იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

Real Madrid C.F

Page 3 of 40 Previous  1, 2, 3, 4 ... 21 ... 40  Next

View previous topic View next topic Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:06 am

ადანს სჯობს,თან კაი მეკარეა... ესეთ შემთხვევბში გამოგვადგება და არც ისეთი მეკარე არაა რო სუ ძირითადში იყოს...

AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" "სევილიას" გოლკიპერ დიეგო ლოპესის ტრანსფერზე შეუთანხმდა. სატრანსფერო ფასმა 3,5 მლნ. ევრო შეადგინა. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

ეს ტრანსფერი კასილასის ტრავმამ გამოიწვია, რომელიც მინდორს 12 კვირით ჩამოშორდა. იმის შანსიც იყო, რომ მადრიდელებს "ცსკა"–დან იგორ აკინფეევი შეეძინათ.

აღსანიშნავია, რომ დიეგო ლოპესი "რეალის" აღზრდილია. წლევანდელ სეზონში მან ლა ლიგაში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაუშვა.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:07 am

აუ კი კაია,მარა რაღაც ყველაფრის იმედი დამეკარგა რა...

მადრიდის "რეალმა" დიეგო ლოპესი ოფიციალურად გაიფორმა.

გოლკიპერი "რეალში" 2017 წლამდე დარჩება.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:08 am

31 წლისაა და ტიტულები არ აქ იმდენი... მარა კიდე ვიმეორებ,ადანს მაინც ჯობია და გამოგვადგება!

მადრიდის "რეალმა" საკუთარი აღზრდილი გადაიბირა, რომელიც "სევილიაში" ასპარეზობდა.
დიეგო ლოპესი (პარადელა, ლუგო, 3/11/1981) 2016/17 წლების სეზონის ბოლომდე მადრიდის "რეალში" ითამაშებს. ლოპესი "რეალში" აღიზარდა და გუნდს "სევილიიდან" დაუბრუნდა, სადაც გასული წლის ზაფხულში გადაბარგდა "ვილიარეალში" გატარებული 5 სეზონის შემდეგ. დიეგოს შეძენა "სამეფო კლუბს" იკერ კასილასის ტრავმამ აიძულა.
კარიერა:
"ლუგო" (1999-2000)
"რეალ მადრიდ C" (2000-2001)
"ალკორკონი" (2001–2002, არენდით)
"რეალ მადრიდ C" (2002-2003)
"კასტილია" (2003–2005)
"რეალი" (2005–2007)
"ვილიარეალი" (2007–2012)
"სევილია" (2012–2013)
"რეალი" (2013–)

ტიტულები:
ლა ლიგა (2006–2007)

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:09 am

კაი ტიპია მაინც...

გთავაზობთ ვიდეოს "რეალის" ახალწვეულ გოლკიპერ დიეგო ლოპესზე, რათა ბევრს შეგექმნათ მასზე წარმოდგენა, თუ რას წარმოადგენს და რამდენად ძლიერია.


Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:10 am

რა მაგარი კაცია :**

რობერტო კარლოსი დიეგო ლოპესის "რეალში" გადაბარგებამ ძალიან გაახარა.

Twitter-ზე რობერტომ შემდეგი რამ დაწერა: "2013 წელს "რეალის" საუკეთესო ტრანსფერი! დიეგო ლოპესი დიდებული მეკარეა! ბედნიერებას გისურვებ მეგობარო!".

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:10 am

კალათბურთი არ გვაინტერესებს :დ

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:12 am

ძაან კაი ვიდეოა <3 ამ 4 წუთში თითქმის მთელი კარიერაა აღწერილი:**

გთავაზობთ არაჩვეულებრიც ვიდეოს "რეალის" პორტუგალიელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუზე. უყურეთ და ისიმოვნეთ...


Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:13 am

რა კაი ტიპი ჩანს,სახლში დაბუნებაო <3

"რეალის" ახალმა შენაძენმა დიეგო ლოპესმა მადრიდის "რეალში" დაბრუნება ოცნებას მიამსგავსა.

31 წლის მეკარემ "ბლანკოსში" 7 წელი გაატარა, 2007 წელს კი "ვილიარეალში" გადაბარგდა, სადაც 200 მატჩი ჩაატარა.

2011/12 წლების სეზონის ბოლოს მან "სევილიაში" ამოჰყო თავი, მაგრამ იქ მაინცდამიანც ბედნიერი ვერ იყო.

ახლა კი ლოპესი სიტყვებით ვერ გადმოსცემს მის ბედნიერებას:

"სახლში დაბრუნება ნამდვილი ოცნებაა" - განუცხადა მან EFE-ს.

"დღეს გარიგება ძალიან სწრაფად მოხდა და უბედნიერესი ვარ, რადგან ვბრუნდები იმ ადგილას, რომელსაც მე ჩემს სახლად მივიჩნევ".

"მადრიდისტასთვის, როგორიც მე ვარ, "რეალში" დაბრუნება არის საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლებოდა კარიერაში მომხდარიყო. მოწადინებული ვარ, მივიღო ეს ახალი, უდიდესი გამოწვევა".

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:13 am

კი მივულოცე,მარა კიდე ვულოცავ :**

დღეს "რეალის" მთავარი მწვრთნელის, "ერთადერთის" და "განსაკუთრებულის" ჟოზე მოურინიოს დაბადების დღეა. მას 50 წელი შეუსრულდა.

MADridista.GE-ს სახელით, ვულოცავ მას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, იღბალსა და სულიერ სიმშვიდეს. რაც მთავარია, ბევრ ტიტულს მადრიდის "რეალთან" ერთად.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:14 am

ეს დილანდელი სიახლეა... კი შედგა უკვე

ახლა ესპანეთში ჯერ ძალიან ადრეა, დაახლოებით 07:00 საათი. დაახლოებით სამ საათში დიეგო ლოპესი მადრიდში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, კონტრაქტსაც მოაწერს ხე

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:15 am

ამათ ემატებაათ,ჩვენ გვაკლდება : |||

მანჩესტერელებს ტრავმირებული ფეხბურთელი უბრუნდებათ...

იანგმა ტრავმა 2 კვირის წინ "ლივერპულთან" მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა, მაგრამ ის დაბრუნებასთან ახლოსაა.

ის, რომ ეშლი "რეალთან" თამაშისთვის მზად იქნება სერ ალექს ფერგიუსონმაც დაადასტურა.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:16 am

კაკას ადგილი მართლა იქაა... საუკეთესო კაკას რაც შეეხება... აღარ გეტყვი არაფერს,აბადების დღე გაქ დღეს ;დ
ჟოზე მოურინიომ თავის 50-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც დღეს იტალიური ტელეკომპანია "რაის" ეთერში გავა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ კიდევ მინიმუმ 20 წელი დარჩება ფეხბურთში და არც "ინტერში" დაბრუნებას გამორიცხავს.

"ფეხბურთში კიდევ მინიმუმ ოცი წელიწადი დავრჩები. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა თუ არა ოდესმე "ინტერში" დავბრუნდე? რატომაც არა?"

"იუვენტუსი დიდი გუნდია. ვიცი, რომ მათთვის ადვილია იმის თქმა, რომ ისინი ფავორიტები არ არიან, ამდენწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ფავორიტები "ბარსელონა", "რეალი" და "მანჩესტერი" არიან, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დორტმუნდის "ბორუსიას", მიუნხენის "ბაიერნსა" და ტურინის "იუვენტუსს" ამ ტურნირის მოგება შეუძლიათ".

"რეალში" ჩვენ საუკეთესო კაკა არ გვინახავს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის ბედნიერია და მილანი შესაძლოა იყოს ადგილი, სადაც რიკი უნდა ცხოვრობდეს. თუმცა, ის ჯერ კიდევ "რეალის" ფეხბურთელია".

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:17 am

რა კარგად ილაპარაკა...

ხოსე მარია გუტიერესმა ესპანურ რადიო-სადგურ Cadena Cope-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც პრესაში გავცრელებულ ჭორებსა და ფლორენტინო პერესის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გუტის არ სჯერა, რომ კასილასმა და რამოსმა პერესს ულტიმატუმი წაუყენეს და რომც წაეყენებინათ, ხოსე მარიას განცხადებით, ეს არაფერს ნიშნავს: "ასეთი რამ პრეზიდენტისთვის არასოდეს მითქვამს, ეს არ იქნებოდა ღირსეული საქციელი. მწვრთნელის მომავალს კლუბის პრეზიდენტი წყვეტს და არა მოთამაშეები".

"შეუძლებელია, რომ კაპიტანს ფლორენტინოსთვის მწვრთნელის თაობაზე რაიმე მითითება მიეცა. პრეზიდენტი საკმაოდ ჭკვიანია, რომ ასეთ შემთხვევაში შეხვედრა ჩაეშალა და გადაწყვეტილება თავად მიეღო".

"ნორმალურია, რომ 25-კაციან ჯგუფში სხვადასხვა სახის პრობლემები არსებობს რამდენიმე ადამიანს შორის, ეს პირველ რიგში დიდი კონკურენციის ბრალია. კონფლიქტები კარგი არავისთვისაა, მით უმეტეს, რომ ჩემპიონთა ლიგა ძალიან მოახლოვდა. თუ ისინი ჟოზე მოურინიოს ვერ ეგუებიან, მოგვიანებით დადგება დრო, როდესაც ყველაფერი დალაგდება" - განაცხადა გუტიმ.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:18 am

აუუ არ მევასება ეს კაცი.. რაც რეალიდან გააგდეს იმის მერე სუ რეალზე ჭორაობს და რეალს ლანძღავს

ხორხე ვალდანომ ესპანური რადიო-არხის Cadena Ser-ის პირდაპირ ეთერში უკანასკნელ 24 საათში განვითარებულ მოვლენებს გაუკეთა კომენტარი.

"ის ფაქტი, რომ ფლორენტინო მრავალ საქმეშია გარეული, ჩეულებრივი ამბავი არაა. არ ვფიქრობ, რომ "რეალი" დესტაბილირიზებულია. MARCA-ს რედაქტორი, ოსკარ კამპილიო კარგ ჟურნალისტად მიმაჩნია".

"დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შეთქმულება არ არსებობს. ვფიქრობ, ამ გზით ფლორენტინო იმ პრობლემების გადაჭრას ცდილობს, რომლებიც "რეალს" თავიდანვე აღენიშნებოდა".

"იკერის ტრავმა ძალიან დიდი დარტყმაა "რეალისთვის". ვიმედოვნებ, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება".

"მიუხედავად პრობლემებისა, "რეალს" შთამბეჭდავი გუნდი ჰყავს და სასტარტო შემადგენლობაში ეყოლება მინიმუმ 9 მოთამაშე, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრია" - ირწმუნება ყოფილი გენ-დირექტორი.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:18 am

აბა თქვენ იციიით:*

ჟოზე მოურინიოს გუნდი "ვალდებებასზე" თბილისის დროით 14:00 საათზე დასკვნით ვარჯიშს გამართავს "ხეტაფესთან" მატჩის წინ.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:19 am

რა ეგონათ ასეთი სერიოზული თუ იქნებოდა...

კაპიტანსა და მწვრთნელს შორის პრობლემა აღარ არსებობს ან სულაც არ არსებობდა. "რეალს" ნამდვილი პრობლემა შემდეგი 2-3 თვის მანძილზე ექნება. ეს იკერ კასილასის ტრავმაა.

კასილასი ვერ ითამაშებს კოპა დელ რეის ნახევარფინალებში და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალებში. ეს დიდი პრობლემაა და აიძულებს მოურინიოს ენდოს ანტონიო ადანს ან ვინმე უკეთესი შეიძინოს, რომელიც "რეალის" კარს ყველაზე რთულს დროს დაიცავს. სეზონის ბოლოს ყველა ამ მეკარეზე ილაპარაკებს, დადებით ან უარყოფით კონტექსტში.

ძალიან დიდი ხანია "რეალი" კასილასის გარეშე არავის წარმოუდგენია. თვით ფლორენტინო პერესსაც კი, რომელსაც თავის დროზე ჯიჯი ბუფონის შეძენა სურდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. "რეალი" კასილასის გარეშე იმდენად წარმოუდგენელია, რომ როცა კიპერი დაშავდა არავინ დაპანიკებულა, არავის წარმოედგინა, რომ ტრავმა ასეთი სერიოზული იქნებოდა. "რეალში" იმდენად თავდაჯერებულები იყვნენ, რომ როცა ისინი ვალენსიადან დაბრუნდნენ, იკერი კლინიკაში მარტო წავიდა და ცალი ხელით მართავდა მანქანას.

სურათი წარმოუდგენელი იყო. ფოტო, რომელზეც იკერ კასილასი, საუკეთესო მეკარე მსოფლიოში, კლუბისგან მიტოვებული მიდიოდა კლინიკაში, განსაცვიფრებელი გახლდათ. ეს იყო "რეალის", მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, გრაფიკული გამოსახულება, რომელსაც დილაადრიან, ახალგაღვიძებულზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაავიწყდა. რატომ წავიდა იკერი საავადმყოფოში მხოლოდ კლუბის პრეზიდენტთან, დელეგატებთან და პირად ექიმთან ერთად? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი ფაქტი კობი ბრაიანტთან ან როჯერ ფედერერთან დაკავშირებით? რა ტიპის ორგანიზაციად გადაიქცა მადრიდის "რეალი"?!

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:20 am

მალე დაგვიბრუნდიი რაა :*

იკერ კასილასს გუშინ გაუკეთდა ოპერაცია და ღამე საავადმყოფოში გაატარა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იკერი დილით საავადმყოფოდან გამოწერეს. ოპერაციის შემდეგ კასილასი ფლორენტინო პერესმა მოინახულა.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:20 am

ვაიმე სურათში იმხელა მაისური უჭირავთ,აშკარად ძაან პატარა ექნება :დ
იტალიურმა კლუბმა თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა მილოცვა. იგივე გააკეთა "რეალის" ოფიციალურმა საიტმაც, სადაც მოურინიოს კარიერას გაუკეთეს ანალიზი.

მოურინიო 1963 წლის 26 იანვარს დაიბადა პორტუგალიაში, ქალაქ სეტუბალში. ის ორი წელი თავკაცობდა "ინტერს".

"მთელი "ინტერის" სახელით ვულოცავთ მოურინიოს იუბილეს" – წერია განცხადებაში, რომელსაც ასევე ერთვის ტიტულები, რაც პორტუგალიელმა "ნერიაძურისთან" ერთად მოიგო – ორი სერია ა, ერთი იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა. ეს მიღწეულ იქნა 2008–09 და 2009–10 წლების სეზონებში.

"ამ ყველაფრისა და ასევე სხვა დანარჩენისთვის, "ინტერის" ტიფოზებს ის მუდამ ემახსოვრებათ, რომელსაც დღეს 50 წელი შეუსრულდა" – ამატებს იტალიელთა საიტი.

მოურინიოს "რეალის" ოფიციალურმა საიტმაც მიულოცა იუბილე. თან დაურთო ისტორია და კარიერის მონაპოვარი.

დღეს დილით, იტალიურმა Rai–მ მოურინიოს ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც პორტუგალიელი "ნერიაძურიში" დაბრუნებას არ გამორიცხავს: "დაახლოებით 20 წელიწადი კიდევ ვიქნები მწვრთნელი და ფეხბურთში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მაგალითად, "ინტერში" დაბრუნება. რატომაც არა?" – განაცხადა "განსაკუთრებულმა".

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:21 am

აუუუ მოსიარულე წითელი ბარათია ეს ტიპი რა....

რეალისა" და "ბარსელონას" სამეფო თასის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს კლოს გომესი განსჯის.

მატჩი 30 იანვარს, თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:22 am

მთელი საფეხბურთო სამყარო ჩვენს წინააღმდეგაა!!!

ფეხბურთელებთან ერთად, დისკვალიფიკაცია დამხმარე მწვრთნელმაც მიიღო.

სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის "რეალის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. შედეგად, ანხელ დი მარია და ფაბიუ კოენტრაუ სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩს გამოტოვებენ, რომელსაც გუნდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს, მაგრამ ორივე მათგანს განმეორებით მატჩში თამაში შეეძლება.

გარდა ამისა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მოურინიოს დამხმარე რუი ფარიამ, რომელმაც "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯის – პერეს ლასას მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

თავის მხრივ, ლასას არ დაავიწყდა ოქმში შეეტანა ფარიას სიტყვები: "თქვენ უსინდისოები ხართ" – რამდენიმეჯერ გაიმეორა ფარიამ სხვა ფრაზებთან ერთად, რომელთა კარგად გაგება ვერ შევძელი".

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:22 am

აუ სურათების დადება მეზარება რა...

გუნდმა ხვალ გასამართი მატჩისთვის მზადება დაასრულა.

"ვალდებებასზე" ფეხბურთელები ჯერ გახურდნენ, სხვადასხვა სახის ვარჯიშები შეასრულეს, შემდეგ კი დიდი ყურადღება ბურთით ვარჯიშს დაეთმო. მოედანზე მხოლოდ ტრავმირებულები – კასილასი და პეპე არ იყვნენ.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:23 am

მოკლედ ყველა ამაზე ლაპარაკობს რა :დდ

დიეგო ლოპესი ახლახანს ჩაფრინდა ანდალუსიიდან მადრიდში, სადაც მალე "რეალთან" კონტრაქტს გააფორმებს.

დიეგო ლოპესმა ტრავმირებული იკერ კასილასი უნდა შეცვალოს.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:23 am

მჟამად ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გადის. კლუბს არ სურს, რომ დიეგო ლოპესის პრეზენტაცია "ხეტაფესთან" მატჩის წინ შედგეს. ამიტომ, მადრიდელთა ახალ კიპერს ფანებს ორშაბათს წარუდგენენ.

დიეგო ლოპესი მადრიდს შუადღით ეწვია. მას "რეალის" წარმომადგენელი ხავიერ გარსია კოლი ელოდებოდა.

დიეგოს ორშაბათამდე არ წარადგენენ, რათა გუნდმა "ხეტაფესთან" მატჩზე სრულად მოახდინოს კონცენტრირება.

"შინ დაბრუნება ოცნების ახდენაა" – განაცხადა დიეგო ლოპესმა მას შემდეგ, რაც ის "სამეფო კლუბმა" გადაიბირა. მადრიდელები "სევილიას" 3,5 მლნ. ევროდ გადაუხდიან. "ჩემი "რეალში" დაბრუნება დიდებული რამ არის, რაც შეიძლება ჩემს კარიერაში მომხდარიყო. მოუთმენლად ველოდები ახალი ამოცანის დაწყებას" – დაამატა მადრიდელთა ახალწვეულმა.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:24 am

კარგად ილაპარაკა,სწორად

რაფაელ ვარანმა პრესკონფერენცია გამართა.

თავიდან მან ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა, რომელიც დღეს თავის 50–ე იუბილეს აღნიშნავს: "ჩვენ მოურინიოსთან ვმუშაობთ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. პრესა მასზე მოქმედებს, მაგრამ ის მუშაობას აგრძელებს".

შემდეგ ფრანგმა მცველმა "ხეტაფესთან" გასამართ მატჩზე დაიწყო საუბარი: "ქულების დაკარგვა აღარ გვსურს. გუნდმა ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს".

მადრიდის "რეალი" 2013 წელს ჯერჯერობით დაუმარცხებელია: "ძალიან გახარებულები ვართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასე გაგრძელდეს. ეს ყველაფერი გუნდის სასარგებლოდ ხდება".

"გუნდის თითოეული ფეხბურთელისგან რაღაცას ვსწავლობ. ჩემთვის დიდი პატივია ყოველდღე მათთან შეხვედრა, საუბარი და ფეხბურთის თამაში. ახლა "ხეტაფესთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი, რადგან ჩვენთვის ყოველ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს".

ვარანმა ასევე გუნდის ახალწვეულ – დიეგო ლოპესზე ისაუბრა: "მე ცოტა რამ ვიცი მის შესახებ. მთავარია, რომ ის დაგვეხმაროს".

შემდეგ მას კრიშტიანუ რონალდუზე ჰკითხეს, რაზეც რაფაელმა შემდეგი პასუხი გასცა: "კრიშტიანუ გუნდისთვის წამყვანი ფიგურაა. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გუნდს გაუძღვეს".

რაც შეეხება კასილასს, ფრანგმა განაცხადა: "რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მაგრამ არამგონია ბევრი რამ შეიცვალოს".

და ბოლოს, ვარანმა "ბარსელონასთან" გასამართ 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაზე ისაუბრა: "არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ მუდამ მზად ვარ გუნდს დავეხმარო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ ახლა მხოლოდ "ხეტაფეზე" ვფიქრობთ".

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:25 am

აუცილებლად გაახანგრძლივებს კონტრააქტს,აუცილებლად!

ალფრედო დი სტეფანო აოცებდა მაყურებელს თავისი შესაძლებლობებით ამხანაგურ მატჩში კოლუმბიურ "მილიონაროსთან", იგი სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდა. როცა "რეალმა" იგი შეიძინა, მათ კარგად ესმოდათ, რომ დი სტეფანოს პოტენციალი "თეთრებს" მრავალ გამარჯვებებს მოაპოვებინებდათ და ისინი არ შემცდარან...

"რეალმა" უბრალოდ შეიძინა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და დაიწყო გამარჯვებების ხანა. თერთმეტი წლის განმავლობაში გუნდმა მოიპოვა 5 ევროპის თასი და 8 ლა ლიგის ტიტული.

ფლორენტინო პერესს სჯერა, რომ ანალოგიური კონცეფცია გაამართლებს ახლაც. "რეალის" პრეზიდენტმა წარდგენის დღეს წარმოადგინა პროექტი კრიშტიანუ რონალდუს გარშემო. პერესი ხედავს იგივეს პორტუგალიელ ფეხბურთელში, რაც ერთ დროს დი სტეფანო იყო "თეთრებისთვის".

პერესს სჯერა, რომ რონალდუ 21-ე საუკუნის დი სტეფანოა და თუ მას ხელახლა აირჩევენ კლუბის პრეზიდენტად მომავალი ოთხი წლით, იგი გუნდს 2017 წლამდე გაუძღვება. რონალდუს მიმდინარე კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს და პერესი იმედოვნებს, რომ ის გაახანგრძლივებს მას კარიერის დასრულებამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუ იმ ასაკშია (27), რომელშიც არგენტინელი იყო, როცა "თეთრებს" შეუერთდა.

Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 18

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Sponsored content Today at 10:39 am


Sponsored content


Back to top Go down

Page 3 of 40 Previous  1, 2, 3, 4 ... 21 ... 40  Next

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum