იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

ფსიქოლოგიური ტესტები

View previous topic View next topic Go down

მოგწონთ თემა?

75% 75% 
[ 6 ]
25% 25% 
[ 2 ]
 
Total Votes : 8

ფსიქოლოგიური ტესტები

Post by barbara-la hiena on Sat Mar 23, 2013 12:50 am

ფსიქოლოგიური ტესტები


Last edited by barbara-la hiena on Sat Mar 23, 2013 1:02 am; edited 2 times in total
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by barbara-la hiena on Sat Mar 23, 2013 12:56 am

● ზიგმუნდ ფროიდის მარტივი, ფსიქოლოგიური ტესტი ●

გთავაზობთ ავსრტიელი ნევროპათოლოგის, ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ერთ-ერთ ტესტს.

მთავარია დაწეროთ ის, რასაც გრძნობთ და რაც პირველი მოგივა თავში, საშიში არაფერია თუ სხვადასხვა კითხვაზე პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. ყველაფერი ერთად თავიდანვე არ წაიკითხოთ.წაიკითხეთ კითხვები რიგის მიხედვით და არ იჩქაროთ. თუ მზად გაქვთ კალამი და ფურცელი მაშინ დავიწყოთ.

1. ზღვაში იყურები (შენი პირველი შეგრძნება, შეგიძლია დახუჭო თვალები)

2. მიდიხარ ტყეში და იყურები ფეხებზე (რას გრძნობ, პასუხისთვის გაქვს 30–40 წამი)

3. ხედავ მფრინავ თოლიებს (რას განიცდი ამ დროს, სწრაფად პასუხობ და გადავდივართ შემდეგზე)

4. ცხენების რემა (ბევრი ფიქრის გარეშე, დაწერე რაც თავში მოგივა)

5. უდაბნოში არის კედელი, პატარა ნახვრეტებით, რომლიც უკანაც არის ოაზისი
(ამ კითხვაში საჭიროა, შენი ქმედება და არა ფიქრი)

6. უდაბნოში დაღლილი, ხედავ გზაზე წყლით სავსე ჭურჭელს, რას აკეთებ
(რას განიცდი, დაწერე ფურცელზე)

7. ტყეში დაიკარგე, მოსაღამოვდა და დაინახე სახლი, რომელშიც შუქი ანთია (რას გააკეთებ)

8.ნისლში ხარ (მოქმედება, როგორ მოიქცევი)


რეზულტატები: რას გულისხმობდა ფროიდი.

1. შენი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ, ემოციები და შეგრძნებები.

2. როგორ გრძნობ თავს საკუთარ ოჯახში.

3. შენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

4. შენი დამოკიდებულება კაცების მიმართ.

5. შენი არსებობის მთავარი სტრატეგია და მიზანი, როგორ წყვეტ პრობლემებს.

6. შენი სექსუალური აზროვნება, პარტნიორის ამოვრჩევის მხრივ.

7. შენი დამოკიდებულება ოჯახის შექმინს მიმართ.

8. შენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by barbara-la hiena on Sat Mar 23, 2013 1:00 am


1)გადახლართეთ თითები, როგორც პირველ სურათზეა ნაჩვენები.
თუ ზევით მარცხენა ხელის ცერა თითი აღმოჩნდა ფურცელზე დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”.
2)დაუმიზნეთ უჩინარ სამიზნეს.
თუ მარცხენა თვალით უმიზნებთ და მარჯვენას ხუჭავთ დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”.
3)გადააჯვარედინეთ ხელები მკერდზე.
თუ მარცხენა ხელის მტევანია ზევით დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ მარჯვენა სიმბოლო “R”.
4)ტაში დაუკარით.
თუ თქვენ მარცხენა ხელს ურტყამთ მარჯვენას დაწერეთ სიმბოლო “L”, თუ პირიქით სიმბოლო “R”.
მაშ ასე ვნახოთ შედეგები:
RRRR-100% მემარჯვენე. კონსერვატიზმი, სტერეოტიპებისადმი ორიენტაცია. უკონფლიქტობა.
RRRL-ხასიათის საკმაოდ მკვეთრი მახასიათებელია თავდაჯერებულობის ნაკლებობა.
RRLR-ძალიან კონტაქტური ხასიათის ტიპი. თავდაჯერებოლობა, არტისტიზმი, იუმორის გრძნობა.
RRLL-იშვიათი შეხამება. წინა ხასიათს ჰგავს, თუმცა უფრო შერბილებულია.
RLRR-ანალიტიკური აზროვნება. ნელი შეგუება, სიფრთხილე ურთიერთობებში, მოთმინების უნარის მაღალი დონე და რაღაც დოზით სიცივე.
RLRL-ყველაზე იშვიათი შეხამებაა. უსუსურობა, სხვადასხვა გავლენების ქვეშ მოქცევის მაღალი რისკი.
LRRR-ხშირი შეხამებაა. ემოციურობა, მიზანსწრაფულობის ნაკლებობა. მეგობრულობა და კონტაქტში ადვილად შესვლის უნარი.
LRRL-წინა შემთხვევასთან შედარებით უფრო რბილი ხასიათი. მეამიტობა.
LLRR-მეგობრულობა და თავისუფლება. ინტერესების გაფანტულობა და თვითანალიზისადმი მიდრეკილება.
LLRL-მიმნდობობა და ხასიათის სიმარტივე.
LLLR-ემოციურობა, ენერგიულობა და თავდაჯერებულობა.
LLLL-100%-ით მემარცხენე. ანტიკონსერვატიული ხასიათი. ძველისთვის ახლებურად შეხედვის უნარი. ძლიერი ემოციები, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი.
LRLR-ხასიათის ყველაზე ძლიერი ტიპი. ენერგიულობა მიზნისკენ სწრაფვაში. საკუთარი თვალთახედვის შეცვლის უნარის არარსებობა.
LRLL-სირთულეები მეგობრების შეძენისას. ჰგავს წინა ტიპს.
RLLR-ადვილი ხასითი. გაურბის კონფლიქტებს. გატაცებების ხშირი ცვლილება.
RLLL-დამოუკიდებლობა და ცვალებადობა. ყველაფრის თავისი ძალებით კეთების სურვილი.
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by barbara-la hiena on Sat Mar 23, 2013 1:03 am

ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები და პირველივე პასუხი, რაც თავში მოგივათ, მოინიშნეთ ფურცელზე.მე ჩავიტარე ეს ტესტი და 100 %ით სწორი გამოდგა.ნახეთ, თქვენს შემთხვევაში რამდენად სწორი გამოდგება...


1) მიდიხართ ტყეში.ვინ წარმოგიდგენიათ თქვენს გვერდით?


2) ღრმად შედიხართ ტყეში და ხედავთ ცხოველს.რომელია ეს ცხოველი?


3) რა მოხდა თქვენსა და ამ ცხოველს შორის?


4) გაივლით ტყეს და გადიხართ მინდორში.ხედავთ თქვენი ოცნების სახლს.როგორია ეს სახლი?


5) აქვს თუ არა ამ სახლს ჭიშკარი?თუ აქვს, რა ზომის?


6) შეხვალთ ამ სახლში.გახვალთ სამზარეულოში.ოთახის შუაში მაგიდა დგას.ირგვლივ რახდება?მაგიდაზე თუ დევს რამე?


7) სახლიდან გადიხართ უკანა კარით.ბრუნდებით მინდორში და ბალახებში ხედავთ ჩაის ჭიქას.როგორია ეს ჭიქა, რისგანაა დამზადებული?


8) გადიხართ ბაღში, სადაც წყალსაცავია.როგორ იქცევით, როგორ გაივლით ამ წყალსაცავს?


პასუხები ნახეთ გვედრის ბოლოში.































1) ეს არის ადამიანი, ვისაც 100%ით ენდობით.მასთან ერთად ბიზნესის წამოწყებაც შეგიძლიათ.


2) ცხოველის ზომა თქვენი მატერიალური პრობლემების ზომის ანალოგიურია.


3) როგორც ხვდებით ამ ცხოველს, ისე ხვდებით ცხოვრებისეულ პრობლემებს.


4) პარატა სახლი მიგვანიშნებს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად არ იბრძვით.დიდი სახლი კი სიმდიდრისკენ სწრაფვას ნიშნავს.


5) ჭიშკრის არარსებობა თქვენს უბრალოებას მიუთითებს.მოგწონთ ახალი მეგობრების შეძენა.თუ სახლი დიდია, ესე იგი ჩაკეტილი ადამიანი ხართ და პრობლემები გაწუხებთ.


6) თუ პასუხში საკვები ან ყვავილები მოიხსენიეთ, ფულის შოვნის სწორ გზას ადგახართ.თუ არ მოიხსენიეთ არც ერთი, ესე იგი სამუშაოს ძებნისას მხოლოდ ანაზღაურება გაინტერესებთ და მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის, რა ვალდებულებას გაკისრებენ.


7) ჭიქის შემადგენლობა გამოხატავს თქვენს ურთიერთდამოკიდებულებას პირველ კითხვაში ხსენებულ ადამიანთან.რამდენადაც მყარი ნივთიერებისგანაა დამზადებული თქვენს მიერ დანახული ჭიქა, იმდენად გამძლეა და ღირებული თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა.


8) იმის მიხედვით, თუ რამდენად დასველდებით წყალსაცავის გავლისას, განისაზღვრება თქვენი ფულისადმი დამოკიდებულება.თქვენი ქცევა ზუსტად გამოხატავს იმას, თუ რამდენად მზად ხართ ფულის გამოსამუშავებლად..
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by @JackyBrv on Sat Mar 23, 2013 1:06 am

1. ზღვაში იყურები (შენი პირველი შეგრძნება, შეგიძლია დახუჭო თვალები)
- სიხარული

2. მიდიხარ ტყეში და იყურები ფეხებზე (რას გრძნობ, პასუხისთვის გაქვს 30–40 წამი)
- შიშს

3. ხედავ მფრინავ თოლიებს (რას განიცდი ამ დროს, სწრაფად პასუხობ და გადავდივართ შემდეგზე)
- სიყვარულს

4. ცხენების რემა (ბევრი ფიქრის გარეშე, დაწერე რაც თავში მოგივა)
- სისულელე ;დდ

5. უდაბნოში არის კედელი, პატარა ნახვრეტებით, რომლიც უკანაც არის ოაზისი
(ამ კითხვაში საჭიროა, შენი ქმედება და არა ფიქრი)
- გავიქცევი და არვიცი რატომ
6. უდაბნოში დაღლილი, ხედავ გზაზე წყლით სავსე ჭურჭელს, რას აკეთებ
(რას განიცდი, დაწერე ფურცელზე)
- ვაიმეე გადავისხამ წყალს თავზე

7. ტყეში დაიკარგე, მოსაღამოვდა და დაინახე სახლი, რომელშიც შუქი ანთია (რას გააკეთებ)
- შევალ აუცილებლად დავიკითხავ ვინ არის
8.ნისლში ხარ (მოქმედება, როგორ მოიქცევი)
- ვეცდები გავიდე ნისლიდან ისეთ ადგილას სადაც არააა ნისლი


რეზულტატები: რას გულისხმობდა ფროიდი.

1. შენი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ, ემოციები და შეგრძნებები.

2. როგორ გრძნობ თავს საკუთარ ოჯახში.

3. შენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

4. შენი დამოკიდებულება კაცების მიმართ.

5. შენი არსებობის მთავარი სტრატეგია და მიზანი, როგორ წყვეტ პრობლემებს.

6. შენი სექსუალური აზროვნება, პარტნიორის ამოვრჩევის მხრივ.

7. შენი დამოკიდებულება ოჯახის შექმინს მიმართ.

8. შენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by barbara-la hiena on Sat Mar 23, 2013 1:16 am

1. ჯერ ჩამოწერე რიცხები 1–დან 11–მდე

2. შემდეგ 1 და 2 მოპირდაპირეთ დაწერე ორი ნებისმიერი რიცხვი

3. 3 და 7 მოპირდაპირეთ დაწერე საპირისპირო სქესის ორი ნებისმიერი სახელი

4. 4, 5 და 6 მოპირდაპირეთ დაწერე მეგობრების ან ნათესავების საყვარელი სახელები

5. 8, 9, 10 და 11 მოპირდაპირეთ დაწერე ოთხი სიმღერის სახელი (არ მოიტყუო თავი!)

6. და ეხლა ბოლოსდაბოლოს ჩაიფიქრე სურვილი

ეხლა კი თამაშის გასაღები…

1. რომ აგისრულდეს შენი სურვილი, შენ უნდა დაწერო ეს სურვილი დაღეჭო და გადაყლაპო

2. ადამიანი, რომლის სახელიც გიწერია მე–3 პუნქტთან, შენი შეყვარებულია

3. ადამიანი, რომლის სახელიც გიწერია მე–7 პუნქტთან, შენ ძალიან მოგწონს, მაგრამ მასთან შეხვედრა არასდროს გქონია

4. ყველაზე მეტად შენ ზრუნავ ადამინზე, რომელიც მე–4 ნომერთან გიწერია

5. ადამიანი, რომელიც მე–5 ნომერთან გიწერია, შენ ძალიან კარგად გიცნობს

6. ადამიანი, რომელიც მე–6 ნომერთან დაწერე, შენი “ბედის ვარსკლავია”

7. მე–8 პუნქტთან სიმღერა ასოციაციას გიწვევს ადამიანთან, რომელიც მე–3 პუნქტთან გიწერია

8. მე–8 პუნქტთან სიმღერას უძღვნი ადამიანს, რომელიც მე–3 პუნქტთან გიწერია

9. მე–10 პუნქტი – სიმღერა, რომელიც შენზე და შენ ფიქრებზე გიამბობს

10. მე–11 სიმღერა ასახავს შენ ურთიერთობას ცხოვრებასთან

11. რას ნიშნავს პირველ პუნქტთან დაწერილი რიცხვი არავინ იცის, მაგრამ აშკარად ეს რიცხვი შენთან ახლოს დგას.
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by barbara-la hiena on Sat Mar 23, 2013 1:20 am

მოიმზადეთ საწერი კალამი და ფურცელი… წამზომი ჩაირთო :lol2: P.S. პასუხები არ ნახოთ..

1. დაწერე შენგან საპირისპირო სქესის ადამიანის სახელი.

2. რომელი ფერი უფრო მოგწონს – წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი, მწვანე.

3. შენი სახელის პირველი ასო.

4. შენი დაბადების თვე.

5. რომელი ფერი უფრო მოგწონს – შავი თუ თეთრი?

6. დაწერე შენი სქესის ადამიანის სახელი.

7. დაწერე შენი ფავორიტი ციფრი.

8. რომელი უფრო მოგწონს – კალიფორნია თუ ფლორიდა?

9. რომელი გირჩევნია – ოკეანე თუ ტბა?

10. დაწერე შენი ოცნება…



აი პასუხებიც :

1. შენ 100% შეყვარებული ხარ ამ ადამიანზე.

2. თუ აირჩიე:

წითელი: შენ სიყვარულში ცურავ, სიყვარულით არის შენი ცხოვრება ავსებული.

ყვითელი: შენ კარგი ადამიანი ხარ და გიყვარს ხელის გამართვა სხვისთვის.

ლურჯი: შენ ხარ თბილი და გიყვარს როცა შენი საყვარელი პიროვნებები ყურადღებას გაქცევენ და გეფერებიან.

შავი: შენ ხარ აგრესიული და ჩაკეტილი პიროვნება ასე ვთქვათ.

მწვანე: შენ ხარ განტვირთული და მშვიდი.

3. თუ შენი სახელის პირველი ასო არის:

ა-კ: ძალიან ბევრი მეგობარი და საყვარელი ადამიანი გყავს.

ლ-რ: ცდილობ მაქსიმალურად გაერთო ამ ცხოვრებაში და მალევე შენს ცხოვრებას სიყვარული დაიპყრობს.

ს-ძ: გიყვარს ადამიანების დახმარება და მომავალში შენი ცხოვრება ლამაზი და საყვარელი იქნება.

4. თუ დაიბადე:

იანვარი-მარტი: ეს წელიწადი კარგად ჩაივლის და ნახავ მოულოდნელი პიროვნება შეგიყვარდება.

აპრილი-ივნისი: ძლიერი სიყვარული გექნებათ მაგრამ ხანმოკლე, ოღონდ არასოდეს დაგავიწყდებათ

ივლისი-სექტემბერი: ყველაფერი კარგისკენ მიიწევს, ეს წელი თქვენთვის კარგის მომტანი იქნება.

ოქტომბერი-დეკემბერი: გადასარევი სიყვარული არ გექნებათ, მაგრამ თქვენს სიყვარულს მაინც იპოვნით

5. თუ აირჩიე…

შავი: შენი ცხოვრების დირექცია შეიცვლება, ცოტათი გაგიძნელდება, მაგრამ ბოლოს კარგი რეზულტატი გექნება.

თეთრი: საუკეთესო მეგობარი გეყოლება რომელიც ბევრს გირჩევს მაგრამ შენ არ მოუსმენ.

6. ეს ადამიანი შენი საუკეთესო მეგობარია.

7. ამდენი რაოდენობის ყველაზე საუკეთესო ამხანაგი გყავს

8. თუ აირჩიე…

კალიფორნია: გიყვარს მოგზაურობა.

ფლორიდა: სუსტი ადამიანი ხარ.

9. თუ აირიჩიე…

ტბა: კარგად იქცევი შენს მეგობრებთან და შეყვარებულთან, მაგრამ მორცხვი ხარ…

ოკეანე: გამბედავი ხარ და გიყვარს დახმარების თხოვნა
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by barbara-la hiena on Sat Mar 23, 2013 1:26 am

თუ ჩვენთან აინტერესებთ ხოლმე, თუ ვინ ხარ ჰოროსკოპით, იაპონიაში პიროვნების უკეთ გასაგებად ინტერესდებიან მისი სისხლის ჯგუფით. ხანდახან სამსახურში მიღებისას ზუსტად ამ კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ (რა დასამალია და, ერთ-ერთ დიდ ქართულ კომპანიაზეც მსმენია მსგავსი ამბავი, ოღონდ აქ ზოდიაქოს ნიშნებზე კეთდებოდა აქცენტი რეკრუტინგისას).

იაპონელმა მეცნიერმა პოშიტაკე ნომიმ ჩაატარა გამოკვლევა, სადაც მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და დაამტკიცა ამ თეორიის სანდოობა. მოკლედ წარმოგიდგენთ ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების ძირითად მახასიათებლებს:
სისხლის I ჯგუფი. თქვენ მიისწრაფვით ლიდერობისკენ. როდესაც მიზანს დაისახავთ, იქამდე იბრძვით, სანამ არ მიაღწევთ მას. შეგიძლიათ წინსვლისთვის მიმართულების სწორად არჩევა. გჯერათ საკუთარი ძალების, არ გაკლიათ ემოციონალურობაც. თუმცა სისუსტეებიც გახასიათებთ: ძალიან ეჭვიანი და მშფოთვარე ხართ, გარდა ამისა ავადმყოფურ აბიციურობასაც ავლენთ.
სისხლის II ჯგუფი. უპირატესობას ანიჭებთ ჰარმონიას, სიმშვიდეს და მოწესრიგებულობას. სხვა ადამიანებთან კარგად მუშაობთ. ხართ მგრძნობიარე, მომთმენი და კეთილგანწყობილი. სისუსტეებს შორის ხაზგასასმელია – სიჯიუტე და მოდუნების უუნარობა.
სისხლის III ჯგუფი. თქვენ ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტი ბრძანდებით – აშკარად ხართ მიდრეკილი მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ მოგწონთ. ადვილად ეგუებით ყველაფერს, მოქნილი ხართ და არ უჩივით წარმოსახვის დეფიციტს. თუმცა დამოუკიდებლობის სირვილი ხანდახან შეიძლება ზედმეტი იყოს და სისუსტეში გადაგივიდეთ.
სისხლის IV ჯგუფი. თქვენ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება ბრძანდებით, ადამიანებს უყვარხართ და თქვენთან ერთად თავს კარგად გრძნობენ. იცით მათი გართობა, ამავდროულად ტაქტიანი და სამართლიანი ხართ გარშემომყოფების მიმართ. მაგრამ ხანდახან ძალიან უხეშიც. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება.



გარდა ამ კლასიფიკაციისა, გთავაზობთ სხვასაც, რომელიც არაა დაფუძნებული ისეთივე გრანდიოზულ კვლევაზე, როგორც პოშიკატესი, მაგრამ შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის.



მამაკაცი:

I ჯგუფი - ნამდვილი მამრია, სულ აღგზნებულია. უარს არ ღებულობს ქალებისგან.

II ჯგუფი - მორიდებულობა ცოტა ანელებს მათ. ურჩევნიათ ქალი კინოში დაპატიჟონ, გზაში უყიდონ ნაყინი, დასხდნენ ბოლო რიგებში და მორცხვად ,,შემთხვევით” ხელი შეახონ მუხლზე ან მხარზე.

IIII ჯგუფი - მისი მიზანი არაა გულების მოგება. უარსაც უპრობლემოდ იღებს და შეუძლია ამის მიუხედავად ურთიერთობის გაგრძელება. უბრალოდ მოსწონს, როცა ის მოსწონთ.

IV ჯგუფი - მიუხედავად შესანიშნავი ნიჭისა, შეაყვარონ თავი ქალბატონებს, მათ ახასიათებთ დაურწმუნებლობა და ეჭვები. უყვარდებათ თავდავიწყებით.



ქალბატონი:

I ჯგუფი - სექსამდე ძუნწია. ეჭვიანია

II ჯგუფი - შესანიშნავი ცოლები არიან – ერთგული და მოსიყვარულე. მორიდებულობა ქალბატონებსაც ახასიათებთ.

IIII ჯგუფი - ექსტრავაგანტულები არიან. ადვილად აყვარებენ თავს მამაკაცებს. ამის გამო ეშინიათ მათთან დაოჯახება. თუმცა დროთა განმავლობაში ერთგულები და საკმაოდ კარგი მეოჯახეები დგებიან.

IV ჯგუფი - ძალიან ბევრ რამეს აქცევენ ყურადღებას მამაკაცის შერჩევისას და მომთხოვნებიც არიან მათ მიმართ.

avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by OTTO on Sat Mar 23, 2013 3:38 am

barbara-la hiena wrote:თუ ჩვენთან აინტერესებთ ხოლმე, თუ ვინ ხარ ჰოროსკოპით, იაპონიაში პიროვნების უკეთ გასაგებად ინტერესდებიან მისი სისხლის ჯგუფით. ხანდახან სამსახურში მიღებისას ზუსტად ამ კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ (რა დასამალია და, ერთ-ერთ დიდ ქართულ კომპანიაზეც მსმენია მსგავსი ამბავი, ოღონდ აქ ზოდიაქოს ნიშნებზე კეთდებოდა აქცენტი რეკრუტინგისას).

იაპონელმა მეცნიერმა პოშიტაკე ნომიმ ჩაატარა გამოკვლევა, სადაც მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და დაამტკიცა ამ თეორიის სანდოობა. მოკლედ წარმოგიდგენთ ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების ძირითად მახასიათებლებს:
სისხლის I ჯგუფი. თქვენ მიისწრაფვით ლიდერობისკენ. როდესაც მიზანს დაისახავთ, იქამდე იბრძვით, სანამ არ მიაღწევთ მას. შეგიძლიათ წინსვლისთვის მიმართულების სწორად არჩევა. გჯერათ საკუთარი ძალების, არ გაკლიათ ემოციონალურობაც. თუმცა სისუსტეებიც გახასიათებთ: ძალიან ეჭვიანი და მშფოთვარე ხართ, გარდა ამისა ავადმყოფურ აბიციურობასაც ავლენთ.
სისხლის II ჯგუფი. უპირატესობას ანიჭებთ ჰარმონიას, სიმშვიდეს და მოწესრიგებულობას. სხვა ადამიანებთან კარგად მუშაობთ. ხართ მგრძნობიარე, მომთმენი და კეთილგანწყობილი. სისუსტეებს შორის ხაზგასასმელია – სიჯიუტე და მოდუნების უუნარობა.
სისხლის III ჯგუფი. თქვენ ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტი ბრძანდებით – აშკარად ხართ მიდრეკილი მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ მოგწონთ. ადვილად ეგუებით ყველაფერს, მოქნილი ხართ და არ უჩივით წარმოსახვის დეფიციტს. თუმცა დამოუკიდებლობის სირვილი ხანდახან შეიძლება ზედმეტი იყოს და სისუსტეში გადაგივიდეთ.
სისხლის IV ჯგუფი. თქვენ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება ბრძანდებით, ადამიანებს უყვარხართ და თქვენთან ერთად თავს კარგად გრძნობენ. იცით მათი გართობა, ამავდროულად ტაქტიანი და სამართლიანი ხართ გარშემომყოფების მიმართ. მაგრამ ხანდახან ძალიან უხეშიც. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება.



გარდა ამ კლასიფიკაციისა, გთავაზობთ სხვასაც, რომელიც არაა დაფუძნებული ისეთივე გრანდიოზულ კვლევაზე, როგორც პოშიკატესი, მაგრამ შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის.



მამაკაცი:

I ჯგუფი - ნამდვილი მამრია, სულ აღგზნებულია. უარს არ ღებულობს ქალებისგან.

II ჯგუფი - მორიდებულობა ცოტა ანელებს მათ. ურჩევნიათ ქალი კინოში დაპატიჟონ, გზაში უყიდონ ნაყინი, დასხდნენ ბოლო რიგებში და მორცხვად ,,შემთხვევით” ხელი შეახონ მუხლზე ან მხარზე.

IIII ჯგუფი - მისი მიზანი არაა გულების მოგება. უარსაც უპრობლემოდ იღებს და შეუძლია ამის მიუხედავად ურთიერთობის გაგრძელება. უბრალოდ მოსწონს, როცა ის მოსწონთ.

IV ჯგუფი - მიუხედავად შესანიშნავი ნიჭისა, შეაყვარონ თავი ქალბატონებს, მათ ახასიათებთ დაურწმუნებლობა და ეჭვები. უყვარდებათ თავდავიწყებით.



ქალბატონი:

I ჯგუფი - სექსამდე ძუნწია. ეჭვიანია

II ჯგუფი - შესანიშნავი ცოლები არიან – ერთგული და მოსიყვარულე. მორიდებულობა ქალბატონებსაც ახასიათებთ.

IIII ჯგუფი - ექსტრავაგანტულები არიან. ადვილად აყვარებენ თავს მამაკაცებს. ამის გამო ეშინიათ მათთან დაოჯახება. თუმცა დროთა განმავლობაში ერთგულები და საკმაოდ კარგი მეოჯახეები დგებიან.

IV ჯგუფი - ძალიან ბევრ რამეს აქცევენ ყურადღებას მამაკაცის შერჩევისას და მომთხოვნებიც არიან მათ მიმართ.

ჰაჰა ვაიმე სრული სიმართლეა სიცილი სიცილი 1 ჯგუფის სისხლი მაქვს დადებითი სიცილი ზუსტად ასეთი ვარ სიცილი

ზემოთ დანარჩენებიც მაინტერესებს მაგრამ მეზარება რამხელებია სიცილი
avatar
OTTO

. :
პოსტების რაოდენობა : 8001
ქულები : 8606
დარეგისტრირების თარიღი : 2011-03-05
ასაკი: : 94

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by isabel arroyo on Sat Mar 23, 2013 6:55 pm

სისხლის IV ჯგუფი. თქვენ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება ბრძანდებით, ადამიანებს უყვარხართ და თქვენთან ერთად თავს კარგად გრძნობენ. იცით მათი გართობა, ამავდროულად ტაქტიანი და სამართლიანი ხართ გარშემომყოფების მიმართ. მაგრამ ხანდახან ძალიან უხეშიც. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება.
ისემც რა ვთქვი ჩემი თავი ვერ დავინახე;დ
avatar
isabel arroyo

პოსტების რაოდენობა : 16826
ქულები : 17009
დარეგისტრირების თარიღი : 2011-12-02

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტები

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum