იმისათვის რომ ნახოთ ყველა თემა, უნდა დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში!
Log in

I forgot my password

Poll

როგორი სიხშირით სტუმრობთ ფორუმს?

34% 34% [ 233 ]
18% 18% [ 122 ]
12% 12% [ 82 ]
20% 20% [ 136 ]
16% 16% [ 111 ]

Total Votes : 684

დაგვალაიქეთ ”ფეისბუქზე”
მთვლელები
www.wsa.ge

სიყვარულის ზღვა [სინოფსისი / შინაარსი]

View previous topic View next topic Go down

სიყვარულის ზღვა [სინოფსისი / შინაარსი]

Post by Telemundo on Sun Jan 02, 2011 3:32 am

მოქმედება იწყება ერთ პატარა, ულამაზეს სოფელში სახელად "დაკარგული სანაპირო", სადაც ძირითადად ღარიბი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც თავს მეთევზეობით ირჩენენ. სწორედ ამ სანაპიროზე ცხოვრობს სერიალის მთავარი გმირი - ესტრელა მარინა (სურია ვეგა), რომელიც ძალიან მხიარული და კეთილი ადამიანია და არაჩვეულებრივი მეთევზე ესტრელა და დედამისი კასილდა (ერიკა ბუენფილი) ესტრელას ნათლიასთან - აურორასთან (მარია სორტე) და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ - მათ შორისაა აურორას მეუღლე ანტონიო (სერხიო რეინოსო) და მათი შვილები ესპერანსა (გეორგინა სალგადო), სალვადორი (რამონ ვალდესი) და პატარა აბრილი ( ეველინ სავალა). ესტრელას დედა კასილდა სერიალის დასაწყისში გიჟია, რადგანაც იგი სიმთვრალეში ესტრელას მამამ - გილერმო ბრისენიომ (ხუან ფერარა) გააუპატიურა და ამავდროულად მოწმე გახდა როგორ მოკლა გილერმოს და მისმა ქმარმა - ლეონ პარა ივანიესმა (მანუელ ლანდეტა). ლეონი სოფელში ყველაზე გავლენიანი კაცია, ბოროტი და მისი ყველას ეშინია. მას ჰყავს სამი შვილი ორიანა (მარიანა სეოანე), ელენა (ფლორენსია დე სარაჩო) და ხორხე (ნიკოლას მენა), რომელიც 35 სერიის შემდეგ უცნაურად იღუპება ზღვაში. ლეონი გააუპატიურებს ესპერანსას, რომელიც ფეხმძიმდება, შურისძიების გამო მისი ძმა სალვადორი მოტყუებით აბამს რომანს ელენასთან, რომელიც აგრეთვე ფეხმძიმდება, თუმცა სალავდორი უარს ამბობს მათზე და საცხოვრებლად ქალაქში მიდის, რადგანაც მას სიმამდვილეში კარმიტა (რენატა ნოტი) უყვარს. ელენიტას მამა სახლიდან აგდებს და იგი ცხოვრებას საროსკიპოში მაურასან (არლეტ პაჩეკო) იწყებს, რომელსაც იგი შვილივით უყვარს.
ვიქტორ მანუელ გალინდესი (მარიო სიმარო) - მილიონერი გემის კაპიტანი, მეზღვაური და მწერალია, p.s. ვიქტორ მანუელი წერს წიგნს მისი და ესტრელას სიყვარულის შესახებ სახელწოდებით "სიყვარულის ზღვა". ვიქტორ მანუელი მაიამის სანაპიროზე უგონოდ მყოფ ქალს - კორალს, სინამდვილეში კი კატალინას (ნინელ კონდე) სახლში წაიყვანს და აქ იწყება მათი რომანი. მაგრამ კორალი გარყვნილია, ყველა კაცს ეკეკლუცება, ერთხელაც სხვა კაცთან ერთად ვეტმფრენით სეირნობს, რომელიც კატასტროფას განიცდის და უჩინარდება. დასაწყისში ღალატის გამო კორალი თავის ქმარს კლავს. კორალის სიკვდილის გამო სასოწარკვეთილი ვიქტორ მანუელი თავის აგარაკზე მიფრინავს "დაკარგულ სანაპიროზე", სადაც იგი ესტრელა მარინას გაიცნობს.

ესტრელას მაშინათვე შეუყვერდება ვიქტორ მანუელი, თუმცა მისგან იმავე გრძნობას ვერ ღებულობს, რადგანაც მას ყველაფრის გაყიდვა და წასვლა სურს. ესტრელა მოახლედ დაიწყებს მუშაობას ლეონის სახლში, სადაც ის და ორიანა საშინლად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ლეონს კი ესტრელას ლოგინში ჩაწვენა სურს. სწორედ იქ გაიცნობს ესტრელა მამამისს, რომელიც მალე შვილს ყველაფერს გაუმხელს და ქონებას მის სახელზე აფორმებს. სახლი სადაც პარა ივანიესები ცხოვროებენ და სადაც ესტრელა მოახლედ მუშაობს, მისი საკუთრებაა. სოფელში ცხოვრობს ესტრელასა და ვიქტორ მანუელლის უახლოესი მეგობარი მოხუცი მოხარასი (იგნასიო ლოპეს ტარსო), რომელსაც ჰყავს შვილიშვილი ტილიკო (ერიკ ფერნანდო), რომელსაც მარტო ზრდის, რადგანაც დედამისმა დაბადებისთანავე მიატოვა და საყვარელთან ერთად წავიდა. აღანიშნავია, რომ მოხარასის შვილი და ტილიკოს დედა კორალია. გარკვეული მახეების შემდეგ, რომლებიც მას ორიანამ და მამამისმა დაუგეს, ესტრელა და ვიქტორ მანუელი საბოლოოდ სცილდებაინ ერთმანეთს და ესტრელა დედასთან და მის მასწავლებელ - ვიოლეტასტან (ნორმა ერერა) ერთად საცხოვრებლად მეხიკოში გადადის. იქ ესტრელა კასილდას მკურნალ ექიმს - ერნან ირალსაბალს (მარსელო კორდობა) შეუყვარდება და მას წარმატების მიღწევაში ეხმარება. ესტრელა საწარმოს მმართველი ხდება. მალე იგი სოფელში ბრუნდება და კუთვნილი სახლიდან პარა ივანიესებს გაასახლებს. ამის გამო ლეონი მასზე შურისძიებას გადაწყვეტს, მოძებნის ესტრელას დედაქალაქში და აივნიდან მის ნაცვლად, შემთხვევით, მის მეგობარს გადადგდებს.
მალე, სწორედ იმ საღამოს როდესაც ლეონის შვილი შტორმისაგან ზღვაში იღუპება, ზღვა სანაპიროზე კორალს გამორიყავს, ამის გამო ის ყველას "ზღვის კუდიანი" ჰგონია. ვიქტორ მანუელი ბევრს ცდილობს ესტრელა იპოვოს, მაგრამ ვერსად მიაგნო, ამის შემდეგ მას კორალი სამკურნალოდ ერნანთან მიჰყავს. ქალაქში ვიქტორ მანუელთან საცხოვრებლად გადმოდიან დედამისი ლუსი (რაკელ ოლმედო), მოხარასი და ტილიკო. ლუსი და კორალი ერთამნეთს ვერ იტანენ. კორალი მის მოკვლასაც ცდილობს. მალე ერნანი ვიქტორ მანუელსა და ესტრელას ერთმანეთს შეახვედრებს.
ესტრელა ვიქტორ მანუელისგან პატიებას არ მიიღებს, ერნანი კი ესტრელას ისე ათამაშებს, როგორც მოუნდება. ამის გამო ვიქტორ მანუელი კორალზე დაქორწინდება და ტილიკოს იშვილებს. ამასობაში ელანას მშობიარობის დროც მოდის, მის წამოასყვანად ჩასული ესტრელა, ორიანა და მისი საქმრო სანტოსი (არტურო კარმონა) ავარიაში ხვდებიან და ესტრელა ელენას ტყეში ამშობიარებს. მისი გადარჩენის იმედი არავის აქვს, ამიტომაც ელენას მაურასთან ერთად სამკურნალოდ ჰიუსტონში გზავნიან, მანამდე კი იგი შვილს გასაზრდელად კარმიტას აძლევს. ესტრელასა და ერნანის ქორწილის დღეს მაურა ჰიუსტონიდან რეკავს და ამბობს, რომ ელენიტა დაიღუპა, თუმცა ეს ტყუილია, ქორწილი კი ჩაიშალა. ამასობაში სალვადორი და კარმიტა ქორწინდებიან და ბავშვს იშვილებენ, ჰიუსტონიდან დაბრუნებულ ელენას კი შვილს ახლოსაც არ აკარებენ, ელენა ბავშვს სასამართლოთი იბრუნებს, სალავდორს კი აპატიმრებენ. ელენა თავის ადვოკატს მარკო ტულიო პლასას (მაურისიო მეხია) შეუყვარდება, რომელიც შემდგომში ვიქტორ მანუელის ადვოკატია.
ორიანა პარა ივანიესი (სერიალის ვარსკვლავი) - თავიდან უარყოფითი პერსონაჟია, ძალიან ბოროტი, ამაყი და ინტრიგანი ადამიანი, ვერ იტანს ესტრელას, აბამს ვიქტორ მანუელს და ამავდროულად რომანი აქვს სოფლის გამომძიებელთან - სანტოსთან. მას შემდეგ რაც მამამისმა ყველაფერი დაკარგა მეხიკოში მიდის, მაგრამ ისევ უკენ ბრუნდება სოფელში და სანტოსს, რომელიც რეინაზე (იულიანა პენიჩე) ქორწინდება - ქორწილიდან იტაცებს და უკაცრიელ კუნზულზე მიჰყავს.
უკან დაბრუნებულ ორიანას რეინა სახეს დანით უსერავს. ამის შემდეგ იგი ინანიებს ყველაფერს და დადებით პერსონაჟად იქცევა. ესტრელას წყალობით მალე იგი ძველ სახეს იბრუნებს.
სერიალის მეორე ნახევარში სანტოსს კორალი შეუყვარდება და ორაინას მიატოვებს.
avatar
Telemundo
Admin

. :

პოსტების რაოდენობა : 15817
ქულები : 100553421
დარეგისტრირების თარიღი : 2010-07-15
ასაკი: : 23
Location : თბილისი

View user profile http://mundonovelas.gip-gip.com

Back to top Go down

Re: სიყვარულის ზღვა [სინოფსისი / შინაარსი]

Post by ლიკა on Sun Feb 06, 2011 4:56 pm



როლებში: მარიო ჩიმარო, სურია ვეგა, ნინელ კონდე, ერიკა ბუენფილი, მარიანა სეოანე, ხუან ფერარა, ასე შემდეგ

ესტრელა მარინა ერთი მეოცნებე და მხიარული ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. იგი თავის დროზე მეთევზეების ოჯახმა შეიკედლა და გაზარდა.
მშობლების სახლს უბრუნდება მწერალი ვიქტორ მანუელ გალინდესი, სიმპატიური ახალგზარდა, რომელსაც ესტრელა მარინა შეუყვარდება. მათ სიყვარულს ბევრი რამ ეღობება წინ – ვიქტორ მანუელის წარსული და მასზე შეყვარებული მდიდარი ოჯახის ქალიშვილი, რომელიც ცდილობს წყვილი ერთმანეთს დააცილოს...

ლიკა

. :




პოსტების რაოდენობა : 16799
ქულები : 18070
დარეგისტრირების თარიღი : 2010-08-11

View user profile

Back to top Go down

Re: სიყვარულის ზღვა [სინოფსისი / შინაარსი]

Post by ninel_conde on Fri Jul 22, 2011 3:22 pm

dzalian momwons eg seriali kargia
avatar
ninel_conde

. :
პოსტების რაოდენობა : 273
ქულები : 319
დარეგისტრირების თარიღი : 2011-07-15
ასაკი: : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიყვარულის ზღვა [სინოფსისი / შინაარსი]

Post by estrella(zuria vega) on Sat Sep 03, 2011 3:42 pm

vgijdebi am serialze dzalian dzalian miyvars!
avatar
estrella(zuria vega)

. :
პოსტების რაოდენობა : 26
ქულები : 26
დარეგისტრირების თარიღი : 2011-09-03
ასაკი: : 25

View user profile

Back to top Go down

Re: სიყვარულის ზღვა [სინოფსისი / შინაარსი]

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum