იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

სპორტი-sport

Page 2 of 2 Previous  1, 2

View previous topic View next topic Go down

Re: სპორტი-sport

Post by dato1993 on Sat Oct 26, 2013 11:13 pm

ბექა ღვინიაშვილმა (90) ლიუბლიანაში მიმდინარე ჩემპიონატზეც, ტრადიციულად ყველა მეტოქე დაჯაბნა და ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 

გორელი ფალავანი 26 ოქტომბერს 18 წლისა ხდება და საკუთარ თავს საუკეთესო საჩუქარი თავადვე გაუკეთა. 

ღვინიაშვილმა სლოვენიაშიც ტრადიციული სტატისტიკით იმარჯვა ანუ ყველა შეხვედრა ამჯერადაც იპონით მოიგო. სლოვაკი არპად სზაკაცი, რუსირამაზან მალსიგენოვი, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მიჰაილ მარჩიტანი, ნახევარფინალში პოლონელი პატრიკ ციჩომსკი და ფინალში ყაზახი სამატ იესენი ბეჭებით გააკრა ტატამს. 

ღვინიაშვილი წლეულს ევროპის ჩემპიონიც გახდა ანუ ახლანდელი წარმატებით სეზონში დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ევროპირველობის მსგავსად, ფინალი ახლაც შებოჭვით მოიგო. 

სამწუხაროდ, ლაშა ტაველური (90) პირველივე წრეში დამარცხდა, ბექა დონღვანმა(81) კი ორი შეხვედრა მოიგო. ამდენად, ჩვენი გუნდის მონაგარი ჯერჯერობით თითო ოქრო და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ პირველივე დღეს მესამეზე ლერი ჭელიძე (55) გავიდა. 

26 ოქტომბერს სლოვენიაში გურამ თუშიშვილი (100), ლევან მატიაშვილი დაგიორგი ზაქარიაძე (ორივე - +100) იჭიდავებენ. 

dato1993

პოსტების რაოდენობა : 4892
ქულები : 5540
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 23

View user profile

Back to top Go down

Re: სპორტი-sport

Post by dato1993 on Sat Oct 26, 2013 11:14 pm

25 ოქტომბერს იაპონური ჰამამაცუს კორტებზე ორჯერ გავიდა ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა, რომელიც იქაურ 25.000-იან ტურნირში თამაშობს. 

ერთეულთა თანრიგში მესამე ნომრად განთესილი ჩვენებური ტურნირის მე-7 ნომერ შუკო აოიამას (იაპონია) დაუპირისპირდა. 

პირველი ხელი შაფათავამ მოიგო 6:4, მაგრამ მომდევნო ორი სეტი, შესაბამისად, 2:6, 4:6 წააგო და ერთეულთა ასპარეზობას ჩამოშორდა. 

სამაგიეროდ, წყვილებში შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან ერთად მესამე ნომრებს - ერი ჰოზუმის და მაკოტო ნინომიას (ორივე-იაპონია) სძლია 6:4, 6:3 და ფინალში გავიდა, სადაც შუკო აოიამას და ჟუნრი ნამიგატას (ორივე-იაპონია) ტანდემთან გაარკვეს ურთიერთობას, ერთეულთა თანრიგში აოიამასთან წაგებისთვის რევანშის შანსი ეძლევა.

dato1993

პოსტების რაოდენობა : 4892
ქულები : 5540
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 23

View user profile

Back to top Go down

Page 2 of 2 Previous  1, 2

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum