იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

ფორესტ გამპი /Forrest Gump

Go down

ფორესტ გამპი /Forrest Gump

Post by isabel arroyo on Sun Mar 24, 2013 1:05 am

ყველას გირჩევთ ამ ფილმის ყურებას.ერთდროულად კომედია და დრამა,უძლიერესი ფილმია.დამერწმუნეთ ამ ფილმის საყურებლად დახარჯული დრო ნამდვილად ღირს.ფილმი მოიცავს ყველაფერს–სიყვარულს,მეგობრობას,სიკეთეს. მთავარი გმირი,ფორესტი გონებრივი ჩამორჩენის მოუხედავად სულიერად ამაღლებული ადამიანია,რომელმაც იცის რა არის მეგობრობა,ერთგულება და სიყვარული.''შეიძლება მე არ ვარ ჭკვიანი,მაგრამ ვიცი სიყვარული რაც არის"–ამბობს გამპი

ფორესტ გამპი — რეჟისორ რობერტ ზემეკისის 1994 წლის ფილმი. იგი ეფუძნება უინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს და მოგვითხრობს მთავარი გმირის, ფორესტ გამპის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე. ფილმმა არაერთი ჯილდო მიიღო, რამაც ხაზი გაუსვა მასზე მთელ მსოფლიოში რეაქციას.
მთავარ როლში –ტომ ჰენკსი
აღებული აქვს 5 ოსკარი და შედის მსოფლიოს საუკეთესო ფილმების კრებულში.
ოსკარი საუკეთესო სურათისთვის
ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის
ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის
ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის
ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვის



avatar
isabel arroyo

პოსტების რაოდენობა : 16826
ქულები : 17009
დარეგისტრირების თარიღი : 2011-12-02

View user profile

Back to top Go down

Re: ფორესტ გამპი /Forrest Gump

Post by isabel arroyo on Sun Mar 24, 2013 1:16 am

სინოფსისი
ფილმს ხსნის თავად ფორესტ გამპი, რომელიც 1981 წელს, ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანას მოედანზე ზის. სხვადასხვა ადამიანს, რომელიც ჯდება სკამზე ის თავის ისტორიას უყვება.


ბავშვობაში ფორესტს ჰქონდა პრობლემები ხერხემალზე, ამიტომ ის ორთოპედიულ დამხმარე ღეროებს ატარებდა. დაბალი გონებრივი ინტელექტის გამო მას არ იღებდნენ სკოლაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედამისმა სკოლის დირექტორთან სექსუალური კონტაქტი იქონია, ბიჭი მიიღეს სკოლაში. იქ მან ჯენი კარენი გაიცნო, რომელიც მის საუკეთესო მეგობრად იქცა.ჯენი მამის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია,ამიტომ ის ბებიასთან გადაყავთ სადაც ღამღამობით ფორესტთან იპარება.''ძვირფასო ღმერთო,მაქციე ჩიტად,რომ გავფრინდე შორს,შორს აქედან'',–ნატრობს გოგონა.


წლების შემდეგ ფორესტი იქცა ბეისბოლის გუნდის წევრად, რადგან მას შემდეგ, რაც ღეროები მოხსნეს, მან აღმოაჩინა, რომ სწრაფად სირბილი შეუძლია. სკოლის შემდეგ ის ჯარში მოხვდა, სადაც დამეგობრდა ზანგ გონებადაქვეითებულ ბიჭთან, ბაბა სმითთან,რომელიც გაუთავებლად კიბორჩხალებზე ლაპარაკობს და ოცნებობს კიბორჩხალების საჭერი გემი იყიდოს. ორივე ექვემდებარება ლეიტენანტ დენ ტეილორს. ვიეტნამის ომში ბაბა დაიღუპა, ფორესტმა კი გადაარჩინა დენი.


მას შემდეგ, რაც თავად ფორესტიც დაჭრეს, ის არ დაბრუნებულა საბრძოლო ველზე. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მან თავად ლინდონ ჯონსონისგან მიიღო ღირსების მედალი. პრეზიდენტის გახუმრებაზე,რომ სიამოვნებით ნახავდა მის ჭრილობას,ყველათვის მოულოდნელად გამპი შარვალს ჩაიხდის და დუნდულას კამერებს დაანახებს.
ვაშინგტონში სეირნობისას ფორესტი შეხვდა ჯენის, რომელიც ჰიპის გუნდს შეუერთდა და მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში.ნარკოტიკებზე დამოკიდებული ჯენი არ იღებს ფორესტის წინადადებას, იყოს მისი მეგობარი გოგონა და ჰიპებს მიყვება.ფორესტი ბრუნდება არმიაში და თავის თავში აღმოაჩენს მაგიდის ჩოგბურთისადმი მიდრეკილებას. თავისი ნიჭით ის კომუნისტურ ჩინეთშიც კი მოგზაურობს, სადაც იმარჯვებს სპორტის ამ სახეობის შეჯიბრებში. როგორც ომის ვეტერანი, ის ხვდება რიჩარდ ნიქსონს, აშშ-ს ახალ პრეზიდენტს. მოგვიანებით ფორესტი ძალაუნებურად ხდება უოტერგეიტის სკანდალის თანამონაწილე. ნიუ იორკში გამპი მონაწილეობს ტელეგადაცემაში, ჯონ ლენონთან ერთად. ტელესტუდიიდან გამოსული ის ხვდება ლეიტენანტ დენს, რომელიც ფეხებდაკარგულია და არ უხარია, რომ გამპმა ის გადაარჩინა.
დემობილიზაციის შემდეგ გამპი მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნების ბიზნესს იწყებს, რაც მას საკმარის შემოსავალს მოუტანს, რათა საკუთარი გემი შეიძინოს.გემის შეძენა მან ბაბას ხსოვნის საპატივსაცემოდ გადაწყვიტა. ლეიტენანტი დენი მასთან ერთად გაცურავს. მათ ბადეში არც ერთი კრევეტი არ ჰყოფს თავს, მაგრამ დიდი გრიგალის შემდეგ ფორესტი ხდება კრევეტის ბიზნესის მონოპოლისტი, რადგან იჭერს კრევეტის დიდ პარტიას. ამის შემდეგ ფორესტი უფრო მდიდრდება, ხოლო დენი ხდება მისი ბიზნესის თანაპარტნიორი.


ფორესტი ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქ გრინბოუში, რადგან მისი დედა კიბოს გამო სიკვდილის პირას არის. დედის გარდაცვალების შემდეგ ის უფასოდ კრეჭს ბალახს თავისი მეზობლების სახლების წინ.
ერთ დღეს მას ჯენი ეწვევა, რომელთან ერთადაც ის ბავშვობას იხსენებს.ფორესტი ჯენის ცოლობას სთხოვს მაგრამ უარს იღებს.''რატომ არ გიყვარვარ,ჯენი? შეიძლება მე არ ვარ ჭკვიანი ,მაგრამ ვიცი სიყვარული რაც არის",–გულდაწყვეტილ ფორესტს ღამით მოულოდნელად ეწვევა ჯენი, მეორე დღეს კი დაუმშვიდობებლად ტოვებს მას. მაშინ გამპი გადაწყვიტავს, მცირე გარბენა მოაწყოს. ეს გარბენა შემდგომ მთელ ქვეყანას მოიცავს და გაგრძელდება 3 წლის განმავლობაში.
ამით მისი მონათხრობი მთავრდება. ის დგება სკამიდან და მიემართება ჯენისთან, რომელმაც სთხოვა, ჩამოსულიყო სავანაში. ჯენი მას პატარა ფორესტს, მის შვილს გააცნობს. გამპი გაოგნებულია, ჯენი კი უხსნის, რომ მას რაღაც უცნაური ვირუსი სჭირს. სამივე ერთად ალაბამას მიაშურებს. ფორესტი და ჯენი ქორწინდებიან.


მწოლიარე ჯენი ფორესტს სთხოვს მოუყვეს იმ ქვეყნების შესახებ რომლებიც მას მოუვლია და სინანულს გამოთქვამს რომ ის არ ყოფილა იმ ადგილებში.''შენ იქ იყავი,ჯენი''–ეუბნება ფორესტი რომელიც მართლა გულით დაატარებდა მას ყველგან. რამდენიმე ხანში ჯენი კვდება.



ფილმის უკანასკნელ სცენაში ფორესტ უფროსს ფორესტ უმცროსი მიჰყავს ავტობუსის გაჩერებასთან, რომელზეც სასკოლო ავტობუსი ჩერდება.


ეს სცენა იდენტურია ფილმის იმავე სცენის, რომელშიც, ფილმის დასაწყისში, გამპი თავად ჯდება ავტობუსში და გაიცნობს ჯენის.
''დედაჩემი ყოველთვის ამბობდა ,რომ ცხოვრება შოკოლადის კოლოფს გავს,არასდროს ვიცით შიგ რა დაგვხვდება'',–ამბობს გამპი.
avatar
isabel arroyo

პოსტების რაოდენობა : 16826
ქულები : 17009
დარეგისტრირების თარიღი : 2011-12-02

View user profile

Back to top Go down

Re: ფორესტ გამპი /Forrest Gump

Post by J.G. on Sun Dec 15, 2013 11:38 pm

ვგიჟდები ამ ფილმზე.  
ზოგადად ტომ ჰენკსი საოცრებაა,მსოფლიო კინომატოგრაფიის მოვლენა.
avatar
J.G.

. :
ჩეემი სერიალი



Schum <3


პოსტების რაოდენობა : 2019
ქულები : 2033
დარეგისტრირების თარიღი : 2013-09-13
ასაკი: : 27

View user profile

Back to top Go down

Re: ფორესტ გამპი /Forrest Gump

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum