იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

მამა გაბრიელი2 სურვილს ასრულებს

View previous topic View next topic Go down

მამა გაბრიელი2 სურვილს ასრულებს

Post by Bennu ♥ on Mon Jan 06, 2014 6:54 pm

რას ამბობს დედა პარასკევა გამოცხადების შესახებ?

მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე დილიდან ისევ ხალხმრავლობაა. მომლოცველები სამთავროს დედათა მონასტერთან მისვლას ცდილობენ, რათა მამა გაბრიელს სურვილების შესრულება სთხოვონ. მცხეთაში გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მამა გაბრიელის სულიერ შვილს, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.
რაც შეეხება დედა პარასაკევას, როგორც მან ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ მამა გაბრიელის საფლავს სთხოვა, ხალხისთვის სურვილები შეესრულებინა. მისი თქმით, არ ყოფილა არც გამოცხადება და არც ხილვა.
დედა პარასკევამ ისიც აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ახდენს სასწაულებს და ეს კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის.



პ.ს ბავშვებო ეს ინფრომაცია სხვადასხვა საიტზე ვნახე და უკვე ბევრი ლაპარაკობს.

Bennu ♥

პოსტების რაოდენობა : 6771
ქულები : 6967
დარეგისტრირების თარიღი : 2013-07-21
ასაკი: : 19
Location : თბილისი

View user profile http://indieviduelle.tumblr.com/

Back to top Go down

Re: მამა გაბრიელი2 სურვილს ასრულებს

Post by eric von on Tue Jan 07, 2014 3:28 am

გუშინ და დღეს მთელი დღეა ვკითხულობ პოსტებს თუ როგორ მივიდა მართმადიდებელთა ჯგუფი მცხეთაში და როგორ იდგა რიგში რათა წმინდა ბერი გაბრიელისათვის სურვილების შესრულება ეთხოვნა. ზოგი კერპთაყვანისმცემლობაზე საუბრობს, ზოგი კიდევ აღტკინებულ და დაბრმავებულ მორწმუნეობაზე საუბრობს

პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ქრისტიანობისათვის აღტკინებული ლოცვა უდიდეს მადლად ითვლება.

მინდა ფსევდოლიბერალებს მივმართო. როდესაც სხვისი უფლებების დაცვასა და გრძნობების პატივისცემაზე საუბრობთ გავიწყდებათ მთავარი, რომ ლიბერალიზმი არ გულისხმობს მხოლოდ უმცირესობათა უფლებების დაცვას. ძალიან არ მსიამოვნებს როდესაც ვხედავ ქილიკს მართლმადიდებელი მორწმუნეების შესახებ. თქვენ ის ხალხი არ ხართ სოფელ ჭრელაში მინარეთის მონგრევის გამო ლამის მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყეთ? (ყველა ადამიანის რელიგიის თავისუფლებას ვაღიარებ და მინარეთის მონგრევას თქვენთან ერთად ვაპროტესტებდი) რისთვის ყვიროდით? მემგონი იმისთვის რომ ადამიანებს თავიანთი კონსტიტუციური უფლებები შეუზღუდეს, მაშინ მართლები იყავით. დღეს კი ლამის დადგენილ სტანდარტად იქცა მღვდლებზე ქილიკი და მორწმუნე მართლმადიდებელთა დაცინვა.

ვინც არ იცის შევახსენებ. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში უღირსი მღდვლის ცოდვა ერთ-ერთი უდიდესია, ასე რომ მათზე თქვენ ნუ იდარდებთ, გაგიჭირდებათ ამხელა ტვირთის ტარება. არც ის მიმაჩნია თქვენს საქმედ დადგეთ და ხალხის გუშინდელი საქციელი სასაცილოდ აიგდოთ.

პ.ს. რწმენის ქონა-არ ქონა შარვალი არ არის მოდის მიხედვით რომ ცვალოთ!

eric von

. :

პოსტების რაოდენობა : 1098
ქულები : 1360
დარეგისტრირების თარიღი : 2013-10-27
ასაკი: : 23

View user profile

Back to top Go down

Re: მამა გაბრიელი2 სურვილს ასრულებს

Post by isabel arroyo on Tue Jan 07, 2014 2:23 pm

დედა პარასკევამ ისიც აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ახდენს სასწაულებს და ეს კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის.
მეც ამის მჯერა....

isabel arroyo

პოსტების რაოდენობა : 16826
ქულები : 17009
დარეგისტრირების თარიღი : 2011-12-02

View user profile

Back to top Go down

Re: მამა გაბრიელი2 სურვილს ასრულებს

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum