იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

Real Madrid C.F

Page 4 of 40 Previous  1, 2, 3, 4, 5 ... 22 ... 40  Next

View previous topic View next topic Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:26 am

ოოო :დ

"ცსკა"-ს ყოფილი ფეხბურთელის აზრით, "რეალს" აკინფეევი არ სურდა...

"ეს კომენტარის გასაკეთებლადაც კი არასოლიდურია. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო. ვიღაცამ სადღაც თქვა, რომ "რეალმა" იგორს დაუმიზნა. არ ვფიქრობ, რომ საქმე სერიოზულ ინტერესს ეხებოდა".

"თუმცა, აკინფეევმა კლუბი რომც დატოვოს, ეს "ცსკა"-სთვის დიდი დანაკარგი არ იქნება".
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:27 am

რა ადანი კაცო,მაინტერესებს ლოპეზი რას იზამს... არამგონია ეს იყოს

გთავაზობთ "რეალი"-"ხეტაფე" მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს thehardtackle.com-ისგან.

"რეალი": ადანი, არბელოა, რამოსი, ალბიოლი, კოენტრაუ, ხედირა, მოდრიჩი, ალონსო, დი მარია, რონალდუ და იგუაინი.

"ხეტაფე": მოია, ვალერა, ლოპო, ალექსისი, მ.ტორესი, ტორესი, სარაბია, კასტრო, როდრიგესი, ალკასერი და კოლუნგა.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:28 am

კაკა ჩვენი გმირიცაა :*

მილანის" შემტევმა ელ შაარავიმ განაცხადა, რომ მისი კუმირი "რეალის" ბრაზილიელი ფლეიმეიქერია.

"კაკა ჩემთვის იდეალური ფეხბურთელია. როცა მე პატარა ვიყავი, ვცილობდი მისთვის მიმებაძა. მატჩი, რომელიც მე ყველაზე მეტად დამამახსოვრდა იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2003 წელს."

"ეს არის მოგონება, რომელიც მე მუდამ კარგ განწყობაზე მაყენებს."

"ყველაზე გამორჩეული მატჩი ჩემთვის "უდინეზესთან" მატჩი იყო, მაშინ ოფიციალურად პირველად შევაგდე."

"მე ვიყავი როსონერის ფანი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სულ პატარა ვიყავი. "მილანი" ჩემი საყვარელი კლუბია და მიხარია, რომ აქ ვარ."
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:28 am

წარმატებებიიიიიიიიიიი :**

დიეგო ლოპესი მადრიდის "რეალს" დაუბრუნდა. ნახეთ ვიდეო "სამეფო კლუბის" ახალწვეულზე, რათა უკეთ გაეცნოთ მის შესაძლებლობებს.

avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:29 am

კარგია :* იმედია ღირსეულად შეცვლის კასოს... ისეთი რათქმა უნდა არაა როგორიც კასო,მაგრამ მაინც ...

დიეგო ლოპესმა "Sanitas-La Moraleja"–ში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ესპანელ გოლკიპერს სხვადასხვა სახის ტესტი ჩაუტარდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ ყველაფერი წესრიგში აქვ
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:29 am

ვერ იტანენ ერთმანეთს რა :დ

სერხიო რამოსმა ჟოზე მოურინიოს Twitter-ზე 50–ე იუბილე მიულოცა.

"მისტერი 50 წლის გახდა და მინდა მას ეს დღე მივულოცო. ვუსურვო ყოველივე კარგი ყველა თავის ახლო ადამიანთან ერთად. მრავალს დაესწარით..!!".
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:31 am

ვაიმეეეეეეეეეეეე კარტოფილის მინდორიო

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ძალიან სამხიარულო პერსონაა. "რეალში" ის მხოლოდ მესამე წელია მოღვაწეობს, მაგრამ უკვე დაგვიტოვა ბევრი დასამახსოვრებელი გამონათქვამი...

1. მსაჯების წინააღმდეგ
2010 წლის სექტემბერი: "რონალდუს წინააღმდეგ ძალიან ხისტად თამაშობდნენ, წესების დარღვევა კი არ ფიქსირდებოდა".
თავისი პირველი "ელ კლასიკოს" შემდეგ: "ბარსელონა" იტურალდეს (მსაჯი) გამო ბედნიერია". და ბოლოს: "მსურს, პერეს ლასამ აღარასოდეს განსაჯოს არც "რეალის" და არც "ბარსელონას" მატჩი". ასევე ერთ-ერთი "ელ-კლასიკოს" შემდეგ მწვრთნელი ტეიშეირა ვიტიენესს ავტოსადგომზე დახვდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენია.
თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც "სანტიაგო ბერნაბეუზე", ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში 0:2 წაგების შემდეგ გაკეთებული კომენტარი იყო: "რატომ? რატომ? ოვრებო, შტარკი, ბუსაკა, ფრისკი, დე ბლეკერე (მსაჯები)... რატომ ხდება ყველა ნახევარფინალში ერთი და იგივე? თუკი ისე მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას, როგორც გვარდიოლამ გააკეთა ეს, ნამდვილად შემრცხვებოდა".

2. კალენდრის წინააღმდეგ
"სევილიასთან" მატჩის შემდეგ: "აშკარაა, რომ არსებობს გუნდები, რომლებიც კალენდარს აკონტროლებენ, მაგრამ ჩვენ ასეთი პრივილეგია არ გვაქვს".
მჭიდრო გრაფიკი: "ხალხმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ "რეალს" შაბათს უნდა ეთამაშა, იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ისინი ზურგს უკან დამცინიან".

3. პრესის წინააღმდეგ
პასუხი პრესას გასულ წელს: "7 ქულა? შეიძლება პრესისთვის ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ვინც ადრე კონფლიქტებსა და პოლემიკაზე წერდა, ახლა წერს, რომ "რეალი" ჩემპიონი იქნება".
მოუ თვლის, რომ გვარდიოლასგან განსხვავებით, მას მხარს არ უჭერენ: "ახლა ის სახლშია და დაცულია პრესისგან, ჩემს შემთხვევაში ასე არ იქნებოდა".
"სიტისთან" მატჩის შემდეგ: "ტურნირიდან რომ გავვარდნილიყავი, მადრიდში უკან აღარ მიმიღებდნენ".

4. "სანტიაგო ბერნაბეუს" წინააღმდეგ
2011 წლის ნოემბერი: "მინდა მადლობა გადავუხადო კარის უკან მჯდომ ფანებს. რომ არა ისინი, ვიფიქრებდი, რომ სტადიონი ცარიელი იყო".
"ბორუსიასთან" ფრის შემდეგ: "მათ, ვინც უკვე საკმაო ხანია კლუბშია, არ უკვირთ "სიცივე" სტადიონზე".

5. გაზონის წინააღმდეგ
2010 წლის სექტემბერი: "თამაში კარგი არ ყოფილა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კარტოფილის მინდორზე ვითამაშეთ მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა, კმაყოფილი ვარ".

6. მეტოქის წინააღმდეგ
2010/11 წლების სეზონი. "ლევანტესთან" ფრის შემდეგ: "მხოლოდ "რეალი" თამაშობდა მოგებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელებიდან საავადმყოფოში არავინ მოხვდა, შეიძლებოდა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო".

7. გაუფორმებელი მოთამაშეების წინააღმდეგ
ყოყმანი თავდასმხელის შეძენაზე: "თუ სანადიროდ მიდიხარ ძაღლთან ერთად, ბევრს მოინადირებ, ხოლო თუ კატასთან ერთად წახვალ, ნაკლებს მიიღებ. მეორე წრეში ჩვენ მხოლოდ ბენზემა გვეყოლება, ამიტომ სიტუაცია რთულია. უნდა ჰკითხოთ ვალდანოს, რას ფიქრობს ამაზე".

8. კლუბის წინააღმდეგ
"სევილიასთან" მატჩის შემდეგ: "ჩემი გუნდი იმსახურებს, რომ ხელმძღვანელობამ ის დაიცვას. ამას მხოლოდ მე ვაკეთებ. თუ მათ მწვრთნელის ზურგს უკან დამალვა სურთ, ამას ბრწყინვალედ აკეთებენ".
"სიტისთან" ფრისა და "ბეტისთან" დამარცხების შემდეგ: "ყოველთვის მხოლოდ მე ვსაუბრობ, მხოლოდ მე ვამჩნევ მსაჯის შეცდომებს. და ყოველთვის მე ვარ ყველაზე ცუდი გმირი ამ ფილმში".

9. გუნდის წინააღმდეგ
"ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ: "ეს დაუჯერებელი თამაში იყო, ჩვენ სრულად დავიმსახურეთ დამარცხება".
"რამოს სანჩეს პისხუანზე" დამარხების შემდეგ: "რეალმა" პირველიდან უკანასკნელ წუთამდე საშინლად ითამაშა. მე გუნდი არ მყავს".
"ბეტისთან" გამარჯვების შემდეგ: "უბრალოდ არ მითხრათ, რომ 24, 25, 26 წლის ხალხს ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება არ შეუძლია. როდესაც გინდა, შეგიძლია. შენ თითქმის მკვდარი ხარ, მაგრამ ძალას აუცილებლად აღმოაჩენ".

10. კანტერის წინააღმდეგ

"ბორუსიასთან" დამარცხების შემდეგ: "1999-დან 2003 წლამდე პირველ გუნდში 17 ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. შემდეგ პელეგრინის დროს - სამ კანტერანოს. არც მე დამირღვევია ეს ტენდენცია. მე უბრალოდ მინდოდა, რომ მათ დებიუტი ჰქონოდათ და ეთამაშათ, და არამხოლოდ პირველ გუნდში გამოსულიყვნენ. რეკორდი უკვე დავამყარე - დებიუტი თითქმის 30 ფეხბურთელს ჰქონდა".
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:32 am

25 ნომერია დიეგო რეალში...

გუნდის ახალწვეულმა კონტრაქტი 2016/17 წლამდე გააფორმა.

დიეგო ლოპესი უკვე მადრიდის "რეალის" სრულფასოვანი წევრია. "სევილიადან" გადმობარგებულმა ლოპესმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2016/17 წლამდე გააფორმა. კონტრაქტის გაფორმებას პრეზიდენტი – ფლორენტინო პერესიც ესწრებოდა.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:33 am

აუცილებლაააააად!!!აუცილებლაად უნდა გაუხანგრძლივონ!!!

ფლორენტინო პერესი კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

პერესი მზადაა გუნდის ლიდერს კონტრაქტი 2017 წლამდე გაუხანგრძლივოს. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

პორტუგალიელს "რეალთან" კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს.

დავამატებთ, რომ კრიშტიანუ "სამეფო კლუბში" წლიურად 12 მლნ. ევროს იღებს, ხოლო მთლიანი თანხა მის ხელფასზე გადასახადების ჩათვლით 15–დან 18 მლნ. ევრომდე აღწევს.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:34 am

იმედია ჩადგება ფორმაში და დაგვიბრუნდებაა <3

დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა ნური შაჰინმა, გერმანულ კლუბში დაბრუნების მიზეზი ახსნა.

"მთელი ძალით თამაში შემიძლია, თუ კლუბში ბედნიერი ვარ. მე "რეალსა" და "ლივერპულში" თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. სწორედ ამიტომ დავბრუნდი დორტმუნდის "ბორუსიაში".

"ვფიქრობ, რომ არა ჩემი ტრავმა, შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო" – განაცხადა შაჰინმა.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:34 am

ყველას შენი იმედი გვაქვს და არ გაგვიცრუო იმედებიიი :**

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დიეგო ლოპესი სილვინო ლოუროს მითითებებს ასრულებდა.

თბილისის დროით 21:00 საათზე, დიეგო ლოპესმა "რეალში" დაბრუნების შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა. მეკარე ბურთით და უბურთოდ ვარჯიშობდა. მას სილვინო ლოურო და ლუიშ კამპოში აკვირდებოდნენ.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:36 am

ეს ფოტოები აუცილებლად უნდა დამედო :დ




avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:37 am

თქვენ მაინც დაახურეთ თავზე ყველაფერიი

ალბერტო ტორილმა "ბარსელონა ბ"–სთან გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ განაცხადი დაასახელა.

მეკარეები: ტომას მეხიასი, ანდრეს პრიეტო
მცველები: ფაბინიო, დერიკი, ივანი, ნაჩო, კასადო, რიოსი
ნახევარმცველები: ხოსე როდრიგესი, ომარი, ალექსი, მოსკერა, ბორხა, ჩერიშევი, კინი, ხუანფრანი
თავდამსხმელები: ოსკარ პლანო, მორატა
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:38 am

ლოპეზი უნდა დააყენოს უეჭველიი,თუ დებილი არაა :დ

ცნობილი გახდა განაცხადი "ხეტაფესთან" მატჩის წინ. განაცხადში ახალწვეული დიეგო ლოპესიც მოხვდა.

მეკარეები: ადანი, ხესუსი, დიეგო ლოპესი;

მცველები: ვარანე, რამოსი, კოენტრაუ, კარვალიო, მარსელო, არბელოა, ალბიოლი;

ნახევარმცველები: ხედირა, იოზილი, ალონსო, ესიენი, მოდრიჩი, კალეხონი, დი მარია;

თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, იგუაინი;
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 3:38 am

avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 4:07 am

აუუ იმენა უმაგრესი მწერლები ყავს მადრიდისტას რა...

გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს მიერ განვლილ 50 წელს ფაქტებში...

1. სად ნახავთ უკეთეს ფაქტს ჟოზე მოურინიოს შესახებ საუბრის დასაწყებად, ვიდრე 2004 წელს მისი "ჩელსიში" გადასვლა იყო. მაშ ასე, ნომერი ერთი, ჟოზე მოურინიო: "ნუ მიწოდებთ ქედმაღალს, მაგრამ მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ვფიქრობ, "განსაკუთრებული ვარ" - ასეთი თვითაღიარებით დაიწყო მან პრესკონფერენცია.

2. ჟოზე მოურინიომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "რეალს" ლა ლიგა მოაგებინა და მრავალი შთამბეჭდავი რეკორდი დაამყარა. მათ დააგროვეს 100 ქულა და გაიტანეს 121 გოლი. მათი გატანილი და გაშვებული გოლების თანაფარდობა 89 იყო. მათ მოიგეს 32 მატჩი, აქედან 16 გასვლაზე.

3. სწორედ ამდენკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ დათანხმდა ჟოზე "ინტერში" გადასვლას.

4. სწორედ ამდენი ქვეყნის ჩემპიონატი აქვს ჟოზეს მოგებული. შარშან მისთვის ლა ლიგის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის არის პორტუგალიის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონი.

5. სწორედ ამდენსიტყვიანი მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მან "ჩელსის" თითოეულ ფეხბურთელს, როდესაც ამ კლუბში მივიდა. ტექსტი ასეთი იყო: "მოტივაცია + ამბიცია + გუნდურობა + სულისკვეთება = გამარჯვება"

6. 2009 წელს ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჟოზემ დოქტორის წოდება მიიღო, მისი მიღწევების გამო პროფესიონალურ ფეხბურთში. მას უნივერსიტეტი 20 წლის დამთავრებული ჰქონდა ფიზიკური განათლებისა და სპორტის განხრით.

7. მოუ ფირობდა, რომ "ინტერს" სწორედ ამდენი ფეხბურთელი სჭირდებოდა "მილანის"დასამარცხებლად. "შესანიშნავი შვიდეულის" ერთ-ერთი წევრი უესლი სნეიდერი კი გააძევეს. "ჩვენ შესანიშნავები ვიყავით. მატჩის მოსაგებად მხოლოდ 7 კაცი დაგვჭირდა, მაგრამ ექვსით მოვიგეთ".

8. როცა AskMen-ის ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ გამოკითხვის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებში მეცხრე ადგილზეა მან უპასუხა: "რომელ პოზიციაზეა ჩემი ცოლი? მინიმუმ მერვეზე. ეს სიგიჟეა. ჩემს სახლში არ ვფიქრობთ..."

9. სწორედ ამდენი წელი ჟოზე მოურინიო ჩემპიონატის საშინაო მატჩებში დაუმარცხებელი იყო. 2002 წლის თებერვლიდან, 2011 წლის აპრილამდე ჩემპიონატში მას საშიანო მატჩი არ წაუგია.

10. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" გზის გადაკვეთის შემდეგ, ჟოზე ფიქრობდა, რომ ამ მატჩისთვის მხოლოდ 10 კაცი უნდა მოემზადებინა, რადგან მსაჯი ყოველთვის უძევებდა ერთ ფეხბურთელს. "მე 10 კაცით უნდა მოვემზადო "ბარსელონასთან" სათამაშოდ. რადგან, როცა მათ "ჩელსისთან" ერთად შევხდვი, 10 კაცით დავასრულე მატჩი, "ინტერი" - "ბარსას" შეხვედრაზეც იგივე მოხდა, ახლაც იგივე მოხდება". სხვათაშორის, ჟოზე მართალი გამოდგა, მინდვრიდან კეპლერ პეპე გააძევეს.

11. 2010 წელს ჟოზე "წლის მწვრთნელად" დასახელდა.

12. გავრცელებული ინფორმაციით, "რეალში" მისი ხელფასი დაახლოებით სწორედ ამდენი მილიონი ევროა.

13. დედამისის, მარია ჯულიას განცხადებით, ის სრულყოფილი მწვრთნელი უცებ არ გამხდარა, ის ყოველთვის გამოირჩეოდა აკურატულობითა და მოწესრიგებულობით. მისი თქმით, მას სკოლაშიც კი აბსოლუტურად ყველა ნივთი დაჰქონდა, პასტები, ფანქრები, რვეულები, წიგნები, საშლელი და სახაზავიც.

14. სწორედ ამდენ პროცენტიანი ბურთის ფლობა ჰქონდა ჟოზე მოურინიოს "ინტერს" "ბარსელონასთან" განმეორებით მატჩში.

15. დედამისს, მარია ჯულიას უნდოდა მისი შვილი ბიზნესმენი გამხდარიყო, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მისგან პროფესიონალი ფეხბურთელი არ გამოვიდოდა. მან ჟოზე ბიზნეს-სკოლაში შეიყვანა, მაგრამ ის იქედან რამდენიმე დღეში წამოვიდა.

16. 2007 წელს ჟოზე მოურინიომ კინაღამ დაახჩრო პოლიციის ძაღლი, ლეია. ცერემონიის შემდეგ პოლიციელები მოუს სახლში შევარდნენ. მწვრთნელმა ძაღლს ჯერ დახრჩობა დაუპირა და ყელზე ხელი წაუჭირა, შემდეგ კი ქუჩაში გააქცია, რითაც სახლის ჩხრეკას ხელი შეუშალა.

17. სანამ მწვრთნელი გახდებოდა, მოურინიო ფიზკულტურის მასწავლებელი იყო პორტუგალიაში. მისი ერთ-ერთი მოსწავლის განცხადებით, ის ძალიან უშუალო იყო გოგონებთან. როგორც ჩანს, მისი მოსვლის შემდეგ უეცრად ყველა გოგონას გაუქრა ამ საგნის სწავლის სურვილი.

18. რუი ფარიას განცხადებით, ჟოზე მოურინიომ მწვრთნელობა ენდი როქსბურგისაგან ისწავლა, შოტლანდიის ფეხბურთის ასოცოაციაში კურსების გავლის შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მხოლოდ ახალგაზრდული გუნდის, "ვიტორია სეტუბალის" მწვრთნელი იყო.

19. 2005 წელს New Statesman-მა ის წლის ადამიანად დაასახელა.

20. ჟოზე მოურინიო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს მას შემდეგ, რაც კამერის წინ ხელები ისე გაადაჯვარედინა, თითქოს ხელბორკილი ეკეთა.

21. "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მან განაცხადა რომ მოწყენილი იყო, რადგან "თუ "რეალს" არ გაწვრთნი, კარიერაში ყოველთვის გექნება უფსკრული". ერთი კვირის შემდეგ ის "რეალში" გადმოვიდა.

22. 2005 წელს მან გაყიდა ჟაკეტი, რომ ცუნამისგან დაზარალებულებს დახმარებოდა. საბოლოოდ ის მარკ ტომფსონმა იყიდა €25,800-დან. გადაცემის ცერემონია "სტეფორდ ბრიჯზე" შედდა.

23. მისი საყვარელი მსახიობია ენტონი ჰოპკინსი, "ჰანიბალ ლეკტერის" ტრილოგიის ვარსკვლავი

24. ამ ასაკში მან პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. მას 100 მატჩიც კი არ ჩაუტარებია, მხოლოდ 96-ში მოასწრო მონაწილებობის მიღება.

25. კარიერის მანძილზე პორტუგალიელმა 26 მატჩი ჩაატარა "ბარსას" წინააღმდეგ. მის ანგარიშზე 6 მოგება, 8 ფრე და 10 წაგებაა. "თუ "ბარსელონაში" ვერ მიტანენ, ეს პრობლემაა, მაგრამ ჩემი არა. შიში საფეხბურთო ლექსიკონის სიტყვა არაა" - განაცხადა მან.

26. ჟოზეს დამოკიდებულება კატალონიელებთან ყოევლთვის ასეთი არ ყოფილა. ის ამ კლუბში ჯერ ბობი რობსონის, შემდეგ კი ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო.

27. PowerPoint document-ის გვერდების სიმოკლის გამო, 2008 წელს ლისაბონში ჟოზემ ინტერვიუ ვერ ჩაწერა.

28. მოურინიომ "პორტუში" მუშაობის პირველ წელს ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. მან პირობა დადო, რომ შემდეგ წელს ჩემპიონი გახდებოდა. რა თქმა უნდა, მან ის შეასრულა და რეკორდიც დაამყარა, დააგროვა რა 86 ქულა

29. ამ ასაკში ის სერ ბობი რობსონის თარჯიმანი გახდა "ბენფიკაში" 1992 წელს. ის ინგლისელ სპეციალისტს ჯერ "პორტუში", შემდეგ კი "ბარსელონაშიც" გაჰყვა.

30. მოურინიოს სულაც არ აქვს კარგი დამოკიდებულება ლისაბონის "სპორტინგის" ამჯამინდელ მწვრთნელ ხესუალდო ფერეირასთან. ერთხელ მოუმ მას ვირიც კი უწოდა. "ერთ მწვრთნელს აქვს 30-წლინი კარიერა, მეორეს კი სამწლიანი. ერთს 30 წლის მანძილზე არაფერი მოუგია, მეორემ კი სამ წელიწადში ბევჯერ იმარჯვა. პირველი მწვრთნელი კარიერის დასრულების შემდეგ სამუდამოდ დაავიწყდება ისტორიას; მეორემ კი ახლავე რომ დაასრულოს კარიერა, მაინც შემორჩება ისტორიას. ეს იმ ვირის ისტორიას ჰგავს, რომელმაც 30 წელი იშრომა, მაგრამ ცხენი მაინც ვერ გახდა" - განაცხადა ჟოზემ.

31. 2004 წელს მას დაუსვეს შეკითხვა იქნებოდა თუ არა "ჩელსის" თავმჯდომარე აბრამოვიჩთან ერთან, მან კი უპასუხა: "მე არ უნდა ვაკონტროლო ბატონი აბრამოვიჩი. მან უნდა მაკონტროლოს მე".

32. ჟოზე თავის მეუღლეს, ტამის მაშინ შეხვდა, როცა თინეიჯერი იყო, ის 1989 წელს დაქორწინდა, 26 წლის ასაკში. მათ ჰყავთ ორი შვილი. გოგო, მატილდა და ბიჭი, ჟოზე მარიო ჯუნიორი.

33. 2004/05 წლების სეზონში "უეფამ" ის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მაგრამ მოუ არ დანებდა. ის შეიპარა გასახდელში და დაიმალა, რათა გუნდი მატჩის წინ და შესვენებაზე დაემოძღვრა. მთელი ამ დროის მანძილზე მას მიწაზე ფეხი არ დაუდგამს, ის თეთრეულის კარადის სამაგრს ეჭიდებოდა.

34. 2006 წელს მან პრემიერლიგა მოიგო. მოუს გამარჯვებულის მედალი გადასცეს, მაგრამ მან ის გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნაზე მოისროლა. რამდენიმე წუთში მწვრთნელს სანაცვლოდ მეორე მედალი გადასცეს, მაგრამ მასაც იგივე ბედი ეწია. ის ერთ-ერთმა იღბლიანმა გულშემატკივარმა დაიჭირა და მოგვიანებით აუქციონზე გაყიდა €19,720-დ.

35. 2010 წელს "ინტერში" მან პირველი იტალიური ტრიპლეტი შეასრულა, მოიგო რა სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა. ეს იყოს "ინტერის" პირველი ევროთასი 1965 წლის შემდეგ.

36. ისტორიაში მხოლოდ სამ მწვრთნელს აქვს ჩემიონთა ლიგა ორი გუნდით მოგებული. ერნსტ ჰაპელთან და ოტმარ ჰიტსფილდთან ერთად ამ სიაში ჟოზე მოურინიოცაა.

37. "მისტერი" 1963 წელს დაიბადა. სწორედ ამ წელს დაარსდა დასავლეთ გერმანიის ბუნდესლიგა. ასევე მაშინ მოიგო "სანტოსმა" კოპა ლიბერტადორესი. ბრაზილიურმა კლუბმა შთაგონება ახალგაზრდა ფორვარდში ჰპოვა, სახელით პელე.

38. მისი მამა ხოსე მანულ მოურინიო ფელიქსი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო.

39. მოურინიო ნამდვილი პოლიგლოტია. ის საუბრობს პორტუგალიურად, ესპანურად, ფრანგულად, ინგლისურად და პორტუგალიურად.

40. უკანასკნელი წლების მანძილზე, მას ბევრი ასახელებს საუკეთესო მწვრთნელად. მათ შორის უესლი სნეიდერი, კარიმ ბენზემა, იკერ კასილასი, დეკუ და კრიშტიანუ რონალდუ. ლეგენდარულმა არიგო საჩიმ კი მას ნამდვილი "მოვლენა" უწოდა.

41. "მე შემიძლია დავწერო ორასგვერდიანი წიგნი ჩემზე და მარიო ბალოტელიზე" - განაცხადა მან. ერთხელ მან მარიოზე სასაცილო ამბავიც კი მოყვა CNN-ის ეთერში: ჩემი აზრით, ის არა პრობლემატური, არამედ ყველაზე მხიარული იყო. ის ძალიან მხიარული იყო. მასზე შემიძლია დავწერო წიგნი 200 გვერდით. თუმცა, ეს წიგნი არ იქნება დრამა, პირიქით – კომედია".

"მახსოვს, ერთხელ, როცა ჯერ კიდევ "ინტერში" ვიყავი, ჩვენ გვქონდა მატჩი "კაზანის" წინააღდმეგ. ჩემი ყველა თავდამსხმელი ტრავმირებული იყო, არც მილიტო მყავდა, არც ეტო'ო. მარიო ერთადერთი იყო. სადღაც 44–ე წუთისთვის მან ყვითელი ბარათი მიიღო და როცა გასახდელში შევედი 15 წუთიდან 14 მხოლოდ მარიოსთან საუბარში გავატარე. მე მას ვეუბნებოდი: მარიო შენი შეცვლა არ შემიძლია, არ შემიძლია ცვლილების გაკეთება, არ მყავს არცერთი თავდამსხმელი სკამზე, არავის შეეხო, მხოლოდ ბურთთან ერთად ითამაშე, როცა ბურთს დაკარგავ – არანაირი რეაქცია, თუ ვინმე პროვოკაციას შეეცდებa – არანაირი რეაქცია, თუ მსაჯი შეცდომას დაუშვებს – არანაირი რეაქცია. მარიო გთხოვ!!! 46–ე წუთი... წითელი ბარათი" (იცინის).

42. 2010 წელს "უეფამ" ის 40,000 ევროთი დააჯარიმა, რადგან მან იკერ კასილისა და იერჟი დუდეკის მეშვეობით მოქმედების გეგმა გადასცა და გააცნო სერხიო რამოსსა და ჩაბი ალონსოს.

43. მან მინდვრის გარეთ დამარცხების გემო 2004 წელს იწვნია, როდესაც პორტუგალიაში მისი არაოფიციალური ბიოგრაფია სახელით O Vencedor - De Setubal a Stamford Bridge ჯერ ბესტსელერი გახდა, შემდეგ კი მისი გამოცემა შეწყდა.

44. 2011 წლის დეკემბერში Rolling Stone-ის ესპანურმა ვერსიამ ჟოზეს "როკ-ვარსკვლავი" უწოდა და მისი ფოტო წინა გვერდზე გამოაქვეყნა.

45. 2011 წლის აგვისტოში ის დაჯარიმდა და დისკვალიფიცირებულ იქნა, რადგან ჯერ თვალში თითი ჩასხცო ტიტო ვილანოვას შემდეგ კი ის ტიტო "პიტოს" სახელით მოიხსენია, რაც ესპანური ჟარგონია და პენისის მნიშვნელობა აქვს.

46. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის ბიოგრაფიულ წიგნში, "მე ზლატანი ვარ", მოურინიოზე შემდეგი რამ დაწერა: "ჟოზე მოურინიო დიდი ვარსკვლავია... ის მაგარი ტიპია. პირველად, როცა ის ჩემს ცოლს შეხვდა მას უჩურჩულა: "შენ ერთადერთი მისია გაქვს. დააჯილდოვე ზლატანი, დააძინე ის, გახადე ბედნიერი". მან ის თქვა, რაც უნდოდა. მე ის მომწონს".

47. როცა ჟოზემ "ინტერი" დატოვა, ყველაზე ერთგული ფეხბურთელები მას გულთბილად გამოემშვიდოვნენ. მარკო მატერაცი კი მოუს მანქანას უკან შემოახტა და მასთან ერთად დატოვა მილანი.

48. 2004 წელს ჟოზემ განაცხადა, რომ 4 წლის წინ მან ბობი რობსონს "ნიუკასლში" გაყოლაზე უარი უთხრა.

49. მოურინიო ერთადერთი ადამიანია, რომელსაც 4 ქვეყნის სუპერთასი აქვს მოგებული.

50. სწორედ ამდენწლიანი პაუზის შემდეგ მოუმ "ჩელსის" პრემიერ ლიგა მოაგებინა. თუმცა, მაპატიეთ... ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია... 50 - სწორედ ამდენი წლის წინ თანამედროვე ფეხბურთის უდიდესი ლეგენდა მოევლინა მსოფლიოს!..
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 4:08 am

როგორც მოგეხსენებათ ხვალ მადრიდის "რეალი" გამართავს მატჩს "ხეტაფესთან", გთავაზოვთ სავარაუდო შემადგენლობებს "მარკას" ვერსიით.

avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 4:08 am

ვაიმეე რამდენი იყოოოოოოოო... დამატყდა ხელებიი :დ მორჩა სიახლეები როგორც იქნა და 73 გვერდზეც გდავედით,დავხურავთ ეხლა უკვეე :დ
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 4:09 am

ეხლა ირიშკას შევუსეირნებ,ფოტოებს ვნახავ.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sun Jan 27, 2013 4:13 am

ძველი ფოტოებია,ახალი მგონი არაფერია... თან წავედი ეხლა მე,დავწერო ინგლისური მე გაჭირვებულმა.. : |||
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by BrAcAmOnTeS on Sun Jan 27, 2013 8:37 pm

Reali getafea exla,4:0 vigebt,ronald saswaulebs axdens;D

Oh yeah!!! <3
avatar
BrAcAmOnTeS

. :
Allison Argent






პოსტების რაოდენობა : 13206
ქულები : 15056
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-07
ასაკი: : 50

View user profile http://RealMadrid.Com

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Wed Jan 30, 2013 2:13 am

vaime am fotoshi iriina ar momewona ise ki ulamazesia magram aq ragacnairad ar momewona
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by BrAcAmOnTeS on Wed Jan 30, 2013 2:40 am

Vaime loms gavs;D mara mainc momwons<3

p.s. xval clasico,magari deibli shemadgenloba gvyavs,naxevari gundi ar aris magas plius imat kai shemadgenloba yavt ,msai xo vafshe chvens winaagmdegaa da uechveli sashinelebebs gaaketebs...

chven arafershi bedi ara gavq!!
avatar
BrAcAmOnTeS

. :
Allison Argent






პოსტების რაოდენობა : 13206
ქულები : 15056
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-07
ასაკი: : 50

View user profile http://RealMadrid.Com

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Wed Jan 30, 2013 6:45 pm

Casilass Ra Chirs ? :SS Operacia Gauketeso martllaA ?:SS :X
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Thu Jan 31, 2013 3:48 am

კასილიასი მოიშუშებს ტრამვას უკვე :ღიმილი:
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥️


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 4 of 40 Previous  1, 2, 3, 4, 5 ... 22 ... 40  Next

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum