იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

10 ქართველი, რომლებიც ''მოდიდან'' არასოდეს გადადიან

View previous topic View next topic Go down

20140705

Post 

10 ქართველი, რომლებიც ''მოდიდან'' არასოდეს გადადიან




საქართველო ცნობილი ადამიანების ნაკლებობას არც ერთ სფეროში არ უჩივის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ე.წ. ვარსკვლავები ისე ამობრწყინდებიან და გაქრებიან, რომ რამდენიმე თვეში მათი სახელიც კი გვავიწყდება. 

მკერდის მოშიშვლებით, სკანდალური განცხადებებითა და სექსზე საუბრით დაწყებული კარიერა ხშირად საპნის ბუშტივით ქრება და მალე საზოგადოებისთვის ასეთი ადამიანები მოსაბეზრებლებიც კი ხდებიან. 

თუმცა საქართველოშიც არიან ვარსკვლავები, რომლებიც წლების გასვლისა თუ მთავრობების შეცვლის მიუხედავად, მოდიდან არასოდეს გადადიან. წარმოგიდგენთიმ ქართველი ცნობილი ადამიანების ათეულს, რომლებსაც ყველა იცნობს და ყველა უსმენს მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან მათი ცხოვრების წესს, გამონათქვამებს თუ არა.

ხუმრობა, უთოც რომ ჩართო, იქაც დუტააო, უკვე გაცვდა. დიდი ხანია, ყველა მიეჩვია, რომ მსახიობს, შოუმენსა და ტელეწამყვანს ერთდროულად მინიმუმ სამი გადაცემის წამყვანად მაინც უნდა ვხედავდეთ. 7 ნოემბრის ცნობილი პოლიტიკური გამოსვლის შემდეგ დუტა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია და დიდი ხნის განმავლობაში ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერად აღიქმებოდა. ამის მიუხედავად, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ დუტა უდავოდ ნიჭიერია. წლების წინ, გადაცემა ''ვის უნდა 20 ათასიდან'' დაწყებული, კარიერას ისე აგრძელებს, რომ სატელევიზიო სეზონი არ გვახსოვს, რომელიმე ტელევიზიაში ერთი გადაცემა მაინც არ მიჰყავდეს.

მძიმე 90-იანი წლებში, როდესაც შოუბიზნესი ძალას იკრებდა, ლელა წურწუმია ერთ-ერთი პირველი პოპდივა გახლდათ, რომელიც მაყურებელმა განსხვავებული გარეგნობით, ხმის ტემბრითა და ჩაცმის სტილით გამოარჩია. წლებმა ბევრი მომღერალი გადაარჩია, ზოგი სამუდამოდ დაიკარგა სცენიდან, ზოგიერთი დღემდე სახლში ზის და წუწუნებს, რომ კონცერტებზე ბლოკავენ. ლელა წურწუმია თამამად შეგვიძლია, 90-იანი წლების ერთადერთ ქალ მომღერლად მივიჩნიოთ, რომელმაც წლებს გაუძლო და პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, მასზე მოთხოვნილება მუდმივად არის. ნამდვილი ვარსკვლავივით ცხოვრობს, არასოდეს ეხვევა სკანდალებში და ცდილობს, პრესასთან ზომიერება შეინარჩუნოს, რომ შემდეგ მისი ფრაზები სოციალურ ქსელში თუნდაც იუმორის თემად არ იქცეს.

შალვა რამიშვილიც 90-იანი წლების სახე გახლავთ. ყველაზე პოპულარული ქართული ჯგუფ ''სახის'' პროდიუსერი, შოუმენი, ნიჭიერი ''ტელევიზიონშიკი'' - შალვას შემკობა უამრავი ეპითეტით შეიძლება. რამდენიმე წელი ციხეში გაატარა, მაგრამ ამან მისი პოპულარობა ერთი-ორად გაზარდა. პატიმრობის წლების შემდეგ ისევ ტელევიზიას დაუბრუნდა. მერე პოლიტიკაშიც სცადა ბედი, რამდენიმე თვე გიორგი მარგველაშვილის პიარს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ გულმა თუ გარემოებებმა ისევ ტელევიზიისკენ გაუწია. შალვას პერსონა არასოდეს კარგავს აქტუალურობას. მას აკრიტიკებენ, ლანძღავენ, უყვართ, აქებენ, ადიდებენ, მაგრამ, რაც მთავარია, უყურებენ.

ყველაზე ლამაზი თანამედროვე ქართველი ქალი – ამ შეფასებას მაკა ასათიანისმისამართით ხშირად გაიგონებთ. მაკა არასოდეს გამოირჩეოდა დიდი მჭევრმეტყველებით და არც განცხადებებით შეუწუხებია საზოგადოება, თუ არ ჩავთვლით მის ერთ გამონათქვამს, რომ ყველანი დოსტოევსკის ''კრეტინზე'' ვართ გაზრდილები, მაგრამ ის წლებია, ყურადღების ცენტრშია. 
მას შემდეგ, რაც საქართველოდან წავიდა და მეორე მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში დაბინავდა, ხალხს მაინც ძველებურად აინტერესებდა, რას საქმიანობდა და როგორ ცხოვრობდა მაკა. მის გარეგნობას ყველაზე ნაკლებად აკრიტიკებენ, მაგრამ პირადი ცხოვრება ყოველთვის აქტიურად განიხილებოდა. მიუხედავად ბევრი სკანდალისა, მაკა ერთ-ერთი გამონაკლისია ქართულ ბომონდში, რომელსაც თუნდაც სილამაზის გამო, საზოგადოება ბევრ რამეს პატიობს.

ყველაზე ლამაზი თანამედროვე ქართველი მამაკაცი - ამ სიტყვების გახსენებაზე თვალწინზურა ყიფშიძე დაგიდგებათ, რადგან, ასაკის მიუხედავად, ყველა მსგავს გამოკითხვაში მსახიობი უპირობო ლიდერია. მისი საფირმო ფილმი გახლდათ ''როცა აყვავდა ნუში'' და მიუხედავად უამრავი როლისა თეატრსა თუ კინოში, მაყურებელს მაშინდელი ზურა ყიფშიძე შეუყვარდა და ეს სიყვარული დღემდე გრძელდება. იყო პერიოდი, როცა ზურას შვილი, ასევე მსახიობი გიორგი ყიფშიძე, მამის ჩრდილიდან თავის დაღწევას ცდილობდა. მამის პოპულარობას მასზე კარგი გავლენა არ მოუხდენია. ამაზე გიორგი ყიფშიძემ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა. რთული იყო, როდესაც მუდამ მამას ადარებდნენ, როგორც გარეგნულად, ისე სამსახიობო მონაცემებით, მაგრამ დღეს ამაზე ნაკლებად ნერვიულობს, რადგან საკუთარი თავი მაინც იპოვა. ზურა კი ისევ რჩება თაობებისთვის ყველაზე ლამაზ მამაკაცად.

სკანდალური, თამამი, ლამაზი, უცნაური – ია ფარულავას ცხოვრებაზე წერას ალბათ რამდენიმე ჟურნალი არ ეყოფა, თუმცა ფაქტია, რომ ის, რაც იამ შეძლო, მისი თაობის ბევრ ცნობილ მანდილოსანს არ გამოუვიდა. იას ფილმოგრაფია შთამბეჭდავად არ გამოიყურება. უფრო მეტიც, მაყურებლების დიდი ნაწილი მხოლოდ ფილმიდან ''სიყვარული ვენახში'' იცნობს. მას ან ძალიან აკრიტიკებენ, ან უყვართ. ამ ქალბატონზე შუალედური აზრი ნაკლებად არსებობს. ია სულ მოდაშია, როგორც ტელეეკრანზე, ისე სტუმრად გადაცემებში. ჟურნალების გარეკანზე ყოველთვის ხვდება, რადგან ბობოქარ პირად ცხოვრებას სკანდალური განცხადებებიც ემატება. იამ კარგად იცის, როგორ უნდა გაყიდოს საკუთარი თავი ისე, რომ მაყურებელი დააინტერესოს, შოუ დადგას და გადაცემის მეორე დღეს ვიღაცის შთამბეჭდავ ცეკვასა თუ სიმღერაზე კი არ ილაპარაკონ, არამედ იას ფრაზები გაიხსენონ და გაიღიმონ, ან, უბრალოდ, გალანძღონ. 

ინგა გრიგოლია 
თითქმის ყველა წამყვან არხზე მუშაობდა. ერთიმეორის მიყოლებით უხურავდნენ გადაცემებს, მაგრამ ფენიქსივით ფერფლიდან აღდგებოდა და მოულოდნელად კონკურენტი არხიდან ესალმებოდა მაყურებელს. ინგას მთავარ ''კოზირად'' მისი ეთერში გამოჩენის დღიდან ხმის ტემბრი იქცა. მწვავე შეკითხვები, ექსკლუზივები – ეს ინგას გადაცემებს პირველივე დღიდან ლაიტმოტივად გასდევდა, მაგრამ მაყურებელმა განსაკუთრებულად მძიმედ მისი პოლიტიკაში წასვლა გადაიტანა. საკრებულოში დიდხანს ვერ გაძლო და ისევ ტელევიზიას დაუბრუნდა. საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ რამდენიმე გადაცემის შემდეგ ისევ შეძლო მათი გულის მოგება და დაკარგული მაყურებელი ეკრანთან დასვა.

ალბათ, უცნაურია ამ სიაში დათო ტურაშვილის აღმოჩენა, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე მწერლებიდან ნებისმიერი ინატრებს მის მსგავს პოპულარობას. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას, დათო ტურაშვილი ყველას უყვარს და მისი გამოსვლები არავის აღიზიანებს. ყველას აინტერესებს მისი ინტერვიუები, მოსმენა და თუნდაც არ ეთანხმებოდნენ, იშვიათია, რომ დათოს შესახებ კრიტიკული კომენტარი მოისმინოთ. 

მწერალი, მოცეკვავე, მსახიობი – გივი სიხარულიძის რეგალიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ მის ასაკში მსგავს პოპულარობას ბევრი ცნობილი ადამიანი ინატრებს. გივი ყველა გადაცემის საყვარელი და სასურველი სტუმარია. ეპატაჟური გამოსვლებით, კურიოზებით, რომლებიც რეალურად ან გადახდენია თავს ან - არა, მაყურებელს ეკრანთან სვამს და თავის გამოსვლებს აყურებინებს. მერე აკრიტიკებენ, იცინიან, ზოგი ქართველობას უქებს. ლექსებს უკითხავს მანდილოსნებს, მთავარია, გარეგნულად მის გემოვნებას აკმაყოფილებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, გივის სტუმრობა ყველა ეთერში მაინც სახალისო და კურიოზულია.

სიაში კუთვნილ ადგილს იკავებს ლალი მოროშკინა. მართალია, საკუთარი პერსონის აქტუალურობისთვის ხან წიგნის წერა და ხანაც კამერების წინ ჩანგლაობა უწევს, მაგრამ ფაქტია, რომ ლალი ყოველთვის პოპულარულია. მას შემდეგ, რაც გათხოვდა, პოლიტიკაში გადაინაცვლა და სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა, შედარებით დამშვიდდა და საზოგადოება სკანდალებით არ შეუწუხებია. მაგრამ დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა, რომ ლალიმ სოზარის უწყების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაება. ამას სამსახურიდან მისი გათავისუფლება მოჰყვა. ერთ-ერთმა ქალბატონმა ლალი ქართველ ჟანა დ,არკადაც მოიხსენია.
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 24

View user profile

Back to top Go down

Share this post on: diggdeliciousredditstumbleuponslashdotyahoogooglelive

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum