იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში

Go down

კიოლნი – ველოსიპედებით შუა საუკუნეებში

Post by dato1993 on Mon Jul 22, 2013 3:49 am

კიოლნი გერმანიის სიდიდით მეოთხე ქალაქია. მისი პორტი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შიდა საკონტინენტო პორტია ევროპაში. აღსანიშნავია, რომ ბერლინის შემდეგ კიოლნში რიცხოვნობით მეორე თურქული დიასპორაა მსოფლიოში. ქალაქი გერმანიის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად ითვლება. 

კლიმატი 

კიოლნისათვის საკმაოდ ცვალებადი კლიმატია დამახასიათებელი. საშუალო წლიური ტემპერატურა 10 გრადუსია. ქალაქში ზამთარი, განსაკუთრებით კი დეკემბერი, საკმაოდ ცივი და ნალექიანია, გაზაფხული და შემოდგომა –Ö თბილი და სასიამოვნო. ყველაზე ცხელი თვე ივლისია, მაგრამ აგვისტოს დადგომისთანავე სიცხეები ქრება და თვის ბოლოდან სიგრილე შეინიშნება. ნოემბრის დასაწყისიდან საგრძნობლად ცივა. ალბათ უკვე მიხვდით, რომ კიოლნის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ზაფხულია. 

ენა 

კიოლნის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის, ოფიციალური ენა, რა თქმა უნდა, გერმანულია. გაითვალისწინეთ, რომ გერმანელებს თუ მათ ენაზე ესაუბრებით, გაცილებით სტუმართმოყვარენი და თბილები ხდებიან. თუ გერმანული არ იცით, არც ამ შემთხვევაში უნდა გაგიჭირდეთ, რადგან კიოლნში ევროპულ ენებზე მოსაუბრეებსაც მრავლად შეხვდებით. იქ ნებისმიერი განათლებული ადამიანი კარგად ფლობს ინგლისურს, რომელიც ქვეყანაში მეორად ენად ითვლება. 

ფული 

კიოლნის ოფიციალური ვალუტა ევროა. ნაციონალური და უცხოური ვალუტის შეტანა–გატანაზე შეზღუდვები დაწესებული არაა, მაგრამ ქალაქში სხვა სახის ვალუტის დახარჯვის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ. გამონაკლისს წარმოადგენს ტურისტებით გადავსებული ბარ–რესტორნები, სადაც, ამერიკული დოლარის წყალობით, მშიერს ნამდვილად არ დაგტოვებენ. 

გადაადგილება 

კიოლნს სამი აეროპორტი ემსახურება. სამივე მათგანი ქალაქის გარეუბნებშია განთავსებული. საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდია გერმანიაში. ცენტრამდე მატარებლით 40 წუთში მიხვალთ, მგზავრობის ღირებულება კი 9,20 ევროა. მატარებელი ყოველ 20 წუთში ერთხელ გადის. 

თვითმფრინავის შემდეგ მატარებელი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. ევროპელები კიოლნში ჩასვლას მატარებლით ამჯობინებენ. ქალაქის რკინიგზა იდეალურად მუშაობს, თანაც მატარებლით ჩასვლა ყველაზე იაფი დაგიჯდებათ. ევროპის რამდენიმე და გერმანიის ყველა ქალაქიდან კიოლნში ჩასვლას ავტობუსითაც შეძლებთ, მაგრამ ავტობუსს რატომღაც ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. 

კიოლნში, ისევე როგორც მთელ გერმანიაში, ტრანსპორტი უნიკალური მოვლენაა. ქალაქში გადაადგილება უამრავი სატრანსპორტო საშუალებით შეგიძლიათ, მაგრამ ტრამვაი უკონკურენტოა. თუ კიოლნში სამ დღეზე დიდხანს აპირებთ გაჩერებას, გირჩევთ, მთელი კვირის სამგზავრო ბილეთი შეიძინოთ, რომელიც 11,50 ევრო ღირს და მისი შეძენა ნებისმიერ სადგურზეა შესაძლებელი. 

ტურისტებს შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ველოსიპედი. კიოლნი ცნობილია საველოსიპედო გზების სიმრავლით, სადაც დღიურად 200.000 ველოსიპედი მოძრაობს. უამრავი საცობის მიუხედავად, ნებისმიერი ტრანსპორტი პუნქტუალურად დადის. ეს იმის გამო, რომ პუნქტუალურობა მოძრაობის აუცილებელ წესებში შედის. კიოლნში, ისევე როგორც გერმანიის ნებისმიერ ქალაქში, უმაღლესი დონის მეტროა. თუ საშუალება გაქვთ, მაშინ მანქანის დაქირავებასაც უპრობლემოდ შეძლებთ და თქვენს ნება–სურვილზე იმოძრავებთ ქალაქში. გაითვალისწინეთ, რომ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1,8 ევროა. 

სამზარეულო 

გერმანული სამზარეულო მდიდარი და მრავალფეროვანია. კიოლნის ცენტრში განლაგებულ ბარ–რესტორნებში, სადაც საუკეთესო მზარეულები მუშაობენ, ისეთ ცნობილ გერმანულ კერძებს დააგემოვნებთ, როგორებიცაა ხორცითა და არაჟნით მომზადებული შნელკლოპსი, აგრეთვე ძეხვის უგემრიელესი სალათი. გერმანელები უამრავი სახეობის ძეხვეულისა და ხორცეულის ფონზე შედარებით მსუბუქ საჭმელსაც შემოგთავაზებენ. კიოლნში ჩასულები ტრადიციული შნიცელის გასინჯვის გარეშე ნუ წამოხვალთ. არც ვეგეტარიანელები დარჩებიან უკმაყოფილონი, რადგან მათზე გათვლილი რესტორნები ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა. ყველაზე მოთხოვნადია ბოსტნეულის სალათი ფელაფელსი. 

სწრაფი კვების ობიექტებში დანაყრება, სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომია. რაც შეეხება სასმელს, ყავა და ჩაი კიოლნში ერთნაირად მოთხოვნადია. ალკოჰოლიდან კი, რა თქმა უნდა, ლუდი პირველია, რომლის შემდეგ ყველაზე გავრცელებული სასმელი ღვინოა. ადგილობრივებს ძალიან უყვართ კოქტეილის დალევა. ყოველ საღამოს ახალგაზრდები კოქტეილ–ბარებში იკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ კიოლნში თითქმის ყველა ქვეყნის რესტორანს შეხვდებით. ასე რომ, თუ გერმანული ნაციონალური სამზარეულო დიდად არ გხიბლავთ, მშიერი ნამდვილად არ დარჩებით. დღეს, ისევე როგორც ადრე, გერმანულ სამზარეულოში კვლავაც აქტიურ როლს თამაშობს ბატკნის, ღორის და ძროხის ხორცი, რომლებსაც თავიანთ გარნირებთან ერთად ძველი ან თანამედროვე მეთოდებით ამზადებენ. 

ღირსშესანიშნაობები 

კიოლნი რაინის მიწების ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრია. თავისი სანახაობებით ეს ქალაქი ნებისმიერ ტურისტს დაღლის, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის კარგი გაგებით. 

კიოლნი ყველაზე ძველი ქალაქია გერმანიაში. მისი სიმბოლოა ქალაქის ცენტრში აღმართული გოთიკური ეკლესია კოშკებით. ის უნიკალურია იმითაც, რომ მასში ბევრი შეუფასებელი ძვირფასეულობაა დაცული. ტაძარი, რომლის მშენებლობაც 750 წლის წინ დაიწყო, 1998 წელს იუნესკო–ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 

არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა 12 ეკლესიისგან შემდგარი ანსამბლი, რომელიც შუა საუკუნეების ერთ–ერთი საუცხოო სიმბოლოა. კიოლნის საკათედრო ტაძარი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მონუმენტია გერმანიაში და კიოლნის უმთავრეს ღირსშესანიშნაობად ითვლება. კათედრალს მართავს კიოლნის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია. 1880 წელს ტაძრის ქიმების მშენებლობის დასრულების შემდეგ კათედრალი მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყო მომდევნო 4 წლის განმავლობაში, შემდეგ კი მას სიმაღლეში ვაშინგტონის მონუმენტმა გაასწრო. 

ცხოველების მოყვარულები ზოოპარკს უნდა ესტუმრონ, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველა ქვეყნისა თუ ქალაქის ზოოპარკებისაგან მკვეთრად განსხვავდება. 

ქალაქში ყოველთვის დიდი მხიარულებაა, ამიტომაც ის ტურისტებს წელიწადის ყველა დროს ერთნაირად იზიდავს. 

უსაფრთხოების წესები 

კრიმინალური თვალსაზრისით, კიოლნი დაცული ქალაქია. დღემდე მთავარ პრობლემად ჯიბის ქურდები რჩებიან, რომლებიც ისე არიან თავიანთ საქმეში დახელოვნებული, რომ, რაოდენ დიდი სიფრთხილეც უნდა გამოიჩინოთ, შესაძლოა მაინც საფულისა და ძვირფასი ნივთების გარეშე დარჩეთ. ამიტომ გირჩევთ, ბევრი ფულითა და ძვირფასეულობით გარეთ გასვლას მოერიდოთ, თუმცა პოლიციელების დახმარების იმედი ნამდვილად შეგიძლიათ გქონდეთ. ღამის 3 საათის შემდეგ გარეთ გაჩერება არ შეიძლება. 

პირველი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, ზრდილობიანი მოქცევაა. ნებისმიერ ადგილას მომსახურე პერსონალს ზრდილობიანად უნდა მიმართოთ. მძღოლებს საგზაო წესების მკაცრად დაცვა მართებთ, სხვაგვარად დიდი ჯარიმებია დაწესებული. ტაქსის მძღოლებს ფასზე წინასწარ მოელაპარაკეთ, ტურისტების თხოვნას ისინი ითვალისწინებენ, მთავარია ზრდილობა. თუ ქუჩაში მოსიარულე პოლიციელი მოგიახლოვდათ და საბუთები მოგთხოვათ, არ გაგიკვირდეთ და ზრდილობიანად გაუწოდეთ. ეცადეთ, ნასვამ მდგომარეობაში ქუჩაში არ გახვიდეთ, გერმანელ პოლიციელებს მთვრალი ხალხი არ უყვართ. 

უბის წიგნაკი 

ქვეყანა – გერმანია; 

ფართობი – 405.15 კვ.კმ; 

მოსახლეობა – 998.109; 

ოფიციალური ენა – გერმანული; 

ოფიციალური ვალუტა – ევრო. 
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum