იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

ფსიქოლოგიური ტესტი

View previous topic View next topic Go down

ფსიქოლოგიური ტესტი

Post by barbara-la hiena on Tue Jan 14, 2014 5:03 pm

სასურველია მომარჯვოთ საწერკალამი და სუფთა ფურცელი, რათა ტესტის შედეგები უფრო კონკრეტული და გასაგები გახდეს თქვენთვის მისი დასრულებისას.



მაშ ასე, ვიწყებთ...

წარმოიდგინეთ შვიდი სხვადასხვა ფერის კარი - თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი, შავი, წითელი, მწვანე და ნარინჯისფერი.
ფურცელზე თითოეული კარის შესაბამისად აღწერეთ სურათი რაც თვალწინ ნებისმიერი კარის გაღებისას წარმოგიდგებათ - გააღეთ თეთრი კარი - იქ დაგხვდათ რა? შემდეგ ცისფერი, ვარდისფერი და ა.შ მიყოლებით. დაწერეთ პირველივე ასოციაცია რაც თავში მოგივათ, ნუ იფიქრებთ ბევრს!

როცა დაასრულებთ მხოლოდ მაშინ გადახედეთ პასუხებს.. მერწმუნეთ შედეგი გაგაოცებთ
Spoiler:
თეთრი კარი - სიკვდილთან თქვენი დამოკიდებულებაა. თუ მის მიღმა სიმსუბუქეს, ირეალურ სამყაროს ხედავთ ე.ი გარდაცვალების როგორც ფაქტის არ გეშინიათ. ხოლო თუ ამ კარს მიღმა სამყარო გაურკვეველი ბურუსითაა მოსული პანიკურად გეშინიათ ყველაფრის რაც ამ თემას უკავშირდება.

ცისფერი კარი - ბავშვობაა.. თუკი თქვენ მის მიღმა სამოთხე, ანგელოზები და ზღაპრული სამყარო დაინახეთ ე.ი უღრუბლო ბავშვობა გქონიათ. თუკი ამ კარს მიღმა რატომღაც საავადმყოფოს ვესტიბული წარმოგიდგათ თვალწინ შესაძლოა თქვენი ბავშვობის წლები ბევრ სირთულეს, ავადმყოფობას და სევდას უკავშირდებოდა.

ვარდისფერი კარი - რელიგიისა და მისტიკის მიმართ თქვენი დამოკიდებულებაა. თუ ამ კარის მიღმა კომფორტულად მოწყობილი ოთახი დაინახეთ, ე.ი მარტო იმის გჯერავთ რასაც საკუთარი თვალით დაინახავთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვარდისფერი კარი ასეთივე ვარდისფერ სამყაროში გადის რომელიც ლუის კეროლის ალისას მოგზაურობას წააგავს თქვენ ჭეშმარიტი მეოცნებე, მისტიკისა და ეზოთერიკის მოყვარული და ზოგადად, მაღალი სულიერების დონით გამორჩეული ინდივიდი ბრძანდებით.


შავი კარი - სექსის და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობებისადმი თქვენს დამოკიდებულებას და შეხედულებებს ასახავს. კარგად გაიხსენეთ, იქნებ საერთოდაც შეგეშინდათ ამ კარის გაღება ან მის მიღმა ისეთი რამეები დაინახეთ რაც სახალხოდ არ ითქმის.

წითელი კარი - თქვენში არსებული ფანტაზიის ნიჭი და შემოქმედებითი პოტენციალია. თუკი ამ კარის უკან ვრცელი დარბაზი ან სასახლე აღმოაჩინეთ ხატვის, წერის, სამსახიობო ან მუსიკალური ნიჭი გადაამოწმეთ საკუთარ თავში.. ვინ იცის, იქნებ დღეს რასაც ჰობიდ მიიჩნევთ, ხვალ თქვენი პოპულარობის საფუძველიც გახდეს საზოგადოებაში.

მწვანე კარი - სიყვარულის ნიჭი და ზოგადად, გარშემომყოფებთან ურთიერთობის უნარია. თუკი მწვანე კარის მიღმა ორანჟერეა ან სულაც დიდი, ფართო ეზო დაგხვდათ თქვენნაირი ადამიანის შეყვარება ძალიან ადვილია, იმიტომ რომ გაგაჩნიათ უნიკალური უნარი სულიერი კომფორტი შეუქმნათ ადამიანებს.

ნარინჯისფერი კარი - თქვენში არსებული კარიერიზმის დონეს, მიზანსწრაფულობას და საბრძოლო შემართებას ასახავს. თუკი ამ კარის მიღმა დიდი ვესტიბული იწყება, გზა მაღალი თანამდებობისკენ საკმაოდ მძიმე და მომქანცველი გელით. ხოლო თუ ეს კარი მყუდრო, კეთილმოწყობილ ოთახში გადის თქვენთვის საყვარელი საქმე გექნებათ, რომელიც საშუალო მაგრამ სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ ცხოვრებაში.



avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

Re: ფსიქოლოგიური ტესტი

Post by barbara-la hiena on Tue Jan 14, 2014 5:04 pm

მოკლედ მეც გეტყვით ორიოდე სიტყვით
წარრმოიდგინეთ თითოეული ფერის კარი,ფურცელზე დაახასიათეთ ისინი ერთი სიტყვით და მიუწერეთ ყოველი მათგანის გაღებისას რას ხედავთ.

ძალიან ღრმა და საინტერესო ტესტია
avatar
barbara-la hiena

. :


პოსტების რაოდენობა : 10339
ქულები : 11002
დარეგისტრირების თარიღი : 2010-11-07
ასაკი: : 21

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum