კი რა საშინელებაა! - ლაურა
-მას თუ არ ვცდები ჩემი ოჯახი იცნობდა.
-ლუსი მამაშენი ხომ გამომძიებელია რას ამბობს?
-არაფერს ეს კონფიდენციალური ინფორმაციააო, არც უნდა რომ ხალხი დააშინოს, მაგრამ ფიქრობს რომ მკვლელობები გაგრძელდება.
-კლინიკიდან რომ გაიქცა?
-არ დასტურდება რომ ამ ქალაქშია.

-რამე ახალი ხომ არ გაგირკვევიათ?
-არა - მაურისიო - მაგრამ დღეს უნდა დავკითხოთ მისი მეგობრები და მეზობლები.
-ხომ თქვით რომ...
-შეიძლება ვიღაცას რაღაც დაენახა, თუ ასეა, სიმართლე უნდა თქვან.
-იქნებ შავი ვარდი მას რამით უკავშირდება?
-მასზე რა გაარკვიეთ?
-არაფერი ისეთი, რესტორნის მეპატრონე იყო, ყოველთვის გვიან ღამით ბრუნდებოდა სახლში, ნათესავები სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ტამარა მათ ფულს უგზავნიდა ხოლმე. ბევრი მეგობარი არ ჰყოლია, იმ ქუჩაზე სადაც ცხოვრობდა ბევრი ხალხი არ ცხოვრობს. ფული არ არის მოპარული. ეს ხომ აშკარაა.
-იქნებ ვინმემ უბრალოდ შური იძია?
-არ ვიცი... ახლა კი წავედით უნდა დავკითხოთ მეზობლები.
ლაურას და მის მეგობრებს ამის შესახებ ბევრი არ უსაუბრიათ. ეს საშინელება იყო, რადგან ადამიანი, რომელიც ჩვენ ქალაქში ცხოვრობდა, მოკლეს და ისინი შეიძლება მკვლელთან ახლოს ყოფილიყვნენ. შემდეგ ლაურამ უცნობი მანქანა დაინახა და როცა მიუახლოვდა, დაინახა ახალი მოსწავლე, დავიდი. არა, ახალი მოსწავლე ნამდვილად არ არის, ერთი წელია, რაც აქ სწავლობს.
-გამარჯობა.
-გამარჯობბა. - ნახევრად გაიღიმა და მაინც გაბრაზებული ჩანდა.
-რატომ ასე უხეშად? წავალ, თუ რამე საქმე გაქვს?!
-კი საქმე მაქვს, არ მცალია! - ისე ეუბნება არც უყურებს.
-ო, ბოდიში. შემიძლია რომელიმე რესტორანში დაგპატიჟო? დაკავებული ხომ არა?
-დიახ, დაკავებული ვარ და მივდივარ. ბოდიში
-კარგი. ხვალ გნახავ სკოლაში. შეიძლება სადმე შევიკრიბოთ?
-ვნახოთ. - სწრაფად უპასუხა ლაურამ და წავიდა.
დაახლოებით 5 საათზე, მისი მშობლები სახლში დაბრუნდნენ.
-გამარჯობა, ძვირფასო. როგორი იყო თქვენი პირველი დღე სკოლაში.
-ისეთი არაფერი, ყველა მკვლელობაზე ლაპარაკობდა.
ლაურა მოუყვა, თუ რა მოხდა, შემდეგ ჰერმონიც. შემდეგ ისინი შევიდნენ ოთახში და ჩართეს ტელევიზორი. მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტმა გამოაცხადა, თუ რა გამოიძიეს იმ დღეს.
ჟურნალისტი: - ახალი ამბები გუშინდელ მკვლელობასთან დაკავშირებით გაირკვა. დეტექტივმა მარშალმა, ვინც ტამარა სმიტი იპოვა, გამოაქვეყნა დეტალები ამის შესახებ. ეს კაცი დაახლოებით ორმოცდახუთი წლის, ან ოდნავ უფრო ახალგაზრდაა - და ჩნდება გამოსახულება ტელევიზორში
-მოგესალმებით, მე ვარ დეტექტივი მარშალი. უფლება მივიღეთ, რომ გამოვაცხადოთ ზოგიერთი უმნიშვნელო ამბები. ტამარა სმიტი მოკლეს იმ გზაზე, რომელიც ქალაქს არასდროს უნახავს. მას ღრმა ჭრილობები ჰქონდა ხელებზე, რაც გამოიწვია წვრილმა, მაგრამ ძლიერმა შნურებმა.
ლაურას დედას თვალებში ცრემლები მოერია.
-მთავარი დეტალი ის არის, რომ ტამარას თან ჰქონდა შავი ვარდი, ასე რომ, მკვლელი შეიძლება ნორმალური არ იყოს.
-რატომ უნდა ყოფილიყო ასე? ეს ხომ ძალიან უცნაურია!
-ეს არის ახალი ამბები. ჩვენ ჯერ ტყვია არ გვიპოვია. გთხოვთ, თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება, მოდით სადგურში და დაგვირეკეთ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ ანონიმურად. დიდი მადლობა - ამთავრებს.
ლაურას ეს ყველაფერი ჯერ არ სჯერა, მკვლელობა ასეთ მეგობრულ, მშვიდ, პატარა ქალაქში. ჩუმად მიდის თავის ოთახში და რთავს კომპიუტერს.
avatar
ariall

. :
პოსტების რაოდენობა : 5
ქულები : 7
დარეგისტრირების თარიღი : 2012-11-03
ასაკი: : 24

View user profile

Back to top Go down

Re: "მკვლელი შავი ვარდით"/"Negro se Elevó Asesinato"

Post by anamariaa on Wed Feb 06, 2013 6:50 pm

avatar
anamariaa

. :
პოსტების რაოდენობა : 4
ქულები : 4
დარეგისტრირების თარიღი : 2013-02-06
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: "მკვლელი შავი ვარდით"/"Negro se Elevó Asesinato"

Post by anamariaa on Wed Feb 06, 2013 6:51 pm

dzaaaaan magariaaa
avatar
anamariaa

. :
პოსტების რაოდენობა : 4
ქულები : 4
დარეგისტრირების თარიღი : 2013-02-06
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: "მკვლელი შავი ვარდით"/"Negro se Elevó Asesinato"

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum