იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

მსოფლიო კინო სიახლეები

Go down

მსოფლიო კინო სიახლეები

Post by dato1993 on Fri Aug 16, 2013 10:34 pm

ამ თემაში დაიდობა ინფორმაცია მსოფლიო კინოს შესახებ,უცნობი ფაქტები გადასაგები მოედნიდან დიდი პრემიერებისა და სხვადასხვა დაჯილდოვებების შესახებ.ასვე მოგაწვდიდ ინფორმაციას კინოკლასიკაზე
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by dato1993 on Fri Aug 16, 2013 10:43 pm

მსოფლიო ომი Z/World War Z  აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული ფილმი მსახიობი ბრედ პიტის (Brad Pitt) კარიერაში.  როგორც უკვე ცნობილია ფილმის ბიუჯეტმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე $500 მილიონს გადააჭარბა. ფილმაა, მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში $197.4 მილიონი შეაგროვა, ხოლო $305.2 უცხოეთის ქვეყნებიდან. აქამდე კი მსახიობის  ყველაზე მაღალბუჯეტიანი ფილმი იყო  ტროა/Troy, რომლის ბიუჯეტსაც შეადგენდა $479 მილიონი.  

ფილმის ძირითადი სიუჟეტი დამყარებულია ზომბების - ცოცხალი მკვდრების თავდასხმაზე. ზომბები რეალობად იქცნენ და ეს რეალობა მთელ კაცობრიობას სიკვდილით ემუქრება. თავად ზომბები თითქმის უვნებლები არიან, მაგრამ თუ დაჭრიან ადამიანს, ეს ჩვეუელბრივ მოკვდავს ზომბად გადააქცეს. ზომბების არმია მთელ მსოლფიოს იპყრობს, გადადის ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე. დედამიწა კატასტროფის პირასაა. და ყველასათვის გაუგებარია როგორ უნდა შეებრძოლო მოწინააღმდეგეს, რომელიც უკვე მკვდარია…
ucnobi faqti
ეს პროექტი, რომლის რეჟისორი არის მარკ ფოსტერი (Marc Forster) დამყარებული იყო მაქს ბრუქსის (Max Brooks) რომანზე. ფილმის გადაღებები დიდი ხნის განმავლობაში წყდებოდა სხვადასხვა სკანდალების გამო, მაგრამ პიტმა, რომელიც პროდიუსერადაც მოგვევლინა, შეძლო ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა.

ასევე თქვენთვის ალბათ საინტერესო იქნება ინფორმაცია, რომ ფილმის მსოფლიო ომი Z/World War Z – ის შემქმნელები, ფილმის გადაღებების დასრულებამდე ამბობდნენ, რომ ამ ფილმის წარმატების შემთხვევაში გადაიღებენ მის გაგრძელებასაც.
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by dato1993 on Fri Aug 16, 2013 11:57 pm

kinoklasika
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
უდავოა, რომ ეს ფილმი ამერიკის კინემატოგრაფიის შედევრი და ჯეკ ნიკოლსონის საუკეთესო ნამუშევარია. ალბათ უმეტეს თქვენგანს ნანახი გაქვთ, თუმცა მაინც შევეცდები ფილმზე მოგაწოდოთ რამდენიმე დეტალი, რომლებიც თქვენთვის სიახლე იქნება. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა რეჟისორმა მილოშ ფორმანმა გადაიღო (რისთვისაც ოსკარიც აიღო, ჯამში ფილმს 5 ოსკარი აქვს) კენ კესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით და დღემდე ეს ფილმი ლიტერატურული ნაშრომის მიხედვით საუკეთესო ადაპტირებულ სურათად ითვლება.

სინოფსი: რას იტყვით დასვენებაზე სახელმწიფოს ხარჯზე პატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში? ზუსტად ეს გააკეთა მოუსვენარმა და დამოუკიდებელმა მაკმერფიმ, რომლის ძარღვებშიც – ცეცხლი ანთია, ენა კი ბასრი დანასავითაა: თავი შეურაცხად ავადმყოფად მოაჩვენა და გიჟებთან დასახლდა. მისი გადამდები დამოუკედბლობის გრძნობა ეგრევე იწყებს საავადმყოფოს ბნელი ყოველდღიურობის მოწამვლას. თუ ტელევიზორში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს აჩვენებენ, ის არ დაუშვებს, რომ დამაწყნარებელი წამალით გაჭყეპილი პაციენტები ირგვლივ დაეხეტებოდნენ. ეს – ომია! ერთ მხარეზე – მაკმერფია. მეორეზე – მედდა რეტჩედი, მას მშვიდი ხმა აქვს, ის – ერთერთი ყველაზე ცივსისხლიანი და დაუნდობელი ბოროტმოქმედია კინოს ისტორიიდან, რომლის ფსონზეც ყოველი პაციენტის ბედი დევს.

საბოლოო ჯამში სურათი არის შედევრი, რომელიც გაჟღენთილია თავისუფლების დაუოკებელი წყურვილით
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by dato1993 on Mon Aug 19, 2013 11:13 pm

ცოტა ხნის წინ პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა მეთიუ ბონმა თავის მორიგ პროექტში დევიდ ბექჰემი მიიწვია. თუმცა, ახალ ინფორმაციას თუ ვენდობით, ბონს გაცილებით უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ ფილმში „The Secret Service“-ში ადელი და ელტონ ჯონიც გამოჩნდებიან. ამბობენ, რომ რეჟისორი ადელს უარყოფითი პერსონაჟის შესასრულებლად იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბექჰემს ასევე ბოროტმოქმედის როლს სთავაზობს. ფილმის „The Secret Service“-ის სცენარი ამავე სახელწოდების კომიქსზე დაყრდნობით შეიქმნა, რომლის ავტორიც მარკ მილერია. პროექტში მთავარ როლებს კოლინ ფერტი და სემუელ ელ ჯექსონი შეასრულებენ, თუმცა, ცნობილია, რომ ბონი ლეონარდო დიკაპრიოსთან და ტომ კრუზთან თანამშრომლობასაც ფიქრობს.
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by isabel arroyo on Mon Aug 19, 2013 11:46 pm

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
ოჰ ოჰ უძლიერესი ფილმია!!!!!! შედევრი

ვგიჟდები ისე მიყვარს ფორესტ გამპი. ეს არის უნიკალური ფილმი სიყვარულზე და მეგობრობაზე, ჭკუაზე და იღბალზე,სიცოცხლესა და სიკვდილზე. ფორესტ გამპი მსოფლიო კინოს საგანძურთა სიაშია შეტანილი.

ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი მფარველი ანგელოზი.ბედნიერი ვარ,რომ ეს ფილმი ვნახე, შეუძლებელია ყურების შემდეგ ადამიანმა არ იფიქროს იმაზე,რომ ტყულად ვფლანგავთ დროს სისულელეებში მაშინ როცა შეგვიძლია სიცოცხლის თითოეული წამი ვაქციოთ სასწაულად...
avatar
isabel arroyo

პოსტების რაოდენობა : 16826
ქულები : 17009
დარეგისტრირების თარიღი : 2011-12-02

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by dato1993 on Tue Aug 20, 2013 5:08 pm

getanxmebi srulad
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by dato1993 on Tue Aug 20, 2013 5:15 pm

300: imperis amagleba

წარმოგიდგენთ ახალი მძაფრ-სიუჟეტიანი/დრამის 300: Rise of an Empire/300: იმპერიის ამაღლება პირველ ოფიციალურ ტრეილერს.
ფილმი დამყარებულია ფრენკ მილერის ნოველაზე “Xerxes” და თხრობილია სულისშემკვრელი ბლოგბასტერის 300/300 სპარტელი – ის ვიზუალურ სტილში. ბერძენი გენერალი თემისტოკლე (Sullivan Stapleton) ცდილობს, რომ მთელი საბრძნეთი გააერთიანოს და იპყრობს სპარსულ ძალებს, რითაც უპირისპირდება სიკვდილის ღმერთ ქსერქსს (Rodrigo Santoro) და არტემსიას(Eva Green) შურისმაძიებელ სპარსელების მეთაურს.
ფილმის რეჟისორია ნოამ მურო (Noam Murro), ხოლო სცენარისტები არიან: ზაკ სნეიდერი (Zack Snyder) და კურტ ჯონსტედი (Kurt Johnstad). ფილმის პრემიერა აშშ-ში გაიმართება 2014 წლის 7 მარტს. ახლა კი წარმოგიდგენთ პირველ ოფიციალურ ტრეილერს:
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by dato1993 on Tue Aug 20, 2013 5:17 pm

300: იმპერიის აღზევება – ეფექტური, ბრიტანული ტელე-რეკლამა
ბრიტანელებმა რაღაც იციან იმპერიის შესახებ, რაღაც ისეთი რაც ჰოლივუდში ჯერ ცნობილი არ არის. სწორედ ამიტომ მათ მიერ გადამონტაჟებული ტელე რეკლამა ფილმისა 300: იმპერიის აღზევება გაცილებით ეფექტური გამოვიდა, ვიდრე ამერიკული ტრეილერი. მიუხედავად იმისა რომ ის მხოლოდ 59 წამს გაგრძელდა პრომოში უფრო მეტი მინიშნება იყო ფილმის სიუჟეტზე, ვიდრე 2 წუთიან ტრეილერში.

avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by dato1993 on Fri Aug 23, 2013 4:56 pm

კონსულტანტი – რიდლი სკოტის ახალი ფილმი ჰოლივუდის ვარსვლავური ქართით
[color][font][url][/url][/font][/color]
76 წლის ასაკში გენიალურმა რეჟისორმა რიდლი სკოტმა (უცხოგლადიატორი,ჰანიბალიზეციური სამეფორობინ ჰუდირომეთე) გადაწყვიტა ჩაატაროს ექსპერიმენტი და თავისი ფილმოგრაფიისთვის უჩვეულო ჟანრს – კრიმინალურ ტრილერს მოჰკიდოს ხელი. როგორც ყოველთვის მსახიობებად ჰოლივუდის ყველაზე მაღალი დონის ქასთი შეარჩია: ბრედ პიტიმაიკლ ფასბენდერიპენელოპა კრუზიკამერონ დიაზი და ხავიერ ბარდენი.
სიუჟეტი მოგვითხრობს პატიოსანი ადვოკატის შესახებ, რომელიც მექსიკის საზღვართან ცხოვრობს. თუმცა, ფულის საჭიროების გამო ის ნარკოვაჭრობაში იქნება ჩათრეული.
ფილმის პრემიერა 2013 წლის 25 ოქტომბერს არის დაგეგმილი. დარჩით კინოსიახლეზე და პირველმა გაიგეთ სიახლეები ამ კინომოვლენის შესახებ.
ტრეილერი ინგლისურად
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=sitiAk4WLQ8

ტრეილერი რუსულად
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=6OXVnh1c7Tg
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: მსოფლიო კინო სიახლეები

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum