იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

Real Madrid C.F

Page 3 of 26 Previous  1, 2, 3, 4 ... 14 ... 26  Next

Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Thu Jul 11, 2013 4:24 pm

იოზილი: "ზიდანის მოძრაობებს Youtube-ზე ვნახულობდი, რომ მიმებაძა"

მესუთ იოზილმა ფრანგულ ჟურნალ So Foot-ს ინტერვიუ მისცა.
გერმანელმა ნახევარმცველმა So Foot-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ზინედინ ზიდანზე ისაუბრა:
"მე ზიზუ პირველად საფრანგეთში 1998 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახე, მას შემდეგ კი საფრანგეთისა და "მადრიდის რეალის" თამაშებს მუდამ ვადევნებდი თვალს და სათამაშო კონსოლებზეც მუდამ ამ ორი გუნდით ვთამაშობდი."

"მას შემდეგ, რაც მე მისი მოძრაობები ვნახე, მუდამ შევდიოდი Youtube-ზე , ვწერდი შიგნით ზინედინ ზიდანს ძებნის ველში და მის ვიდეოებს ვუყურებდი. ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ეს მოედანზე უნდა გამეკეთებინა. ცხოვრებაში არასდროს არ მინახია ასეთი ქარიზმა მოედანზე."
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Thu Jul 11, 2013 4:25 pm

ჩერიშევი პირველ გუნდში გამოიძახეს

რუსი ფეხბურთელი ორშაბათს პირველ გუნდთან ერთად ჩაატარებს სავარჯიშო სესიას.
დენის ჩერიშევი თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია. რუსი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული თუ რა ბედი ელის მას, საქმე იმაშია, რომ თავად ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს "კასტილიაში" გამოსვლა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ორშაბათს ის პირველ კლუბთან ერთად ჩაატარებს სავარჯიშო სესიას.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ფიქრობს დენისის გაყიდვას, მას იდეალური შანსი აქვს კარლო ანჩელოტის გადასარწმუნებლად. ნიჟნი ნოვგოროდელ 22 წლის ფეხბურთელს წინა სეზონში კარგი წელი გამოუვიდა "კასტილიასთან" ერთად, სადაც მან 34 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ხესესა (22) და მორატას (12) შემდეგ ის მესამე ადგილზეა კლუბის ბომბარდირებს შორის. მისი დებიუტი პირველ კლუბში "ალკოიანის" წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, ხოლო რუსეთის ეროვნულ ნაკრებში კი ა.შ.შ-ს ნაკრების წინააღმდეგ შედგა.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Thu Jul 11, 2013 4:25 pm

ოფიციალურად: კალეხონი "ნაპოლიში" გადავიდა

ხოსე მარია იტალიელებს შეუერთდა...
ხოსე მარია კალეხონი ამჟამად "ნეაპოლში" იმყოფება, როგორც "ნაპოლის" ოფიციალური საიტი იტყობინება კალეხონი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

კალეხონი 10–მილიონ ევროდ გადაბარგდა იტალიურ კლუბში, მან 4–წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წლიურად 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:40 pm

Daily Star: " "მადრიდის რეალი" ბოლომდე იბრძოლებს"

ინგლისური ტაბლოიდი თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მადრიდის რეალი" ბეილისთვის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთამდე აპირებს ბრძოლას.
"მადრიდის რეალი" გარეთ ბეილის შესაძენად სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო წუთამდ იბრძოლებს. ასე აცხადებს Daily Star-ი ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც აცხადებს, რომ: "ჩვენ ვეცდებით ბეილის შეძენას სატრასნფერო ფანჯრის დახურვამდე. არსად არ გვეჩქარება და ეს გრძელვადიანი გეგმაა."

"თუ ჩვენ შევძელით თავის დროზე ფლორენტინოს ხელმძღვანელობით გადმოგვებირებინა ზიდანი, ბექჰემი ან რონალდო, ბეილის შეძენასაც შევძლებთ"-აცხადებს ფლორენტინოს დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:41 pm

ფლორენტინო პერესი: "კაკა ფენომენალური ფეხბურთელია"

"კაკა ფენომენალური ფეხბურთელია. იმედი მაქვს ანჩელოტის ხელმძღვანელობით, რომელიც მას ძალიან კარგად იცნობს, ის კვლავ მაგიურად ათამაშდება"-განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
სეზონი: "მოურინიოს წასვლის შემდეგ სრულიად ახალი ფაზა დაიწყო. ჩვენ სხვა მწვრთნელი გვყავს, რომელიც ასევე ძალზედ მომთხოვნია და ბედნიერები ვართ, რომ ისინი ჩვენს გვერდით არიან. წლევანდელი ტრანსფერებისას ჩვენ მოვიყვანეთ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც მოწყურებულნი არიან წარმატებას და ისნი დიდ ფეხბურთელებს შესანიშნავად შეეწყობიან. ეს შერწყმა კი მადრიდისტებს სრულიად ახალ სახეს და წარმატებებს მოუტანს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მეათეს მოგებას. იმ მეათისა, რომელიც ჩვენთვის უმთავრესი მიზანია, ვინაიდან როგორც ამ ტურნირის შემქნელებს, მისი მოგება ჩვენს დნმ-ში ზის. ესაა ტურნირი, რომელშიც თავს იდეალურად ვგრძნობთ. ჩემპიონთა ლიგის საღამოები თავისი მაგიურობითა და ატმოსფეროთი ბრწყინვალე და იდეალურია. ამ ტურნირის მოგებას ყველაფერთან ერთად იღბალიც ესაჭიროება. ის იღბალი, რომელიც ჩვენ წელს და წინა წელს გვაკლდა. "მადრიდის რეალი" ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის."

ლიგა: "ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ლა ლიგა, ვინაიდან ესაა ყოველდღიური მონდომება და ესაა ის ტურნირი, რომელიც ასევე უდიდეს ყურადღებას იქცევს ჩვენს გულშემატკივრებში."

კაკა: "ის ფენომენალური ფეხბუთელია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთებამ მოუწია. შემდეგ მოვიდა იოზილი და დაიკავა მისი ადგილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის უდიდესი ფეხბურთელია. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ანჩელოტისთან, რომელიც მას კარგად იცნობს, შეძლებს კაკასთვის მაგიურობის დაბრუნებას."

ანჩელოტის "მადრიდის რეალი": "არ ვიცი ის უკეთესად აათამაშებს თუ არა "მადრიდის რეალს". მოურინიოსთან ერთად გვქონდა ძალზედ სანახაობრივი შეხვედრებუ, განსაკუთრებით კი ბოლო ლიგაში. ჩვენ შევძელით და "ბარსელონა" მისსავე ტერიტორიაზე დავამარცხეთ, გავიტანეთ 121 გოლი ლა ლიგაში, ამის დამხობა კი ძალზედ გაჭირდება. წლევანდელი წელი ცუდად დაიწყო და ცუდად დასრულდა."

ნეიმარი: "ის დიდებული ფეხბურთელი და სიამოვნებით მოვიყვანდი მას, მაგრამ ის ეხლა სხვაგანაა. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნოა, როცა ის ესპანურ ლიგაში ითამაშებს. ეს ჩვენ დამატებით მოტივაციას გვძენს."

ზიდანი: "მე არ მეგონა, რომ ის მწვრთნელობას გადაწყვეტდა, მაგრამ ეს მოხდა მოურინიოს მოსვლის დროს. მან გაიარა შესაბამისი კურსები და მზად არის მწვრთნელობისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ანჩელოტის ასისტენტად იმუშავებს ამ ეტაპზე და შესაძლებელია შემდეგში ის მთავარ მწვრთნელადაც ვიხილოთ, ვინაიდან ზიდანი არის ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია არასდროს არ დაივიწყებს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს: "მე ეხლა მესმის , თუ რატომ ამბობდა ამაყად მამაჩემი, რომ დი სტეფანოს თამაშის ხილვის საშუალება ქონდა. ეხლა მეც შემიძლია იმის თქმა, რომ მქონდა საშუალება ზიდანის თამაში მენახა."
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:41 pm

ილარამენდის პრესკონფერენცია

ასიერ ილარამენდი დღეს ჟურნალისტების წინაშე წარსდგა , სადაც მან "რეალ სოსეიდადის" ფეხბურთელის რანგში ბოლო გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ილარამენდი აცრემლებული დაემშვიდობა "რეალ სოსეიდადს". ასიერ ილარამენდის თან ახლდა "რეალ სოსეიდადის" პრეზიდენტი.
"მე შვებულებაში ვიყავი, როცა "მადრიდის რეალის" მხრიდან ინტერესზე გავიგე. ამის შემდეგ მე დამიკავშირდნენ და შეთავაზება გამიკეთეს, რომელიც ჩემი აზრით უნიკალური და იდეალური შესაძლებლობა იყო ჩემთვის. ბევრი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილების მიღების წინ, მაგრამ ვფიქრობ , არ შევმცდარვარ. გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ იყო ადვილი. "სოსეიდადმა" მე ყველაფერი მომცა. მე ამისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო "რეალ სოსეიდადს". აქ მოვედი, როგორც ბავშვი და აქედან მივდივარ, როგორც კაცი. მადლობა პრეზიდენტს, მწვრთნელებს, მენეჯერებს, ფაბრიკის მწვრთნელებს და ჩემს კოლეგებს, რომლებიც მე ბევრ რამეში მეხმარებოდნენ და მიგებდნენ. მადლობა ახალ სამწვრთნელო შტაბს, მათ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს და დიდი მიზნების მიღწევებს ვუსურვებ."
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:41 pm

ხოსე კალეხონი: მადლობა ყველას

ხოსე კალეხონი სპეციალურ კომუნიკეში მადრიდისტებს მიმართავს.
"მე მინდა, რომ ეს წერილი მიუვიდეს ყველას, ვინც მხარს უჭერს და დაკავშირებულია "მადრიდის რეალთან". ეს არ არის დამშვიდობების წერილი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მადლობის მოხდას ემსახურება. შეხვედრამდე."

"მე მადლობას ვუხდი "მადრიდის რეალს" იმისთვის , თუ რასაც ნიშნავს და ნიშნავდეს იქნება ის მუდამ ჩემთვის, ვინაიდან მე ის დამეხმარა, როგორც სპორტსმენს და როგორც ადამიანს."

"მე მადლობას ვუხდი ამ დიდებულ კლუბს და მის მხარდამჭერებს გაგებისთვის, მხარდაჭერისთვის და ყურადღებისთვის, რომელსაც ისინი ჩემთვის არ იშურებდნენ."

"მადლობა მედიის წარმომადგენლებს გაგებისთვის და პატივისცემისთვის."

"მე მინდა სპციალური და განსაკუთრებული სიტყვები ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც "მადრიდის რეალს" ესმახურება, დაწყებული პრეზიდენტიდან და დამთავრებული ადმინისტრაციის ყველაზე დაბალი რგოლის თანამშრომლით. მადლობა მწვრთნელებს და ყველა იმათ, ვინც სცენის მიღმა მუშაობენ, ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ მუდამ კლუბის გვერდით არიან."

"და ბოლოს, მე მინდა ვთქვა, რომ აქ რვა დაუვიწყარი წელი გავატარე ჩემი ცხოვრებიდან და ჩემი მხრიდან მე ყველაფერი გავიღე , რაც ჩემს შესაძლებლობებში იყო და ვცდილობდი "მადრიდის რეალისთვის" ჩემი მუშაობით დამებრუნებინა ის , რაც მან მე მომცა."

"ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გთხოვთ მომცეთ ნება, რომ კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა"
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:42 pm

ოფიციალური განცხადება ილარამენდის ტრანსფერთან დაკავშირებით

"მადრიდის რეალი" ილარამენდის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
დღეს "მადრიდის რეალმა" 32 190 000 ევრო გადაუხადა "რეალ სოსეიდადს" იმისთვის, რომ ასიერ ილარამენდის უფლებები ეყიდა. ტრანზაქცია, ისევე როგორც ყველა ტრანსფერი ესპანურ კლუბებს შორის, იბეგრება 21%-იანი დღგ-ს განაკვეთით, რისი გადახდაც არ უწევს ზედმეტად "მადრიდის რეალს", ვინაიდან ეს თანხა მოიცავს საგადასახად გადასახდელებსაც.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:42 pm

ხუთი "ოქროს ბიჭუნა"

მადრიდის "რეალის" პირველ გუნდში ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ირიცხება: ისკო, მორატა, კარვახალი, ნაჩო და ილარამედი.
პერესის და ანჩელოტის გეგმა ნელ-ნელა წინ მიიწევს და საკმაოდ ეფექტურადაც. ფლორენტინომ უკვე მოახერხა ის, რომ 21 წლამდელთა ჩემპიონებს თავი ერთ გუნდში მოუყარა და მათ სამეფო კლუბის იმედად მოიაზრებენ.

დანი კარვახალმა პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ "რეალში" 21 წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ირიცხება, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და ვფიქრობ ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ."

აღსანიშნავია, რომ მომავალ სეზონში ძალიან დიდი ბრძოლა წავა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. ნახევარდაცვის ცენტრში საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება და ანჩელოტის განცხადებით იგი ყველაზე დიდ შრომას ახლგაზრდა ფეხბურთელებისგან ელის.

"ოქროს ხუთეული"

ისკო: ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი
"მალაგას" ყოფილი ფეხბურთელი გასულ სეზონში შესანიშნავად ასპარეზობდა. იგი იყო ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატში გამარჯვებისა.

ალვარო მორატა: 21 წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი.
იგი მადრიდის "რეალის" მომავალ "9"-იანად მოიაზრება.

დანი კარვახალი: "ლევერკუზენიდან" მშობლიურ კედლებში დაბრუნებული.
დანიმ გერმანიაში დიდებული სეზონი გაატარა. იგი ბუნდეს ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ახლა სამეფო კლუბში ადგილის დამკვიდრებას ეცდება.

ნაჩო: კასტილიის ვარსკვლავი
ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში მას არაერთხელ მისცა შანსი და აღმოჩნდა, რომ მისი იმედი გუნდს ნამდვილად უნდა ჰქონდეს.

ილარამენდი: ახლად გადმობარგებული
ეს უკანასკნელი ფეხბურთელი სულ რამდენიმე საათის წინ გადმოვიდა სამეფო კლუბში და საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზებას უკვე "ბლანკოსში" შეეცდება.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:43 pm

ანჩელოტი ვიდალის პერსონაზე უარს არ ამბობს

მოგეხსენებათ, ადრე ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბი არტურო ვიდალის შეძენით იყო დაინტერესებული. მას შემდეგ, რაც „ბლანკოსს“ სათავეში კარლო ანჩელოტი ჩაუდგა, ვნებათა ღელვაც ჩაცხრა, თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიელი სპეციალისტის არტუროს შეძენის წინააღმდეგი არ გახლავთ...
ამჟამინდელი გუნდი ტურინის იუვენტუსი ფეხბურთელს 38 მილიონ ევროდ აფასებს, იტალიელთა განცხადებით ვიდალი საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გაყიდვით „ბებერმა ქალბატონმა“ დიდი სარგებელი უნდა ნახოს.

რამდენად მზად არის პერესი ვიდალი სანაცვლოდ ამხელა თანხა გადაიხადოს მეორე საკითხია, მაგრამ ისკოსა და ილარამენდში გადახდილი მართლაც უდიდესი თანხების შემდეგ, არ არის გამორიცხული პრეზიდენტმა მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზოს.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:43 pm

ბოაში : „ბეილის გადაწყვეტილება არ შეიცვლება“

ტოტენჰემ ჰოტსპურის მთავარი მწვრთნელის, ვილაშ ბოაშის განცხადებით უელსელმა გარეთ ბეილმა დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო და ის დათქმულ სიტყვას აღარ შეცვლის...
„ჩვენ უკვე ვემზადებით მომდევნო სეზონისათვის და აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელთან მქონდა საუბარი, გარეთმა განაცხადა, რომ იგი გუნდის დატოვებას არ აპირებს და მომავალ სეზონში დიდ დახმარებას გაგვიწევს, ტოტენჰემში ბეილზე ბევრ რამეს გათვლის, ჩვენს სამომავლო მიზნებში გარეთის დახმარება აუცილებელია.“

„პრესაში უამრავი სისულელე ვრცელდება, მაგრამ უელსელი არსად წავა, მინდა ყველა დავარწმუნო , რომ ბეილი ჩვენი შემადგენლობის უცვლელი წევრია.“
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:43 pm

გალიანი : „ჩვენ დი მარიას ვაკვირდებით“

ადრიანო გალიანის განცხადებით, მილანის ხელმძღვანელობა დი მარიას აკვირდება, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვიტავს მიმართოს თუ არა ფლორენტინო პერესს.
„არგენტინელს დიდი პოტენციალი აქვს და ის ჩვენს გეგმებში შედის, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ მივმართოთ თუ არა მადრიდულ ხელმძღვანელობას, მითუმეტეს ანხელის ფასი საკმაოდ მაღალია და ჩვენი ბიუჯეტი სერიოზულ ნაკლებობას ნახავს.“

„ჩვენი მიზანი მომავალ წელს ყველა იმ ტურნირის მოგება იქნება, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ, ამისათვის კი აუცილებელია შემადგენლობის გაძლიერება, ანხელი ერთ-ერთი კანდიდატია თუმცა ვერ გეტყვით მოვა თუ არა ის გუნდში.“
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:43 pm

მადრიდის "რეალი" სუარესისთვის ბრძოლაში ფავორიტია

The Sun– ინფორმაციით, ინგლისელები ურუაგვაელის გაყიდვას არ ჩქარობენ...
გავრცელებული ინფორმაციით, მერსესაიდელები არ ჩქარობენ ურუგვაელი ფორვარდის გაყიდვას, რადგან მასში სასურველი თანხის მიღება სურთ. ბრიტანული პრესის თანახმად, სამეფო კლუბი სუარესისთვის ბრძოლაში ფავორიტია, რადგან ლონდონის "არსენალი" ვერ შეძლებს საჭირო თანხის გადახდას. შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბს "ბლაკოსის" არგენტინელი შემტევის გონსალო იგუანის გადაბირება სურთ.

ლუისს მოქმედი კონტრაქტი "ლივერპულთან" 2016 წლამდე აკავშირებს . ერთადერთი, რამ რაც "ლივერპულის" მოქმედ წინა ხაზელს აღელვებს ეს ამჟამინდელ კლუბის რიგებში ევრპოულ ტურნირებს მიმღმა ყოფნაა.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:44 pm

ოფიციალური განცხადება

ასიერ ილარამენდი ოფიციალურად მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელია. ბასკი ახალაგზარდა 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი წარდგენა, ხვალ, თბილისის დროით 15:00 საათზე ”ბერნაბეუზე” იგეგმება...
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:45 pm

"მადრიდის რეალის" ფულის მანქანები

"მადრიდის რეალი" კალეხონის ტრანსფერის სანაცვლოდ 10 მლნ. ევროს მიიღებს.
კალეხონი, რომელიც "ბლანკოსებმა" 5 მლნ ევროს სანაცლოდ დაიბრუნეს, კლუბს გაორმაგებულ ფასად ტოვებს. ის "მადრიდის რეალის" ფაბრიკის ბოლო ნაყოფია, რომელიც კლუბმა გაყიდა. წინა შვიდი წლის მანძილზე , ფლორენტინო პერესის კლუბმა 100 მლნ. ევრომდე მიიღო საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელების გაყიდვიდან.

სიის სათავეში არის ალვარო ნეგრედო მას შემდეგ, რაც "სევილიამ" მასში 15 მლნ ევრო გადაიხადა. მას "ქპრ"-ის ნახევარმცველი ესტებან გრანერო მოსდევს, რომელმაც "მადრიდის რეალს" 5 მლნ ევრო მოუტანა, როცა ის "ხეტაფეში" გადავიდა, ამას დაემატა მომდევნო 8 მლნ. როცა კლუბმა ის ინგლისის პრემიერ ლიგაში გაუშვა. მესამე ადგილზეა ხოსე კალეხონი, რომლის სატრანსფერო ფასმა 10 მლნ. ევრო შეადგინა. საერთო ჯამში 24 ფეხბურთელმა დატოვა "სანტიაგო ბერნაბეუ" და კლუბს 109,4 მლნ. ევრო მოუტანა.

საერთო სია

სულ (€109,400,000):

(€15m) Negredo

(€13m) Granero

(€10m) Callejón

(€9.5m) Javi García

(€6m) Joselu, Diego López and Rodrigo

(€5m) Carvajal

(€4m) Parejo, Balboa and De la Red

(€3m) Jurado, Bueno and Sarabia

(€2.5m) Juan Carlos and Marcos Alonso

(€2.3m) Raúl Bravo

(€2m) Schorch, Mejía and Miguel Torres

(€1.5m) Portillo and Juanmi Callejón

(€1m) Fran Rico

(€0.6m) Szalai
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:45 pm

18 მლნ.-იანი გასამრჯელო

"სიტი" კვლავ გააქტიურდა.
სპეკულაციები კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით ახლაი ძალებით განახლდა ინგლისში. ამჯერად 'Daily Star' -ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ "მანჩესტერ სიტის" კვლავ სურს კრიშტიანო რონალდუს შეძენა და მას სეზონში 18 მლნ. ევროს სთავაზობს გასამრჯელოს სახით.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:46 pm

მადრიდული პრესა

გთავაზობთ მადრიდული პრესის დღევანდელ ნომრის მოკლე მიმოხილვას.
დღევანდელი მადრიდული პრესა ასიერ ილარამენდის "რეალ სოსეიდადიდან" "მადრიდის რეალში" გადასვლაზე წერს.

Marca ამბობს, რომ "რეალ სოსეიდადის" პრეზიდენტს არს სურს ახალგაზრდა ესპანელის დაკარგვა, მაგრამ მას არ შეუძლია ამას ხელი შეუშალოს და აუკრძალოს მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კლუბში გადასვლა.

იგივე გაზეთს პირველ გვერდზე გამოაქვს "პსჟ"-დან ზლატან იბრაგიმოვიჩის წასვლის საკითხი. ჟურნალზე წერს, რომ შვედი ფეხბურთელი "ლოს ბლანკოსებს" შესთავაზეს მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტი ჩაუდგა მათ სათავეში.

AS-ი კი მორიგ სენსაციურ სტატიას აქვეყნებს ლიგა 1-ში ახლახან აღზევებული "მონაკოს" ინტერესების შესახებ. ჟურნალი ირწმუნება, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ კლუბის მფლობელსა და წარმომადგენელს უკვე ესაუბრა შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით.

ბოლოს , Marca იტყობინება, რომ კარლო ანჩელოტი აპირებს ახალგაზრდა მადრიდისტებს კანტერადან უფრო მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს მომდევნო სეზონში. ის ახალგაზრდებში კლუბის მომავალს და გრძელვადიან პროექტებს ხედავს.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:46 pm

იოზილმა Nike-თან კონტრაქტი გაწყვიტა და Adidas-თან გააფორმა

მესუთი იმ ბრენდის სახე იქნება, რომელიც "მადრიდის რეალის" ოფიციალური სპონსორია.
მესუთ იოზილმა ამერიკულ კომპანია Nike-თან გაწყვიტა ურთიერთობა და გერმანულ ფირმა Adidas-სთან გააფორმა, აღნიშნული ფირმა მოსავს, როგორც "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებს ასევე გერმანიის ეროვნულ ნაკრებსაც.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:47 pm

რონალდუ - საუკეთესო პორტუგალიელი სპორტსმენი

პორტუგალიაში, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, კრიშტიანუ რონალდუ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე (2012 წლის) საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
მადრიდის "რეალის" გოლეადორმა, რომელმაც გასულ სეზონში 58 გოლის გატანა მოახერხა, აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მიიღო.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:47 pm

ფლორენტინო პერესი: "ჩვენ მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები გვინდა, რომლებიც..."

ფლორენტინო პერესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულში "ბლანკოსები" მხოლოდ იმ ფეხბურთელებს შეიძენენ, რომლებსაც წარმატების წყურვილი კლავთ.

"როგორც ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, "მადრიდის რეალს" აქვს ვალდებულება, რომ სანახაობრივი და მიმზიდველი თამაში ითამაშოს და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ახალი ფეხბურთელები, რომლებიც ჯდებიან კლუბის მოთხოვნებში და რომლებიც წარმატებაზე დაგეშილები, წარმატებაზე მოშიებულები იქნებიან."
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:47 pm

"სოსეიდადი" და "მადრიდის რეალი" შეთანხმებასთან ახლოს არიან

ოთხშაბათს საღამოს "მადრიდის რეალმა" "სოსეიდადს" 35 მლნ ევროიანი შეთავაზება გაუკეთა და ერთი მილიონით გაზარდა წინა შეთავაზება, რომელიც "სოსეიდადმა" დაიწუნა და არ მიიღო.
წინა პარასკევს "მადრიდის რეალსა" და "რეალ სოსეიდადს" მიღწეული ქონდათ შეთანხმება ასიერ ილარამენდისთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი იყო შევიდოდა თუ არა 30 მლნ.-ში სატრანსფერო გადასახადი. ბოლო დროს კი ბასკებმა გადაიფიქრეს და ილარას კლუბიდან გაშვების სანაცვლოდ "სამეფო კლუბს" გამოსასყიდი თანხის გადახდა მოსთხოვეს.

ეხლა "მადრიდის რეალი" ილარამენდის სანაცვლოს ბასკურ კლუბს 35 მლნ. ევროს სთავაზობს.

"სოსეიდადი" ამჟამად ითხოვს , რომ "მადრიდის რეალმა" მას გამოსასყიდის სახით გადაუხადოს 30 მლნ. ევრო, გარდა ამისა თავის თავზე აიღოს 21%იანი დღგ-ს გადასახადის გადახდა , რაც შეადგენს 6,3 მლნ. ევროს. გადახდის ეს მეთოდი უფრო სასარგებლოა "ლოს ბლანკოსებისთვის", ვინაიდან პირდაპირი წესით გამოსასყიდი თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი იქნებიან 30 მლნ. LFP-ს გავლით გადაუხადონ კლუბს, ხოლო ამას დამატებული 51% საშემოსავლო გადასახადი, რაც ფეხბურთელის ფასს 45,3 მლნ. ევრომდე ზრდის.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:48 pm

პოდოლსკი: "იგუაინთან კონკურენციის არ მეშინია"

ლუკაშ პოდოლსკიმ "არსენალში" იგუაინის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.
"არსენალის" თავდამსხმელმა ლუკაშ პოდოლსკიმ გამომცემლობა ‘The Sun’-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ღელავს იგუაინის "არსენალში" შესაძლო გადასვლის გამო:

"ყოველთვის კარგია, როცა კარგი ფეხბურთელები მოდიან. მე საკმაოდ ძლიერი ვარ და მაქვს ჩემი პლიუსები. როცა კარგი ფეხბურთელები მოდიან, შესაბამისად მეც კარგ ფეხბურთელებთან ერთად მომიწევს თამაში."
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:48 pm

იგუაინი და კოენტრაო, "მადრიდის რეალის" მორიგი გამცვლელები

ეს ის ორი ფეხბურთელია, რომლებსაც სულით და გულით სურთ "მადრიდის რეალიდან" წასვლა და ამას არც მალავენ.
დღესი მდგომარეობით კალეხონი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "მადრიდის რეალიდან" წავიდა მას შემდეგ, რაც ესიენმა და რიკარდო კარვალიომ დატოვეს კლუბი. მოსალოდნელია, რომ კლუბი არ გაყიდის სხვა ფეხბურთელებს, ვინაიდან ისინი, რომლებზეც აქტიურად მიდიოდა საუბარი , კლუბმა მოხსნა სატრანსფერო ბაზრიდან, მათ შორის არიან დი მარია და პეპე.

ორი ფეხბურთელი, რომლებიც დარჩენილნი არიან ბაზარზე და რომელთა შეძენის მსურველებს შეუძლიათ "თეთრებთან" დალაპარაკება, არიან გონსალო იგუაინი და კოენტრაო, მაგრამ მიუხედვად მათი უდიდესი სურვილისა, ორივე მათგანი შორსაა მიაღწიონ შეთანხმებას რომელიმე კლუბთან და ითამაშონ რაც შეიძლება შორს "მადრიდის რეალიდან".

არგენტინელმა წასვლის სურვილი პირადად გამოხატა, ვინაიდან ის ფიქრობს და გრძნობს, რომ "მადრიდის რეალში" მისი დრო ამოიწურა და ახალი გამოწვევები უნდა ეძებოს. მიუხედავად მისი წასვლის სურვილისია და იმისა, რომ კლუბიც არაა წინააღმდეგი გაუშვას პიპიტა, "თეთრებს" არანაირი ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ მიუღიათ.

იგუაინი ერთი პერიოდი ელაპარაკებოდა "არსენალს", მაგრამ როგორც ჩანს "მეთოფეები" გულგრილად მოეკიდნენ საქმეს და პიპიტა მეორე პლანზე გადაწიეს, ვინაიდან მათ "ლივერპულს" გავრცელებული ხმების მიხედვით ლუის სუარესში 50 მლნ. ევრო შესთავაზეს.

ანჩელოტის ჯერჯერობით არ დაუკეტია უკან დასაბრუნებელი კარები "რივერ პლეიტის" ყოფილი ფეხბურთელისთვის და სურს, რომ ის წასვლაში გადაარწმუნოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ კლუბი ვინმესგან 30 მლნ.ზე მეტ თანხას არ მიიღებს გონსალოში, მისი გაყიდვა არ იგეგმება.

ანალოგიური სიტუაციაა კოენტრაუსთან მიმართებაში, რომელსაც "ბენფიკაში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ "თეთრები" მის დათმობას იაფად არ აპირებენ.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:48 pm

მოდრიჩი : „გარეთმა კლუბი აუცილებლად უნდა შეიცვალოს“

ლუკა მოდრიჩის განცხადებით, გარეთ ბეილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ტოტენჰემი დატოვოს და მადრიდის რეალის რიგებს შეუერთდეს, რადგან ეს მისთვის კარგი იქნება კარიერული თვალსაზრისით...
„მე არაერთხელ მითამაშია ტოტენჰემის მაისურით და ვიცი თუ როგორ დავწყვიტე გული გულშემატკივრებს, როდესაც მადრიდის რეალის ფორმა მოვირგე, მაგრამ მათ მე გამიგეს იმიტომ, რომ კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი იყო გარემოს შეცვლა და „ბლანკოსში“ გადასვლა.“

„როდესაც დიადი კლუბისგან გაქვს შემოთავაზება და კარიერის პიკზე ხარ, უარი არცერთ შემთხვევაში არ უნდა თქვა, რადგან შესაძლოა არასწორმა გადაწყვეტილებამ სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოს.“

„ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ბეილი კარიერის პიკშია თუმცა ვთვლი, რომ უელსელს აღარაფერი უკლია საუკეთესოობამდე, აქედან გამომდინარე მან შანსი უნდა გამოიყენოს და ტოტენჰემელები დაარწმუნოს, რომ იგი სამეფო კლუბში უნდა წავიდეს სათამაშოდ, ეს მისთვის უდიდესი წარმატება იქნება, იგი გახდება მსოფლიოს საუკეთესო კლუბის და კოლექტივის წევრი, ეს თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა, ზოგისთვის ახდენილი, ზოგისთვისაც კი აუხდენელი.“

„მსოფლიოს უამრავი ტალანტი ჰყოლია, მაგრამ მათ არ უასპარეზიათ „ბლანკოსის“ შემადგენლობაში, რადგან ვერ მოექცნენ ამ გუნდის ინტერესის არეალში, დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს შეძენას „რეალი“ ცდილობს, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს ყოყმანს და ასე შემდეგ, თუ ტრანსფერი არ შედგება, ეს პირველ რიგში ბეილს დააზიანებს და არა სამეფო კლუბს.“
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:49 pm

პერესი რუნის არ ივიწყებს

მოგეხსენებათ, უეინ რუნის მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა გარდაუვალია, აქედან გამომდინარე ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად რამდენიმე მაღალი დონის კლუბი იბრძვის, მათ შორის არის მადრიდის რეალი, რომელიც ფორვარდის ძიებაში გახლავთ...
რუნის აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა უმაღლესი დონის ფორვარდს ჰქონდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სერ ალექს ფერგიუსონმა მას ცენტრ ფორვარდის ფუნქციები მოუხსნა და სხვა დავალებები მისცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უეინი კვლავ „9“-იანად არ ითვლება, იგი საკუთარ ეროვნულ ნაკრებშიც მთავარ დამრტყმელ ძალად მოისაზრება.

კარლო ანჩელოტი რუნის ყიდვის წინააღმდეგი არ გახლავთ, მისი აზრით ინგლისელი წინახაზელი სამეფო კლუბს შეტევაში დიდ დახმარებას გაუწევს,სწორედ აქედან გამომდინარე ფლორენტინო უეინს არ ივიწყებს, ის ესპანელი პრეზიდენტის გეგმებში კვლავ შედის.

უეინის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობი გახლავთ, ასევე გაურკვეველია თუ რამდენი სურს მას გასამრჯელოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და საკმაოდ სარფიანი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

თავად ფეხბურთელს მადრიდში თამაშის სურვილი არ გამოუხატავს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ის ზოგადად საფეხბურთო მომავალზე საუბარს თავს არიდებს, აქედან გამომდინარე უნდა დაველოდოთ მოვლენთა შემდგომ განვითარებას.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥️

My Husband ♥️

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7833
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 19
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 3 of 26 Previous  1, 2, 3, 4 ... 14 ... 26  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum