იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის

Go down

კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის

Post by dato1993 on Mon Jul 22, 2013 3:51 am

კასაბლანკა (ესპ. თეთრი სახლი) ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე არაბული ქვეყნის, მაროკოს უდიდესი ქალაქი და ნავსადგურია. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთისა და ესპანეთის ტყვეობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საინტერესო ტურისტულ ცენტრად იქცა, სადაც საოცარი ტრადიციებისა და კულტურის გასაცნობად ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი იკრიბება. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]კლიმატი [/b]

კასაბლანკაში ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანისათვის დამახასიათებელი კლიმატია, თუმცა ბევრად უფრო მშრალი და ცხელი. ოკეანისა და ზღვის გარდა, ქალაქს გარს ორი უდიდესი უდაბნოც აკრავს. ზაფხულის პერიოდში კასაბლანკაში მოგზაურობა თვითმკვლელობის ტოლფასია. ამ დროს გაუსაძლის სიცხესთან ერთად საშინელი სუნი ისე შეგაწუხებთ, რომ თავს აგატკიებთ. განსაკუთრებით საშიში და ცხელი პერიოდია მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. ზამთარი კი ზაფხულთან შედარებით ბევრად გრილია, თუმცა სხვა ქვეყნებიდან ჩასულთათვის კასაბლანკას ზამთარი ზაფხულს უფრო ჰგავს. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]ენა [/b]

კასაბლანკაში სახელმწიფო ენად არაბული ითვლება, მაგრამ მე–19 საუკუნიდან მოყოლებული ფრანგულისა და ესპანურის გავლენა იმდენად დიდია, რომ არაბულისაგან თითქმის აღარაფერი დარჩა. თუ იქაური არაბულის არაფერი გაგეგებათ, აჯობებს, ესპანური ან მცირედი ფრანგული მაინც შეისწავლოთ. 

ქალაქში შენარჩუნებულია უძველესი ბერბერული ენაც, რომელიც მხოლოდ ძირძველმა კასაბლანკელებმა იციან. მიუხედავად ყველაფრისა, გახსოვდეთ, რომ ფეშენებელურ სასტუმროებსა და ტურისტული თავშეყრის ადგილებში ინგლისური თითქმის ყველამ იცის. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]ფული [/b]

მაროკოული დიჰრამი ამ ქალაქში ოფიციალური ვალუტაა. სხვა ქვეყნებიდან შეტანილი მაროკოული დიჰრამი არალეგალურად ითვლება, შესაბამისად სასურველია, დოლარი ან ევრო ჩაიტანოთ და შემდეგ კასაბლანკას ბანკებს მიმართოთ გადასახურდავებლად. ბოლო მონაცემებით, 1 ევრო 11,15 მაროკოული დიჰრამის ტოლფასია, 1 ამერიკული დოლარი კი 8,50 მაროკოულ დიჰრამს უდრის. გახსოვდეთ, კასაბლანკაში თავიანთი ფულის გარდა სხვა ვალუტას არ აიღებენ. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]რელიგია [/b]

კასაბლანკას ოფიციალური რელიგია ისლამია. მოსახლეობის 70% მისი მიმდევარია, მაგრამ ისინი დიდი რელიგიურობით არ გამოირჩევიან. ადგილობრივების 20% ქრისტიანია, ისინი ემიგრანტები, ფრანგი და ესპანელი დამპყრობლების შთამომავლები არიან. აღსანიშნავია, რომ ისლამურ სახელმწიფოში ქრისტიანებს არავითარი შეზღუდვები არ აქვთ. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]გადაადგილება [/b]

მუჰამედ მეხუთის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე გადატვირთული აეროპორტია ქვეყნის მასშტაბით. თვითმფრინავს და გემს ძირითადად სხვა კონტინენტებიდან მიმავალი ტურისტები მიმართავენ. მეზობელი ქვეყნებიდან კასაბლანკაში მოსახვედრად ყველაზე მოსახერხებელი მატარებელია, ხოლო ყველაზე იაფი – ავტობუსი. 

ევროპის ქალაქებისგან განსხვავებით კასაბლანკაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ იაფი ღირს. ტაქსს რაც შეეხება, მძღოლს ფასზე წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ ან კიდევ სთხოვოთ, რომ მრიცხველი ჩართოს. თუ მრიცხველი არ აქვს, ე.ი. ის სახელმწიფო ტაქსის მძღოლი არ არის და ტურისტების მოტყუებაზე მუშაობს. 

კასაბლანკაში მარტო სიარულს, განსაკუთრებით კი ღამით, უცხოელ ტურისტებს ნამდვილად არ ურჩევენ. ჯობია, ჯგუფურად იარონ და თან სიფრთხილის ყველა ზომა დაიცვან. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]სამზარეულო [/b]

მსოფლიოში სახელგანთქმული მაროკოული სამზარეულო საუკეთესოთა ათეულში შედის. კასაბლანკაში ასობით უგემრიელეს კერძს ამზადებენ, რომელთა უმეტესობა არაბული და ევროპული სამზარეულოების ნაზავი გახლავთ. კუსკუსისა და ტაგიბნის შემდეგ აუცილებლად დააგემოვნეთ მაროკოული ნუგბარი, რომელიც საუკეთესო ტკბილეულადაა აღიარებული მსოფლიოში. რაც შეეხება სასმელს, სპეციალური პიტნის ჩაის დალევა ხშირად მოგიწევთ. აი, ალკოჰოლის დასაგემოვნებლად კი ღამის კლუბებში ან დისკოტეკაზე წასვლა დაგჭირდებათ, სადაც შეიძლება ვიზის ჩვენებაც კი მოგიხდეთ იმის დასამტკიცებლად, რომ უცხოელი ბრძანდებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ ვეგეტარიანული რესტორნები კასაბლანკაში საერთოდ არ არსებობს. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]ღირსშესანიშნაობები [/b]

თავისი გეოგრაფიული და პოლიტიკური მდგომარეობის გამო კასაბლანკა საუკუნეების განმავლობაში აგროვებდა სხვადასხვა კულტურების ნაწილებს. სწორედ ამან განაპირობა მდიდარი მაროკოული კულტურა, რომელშიც ასახვა ჰპოვა არაბულმა, ბერბერულმა, ესპანურმა და აფრიკულმა კულტურის ელემენტებმა. 

კასაბლანკას და მთელი მაროკოს მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჰასან მეორის მეჩეთი – ეს უდიდესი მეჩეთია მაროკოში და სიდიდით მესამე მსოფლიოში. მეჩეთი ფრანგი არქიტექტორის, მიშელ პინსოს პროექტითაა შექმნილი და მაროკოს მეფე ჰასან მეორის მმართველობის პერიოდში, 1989 წელს აშენდა. მისი მინარეთი 210 მეტრია და მსოფლიოში ყველაზე მაღალია. 

ისლამური არქიტექტურის უბრწყინვალესი ნიმუშია მახამა დუ პაშა, ანუ პაშას სასამართლოს შენობა. იქ შესასვლელად ნებართვის მოპოვება დღემდე დიდ პრობლემას წარმოადგენს. 

პლაჟებს შორის გამორჩეულია აინ დიაბსის სანაპირო ზოლი, სადაც სისუფთავესთან და კამკამა წყალთან ერთად საკმაოდ ბევრი გასართობი საშუალებაცაა. 

არაბულ კულტურას ე.წ. მედინაშიც – არაბულ სალოცავში – შეიცნობთ თუნდაც ერთი ჩვეულებრივი ხალიჩით. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]უსაფრთხოების წესები [/b]

კასაბლანკაში ყოფნის დროს სიფრთხილის დაცვა აუცილებელია. არასოდეს გამოელაპარაკოთ ქუჩაში უცნობ აგილობრივებს. ზოგიერთი მათგანი რაღაც საქონელსაც შემოგთავაზებთ, ზოგი – სახლში მიგიპატიჟებთ, მავანი – ნარკოტიკს გაჩვენებთ, ზოგი კი უბრალოდ დახმარებას შემოგთავაზებთ. მათ ადგილობრივები "მელია გიდებს" ეძახიან. 

კასაბლანკა ერთ–ერთი ყველაზე ანტისანიტარული ქალაქია, სადაც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ხშირია მასობრივი ინფექციების გავრცელება. ამიტომ რაც უნდა სიცხემ შეგაწუხოთ, არ გაბედოთ ქუჩაში ფეხსაცმლის გახდა და ისე სიარული ან ონკანის წყლის დალევა. 

1999 წლიდან ქვეყანას მაროკოს მეფე მოჰამედ მეექვსე და მისი სამეფო ოჯახი მართავს, რომელთა შეურაცხყოფა კანონით ისჯება, ამიტომ მოერიდეთ მონარქზე საუბარს. შეეცადეთ, მაქსიმალურად კონსერვატულად ჩაცმულმა იაროთ და ადგილობრივი წესები დაიცვათ. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]უბის წიგნაკი [/b]

ქვეყანა – მაროკოს სამეფო; 

ქალაქი – კასაბლანკა; 

ფართობი – 446.550 კვ.კმ; 

მოსახლეობა – 33.757.175; 

სახელმწიფო ენა – არაბული; 

ვალუტა – მაროკოული დიჰრამი. 

[b style="margin: 0px; padding: 0px; color: rgb(0, 0, 0); font-family: 'Times New Roman'; font-size: 14px;"]მოამზადა თათია ბოჭორიძემ [/b]
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: კასაბლანკა – თეთრი სახლი ორ უდაბნოს შორის

Post by Bennu ♥ on Sun Aug 18, 2013 9:28 pm

საინტერესო ინფრომაციაა იყოო. ისე კსაბლანკა თუ რაღაცა რომელიღაც სერიალს არ ქვიაა? რაღაც ეგრე მახსოვსს
avatar
Bennu ♥

პოსტების რაოდენობა : 6771
ქულები : 6967
დარეგისტრირების თარიღი : 2013-07-21
ასაკი: : 20
Location : თბილისი

View user profile http://indieviduelle.tumblr.com/

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum