იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

Real Madrid C.F

Page 4 of 26 Previous  1, 2, 3, 4, 5 ... 15 ... 26  Next

View previous topic View next topic Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:49 pm

პიპას მამა : „იგუაინს სათქმელი არაფერი აქვს“

იგუაინის მამა გონსალოს მომავალზე.
მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინს გუნდის დატოვება სურს, ინტენსიური მოლაპარაკებები კი ლონდონის არსენალთან მიმდინარეობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არგენტინელი ფორვარდის შეძენით არსენ ვენგერი ძალიან არის დაინტერესებული და ხელმძღვანელობას თხოვს რაც შეიძლება დროულად გაჩარხოს ტრანსფერი, თემასთან დაკავშირებით გონსალოს მამამ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის შვილს სათქმელი არაფერი აქვს და მოვლენების განვითარების მოლოდინშია...

„ჩემი შვილი ამ ეტაპზე ისვენებს და ცდილობს თავიდან ბოლომდე გამოეთიშოს ფეხბურთს, თუმცა მას სათქმელი აღარაფერი დარჩა, სეზონის დასკვნით მატჩში პიპიტა გულშემატკივრებს დაემშვიდობა ეს კი სწორედ იმის მანიშნებელი გახლავთ, რომ იგი „ბლანკოსს“ დატოვებს, არ ვიცი რა ხდება შიდა სამზარეულოში მაგრამ აშკარა და თვალნათლივია, რომ ჯერ-ჯერობით მოლაპარაკება ვერ შედგა.“

„ჩვენ არც არსენალის ხელმძღვანელობა დაგვკავშირებია და არც რეალის, თუმცა შესაძლოა ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდეს.“

„იყო დრო როდესაც ჩვენ ინტენსიური ურთიერთობა გვგქონდა იტალიურ იუვენტუსთან, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა პირველ რიგში პირობების გამო, მეორე რიგში კი იმის გამო, რომ თავად გონსალოს არ სურდა იტალიის ჩემპიონატში გადასვლა, ის თვლის, რომ ესპანეთი და ინგლისი იტალიზე 2 თავით მაღლა დგანან.“
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥

My Husband ♥

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:50 pm

ბექჰემი : „რეალის მწვრთნელები შემთხვევით არ ხდებიან“

დევიდ ბექჰემის განცხადებით კარლო ანჩელოტი უმაღლესი დონის სპეციალისტი გახლავთ, სწორედ ამიტომ მოექცა ის სამეფო კლუბის მესვეურტა ინტერესის არეალში და სწორედ ამიტომ არის ახლა ის „ბლანკოსის“ დამრიგებელი...
„იტალიელი მწვრთნელის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, იგი უკვე მრავალი წელია მაღალი დონის ევროპულ გუნდებს წვრთნის და საკმაოდ წარმატებით.“

„ანჩელოტის ანგარიშზე მილანის შემადგენლობაში 2 ჩემპიონთა ლიგა გახლავთ, დანარჩენი ტიტულის ჩამოთვლას აზრი ამ შემთხვევაში არ აქვს, რადგან ევროსარბიელის ორჯერ მოგება უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული.“

„რეალში შემთხვევით ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ხვდება, იგივეს თქმა შეიძლება მწვრთნელებზე, იქ მხოლოდ უმაღლესი კლასის და კვალიფიკაციის სპეციალისტები ინიშნებიან.“

„დარწმუნებული ვარ კარლოს რეალი სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს და რამდენიმე სეზონი ტიტულებით იქნება დახუნძლული.“
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥

My Husband ♥

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:50 pm

დი მარია : „გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ“

დი მარია თავის მომავალზე.
ანხელ დი მარის განცხადებით, იგი ხშირად ეცნობა პრესას, სადაც მისი აბარგების შესახებ ბევრი ინფორმაცია წერია, თუმცა არგენტინელი უარყოფს ყველა ჭორს და აცხადებს, რომ არსად წასვლას არ გეგმავს...

„რატომ უნდა წავიდე გუნდიდან, რომელიც ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ? ჩემი აზრით ეს მხოლოდ დიდი შეცდომა იქნება და მეტი არაფერი, მე მადრიდის რეალთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ ამას მთავარი მწვრთნელი და ხელმძღვანელობა მეტყვის, ამ შემთხვევაში ჩემ დარჩენას აზრი არ ექნება, რადგან არ შევალ გუნდის სამომავლო გეგმებში.“

„რაც არ უნდა მოხდეს არ ვაპირებ დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშს, ჩემთვის მთავარი ხელფასი არ არის, მთავარია უმაღლეს დონეზე თამაში და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ვიბრძოლო, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ვთვლი, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, უბრალოდ ამ ყველაფრისთვის უზღვავი სათამაშო პრაქტიკა და უბრალოდ დროის გასვლაა საჭირო.“

„კარლო ანჩელოტის მალე შევხვდები და მისი პოზიციის შესახებაც შევიტყობ, მე მასზე არასდროს არაფერი მსმენია, რადგან არცერთ მეგობარს მასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ მისი მოგებული ტიტულები და აწ უკვე გამოცვლილი გუნდები ყველაფერზე მეტყველებენ, კარლო მსოფლიო დონის მწვრთნელი გახლავთ და ამაში ეჭვის შეტანა უბრალოდ სისულელეა.“
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥

My Husband ♥

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:50 pm

პირლო : „რეალში თამაშზე არ მიფიქრია“

პირლო მის "მადრიდის რეალში" შესაძლო თამაშზე.
მოგეხსენებათ, ვრცდელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ანდრეა პირლო სამეფო კლუბის მაისურს მოირგებდა, თუმცა რამდენად სიმართლეს ავრცელებდნენ ჟურნალისტები მეორე საკითხია. როგორც ჩანს მსგავსი სახის ინფორმაციას თავად ანდრეა გადააწყდა და პრესასთან ისაუბრა...

„მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტიმ სამეფო კლუბი ჩაიბარა, დიდი აჟიოტაჟი ატყდა ჩემი ესპანეთში გადასვლის თაობაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ „ბლანკოსზე“ არ მიფიქრია, ვინაიდან და რადგანაც ვთვლი, რომ სამშობლოში თავს კარგად ვგრძნობ და გარემოს გამოცვლა ჩემ კარიერაზე ცუდად აისახება.“

„იუვენტუსს დიდი გეგმები აქვს, ჩვენ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვყალიბდით და მომავალ სეზონში დიდი ამბიციები გვაქვს, ჩვენი მიზანი ყველა იმ ტურნირის მოგება იქნება, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ.“

„ესპანეთში წასვლა და სამშობლოს დატოვება რთული იქნება, მითუმეტეს ამ ასაკში, ახლა ოჯახთანაც ახლოს ვარ და განშორება ნამდვილად არ მსურს.“
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥

My Husband ♥

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:51 pm

რეალმა ხესეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კარლო ანჩელოტი ხესე როდრიგესში მომავალ ტალანტს ხედავს და მის გამოყენებას აპირებს რათქმაუნდა პირველ გუნდში.
კარლო ანჩელოტი და ფლორენტინო პრესი მოხიბლულნი არიან ხესე როდრიგესის თამაშით. მოგეხსენებათ ფეხბურთლს კონტრაქტი ეწურება, მაგრამ კლუბი გეგმავს კონტრაქტის გახანგრძლივებას და მას 5 წლიან ხელშეკრუბებას უმზადებს.

5 წლის განმავლობაში ფეხბურთლი ხელფასის სახით მილიონ ევროს მიიღებსა. "კასტილიის" შემადგენლობაში ხესემ 22 გოლი გაიტანა. ფეხბურთის ექსპერტები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥

My Husband ♥

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:52 pm

არბელოა კალეხონს დაემშვიდობა.

ალვარო არბელოა ხოსე კალეხონს გამოემშვიდობა.
არბელოამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე დადო სურათი, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელთან, ხოსე კალეხონთან ერთად არის. ეს სურათი სამეფო კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე არის გადაღებული.

"მშვიდობით ჩემო მეგობარო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. ვიცი რომ ახალ გუნდში შენ წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. ძალიან მომენატრები" - სწორედ ეს მესიჯი დაურთო ალვარომ ატვირთულ სურათს.
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥

My Husband ♥

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by @JackyBrv on Sat Jul 13, 2013 7:53 pm

კარიმ ბენზემას ახალი ვარცხნილობა



aman sul gaafrina სიცილი
avatar
@JackyBrv

. : My angelzZz ♥

My Husband ♥

პოსტების რაოდენობა : 6644
ქულები : 7832
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-13
ასაკი: : 18
Location : ბათუმი

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 8:54 pm

აბა,რა ხდება აქ? რამდენი ხანია აქ არ შემომიხედავს... და რამდენი ახალი ამბავიააააააა
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 8:57 pm

დავიწყოთ იმით,რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე რონალდუ საქართველოში ჩამოვიდოდა და ცოლ–შვილით მითუმეტეს... ძაან გამიხარდა,ახლა იცის რომ ჯორჯია არამარტო ამერიკის ერთ–ერთი შტატი,არამედ ქვეყანაც არის,თან მგონი ასე თუ ისე ცუდი შთაბეჭდილებაც არ დავტოვეთ,კერძები ძალიან მოეწონა,ფრე დავამთავრეთ და არ გაგვიფინეს და ასე თუ ისე ძაან ცუდი შთაბეჭდილება არ დაგვიტოვებია...
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:03 pm

ეხლა რაც შეეხება ტრანსფერებს,მოკლედ გარკვეული ნაწილი რეალის,შეიცვალა,წავიდნენ წამოვიდნენ ... მწვრთნელი წაგვივიიდაა   როგორც იქნა,წაეთრა და დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგ სეზონში,ჩემპიონთა ლიგაზე,ნახევარფინალში ჩელსის არ შევხვდებით და არ გამოგვაგდებს  ანჩელოტის დიდი იმედი არ მაქ :დ მარა სხვა გზა არაა,უნდა ვენდოთ და იქნებ გვიშველოს... ესიენი გაყვა მოურინიოს,კარგია რომ კაკა წელს არ წავა და იქნებ შანსი მიეცეს და კარგადაც გამოიყენოს ეს შანსი,რონალდოს იმედია კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ,როგორც იქნა კასოს ვიხილავთ ისევ კარში,ხესეს კონტრაქტი გაუგრძელეს,რაც კარგია,იგუ მიდიოდა მაგრამ რაღააც შანსებია მგონი დარჩენის (მითუმეტეს მას შემდეგ,რაც ბენზემას ვარცხნილობა ნახეს  ) ,ახალწვეულებიც გვყავს,კარვახალი დაგვიბრუნდა  და გუშინ ოფიციალურად დადასტურდა რომ ილიარამენდიც ჩვენი ფეხბურთელია,კარვალიუც წავიდა...
რაც კარვალიუ წავიდა,გუნდში ყველაზე ასაკოვანი კასოაა,32 წლის :დ ახალგაზრდა გუნდი ვართ ^_^ <3
კასო მალე მამა გახდება,სარას ეტყობა უკვე მუჩელიიიიი,ერთი სული მაქვს პატარა მადრიდისტა როდის დაიბადებაა <3
მოკლედ ალბათ ეს ყველა ინფორმაცია იდო აქ,მაგრამ ჩემებურად მეც ვიტყვი,არაუშავს :დ
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:07 pm

ამ კაცმა თქვა უკვე,რეალის გარდა არცერთი კლუბი არ გამაგონოთო და დაანებეთ ეხლა თავი,უფფ

"მანჩესტერ სიტი" პეპეს გადაბირებას ისევ ცდილობს...

"ქალაქელები" მზად არიან პეპეს ტრანსფერზე შემოთავაზება 25 მლნ. ევრომდე გაზარდონ, ხოლო თავად 30 წლის პორტუგალიელს გადასახადების გამოკლებით წლიურად 7 მლნ. ევრო შესთავაზონ.

Punto Pelota-ს ცნობით, პეპე "სიტიში" გადაბარგების წინააღმდეგი არ არის, რადგან დარწმუნებული არაა, რომ კარლო ანჩელოტი მას რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას მისცემს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ანჩელოტიმ პეპეს ტრანსფერს ვეტო დაადო, მანჩესტერელები კი მის სანაცვლოდ 15 მლნ. ფუნტს იხდიდნენ.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:09 pm

იტირა ამ შტერმა პრესკონფერენციაზეე:დდ

ასიერ ილიარამენდიმ "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა.

"შვებულებაში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩემით "რეალი" დაინტერესდა. შემდეგ, ოფიციალური წინადადების მიღებამდე, კლუბის ხელმძღვანელობას ამის შესახებ რამდენიმეჯერ ვესაუბრე. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვესაუბრე მეგობრებს და ახლობლებს. მივხვდი, რომ ეს ჩემი შანსი იყო და მადრიდულ კლუბს უბრალოდ უარს ვერ ვეტყოდი. ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე. მსურს "რეალ სოსიედადის" ხელმძღვანელობას ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან სწორედ მათი წყალობითაა, რომ დღეს ასეთ დონეზე ვიმყოფები... მათ წარმატებებს და ახალ სეზონში გამარჯვებებს ვუსურვებ" - განაცხადა "რეალის" ახალმა ფეხბურთელმა.

"მე ყოველთვის "სოსიედადის" ქომაგი ვიყავი და ასეთად დავრჩები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ისეთი წინადადება მივიღე, მასზე უარის თქმა არარეალური იყო. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორად გავაკეთე".

ასიერმა "სოსიედადის" ქომაგებს მიმართა: "მათი მადლიერი ვარ ჩემდამი სიყვარულის გამოჩენის გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც "სოსიედადის" რიგებში ვასპარეზობდი, მსურდა კლუბს მწვერვალების დაპყრობაში დავხმარებოდი. ახლა ამ ყველაფერს "რეალს" გადავცემ. იმედი მაქვს, ჩემი ახალი კლუბის დახმარებას შევძლებ".

"სამეფო კლუბზე": "აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. შენ ყოველთვის პრესის სამიზნე ხარ. გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვნახოთ, რა გამოვა... "რეალში" თამაშისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ. რომ არა "რეალი", "სოსიედადში" დავრჩებოდი".

ილიარამენდიმ ისევ ქომაგებს მიმართა, რომლებიც ბოლო ვარჯიშზე მივიდნენ: "ყველა ფანის მადლიერი ვარ, რომლებიც "სუბიეტაზე" მოვიდნენ და სურდათ, რომ მე დავრჩენილიყავი. მიხარია, რომ აქ ყველას ვუყვარვარ და იციან, რომ ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები".

ყოფილ კოლეგებზე: "დაველოდები მათ წინააღმდეგ გასამართ მატჩებს. ეს დაუვიწყარი იქნება".
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:11 pm

აბა მოუ,შემდეგ სეზონშიც გვიგზავნი შამპანურს ^_^

კარლო ანჩელოტიმ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

2010 წელს ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერისგან" მარცხს ვნანობ (მაშინ ანჩელოტი "ჩელსის" წვრთნიდა - ავტ.). ხაზს ვუსვამ: "ინტერისგან" და არა მოურინიოსგან. იტალიაში მწვრთნელობისას, ჩვენ ერთმანეთის მისამართით არც თუ ისე სასიამოვნოდ ვსაუბრობდით. ჩემი მოსაზრება ჟოზე მოურინიოს მიმართ მაშინ შეიცვალა, როცა ინგლისში გადავბარგდი. მან რამდენიმეჯერ თავისი ვარჯიშების კონსპექტები შემომთავაზა".

"2010 წლის თებერვალში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩის წინ ("ინტერი"-"ჩელსი) ჩვენ ზავი დავდეთ. "სან-სიროს" დერეფანში ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და სიტყვა მივეცით, რომ არანაირი დაპირისპირება და დავა არ იქნებოდა".

"არ ვფიქრობ, რომ ოდესმე მე და მოურინიო მეგობრები ვიქნებით, მაგრამ ახლა ერთმანეთს პატივს ვცემთ".

"როცა 2009/10 წლების სეზონში პრემიერლიგა მოვიგე, მან SMS-ით "შამპანური" გამომიგზავნა. როცა მან სკუდეტო მოიგო, მას SMS-ით "შამპანური" გავუგზავნე, მაგრამ არც ისე ბევრი" - განაცხადა ანჩელოტიმ.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:12 pm

ძალიან კარგი,არ მინდოდა ამის წასვლა,ეს ერთი ჩაგდებული სეზონი ვაპატიოთ,უძლიერესია ფორმაში მყოფი დი მარია...

ამ ზაფხულს არგენტინელი სხვა კლუბში არ გადაბარგდება...

ანხელ დი მარიას სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის ამ ზაფხულს მადრიდის "რეალს" არ დატოვებს. ანხელიტოს გადაბირებით "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდნენ, მაგრამ "სამეფო კლუბი" არგენტინელს ისევ ენდობა, რომელიც გასულ სეზონში არც თუ ისე ოპტიმალურ კონდიციებში იმყოფებოდა.

სხვა მიზეზი იმისა, რომ დი მარია "რეალს" არ დატოვებს, ის გახლავთ, რომ "ტოტენჰემმა" გარეთ ბეილის მადრიდულ გრანდში გაშვებაზე უარი განაცხადა. უელსელი არგენტინელის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა, მაგრამ მის ტრანსფერზე საუბარი დასრულდა.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:13 pm

ძაან გამიხარდაა,მაინც კაკაა რაა <3

ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს რიკარდო კაკა მადრიდის "რეალს" არ დატოვებს.

"კაკა - ნამდვილი ფენომენია. ის "რეალიდან" არ წავა".

"სამწუხაროდ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მან ტრავმა მიიღო. მას მუხლზე ოპერაციის გადატანა მოუხდა. შემდეგ გუნდში იოზილი გამოჩნდა და მისი ადგილი დაისაკუთრა. თუმცა, კაკა ისევ ერთ-ერთი ჩინებული ფეხბურთელია".

"ის Twitter-ზე კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია".

"კაკა მომხიბვლელია და ის ქომაგებს მოსწონთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ანჩელოტისთან ერთად, რომელიც მას ძალიან კარგად იცნობს, რიკი შესაძლოა ის ჯადოსნური ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ჩვენ გადავიბირეთ" - განაცხადა პერესმა.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:13 pm

მადლობა შენ <3 Adios Jose  

მადრიდის "რეალში" გატარებული რვა სეზონის შემდეგ, ხოსე მარია კალეხონი მადრიდისტებს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა. ესპანელმა მათ მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იღებდა.

"მსურს ეს შეტყობინება ყველა იმ ადამიანს გავუგზავნო, რომელიც მადრიდის "რეალს" უჭერს მხარს ან ამ კლუბთან კავშირი აქვს. მინდა ვთქვა "მადლობა" და არა "ნახვამდის", რადგან ჩვენ ისევ შევხვდებით".

"მსურს მადრიდის "რეალს" მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ის ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება, რადგან ეს კლუბი დამეხმარა როგორც სპორტსმენს და ადამიანს".

"მადლობას ვუხდი ამ შესანიშნავ კლუბს და ქომაგებს გაგებისთვის, მხარდაჭერისა და ჩემდამი სითბოს გამოხატვისთვის".

"მადლობას ვუხდი პრესას გაგებისა და პატივისცემისთვის".

"განსაკუთრებული მადლობა მსურს ვუთხრა ყველა იმ მათგანს, რომელიც "რეალისთვის" მუშაობს: პრეზიდენტს, პერსონალს, მწვრთნელებს და ყველა იმ მათგანს, ვინც კლუბშია, განურჩევლად იმისა, იცნობს თუ არა მას ფართო საზოგადოება".

"ბოლოს, მსურს ვთქვა, რომ აქ ჩემი ცხოვრების რვა დაუვიწყარი წელი გავატარე და თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ მოედანზე სრულად ვიხარჯებოდი, რათა კლუბისთვის ის ნაწილი მაინც გადამეცა, რაც მან მომცა".

"ამიტომ, ნება მომეცით ყველას ისევ გითხრათ "დიდი მადლობა".
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:18 pm

გაუხანგრძლივებენ აუცილებლად,ამას და რონის :*

ბასკი ნახევარმცველის აგენტმა, ინიაკი იბანიესმა და კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე ანხელ სანჩესმა ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი პირველად სამეფო თასის ფინალის წინ განიხილეს.

მოგეხსენებათ, ალონსოს კონტრაქტი მადრიდის "რეალთან" 2014 წლის 30 ივნისს იწურება. სწორედ ამის გამო, მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ სიტუაციის საბოლოოდ გასარკვევად სექტემბრამდე კიდევ რამდენჯერმე შეხვდებიან. "სამეფო კლუბის" მიზანია, ჩაბი ალონსო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს, ეს საკითხი კლუბისათვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.

ასევე მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ფეხბურთელი ხელშეკრულებას ორი წლით გააფორმებს და მას ხელფასსაც მოუმატებენ, სწორედ ამის განხილვას აპირებენ მხარეები შემდგომ შეხვედრებზე.

გადაწყვეტილებას ალონსო მხოლოდ თავად მიიღებს, მას გადაწყვეტილებას არც ერთი ფეხბურთელის შეძენა არ შეუცვლის. ის საკუთარი მომავლის მეპატრონე თვითონაა. თუმცა, ამ წუთისათვის მისი უმთავრესი მიზანია ოპერაციის შემდეგ მომჯობინდეს, რომელიც 8 ივნისს ჩაუტარდა. გამოჯანმრთელება უკვე დაწყებულია, მაგრამ ის ნელი და დამღლელი იქნება. ბასკმა რეაბილიტაციის პროცესი სან-სებასტიანში დაიწყო.

მხოლოდ ტრავმის საბოლოოდ მოშუშებისა და გუნდთან შეერთების შემდეგ დაიწყებს ჩაბი კონტრაქტის საკითხის განხილვას. ფეხბურთელისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად დარჩენა. მას სურს, თავი საჭირო და სასარგებლო ფეხბურთელად იგრძნობს. სწორედ ასეთი იყო ალონსო "მადრიდისთვის" მას შემდეგ, რაც "ლივერპულიდან" გადმობარგდა.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:19 pm

ეს ცოტა ლოგიკური თანხაა,40–ს იძახდნენ შეშინება იმედია გაამართლებს მასში გადახდილ თანხას...

მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ ილიარამენდის ტრანსფერი 32 მილიონი დაჯდა. "სამეფო კლუბის" ვერსია საკმაოდ განსხვავდება იმ თანხისაგან, რომელიც "სოსიედადის" პრეზიდენტმა გამოაცხადა. ბასკთა თქმით, ტრანსფერის საფასური 39 მილიონ ევროს შეადგენს...

"თეთრების" ოფიციალურ განცხადებაში შემდეგი რამ ეწერა:

დღეს, მადრიდის "რეალმა" ასიერ ილიარამენდის შესაძენად 32.190.000 გადაიხადა. ეს აუცილებელი იყო, რადგან ამ თანხის 21% დღგ-ს მიაქვს და ბასკურ კლუბთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ განცხადებით, "სამეფო კლუბს" სურს დაამტკიცოს, რომ ინფორმაცია, რომელიც ხოაკინ აპერიბაიმ გაავრცელა, სრული სიცრუეა. ეს ნამდვილად ძვირი შენაძენია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ამას "სოსიედადის" პრეზიდენტი იმჟღავნებდა.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:20 pm

სრულიად მართალია ეს კაცი,გამოქებულ ტექსტს დააკვირდით,უმარტივესი მაგალთია დიეგო მარადონა... იმედია კარლოსგან იმდენს ისწავლის,რომ მომავალში კარგი მწვრთნელი დადგება,წარმატებები ზიზუ :*

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დღეს კი მწვრთნელის თანაშემწემ, ზინედინ ზიდანმა დღეს ფრანგულ L'Equipe-სთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც უარყო ის მოსაზრება, რომ კარგი მწვრთნელი მარტო იმის გამო შესაძლოა გახდე, თუ კარგი ფეხბურთელი იყავი.

"ის, რომ ადრე კარგი ფეხბურთელი იყავი არ გაძლევს იმის გარანტიას, რომ კარი მწვრთნელიც გახდები. ეს გეხმარება, მეტი არაფერი" - განაცხადა ზიდანმა.

როდესაც ფრანგ ლეგენდას ჰკითხეს, თუ რატომ არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას მაშინ, როდესაც ის მწვრთნელის თანაშემწეს თანამდებობაზე დაპატიჯეს, ზიზუმ უპასუხა: " შესაძლოა, შინაგანად იმაზე ვშიშობდი, რომ ფეხბურთელებს საკუთარი გამოუცდელობით იმედებს გავუცრუვებდი, ჩემთვის ამის შეგრძნება საშინელება იქნებოდა".

გარდა ამისა, ზიდანმა აღიარა, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა და დღეს ხალხს ბევრად მეტად ენდობა: "ახლა ბევრად უფრო გახსნილი ვარ, უფრო ადვილად ვენდობი ადამიანებს". - განაცხადა კარლო ანჩელოტის თანაშემწემ, რომელსაც ორშაბათს გუნდის გაწვრთნის საშუალება პირველად მიეცემა. სწორედ ამ დღეს იწყებს მადრიდის "რეალი" წინასასეზონო მომზადებას.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:22 pm

სოსიედადში ასე თუ ისე მნიშნველოვანი ფიგურა იყო,ასე რომ იმედია რეალსაც გამოადგება.

ასიერ ილიარამენდი ანდონეგი (მუტრიკუ, გიპუსკოა, 1990), ოფიციალურად მადრიდის "რეალის" ახალი ფეხბურთელია. "სამეფო კლუბისათვის" "სოსიედადის" ნახევარმცველი მეოთხე ტრანსფერია. ახლა "ბლანკოსის" შემადგენლობაში ხუთი ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელმაც გასულ ივნისში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ზ/ხსენებულ გათამაშებაში ილიარამ შესანიშნავი დუეტი შექმნა ისკოსთან, რომელიც ასევე კლუბის ახალწვეულია. ამ ორის გარდა, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში კარვახალი, ნაჩო და მორატაც ირიცხებოდნენ.

ასიერს შესანიშნავი ინტუიცია აქვს და მას ბრწყინვალედ შეუძლია როგორც შეტევის ჩაშლა, ისევე საკუთარი გუნდის იერიშის წარმართვა, რაც კარლო ანჩელოტის გუნდს დინამიურობასა და მოძრაობას შეჰმატებს. სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშა შარშან "სოსიედადის" წარმატებაში უდიდესი როლი. მისი დახმარებით, კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ათი წლის შემდეგ მოხვდა.
"რეალ სოსიედადის" ყველა ასაკობრივი გუნდის გამოვლის შემდეგ, ილიარამენდი "რეალში" ბასკთა პირველ გუნდში გატარებული ორი სეზონის შემდეგ გადმოდის. ამ დროის მანძილზე მან 56 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (53 ძირითად შემადგენლობაში). გასულ ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელმა ასევე ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და გათამაშების სიმბოლურ ნაკრებში, მორატასა და ისკოსთან ერთად მოხვდა.
მისი დებიუტი ლა ლიგაში, 2011 წლის 23 იანვარს, "ელ მადრიგალზე", "ვილიარეალთან" შედგა. იმ სეზონში მან სადებიუტო შეხვედრის გარდა, ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2011/12 სეზონში კი პირველი გუნდის უცვლელი წევრი გახდა და 18 შეხვედრა ჩაატარა. გუნდის ბირთვად კი ის გასულ სეზონში იქცა. მადრიდის "რეალის" ახალმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ძირითად შემადგენლობაში და "სოსიედადისთვის" საკვანძო ფიგურად იქცა. მისმა გუნდმა ათწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწია. ახალგაზრდა ილიარამენდი კარლო ანჩელოტის გუნდს პროექტირებას, მოძრაობას, ტექნიკას და დინამიურობას შეჰმატებს მოედნის ცენტრში.

გუნდები:

"რეალ სოსიედადის" ახალგაზრდული გუნდები.
"რეალ სოსიედადის" პირველი გუნდი: 2011-2013
მადრიდის "რეალი" 2013 -

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები.

მიღწევები:

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონი (2013)
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:25 pm

ბენზემას ვარცხნილობის შემდეგ დარჩება აბა :დ კი ძაან მაზილაა მარა არ მინდა ამის წასვლა,მადრიდისტაა  ნუ თუ უკეთესს მოიყვანენ,წავიდეს. ^^

გონსალო იგუაინი შესაძლოა ისევ მადრიდის "რეალში" დარჩეს.

სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელის გაყიდვას არ ჩქარობს, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ მისი ასპარეზობა "სამეფო კლუბში" დასასრულს მიუახლოვდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით სიახლე არაფერია.

გონსალოს გადაბირების სურვილი "იუვენტუსმა" და "არსენალმა" გამოთქვეს. თუმცა, ჯერჯერობით მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა. "კანონირებმა" თავიანთი წინადადებით "რეალის" მოხიბლვა ვერ შეძლეს.

ამავდროულად, ფლორენტინო პერესი 15 ივლისს არგენტინელთან შეხვედრას და საკითხის განხილვას გეგმავს. დიდი შანსია, რომ გონსალო "რეალში" დარჩეს.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:28 pm

ლუკა ჩვენია! :გული: არ წავა არსად  :კი: 

"ემიუს" თავკაცი, დევიდ მოიესი, ნახევარმცველის ძიებას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ტიაგო ალკანტარას ტრანსფერთან დაკავშირებით კრახი განიცადეს. ესპანელმა ფეხბურთელმა "ბაიერნში" გადაბარგება არჩია.

ახლა მოიესს ორი ვარიანტი აქვს. ერთი ძვირი და რთული, მეორე იაფი და მარტივი. The Daily Star-ის ცნობით, მოიესი "ლაციოს" იტალიელი ფეხბურთელის, ანტონიო კანდრევას შეძენის საკითხს განიხილავს. კლუბის სკაუტები კონფედერაციის თასზე იმყოფებოდნენ და 26 წლის ფეხბურთელის ასპარეზობას დადებითი შეფასება მისცეს.

მაგრამ თავად "ემიუს" თავკაცი ლუკა მოდრიჩის გადაბირებას ისურვებდა. "მანკუნიანელებს" ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ფინანსები საკმარისად აქვთ, მაგრამ კარლო ანჩელოტი ხორვატი ნახევარმცველის გუნდიდან გაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ვარაუდობენ, რომ ბოლო სიტყვა მოდრიჩზე იქნება.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:30 pm

რა უაზრო ნომერია...:დდ

გაზეთ Marca-ს დღევანდელ (13/07/2013) ნომერში ნახავთ...

- ილიარამენდი - მადრიდის "რეალმა" ჩაბი ალონსოს მემკვიდრე შეიძინა

- ილიარამენდი "რეალ სოსიედადს" აცრემლებული დაემშვიდობა

- ბასკის ტრანსფერი 32 190 000 ევრო დაჯდა

- ფლორენტინო პერესი: "ანჩელოტი კანტერაში დარწმუნებულია"

- როსელს გვარდიოლასთან ომი არ სურს
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:31 pm

ბრაკი არ აღმოჩნდე ^^ :დ

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ასიერ ილიარამენდიმ, კლინიკა "სანიტასში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ასიერ ილიარამენდიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შემდეგ, ფეხბურთელი კონტრაქტს გააფორმებს და მისი პრეზენტაციაც შედგება.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Jacqueline_Ronaldo on Sat Jul 13, 2013 9:32 pm

აუ კოე მეუასებაა :მოწყენილი:( მარა თუ წასვლა უნდა,ძალით არ უნდა გააჩერონ გუნდში..


რიკარდუ კარვალიუსა და მაიკლ ესიენის შემდეგ, ხოსე მარია კალეხონი ერთადერთია, რომელმაც "სამეფო კლუბი" დატოვა. ალბათ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვიღაც დატოვებს კლუბს, მაგრამ "წმენდა" არ იქნება, რადგან ის ფეხბურთელები, რომლებიც ტრანსფერზე იყვნენ დაყენებულნი, უკვე მოხსნილნი არიან იქედან. მაგალითად, დი მარია და პეპე.

ერთადერთი ფეხბურთელები, რომელთა შესახებაც კლუბი წინადადებებს განიხილავს, გონსალო იგუაინი და ფაბიუ კოენტრაუ არიან, მაგრამ ამჟამად ორივე მათგანი "ბლანკოსის" დატოვებისგან შორს არიან.

არგენტინელი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში მადრიდული ეტაპი დასრულდა და ახალი გამოწვევები სჭირდება, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ არანაირი წინადადება არ მიუღიათ და მოლაპარაკებებიც არ მიმდინარეობს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგუაინი "არსენალთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ ლონდონელები ახლა დარწმუნებულნი არ არიან, რომ "პიპიტა" ესაჭიროებათ და გადაწყვიტეს "ლივერპულს" ლუის სუარესისთვის 50 მლნ. ევრო შესთავაზონ.

თავის მხრივ, ანჩელოტიმ გონსალოს გუნდის კარი არ დაუხურა და მას სიამოვნებით დატოვებს გუნდში. ასე რომ, თუ "რეალი" იგუაინის ტრანსფერზე კარგ შემოთავაზებას არ მიიღებს, რომელიც 30 მლნ. ევროს აღემატება, მის გაყიდვის საკითხს არც კი განიხილავს.

რაც შეეხება ფაბიუ კოენტრაუს, გუნდი მზადაა მას შეელიოს. კლუბში იციან, რომ 30 მილიონს, რომელიც ფაბიუს სანაცვლოდ გადაიხადეს, მისი გაყიდვის შემთხვევაშიც კი ვეღარ დაიბრუნებენ, მაგრამ თავად პორტუგალიელს გუნდის შეცვლა სურს. ერთი მხრივ, ჟოზე მოურინიოს წასვლა მას მარსელოსთან შედარებით გამოუვალ მდგომარეობაში დააყენებს. ბრაზილიელმა ტრავმები წარსულს ჩააბარა და სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს. მეორე მხრივ, კოენტრაუ თავს კარგად ვერ გრძნობდა, განსაკუთრებით "ბერნაბეუზე". მოურინიო პირადად ცდილობდა ფაბიუს ზეწოლის დაძლევაში დახმარებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ეს მაინც ვერ მოახერხა.
avatar
Jacqueline_Ronaldo

. : 100 & Madridista... ♥


პოსტების რაოდენობა : 4202
ქულები : 4234
დარეგისტრირების თარიღი : 2011-11-12
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: Real Madrid C.F

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 4 of 26 Previous  1, 2, 3, 4, 5 ... 15 ... 26  Next

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum