იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Go down

La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Post by dato1993 on Thu Jul 31, 2014 4:58 pm


"წარსულის აჩრდილი" არის "ტელევისას" და პროდიუსერ მაპატ ლოპეს დე სატარაინის სამომავლო პროექტი,რომელიც 19:25-იან თაიმსლოტში ჩაანაცვლებს La Malquerida-ს(სავარაუდოდ ოქტომბერში).ეს არის კარლა ესტრადას სერიალის "გაზაფხულის" (El Manatial) რიმეიქი,რომელშიც მთავარ როლებს ადელა ნორიეგა და მაურისიო ისლასი თამაშობდნენ.სერიალი 2001-2002 წლებში გადიოდა და ძალიან წარმატებულიც იყო.
ისტორია ორი დაპირისპირებული ოჯახის-რამირესებისა და ვალდესების შესახებ მოგვითხრობს.ხუსტო რამირესი,ქალაქის ყველაზე გავლენიანი და ბოროტი კაცი,დაქორწინებულია მარგარიტაზე.ცოლ-ქმარი ფლობს რანჩო "დიდ ქვებს" (Piedras grandes) და ჰყავს ვაჟიშვილი ალეხანდრო.ვალდესების ოჯახში შედიან რიგობერტო,მისი მეუღლე ფრანცისკა და მათი პატარა ქალიშვილი ალფონსინა.მათთან ცხოვრობს ფრანცისკას და გერტრუდისიც.
ამ ოჯახების დაპირისპირებას ორი მიზეზი აქვს.პირველი:ხუსტოს ყოველთვის სურდა წყალსაცავ "გაზაფხულის" ხელში ჩაგდება,რომელსაც ვალდესების ოჯახი ფლობდა.დიდი მცდელობების მიუხედავად,ხუსტომ ვერ მოახერხა,რიგობერტო მის გაყიდვაზე დაეყოლიებინა.მეორე:ხუსტო და ფრანცისკა წლების განმავლობაში საყვარლები იყვნენ და როდესაც რიგობერტომ ეს შეიტყო,დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა-რიგობერტო დაიღუპა,ხოლო ხუსტომ მკლავი დაკარგა.მარგარიტა ბოღმითა და სიძულვილით აღივსო,მაგრამ პრესტიჟის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა,ხუსტოსთან დარჩენილიყო,თუმცა ერთი პირობით-უნდა გაუჩინარებულიყო ბავშვი,რომელსაც ფრანცისკა ელოდა.თავისი ახალდაბადებული შვილის სიკვდილის შემდეგ,ფრანცისკა ცხოვრების ცუდ გზას დაადგა.
წლების შემდეგ,ალფონსინა უკვე თინეიჯერულ ასაკშია.ხალხი მასზე მუდამ ჭორაობდა ფრანცისკას შვილობის გამო.მხარში მხოლოდ დეიდა გერტრუდისი ედგა,რომელსაც შვილივით უყვარდა.ალეხანდროც უკვე თინეიჯერია და ძალიან სიმპათიური.ახალგაზრდები ერთმანეთს მდინარეზე ხვდებიან და ამ დროიდან იწყებენ ერთმანეთის შეყვარებას.ორივემ იცის,რომ მათი სიყვარული აკრძალულია მათ ოჯახებს შორის არსებული სიძულვილის გამო,მაგრამ მაინც ერთად ყოფნას გადაწყვეტენ.მარგარიტა ბრაზისგან გაცოფდება,როდესაც ამას შეიტყობს და სთხოვს ხუსტოს,ეს პრობლემა თავის არსშივე აღმოფხვრას.ერთ ღამესაც ალფონსინა მარტო აღმოჩნდება სახლში.ხუსტო ამით ისარგებლებს და გააუპატიურებს.ალფონსინა ტკივილსა და სირცხვილს გრძნობს და დედასა და დეიდასთან ერთად ქალაქიდან მიდის.ალეხანდრო მისი წასვლის გამო ძალიან იტანჯება.
რამდენიმე წლის შემდეგ,ალფონსინა,რომელიც მეხიკოში ცხოვრობს,საცაა უნივერსიტეტს დაამთავრებს.ფრანცისკა თავისი მილიონერი საყვარლის წყალობით მდიდრულად ცხოვრობს.გერტრუდისი დას მუდმივად საყვედურობს ცხოვრების ასეთი სტილის
გამო.ფრანცისკა შეიტყობს,რომ კიბო აქვს,ამ ამბავთან შეგუებას ვერ შეძლებს და ვენებს გადაიჭრის.დედის სიკვდილის შემდეგ,ალფონსინა ქალაქში დაბრუნებას გადაწყვეტს დეიდასთან ერთად.მისი დაბრუნება ხუსტოს შეაშფოთებს,რომელსაც არ სურს,"გაზაფხული" ალფონსინას დარჩეს.ქალაქში ალეხანდროც ბრუნდება თავის საცოლე ბარბარა ლუნასთან ერთად,რომელიც მარგარიტას ბიძაშვილის შვილია.ალფონსინა და ალეხანდრო კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და მათში ძველი სიყვარული იღვიძებს,მაგრამ საქმე არც ისე ადვილადაა-ხუსტოს,მარგარიტასა და ბარბარას ბოროტებას საზღვარი არ აქვს.ისინი არ აპირებენ,ამ სიყვარულის არსებობა დაუშვან.

ამ დროისთვის მთავარ როლზე დამტკიცებული არის პაბლო ლაილი და მიშელ რენაუდი.ხოლო ანტაგონისტის როლზე ტელმა მადრიგალი.
სერიალში კასტი დამტკიცებულები არიან:
სუსანა გონსალესი
რენე სტრიკლერი
მანუელ ლანდეტა
სინტია კლიბტო
არლეტ ტერანი
ლისეტი
ალეხანდრა ბაროსი
ალფრედო ადამე
avatar
dato1993

პოსტების რაოდენობა : 4891
ქულები : 5539
დარეგისტრირების თარიღი : 2013-03-21
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Post by natalia_nato on Fri Aug 01, 2014 12:42 am

ra karg ipablos rom miszes mtavari roli miyvars es msaxiobi
avatar
natalia_nato

პოსტების რაოდენობა : 3829
ქულები : 4309
დარეგისტრირების თარიღი : 2013-02-01
ასაკი: : 29

View user profile

Back to top Go down

Re: La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Post by nato77777 on Fri Aug 01, 2014 5:01 am

au exla mtlad gavrekav, mtavari msaxiobi rom shecvalon, ara?   
avatar
nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 28

View user profile

Back to top Go down

Re: La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Post by lukanini on Sat Dec 06, 2014 2:19 am

აუ მანანტიალი მაქვს ნანახი და ძაან კარგი იყო მახსოვს.აი რიმეიქების ყურება არ მიყვარს.ისტორია იგივე და პერსონაჟები სხვა.
avatar
lukanini

პოსტების რაოდენობა : 2084
ქულები : 2087
დარეგისტრირების თარიღი : 2010-12-26
ასაკი: : 39

View user profile

Back to top Go down

Re: La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Post by nato77777 on Sat Dec 06, 2014 2:42 am

me mapatis seriali rom aris imitom mainteresebs, magram mtavari wyvili ar momwons, ver gadamiwyvetia vuyuro tu ara....
avatar
nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 28

View user profile

Back to top Go down

Re: La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Post by lukanini on Sat Dec 06, 2014 2:53 am

Michelle Renaud ეს ალბას როლში არ გამოდიოდა?მე მომწონს ძალიან.არადა
რაღაცით ადელას ვამსგავსებ.ბიჭი არ ვიცი ვინ არის.ისე უყურე ისტორია კარგია მოგეწონება.გააქვს მანანტიალი ნანახი?
avatar
lukanini

პოსტების რაოდენობა : 2084
ქულები : 2087
დარეგისტრირების თარიღი : 2010-12-26
ასაკი: : 39

View user profile

Back to top Go down

Re: La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Post by nato77777 on Sat Dec 06, 2014 3:13 am

არ მაქვს და მე მაპატის სერიალები მომწონს, ძალიან თბილს და საყვარელს იღებს ხოლმე ტადაა
avatar
nato77777

. : Mepsfan Georgia
**** :LQNPA: ****
****:TERESA:****
JORGE SALINAS-MEJOR ACTOR DEL ANO POR ''LA QUE NO PODIA AMAR''






პოსტების რაოდენობა : 27409
ქულები : 27807
დარეგისტრირების თარიღი : 2011-05-18
ასაკი: : 28

View user profile

Back to top Go down

Re: La Sombra del Pasado/"წარსულის აჩრდილი"

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum