იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 234 ]
18% 18% [ 123 ]
12% 12% [ 83 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 687

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

Yo no creo en los hombres / მე არ მჯერა კაცების

Go down

Yo no creo en los hombres / მე არ მჯერა კაცების

Post by e.k.k on Mon Nov 17, 2014 5:36 pm



Yo no creo en los hombres არის ტელევისას ახალი ტელენოველა, რომელიც ეთერში 1 სექტემბრიდან გადის. სერიალს იღებს პროდუსერი ჟიზელ გონსალესი ცარიდად ბრავო ადამსის ნაწარმოების მიხედვით. სერიალი წარმოადგენს 1991 წლის იგივე სახელწოდების სერიალის რიმეიკს.

მთავარ როლებში ადრიანა ლუვიერი და გაბრიელ სოტო არიან, ხოლო უარყოფით როლებს ფლავიო მედინა და როსა მარია ბიანკი ასრულებენ.
ტელენოველა მოგვითხრობს ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერის, მარია დოლორესის ისტორიას, რომელიც ოჯახის სარჩენად პრესტიჟულ მოდის სახლში მკერავად მუშაობს. მისი ცხოვრება მშვიდად მიდის, ყავს მშობლები, და და საქმრო, თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც მარია დოლორესის მამას კლავენ. მარია დოლორესი კარგავს სამსახურს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება ფული და ეხვევა არაერთ გაუგებრობაში. სრულიად შემთხვევით მის ცხოვრებაში ჩნდება მაქსიმილიანო, მდიდარი ოჯახის შვილი და წარმატებული ადვოკატი, რომელსაც ერთი დანახვით უყვარდება მარია დოლორესი, თუმცა იცის, რომ მის სიყვარულს მომავალი არ აქვს არა მარტო მარია დოლორესის საქმროს გამო, არამედ იმიტომაც, რომ მას თვითონაც ყავს შეყვარებული, მალენი, რომელიც ერთ დროს მდიდარი, მაგრამ გაკოტრბული ოჯახიდანაა. რაც მაქსიმილიანომ და მარია დოლორესმა არ იციან, ისაა, რომ მალენი და მარია დოლორესის საქმრო, დანიელი და-ძმა არიან და დანიელს სინამდვილეში სხვა საცოლე ჰყავს, მარია დოლორესის ყოფილი უფროსი, მოდის სახლის დირექტორი ივანა დუვალი. ამ ისედაც ჩახლართულ სიტუაციას აუარესებს ისიც, რომ მარია დოლორესის საუკეთესო მეგობარი შურისძიების მიზნით ცდილობს დაუახლოვდეს მაქსიმილიანოს მამას, ხოლო მაქსიმილიანოს ძმას მარია დოლორესის და უყვარდება.

Alejandro Camacho - Claudio Bustamante
Adriana Louvier - María Dolores Morales
Gabriel Soto - Maximiliano Bustamante
Flavio Medina - Daniel Santibáñez De la Vega
Azela Robinson - Josefa Bravo
Luz María Jerez - Alma de Bustamante
Rosa María Bianchi - Úrsula De la Vega Vda. de Santibáñez
Macaria - Esperanza Morales
Cecilia Toussaint - Honoria
Juan Carlos Colombo - Fermín
Adalberto Parra - Jacinto
Sophie Alexander - Maleny Santibáñez De la Vega
Juan Carlos Barreto - Lic. Arango
Sonia Franco - Ivana Duval
Pedro de Tavira - Julián
Fabiola Guajardo - Isela Bravo
Jorge Gallegos - Orlando
Estefania Villarreal - Doris Valbuena
Lenny de la Rosa - Ari
Elizabeth Guindi - Susana
Pablo Perroni - Gerry

Spoiler:
სერიალის სიუჟეტი ვერსად ვნახე რომ მეთარგმნა, ასე რომ რაც მახსოვდა ის დავწერე. სერიალში ძალიან ბევრი პერსონაჟები არიან და ძალიან ჩახლართულია ყველაფერი ასე რომ სავარაუდოდ იმის მეათედიც ვერ დავწერე რაც სინამდვილეშია... და ჩემი აზრიც ხო უნდა ჩავაკვეხო ისე სად შემიძლია ჰოოდა ესარის საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის სერიალი, რომლის ყურებაც ღირს თუ სხვა ააარაფერი საქმე არ გაქვს ადამიანს. ცუდი ნამდვილად არარის, მაგრამ ეჭვი არ მეპაება, დამთავრდება თუ არა, აღარავის გაახსენდება :დ
avatar
e.k.k

. :




პოსტების რაოდენობა : 6181
ქულები : 6305
დარეგისტრირების თარიღი : 2012-01-31
ასაკი: : 27

View user profile

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum